წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.08.2017 ძალადაკარგული 30.08.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.104.016322
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №27

2017 წლის 23 აგვისტო

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
აიკრძალოს საარჩევნო პლაკატების გაკვრა  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს, პოლიციის,  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის  დანაყოფების შენობების  ინტერიერსა და ექსტერიერში, ასევე საკულტო შენობა-ნაგებობებზე (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოებზე, ეკლესიებზე და მონასტრებზე), აგრეთვე ქალაქ წალენჯიხის კინო-თეატრის, მუნიციპალიტეტში არსებული მუზეუმების, სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულებების შენობათა ფასადებზე და  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე.
+
მუხლი 2
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  საარჩევნო პლაკატების გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები შემდეგ ადგილებში:
ა) №68.01 ქ.წალენჯიხის საარჩევნო უბანში – ქ.წალენჯიხა, №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია; (ქ. წალენჯიხა, სალიას ქუჩა №1);
ბ) №68.02 ქ.წალენჯიხის საარჩევნო უბანში – ქვედა მაზანდარის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე  (ქ. წალენჯიხა, წმ. ნინოს ქუჩა №67);
გ) №68.03 ქ. წალენჯიხის საარჩევნო უბანში – ქ. წალენჯიხის №2  საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია; (ქ. წალენჯიხა, გამსახურდიას ქუჩა №1);  
დ) №68.04 ქ.წალენჯიხის საარჩევნო უბანში – წალენჯიხის № 5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (ქ.წალენჯიხა, ზღვაიას დასახლება);
ე) №68.05 ქ.ჯვარის საარჩევნო უბანში – ქ. ჯვარის №2 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ.ჯვარი, ანდრია პირველწოდებულის ქუჩა);
ვ) №68.06 ქ. ჯვარის საარჩევნო უბანში – ქ. ჯვარის №3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. ჯვარი, სოხუმის ქუჩა № 2);
ზ) №68.07 ქ. ჯვარის საარჩევნო უბანში –   ქ. ჯვარის, №1 საჯარო სკოლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. ჯვარი, ქანთარიას  ქუჩა №6);
თ) №68.08 ქ.ჯვარის საარჩევნო უბანში – ქ.ჯვარის, კულტურის სახლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ.ჯვარი, რუსთაველის ქუჩა №16 );
ი) №68.09 ეწერის საარჩევნო უბანში – სოფ. ეწერის საექიმო ამბულატორიის  მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ეწერი);
კ) №68.10 ლიის საარჩევნო უბანში – ლიის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ლიის ადმინისტრაციული ერთეული, გ.ჭანტურიას ქუჩა №1);
ლ) №68.11 ლიის საარჩევნო უბანში – ლიის №2 საბაზო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ლიის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი პალური);
მ) №68.12 მედანის საარჩევნო უბანში – მედანის № 1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (მედანის ადმინისტრაციული ერთეული);
ნ) №68.13 მიქავას საარჩევნო უბანში – მიქავას №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (მიქავას ადმინისტრაციული ერთეული);
ო) №68.14 მუჟავას საარჩევნო უბანში – მუჟავას საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (მუჟავას ადმინისტრაციული ერთეული);
პ) №68.15 ნაკიფუს საარჩევნო უბანში – ნაკიფუს  კულტურის სახლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეული);
ჟ) №68.16 ობუჯის საარჩევნო უბანში – ობუჯის № 1 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ობუჯის ადმინისტრაციული ერთეული);
რ) №68.17 საჩინოს საარჩევნო უბანში – საჩინოს  ყოფილი ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე (საჩინოს ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი კუხეში);
ს) №68.18 ფახულანის საარჩევნო უბანში - ფახულანის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ფახულანის ადმინისტრაციული ერთეული);
ტ) №68.19 ფახულანის საარჩევნო უბანში – ფახულანის  № 2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ფახულანის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი წყოუში);
უ) №68.20 ჩქვალერის  საარჩევნო უბანში – ჩქვალერის  კულტურის სახლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეული);
ფ) №68.21 ჭალეს საარჩევნო უბანში – ჭალეს №1 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ჭალეს ადმინისტრაციული ერთეული);
ქ) №68.22 ჭალეს საარჩევნო უბანში – ჭალეს  №2 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე  (ჭალეს ადმინისტრაციული ერთეული);
ღ) №68.23 ჯგალის საარჩევნო უბანში – ჯგალის № 1 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ჯგალის ადმინისტრაციული ერთეული);
ყ) №68.24 ქ.წალენჯიხის საარჩევნო უბანში – № 3 საბავშვო  ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. წალენჯიხა, ქიაჩელის ქ.);
შ) №68.25 ქ.წალენჯიხის საარჩევნო უბანში – ქ. წალენჯიხის №7 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ.წალენჯიხა, შანავას ქუჩა №10);
ჩ) №68.26 ქ. ჯვარის საარჩევნო უბანში – ქ. ჯვარში, ყოფილი ფოსტის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. ჯვარი, რუსთააველის  ქ. № 14);
ც) №68.27 ჯგალის საარჩევნო უბანში – ჯგალის საბავშვო ბაღის  მიმდებარე ტერიტორია (ჯგალის ადმინისტრაციული ერთეული);
ძ) №68.28 საჩინოს საარჩევნო უბანში – საჩინოს საბავშვო ბაღის  მიმდებარე ტერიტორიაზე (საჩინოს ადმინისტრაციული ერთეული).
+
მუხლი 3
ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 3 (სამი) ცალი საარჩევნო პლაკატისა, ზომით: სიგრძე – არაუმეტეს 60 სმ, სიგანე – არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი).

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №36 - ვებგვერდი,20.08.2018წ.

+
მუხლი 4
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის და ამ დადგენილებით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატების გაკვრა დასაშვებია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე,  მათ შორის გარე განათების ბოძებზე,  მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
+
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების თაობაზე“, №27, 23.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016322 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3790545-1/