თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №32/2017 |
|
2017 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 167-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია წარადგინოს მერობის კანდიდატი, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 167-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მიმართავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
2. მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობები განისაზღვრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით. 3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მერობის კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი; გ) პროფესია; დ) თანამდებობა (საქმიანობა); ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ვ) რეგისტრაციის ადგილი; ზ) პარტიულობა (თუ უპარტიოა მიეთითება „უპარტიო“); თ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ი) საარჩევნო ოლქის დასახელება, სადაც იგი წარდგენილია მერობის კანდიდატად; კ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, თან უნდა ერთოდეს მერობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატად კენჭისყრაზე. 5. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 116-ე მუხლის პირველი–მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება შესაბამის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეგისტრაციაში გასატარებლად. |
| მუხლი 2 |
მერობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
1. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მხარდამჭერთა სიების შემოწმებიდან 2 დღის ვადაში:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, თუ კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ ასეთი შეუსაბამობა არსებობს; ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში. 3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მისთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. |
| მუხლი 4 |
1. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:
ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი; ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით; გ) ორი ფოტოსურათი; დ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. 2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებას მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) სქესი; დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება); ზ) თანამდებობა; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“; თ) პარტიულობა; თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“; ი) საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი; კ) თანხმობა მერად კენჭისყრაზე; ლ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი. 3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 167-ე მუხლის მე-4–მე-6 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადება და საბუთები არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული სხვა პირობები, კერძოდ: ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია; ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა თვითმმართველი ერთეულის მერის არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე; გ) დარღვეულია მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობის მოთხოვნები; დ) დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 48-ე მუხლის მოთხოვნები; ე) საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. |
| მუხლი 5 |
შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მერობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. |
| მუხლი 6 |
შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში მერობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას. |
| მუხლი 7 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 8 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
+
დადგენილება №32/2017
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 167-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია წარადგინოს მერობის კანდიდატი, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 167-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მიმართავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება.
„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 167-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებული არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია წარადგინოს მერობის კანდიდატი, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 167-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მიმართავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №16/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.
+
1. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარმა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) (ამოღებულია - 10.07.2024, №16/2024);
ზ) (ამოღებულია - 10.07.2024, №16/2024);
კ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).
4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს მერობის კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი ერთ ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე, სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა.
5. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება შესაბამის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გასატარებლად.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №25/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 26 ივლისის დადგენილება №39/2021 - ვებგვერდი, 27.07.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №16/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.
+
მერობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მერობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №25/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
+
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, თუ მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეესაბამება საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) წერილობით აცნობებს მერობის კანდიდატის წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა; ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №25/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №16/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.
+
ე) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
ვ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ზ) თანამდებობა (საქმიანობა);
თ) (ამოღებულია - 10.07.2024, №16/2024);
ი) საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი;
ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში, ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;
დ1) მერობის კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №25/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №16/2024 - ვებგვერდი, 11.07.2024 წ.
+
+
+
+
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია
კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია“?
- „თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია“ მიღებულია 21.08.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №32/2017. სარეგისტრაციო კოდი — 010210010.15.008.016346.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია“, №32/2017, 21.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016346 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3785482/