სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
2. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
3.„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო შეთავაზების გზით და 2018 წლის 1 იანვრამდე კერძო განთავსებით გზით რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, გარდა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა.
4. კომერციული ბანკის სასესხო აქტივები.
5. უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები საქართველოს ეროვნულ ბანკში.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლი 17 დეკემბრის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 19.12.2018წ.
|
+
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №2
2017 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, საბანკო სისტემაში ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
საქართველოს ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველყოფის სახეობებს წარმოადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
2. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
3.„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო შეთავაზების გზით და 2018 წლის 1 იანვრამდე კერძო განთავსებით გზით რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, გარდა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა.
3. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და 2018 წლის 1 იანვრამდე კერძო განთავსებით გზით რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, გარდა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა და კომერციული ბანკების მფლობელობაში არსებული მათთან დაკავშირებული იურიდიული პირის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა.
4. კომერციული ბანკის სასესხო აქტივები.
5. უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები საქართველოს ეროვნულ ბანკში.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 23 აპრილის №3 დადგენილება.
+
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია კომერციული ბანკების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
+
მუხლი 4🔗
|
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“, №2, 31.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 220010070.11.004.016046 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3794020-1/