ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.08.2017 ძალადაკარგული 18.01.2018
ნომერი
№189
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.123.016399
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №189

2017 წლის 22 აგვისტო

ქ. ქუთაისი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა №1 დანართის შესაბამისად.

/დანართი № 1 წინამდებარე

დადგენილებას თან ერთვის/

+
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა №2 დანართის შესაბამისად.

 /დანართი № 2 წინამდებარე

დადგენილებას თან ერთვის/

+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 ივლისის №184 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01.08.2017, 010250050.35.123.016394).

 

+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1-ლი ივლისიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი
+



დანართი № 1

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის

 საშტატო  ნუსხა


ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი შედგება 34 შტატისაგან. მათ შორის:

1. აპარატის უფროსი – 1 შტატი.

2. მეორადი სტრუქტურული ერთეული – სამდივნო განყოფილება – 7 შტატი:

ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამდივნო განყოფილების უფროსი – 1 შტატი;

ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 6 შტატი.

3. მეორადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული განყოფილება – 3 შტატი:

ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – იურიდიული განყოფილების უფროსი – 1 შტატი;

ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 2 შტატი.

4. მეორადი სტრუქტურული ერთეული – საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების

მართვის განყოფილება – 14 შტატი:

ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი – 1 შტატი;

ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 3 შტატი;

გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 10 შტატი.

5. მეორადი სტრუქტურული ერთეული – მოქალაქეთა მიღების, საქმისწარმოებისა და

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება – 9 შტატი:

ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – მოქალაქეთა მიღების, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი – 1 შტატი;

ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 7 შტატი;

გ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 1 შტატი.


+
დანართი № 2

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა  ნუსხა

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 9 მოსამსახურე. მათ შორის:

1. დამხმარე მოსამსახურე – 4 ერთეული.

2. ფრაქციაში მოწვეული სპეციალისტი – 5 ერთეული.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №189, 22.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016399 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3788207-1/