პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (11)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი“ (დანართი №1), თანდართული „სასწავლო კურსი და სწავლის შედეგები“ (დანართი „ა“) და „პრაქტიკის ფურცელი“ (დანართი „ბ“);
ბ) „სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესი“ (დანართი №2).
ბუღალტრული არღიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 19.08.2019წ.
|
ზოგადი დებულებანი
პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი (შემდგომ-სტანდარტი) განსაზღვრავს პროფესიული სერტიფიცირებისათვის სასწავლო დისციპლინებს, ასევე, საგამოცდო პროცესის წარმართვის, საგნების ჩათვლის და გამოცდებისაგან გათავისუფლების წესს, პროფესიული სერტიფიცირებისათვის წარსადგენ დოკუმენტაციას და სერტიფიკატის გაცემის წესს.
სტანდარტი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონს (შემდეგში – კანონი), შეესაბამება ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES).
1. ამ სტანდარტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კანდიდატი – სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მაძიებელი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან საქართველოში ან უცხოეთში მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ საფეხურზე სწავლის უფლება ან რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მფლობელია;
ბ) პროფესიული კომპეტენცია – კანონით და კანონით განსაზღვრული შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული როლის შესრულების უნარი;
გ) სწავლის შედეგები – ცოდნის მოცულობა და სიღრმე, შემეცნება და გამოყენება, რომელიც მოითხოვება პროფესიული სერტიფიცირებისათვის აუცილებელი სასწავლო დისციპლინებისთვის (სასწავლო კურსისთვის) (შემდგომ – სასწავლო კურსი) და რომლის მიღწევაც სავალდებულოა კანდიდატისთვის/სერტიფიცირებული ბუღალტრისათვის;
დ) კვალიფიკაცია – სასერტიფიკაციო პროგრამის სრულად დაძლევის შედეგად და პროფესიული სერტიფიცირების შესაბამისად დადასტურებული (მიღწეული) სწავლის შედეგები;
ე) სასერტიფიკაციო პროგრამა – პროფესიული სერტიფიცირებისათვის აუცილებელი სასწავლო კურსების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია სასერტიფიკაციო პროგრამის მიზანი, მისაღწევი სწავლის შედეგები, სწავლის შინაარსი და კანდიდატთა შეფასების სისტემა, ასევე სასერტიფიკაციო გამოცდების ერთობლიობა;
ვ) სრული სასერტიფიკაციო პროგრამა – პროგრამა, რომელიც მოიცავს ამ სტანდარტით განსაზღვრულ ყველა სასწავლო კურსს და სასერტიფიკაციო გამოცდას;
ზ) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლების და სწავლის მეთოდების და შეფასების კრიტერიუმების შესახებ;
თ) საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა კოლეჯისა, ასევე უცხოეთში მიღებული და საქართველოში აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. ამ სტანდარტში გათვალისწინებული უმაღლესი განათლება მოიცავს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ან მათთან გათანაბრებულ ხარისხს.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ სტანდარტის მიზნებისათვის, მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონის შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №ნ-19 - ვებგვერდი, 13.12.2019წ.
პროფესიული სერტიფიცირება. სასწავლო კურსი
1. პირის კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული სერტიფიცირების შესაბამისად.
2. კანდიდატის პროფესიულ სერტიფიცირებას და სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემას ახორციელებს პროფესიული ორგანიზაცია.
3. პროფესიული ორგანიზაცია სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსს ანიჭებს პირს, რომელსაც დასრულებული აქვს სრული სასერტიფიკაციო პროგრამა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი, 24.03.2021წ.
1. სასერტიფიკაციო პროგრამას აღიარებს სამსახური, მის მიერ დადგენილი წესით.
2. სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს სულ მცირე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ 4 (ოთხ) სასწავლო კურსს.
3. სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს სულ მცირე 4 (ოთხ) სასერტიფიკაციო გამოცდას, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) „ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება“ – ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება, ფასს სტანდარტების შესაბამისად, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე;
ბ) „აუდიტი“ – აუდიტი, მარწმუნებელი მომსახურება და პროფესიული უნარები, პროფესიული სკეპტიციზმი და პროფესიული განსჯა, ეთიკური პრინციპები, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიმართ ვალდებულება, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე;
გ) „ბიზნესის მართვა და რისკი“ – კორპორაციული მართვა, რისკის მართვა და შიდა კონტროლი, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე;
დ) „ბიზნესსამართალი და საგადასახადო დაბეგვრა“ – ბიზნეს და საგადასახადო კანონმდებლობა, კვალიფიკაციის საშუალო დონეზე.
4. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გამოცდა, ჩაატაროს 2 (ორ) ეტაპად: ,,ბიზნესსამართალი“ და ,,საგადასახადო დაბეგვრა“.
5. სრული სასერტიფიკაციო პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას პროფესიული კომპეტენციის თითოეული კომპონენტისათვის, კვალიფიკაციის შესაბამის დონეზე.
6. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ჰქონდეს როგორც ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრული სასწავლო კურსი და გამოცდა, ასევე სრული სასერტიფიკაციო პროგრამა.
7. კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილ წევრს ან ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირები, რომლებსაც აუდიტის საქართველოში ჩატარება სურთ უფლებამოსილნი არიან, საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარების მოთხოვნით, მიმართონ პროფესიულ ორგანიზაციას. საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტი ტარდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნებით. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ პუნქტით განსაზღვრული გამოცდა ჩაატაროს როგორც 1 (ერთ), ასევე 2 ეტაპად.
8. კანდიდატი უფლებამოსილია საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარების ნაცვლად ჩაითვალოს პროფესიულ ორგანიზაციაში ჩაბარებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა (გამოცდები) არაუგვიანეს გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში.
9. პროფესიული ორგანიზაცია ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ გამოცდას ატარებს როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე.
1. სასწავლო კურსი უნდა წარიმართოს სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) შესაბამისად.
2. ერთი სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) შეიძლება მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე, მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ კომპეტენციის სფეროს.
3. სასერტიფიკაციო პროგრამის მიზანი უნდა შეესაბამებოდეს პროფესიულ მოთხოვნებს, ნათლად ჩამოყალიბებული და ორიენტირებული უნდა იყოს დასაქმების ბაზარზე.
4. სასერტიფიკაციო პროგრამის მიზანი უნდა იყოს მიღწევადი.
5. სასწავლო კურსის შინაარსი განსაზღვრულ ვადაში უნდა უზრუნველყოფდეს სწავლების მეთოდებისა და საათების მოცულობის გათვალისწინებით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას. სწავლის შედეგების მიღწევისთვის აუცილებელი საათების რაოდენობა უნდა იყოს გონივრული.
6. სწავლის შედეგები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და შეესაბამებოდეს სამსახურის მიერ დადგენილ მინიმალურ სწავლის შედეგებს.
7. სხვადასხვა სასწავლო კურსის და სწავლების მეთოდების ერთობლიობა უნდა უზრუნველყოფდეს სასერტიფიკაციო პროგრამით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას, კომპეტენციის დონის შესაბამისად.
8. კომპეტენციის სფეროები, რომელსაც მოიცავს სასერტიფიკაციო პროგრამის შემადგენელი თითოეული სასწავლო კურსი, მკაფიოდ იდენტიფიცირდება და შეესაბამება პროფესიული კომპეტენციის კომპონენტ(ებ)ს.
9. შეფასების მეთოდები, სასერტიფიკაციო პროგრამის თითოეულ სასწავლო კურსისათვის და მიღწეული სწავლის შედეგების შეფასებისათვის, ადეკვატური უნდა იყოს და სამართლიანად აფასებდეს კანდიდატს.
10. სასწავლო ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალები უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სფეროს თანამედროვე და აქტუალურ მოთხოვნებს, შეიცავდეს პრაქტიკულ ელემეტებს და უზრუნველყოფდეს სწავლის შედეგების მიღწევას.
11. კანდიდატის ცოდნის შეფასების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რაც უზრუნველყოფს კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის ინფორმირებას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ.
12. სასწავლო კურსის მიზანია კანდიდატმა გამოიმუშაოს სასწავლო კურსის პროგრამით (სილაბუსით) გათვალისწინებული შესაბამისი პროფესიული კომპეტენცია.
პროფესიული კომპეტენცია მოიცავს:
ა) ტექნიკური კომპეტენციებს, რომელიც არის საგნებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
ბ) პროფესიულ უნარებს, რომლებიც არის ზოგადი უნარები, ასევე კომუნიკაციის, პიროვნული და ორგანიზაციული უნარები, რომელთა ტექნიკურ კომპეტენციასთან, პროფესიულ ფასეულობებთან, ეთიკასთან და დამოკიდებულებებთან ინტეგრაციის საშუალებით ვლინდება კანდიდატის პროფესიული კომპეტენცია;
გ) პროფესიული ფასეულობებს, ეთიკას და დამოკიდებულებებს, რომელიც არის პროფესიული ქცევა და სხვა მახასიათებლები, რომლებიც განსაზღვრავს სერტიფიცირებული ბუღალტრის პროფესიის წევრობას. ისინი მოიცავს ქცევის (ეთიკური) პრინციპებს, რომლებიც არსებითად დამახასიათებელია პროფესიისთვის.
დ) ზოგადი უნარები – უნარები რომელიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ პრობლემების გადაწყვეტის, ცვლილებებისადმი ადაპტირების, გადაწყვეტილებების მიღების და შესაფერისი მსჯელობის შესაძლებლობას;
ე) კომუნიკაციის უნარები – უნარები რომელიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის შესაძლებლობას ეფექტურად იმუშაოს და იურთიერთოს სხვებთან;
ვ) პიროვნული უნარები – უნარები, რომლებიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის პიროვნულ დამოკიდებულებებს და ქცევას;
ზ) ორგანიზაციული უნარები – უნარები, რომლებიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის შესაძლებლობას იმუშაოს ეფექტურად ორგანიზაციასთან ან ორგანიზაციაში ადამიანებისაგან და ხელმისაწვდომი რესურსებისგან ოპტიმალური შედეგების მისაღებად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 5 აპრილის ბრძანება №ნ-5 - ვებგვერდი, 08.04.2021წ.
1. კომპეტენციის სფეროებისათვის დანართი ,,ა“-ს მე-2 სვეტით დადგენილია მინიმალური სწავლის შედეგები. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია თითოეული კომპეტენციის სფეროსათვის დაადგინოს დამატებითი, მხოლოდ დადგენილზე მაღალი, სწავლის შედეგები.
2. კანდიდატის პროფესიული კომპეტენცია, სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მიღებამდე, შესაბამისი დონეებით განისაზღვრება. კანდიდატის პროფესიული კომპეტენციის დონეებია:
ა) პროფესიული კომპეტენციის საბაზო დონე;
ბ) პროფესიული კომპეტენციის საშუალო დონე;
გ) პროფესიული კომპეტენციის უმაღლესი დონე.
3. კანდიდატი ვალდებულია დადგენილი კომპეტენციის დონეზე მიაღწიოს განსაზღვრულ სწავლის შედეგებს.
1. აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის, ზედამხედველი აუდიტორის მიერ კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების (აუდიტორულ გარიგებებში მონაწილოების) არანაკლებ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დადასტურებისთვის, სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია პრაქტიკაში გამოვლენილი, გამომუშავებული პროფესიული კომპეტენციების დადასტურების მიზნით, მიმართოს შესაბამის ზედამხედველ აუდიტორს.
2. ზედამხედველი აუდიტორის ფუნქციების განხორციელებისას, პირი უნდა იყოს აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორი ან/და საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორი.
3. კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ზედამხედველი აუდიტორი ადასტურებს წერილობით, პრაქტიკის ფურცლით (დანართი „ბ“).
4. (ამოღებულია - 16.08.2019, №ნ-12).
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 19.08.2019წ.
1. კომპეტენციის საბაზო დონეზე (შემდგომ – საბაზო დონე) სწავლის შედეგები მიმართულია:
ა) დავალებების შესასრულებლად სათანადო ზედამხედველობის ქვეშ მუშაობაზე ძირითადი პრინციპებისა და თეორიების განსაზღვრაზე, განმარტებაზე, შეჯამებაზე და მათ ინტერპრეტაციაზე, ტექნიკურ კომპეტენციის შესაბამის სფეროებში;
ბ) დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, შესაბამისი პროფესიული უნარების გამოყენებით;
გ) დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და დამოკიდებულებების მნიშვნელობის გათვალისწინებით;
დ) მარტივი პრობლემების გადაწყვეტაზე და კომპლექსური ამოცანების ხელმძღვანელობისთვის გადასაწყვეტად გადაცემაზე ან სპეციალური გამოცდილების მქონე პირებისთვის მიმართვაზე;
ე) ინფორმაციის მიწოდებასა და მოსაზრებების მკაფიოდ გადმოცემაზე, ზეპირი ან/და წერილობითი კომუნიკაციის გამოყენებით.
2. სწავლის შედეგები საბაზო დონეზე უკავშირდება სამუშაო გარემოებებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ნაკლები ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობა.

1. კომპეტენციის საშუალო დონეზე (შემდგომში – საშუალო დონე) სწავლის შედეგები მიმართულია:
ა) ტექნიკური კომპეტენციის შესაბამის სფეროებში ძირითადი პრინციპებისა და თეორიების დამოუკიდებლად გამოყენებაზე, შედარებასა და ანალიზზე, დავალებების შესასრულებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად;
ბ) ტექნიკური კომპეტენციისა და პროფესიული უნარების კომბინირებაზე, სამუშაო ამოცანების შესასრულებლად;
გ) პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და დამოკიდებულებების გამოყენებაზე დავალებების შესრულებისას;
დ) ზეპირი ან/და წერილობითი კომუნიკაციის საშუალებით ინფორმაციის წარდგენასა და მოსაზრებების მკაფიოდ გადმოცემაზე როგორც ბუღალტრული აღრიცხვის მცოდნე, ისე სხვა პირების მიმართ.
2. სწავლის შედეგები საშუალო დონეზე უკავშირდება სამუშაო გარემოებებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია საშუალო დონის ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობა.

1. კომპეტენციის უმაღალეს დონეზე (შემდეგში – უმაღლესი დონე) სწავლის შედეგები მიმართულია:
ა) ტექნიკური კომპეტენციის სხვადასხვა სფეროებიდან პრინციპებისა და თეორიების არჩევაზე, ინტეგრაციაზე, პროექტებისა და სამუშაო ამოცანების წარმართვაზე და რეკომენდაციების საჭიროებების შესაბამისად მომზადებაზე;
ბ) პროექტების სამართავად, განსახორციელებლად და სამუშაოს შესასრულებლად ტექნიკური კომპეტენციისა და პროფესიული უნარების ინტეგრაციაზე;
გ) პროფესიული ფასეულობების, ეთიკის და დამოკიდებულებების გამოყენებით შესაფერისი ღონისძიებების შეფასებაზე;
დ) შეზღუდული ზედამხედველობის პირობებში კომპლექსური პრობლემების შეფასებაზე, კვლევასა და გადაწყვეტაზე;
ე) კომპლექსური პრობლემების და საკითხების განჭვრეტაზე (გათვლაზე), მათთან დაკავშირებულ კონსულტაციასა და გადაწყვეტილების მიღებაზე;
ვ) დაინტერესებულ მხარისათვის შესაბამისი ინფორმაციის დამაჯერებლად, თანმიმდევრულად წარდგენაზე და განმარტებაზე.
2. სწავლის შედეგები უმაღლეს დონეზე უკავშირდება სამუშაო გარემოებებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მაღალი დონის ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობა.

მუხლის 13. სასერტიფიკაციო გამოცდები
1. ამ სტანდარტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება წელიწადში სულ ცოტა ორ საგამოცდო სესიად – ზამთრის და ზაფხულის საგამოცდო სესიად.
2. კანდიდატს ცალკეული გამოცდის შედეგი უნარჩუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დანარჩენ ყველა გამოცდას ჩააბარებს პირველი გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში.
3. საგამოცდო შეფასება უნდა ხდებოდეს 100-ქულიანი სისტემით.
4. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ 50 ქულის ან მეტის მიღების შემთხვევაში. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული ზღვარი გაზარდოს 70 ქულამდე.
5. პროფესიული სერტიფიცირების მიზნებისათვის პირს ამ სტანდარტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისთვის დასრულებული უნდა ჰქონდეს სასწავლო კურსი სულ მცირე საშუალო დონეზე (გარდა ეკონომიქსისა, რომელშიც კანდიდატის კომპეტენცია შეიძლება დადასტურდეს საბაზო დონეზე), ამ სტანდარტით განსაზღვრულ ყველა საგანში პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამის ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარებული დისციპლინების (საგნების) ფარგლებში.
6. სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მოპოვებისათვის კანდიდატი ვალდებულია დაასრულოს პროფესიული ორგანიზაციის სრული სასერტიფიკაციო პროგრამა. სრული სასერტიფიკაციო პროგრამის დასრულების მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია ჩაითვალოს სასერტიფიკაციო პროგრამის შესაბამისი ერთი ან ყველა საგანი.
7. კანდიდატი უფლებამოსილია დაასრულოს სასერტიფიკაციო პროგრამა სასერტიფიკაციო პროგრამაზე სწავლის პროცესში ჩართვის გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანდიდატი გამოცდას (გარდა სასერტიფიკაციო გამოცდისა) აბარებს იმ პროფესიულ ორგანიზაციაში, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო კურსის სწავლებას აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამის ფარგლებში.
8. სასერტიფიკაციო გამოცდები არის სერტიფიცირების საბოლოო ეტაპი და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატს ენიჭება სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი.
1. პროფესიული კომპეტენციის შეფასება უნდა ზომავდეს მიღწეულ პროფესიული კომპეტენციის სფეროებს და უნდა შედგებოდეს, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის შეფასების შესაფერისი ღონისძიებებისგან.
2. შეფასება უნდა ემყარებოდეს შემოწმებად ინფორმაციას/დოკუმენტაციას.
3. შემოწმებადი ინფორმაცია/დოკუმენტაციაა:
ა) სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ბ) საგამოცდო შედეგების ჩანაწერები;
გ) ამ სტანდარტის მე-9 მუხლით გათვალისწინებული, ზედამხედველი აუდიტორის წერილობითი დადასტურება (პრაქტიკის ფურცელი) კანდიდატის მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტში მიღწეული პროფესიული კომპეტენციის შესახებ.
4. პროფესიული ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით შენახვის ვადაა 6 წელი.
5. პროფესიული კომპეტენციის შეფასება ხორციელდება სასერტიფიკაციო გამოცდის მეშვეობით. სასერტიფიკაციო გამოცდა აფასებს კანდიდატის თეორიულ ცოდნას და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს, შესაბამის კომპეტენციის დონეზე. პროფესიული კომპეტენციის შეფასების მიზანია პირის მიერ გამომუშავებული პროფესიული კომპეტენციის გამოვლენა.
6. პროფესიული კომპეტენციის შეფასების ღონისძიებას უნდა გააჩნდეს:
ა) შეფასების ვალიდობა – შეფასების ღონისძიება ვალიდურია, თუ ის ზომავს იმას, რის გასაზომადაც არის გამიზნული. ვალიდობა არ არის აბსოლუტური მაჩვენებელი, პროფესიული კომპეტენციის შეფასებას შესაძლოა ვალიდობის განსხვავებული დონე ჰქონდეს. ვალიდობა სხვადასხვა ფორმით ხასიათდება და მოიცავს:
ა.ა) გარეგნულ ვალიდობას – შეფასების ღონისძიება გარეგნულად ვალიდურია, თუ აშკარად ჩანს, რომ ღონისძიება ზომავს იმას, რის გასაზომადაც არის გამიზნული;
ა.ბ) პროგნოზულ ვალიდობას – შეფასების ღონისძიება პროგნოზულია, თუ შეფასების შინაარსი დაკავშირებულია პროფესიული კომპენტენტურობის კონკრეტულ ასპექთან, რომლის შესაფასებლადაც არის გამიზნული;
ა.გ) შინაარსობრივ ვალიდობას – შეფასების ღონისძიება შინაარსობრივად ვალიდურია, თუ ის სათანადოდ მოიცავს პროფესიული კომპენტენტურობის კონკრეტულ ასპექტს, რომლის შესაფასებაც ხდება;
ბ) შეფასების სანდოობა – შეფასების ღონისძიება სანდოა, თუ ის იძლევა იდენტურ შედეგს იდენტურ ვითარებაში (მათ შორის, რამდენჯერმე გადამოწმების შემთხვევაში). სანდოობა არ არის აბსოლუტური და შეფასებას შესაძლოა გააჩნდეს სანდოობის განსხვავებული მაჩვენებელი. პროფესიული კომპეტენციის შეფასება სანდოობით გამოირჩევა, თუ შემფასებლების უმრავლესობა მსგავს გარემოებებში დამოუკიდებლად მოქმედებისას თანმიმდევრულად მიდის ერთსა და იმავე დასკვნამდე;
გ) შეფასების თანასწორობა – შეფასების ღონისძიება თანასწორია, თუ ის სამართლიანი და მიუკერძოებელია. თანასწორობა არ არის აბსოლუტური საზომი და პროფესიული კომპეტენციის შეფასებას შესაძლოა გააჩნდეს განსხვავებული დონის სამართლიანობა;
დ) შეფასების გამჭვირვალობა – შეფასების ღონისძიება გამჭვირვალეა, თუ შეფასების ღონისძიების ელემენტები, მათ შორის, შესაფასებელი კომპეტენციის სფეროები და შეფასების განხორციელების ვადები გასაჯაროებულია;
ე) შეფასების საკმარისობა – შეფასების ღონისძიება საკმარისია, თუ ის იცავს ბალანსს სიღრმესა და მოცულობას, ცოდნასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას შორის და აერთიანებს სხვადასხვა სიტუაციებსა და კონტექსტებში გამოყენებულ შინაარსს (მასალას).
1. გამოცდა უნდა ჩატარდეს წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.
2. გამოცდის ფორმატი უნდა ითვალისწინებდეს კითხვის შემდეგ ვარიანტებს:
ა) კითხვები პასუხების ფიქსირებული ვარიანტებით:
ა.ა) კითხვები მრავალვარიანტიანი პასუხებით;
ა.ბ) კითხვები სწორია/არასწორია პასუხებით;
ა.გ) კითხვები დასაწყვილებელი პასუხებით;
ა.დ) კითხვები მოკლე პასუხებით;
ბ) ღია ტიპის კითხვები;
ბ.ა) ესეი (თხზულება);
ბ.ბ) პრაქტიკული შემთხვევების ანალიზი/სცენარი.
3. კომპეტენციის უმაღლესი დონის შესაფასებელი გამოცდა სრულად უნდა ეფუძნებოდეს პრაქტიკული შემთხვევების ანალიზს/სცენარს.
4. საშუალო დონის შესაფასებელი გამოცდა შესაძლოა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კითხვებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კითხვები არ უნდა აღემატებოდეს 40 ერთეულს.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ესეის (თხზულებას) შეიძლება მოიცავდეს (მათ შორის, სრულად) როგორც საშუალო დონის, ისე საბაზო დონის შესაფასებელი გამოცდა.
1. პროფესიული კომპეტენციის გამოცდაზე შესამოწმებელი სასწავლო კურსებია:
ა) ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
ბ) მმართველობითი აღრიცხვა;
გ) აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება;
დ) კორპორაციული მართვა, რისკების მართვა და შიდა კონტროლი;
ე) სამეწარმეო და ორგანიზაციული გარემო;
ვ) ბიზნესის სტრატეგია და მართვა;
ზ) პროფესიული სკეპტიციზმი და პროფესიული განსჯა;
თ) ეთიკური პრინციპები;
ი) საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ვალდებულება;
კ) ფინანსური ანალიზი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გარდა, ასევე პროფესიული კომპეტენციის გამოცდაზე შესამოწმებელი სასწავლო კურსებია:
ა) ბიზნესსამართალი;
ბ) საგადასახადო დაბეგვრა;
გ) ფინანსები და ფინანსური მართვა;
დ) ეკონომიქსი;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიები.
3. პროფესიული კომპეტენციის გამოცდაზე შესამოწმებელი სხვა კომპეტენციის სფეროებია:
ა) ზოგადი უნარები;
ბ) კომუნიკაციის უნარები;
გ) პიროვნული უნარები;
დ) ორგანიზაციული უნარები.
3. კანდიდატის მიერ სასწავლო კურსის დასრულება დასტურდება შესაბამისი გამოცდის ჩაბარებით.
4. პირის მიერ ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესით საქართველოს სამართლის ტესტის ჩაბარების შემთხვევაში პროფესიული ორგანიზაციის მიერ გაიცემა საქართველოს სამართლის ტესტის ჩაბარების დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი.
1. პროფესიული ორგანიზაციები/საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ სასერტიფიკაციო პროგრამების/სასწავლო კურსის/ცალკეული დისციპლინების (საგნების) სილაბუსის განახლება არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებში (სტანდარტებში) განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.
2. ის პროფესიული ორგანიზაცია რომელსაც არ აქვს სასერტიფიკაციო პროგრამა აღიარებული და აღიარებული აქვს საგამოცდო პროცესი ვალდებულია უზრუნველყოს მხოლოდ სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) განახლება.
საგამოცდო პროცესის წარმართვა
1. საგამოცდო პროცესს წარმართავს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო.
2. საგამოცდო პროცესის წარმართვა ეფუძნება სამართლიანობის, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
3. სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელმა ორგანომ, გამოცდების მოსამზადებლად და სამართავად, დოკუმენტურად უნდა ასახოს და სამსახურს შესაფასებლად წარუდგინოს საკუთარი პოლიტიკა და პროცედურები. მათ შორის:
ა) ზოგადი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს:
ა.ა) გამოცდებზე ზედამხედველობას (ინფორმაცია პროფესიულ ორგანიზაციასთან არსებული საგამოცდო პროცესის მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს, მისი შემადგენლობისა და ფუნქციების თაობაზე);
ა.ბ) დამოუკიდებლობას, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას;
ა.გ) საგამოცდო პროცესების მიზნებისათვის, მესამე მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობისას კონფიდენციალურობისა და ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პოლიტიკას;
ბ) გამოცდის მომზადების პოლიტიკას, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ბ.ა) ტესტირების მიზნები (ტესტების მიზნების განსაზღვრა, კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასების გამოყენება);
ბ.ბ) კომპეტენციაზე დაფუძნებული შეფასება;
ბ.გ) კითხვის ტიპები (რომელიც უნდა გამომდინარეობდეს ტესტირების მიზნებიდან);
ბ.დ) ტესტირების ფარგლები (სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი), მათ შორის, სწავლის შედეგები);
ბ.ე) კომპეტენციის სფეროების ინტეგრირება;
ბ.ვ) გამოცდისათვის გონივრული დროის განსაზღვრა;
ბ.ზ) ტესტირების ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით ფსიქომეტრიული საკითხები (ფსიქომეტრიული ინსტრუმენტებით მენტალური/გონებრივი შეფასება);
ბ.თ) გამოცდის ფორმატის (წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით (უსაფრთხოების და კონტროლის ღონისძიებები) არჩევანი;
გ) ტესტირების შემუშავების პროცესის მართვას (ავტორების შერჩევა, მითითებები ავტორებისთვის, გამოცდის დამტკიცების პროცესი, ტესტების შედგენის, ფსიქომეტრიული ანალიზის და ადაპტაციის მეთოდოლოგია);
დ) გამოცდის უსაფრთხოების უზრუნველყოფას გამოცდის თარიღამდე (ტესტების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, საგანგებო გეგმა, საგამოცდო მასალის ბეჭდვა და განაწილება (საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის, ელექტრონული განაწილება);
ე) კანდიდატების დარეგისტრირებას გამოცდისთვის და მათი ინფორმირების პოლიტიკა;
ვ) კანდიდატის შეფასების ანონიმურობას;
ზ) სპეციალური საჭიროებების მქონე კანდიდატებისათვის შესაბამისი პირობების არსებობას;
თ) საგამოცდო ცენტრს (საგამოცდო ცენტრის შერჩევა, მასალების შენახვა, საგამოცდო ცენტრის მთავარი ზედამხედველის და ზედამხედველის მოვალეობები);
ი) უსაფრთხოების საკითხებს (ლეგიტიმური კანდიდატების იდენტიფიცირება, საგამოცდო ოთახში შესვლა/ოთახიდან გასვლა, ადგილების განაწილება, დაშვებული ნივთების ჩამონათვალი, საგამოცდო მასალების დარიგება და კანდიდატებისთვის თანაბარი დროის მიცემის უზრუნველყოფა, დროსთან დაკავშირებული გამაფრთხილებელი განცხადებები, გაუთვალისწინებელი შემთხვევების მართვის პოლიტიკა, გამოცდაზე აკრძალული ქცევა და მასზე რეაგირების მექანიზმები, ნამუშევრების შეგროვება და მათი სათანადო წესით დადასტურება, ნამუშევრების რაოდენობისა და დამსწრეთა რაოდენობის შესაბამისობის კონტროლი;
კ) საგამოცდო ნამუშევრების შეფასებას (შეფასების პროცესის ადმინისტრირება, შემფასებლების შერჩევა, შეფასების სახელმძღვანელოს შემუშავება და შემფასებელთა ჯგუფის წევრების ერთგვაროვანი მიდგომის და შეფასების დამოუკიდებლად წარმართვის უზრუნველყოფა, შეფასების გადამოწმება (აუდიტი) შეფასების შედეგების შესახებ ანგარიში);
ლ) შეფასების პროცესების შედეგების დამტკიცებას (საბჭოს მიერ შედეგების დამტკიცება, ანგარიშის წარდგენა);
მ) შედეგების შეტყობინების პროცედურებს (კანდიდატებისთვის შედეგების შესახებ კონფიდენციალურობის მოთხოვნების გათვალისწინებით ინფორმაციის მიწოდება);
ნ) ჩანაწერებისა და საგამოცდო მასალების შენახვის პოლიტიკას (შენახვის 6-წლიანი ვადის დაცვა);
ო) გასაჩივრების პროცედურებს (კანდიდატის უფლება გაეცნოს ნაშრომს, შედეგების შემფასებელთან ან/და საგამოცდო საბჭოს წევრთან განხილვის შესაძლებლობა).
4. პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამა ვალდებულია სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს სტატუსის მისაღებად წარუდგინოს შესაბამისი სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი). ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასწავლო კურსის პროგრამაში (სილაბუსში) არ მიეთითება სწავლებისა და სწავლის მეთოდების შესახებ ინფორმაცია.
5. სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს სტატუსის მიღების შემდგომ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) ექვემდებარება გასაჯაროვებას და უნდა განთავსდეს პროფესიული ორგანიზაციის ვებგვერდზე.
1. საგამოცდო პროცესის წარმართვისათვის, პროფესიული ორგანიზაციის სისტემაში იქმნება საგამოცდო პროცესის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომ – საბჭო).
2. საბჭო შედგება არაუმეტეს 3 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 3 წევრისაგან. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს პროფესიული ორგანიზაცია.
3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვება პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესით.
4. საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ის პირები, რომლებიც ჩართულნი არიან კანდიდატთა სწავლების პროცესში.
5. საბჭო:
ა) შეიმუშავებს საგამოცდო პროცესის წარმართვისათვის წესს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიულ ორგანიზაციას;
ბ) შეიმუშავებს პოლიტიკას საგამოცდო პროცესის წარმართვის ზედამხედველობისათვის;
გ) ახორციელებს პროფესიული ორგანიზაციის მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საგნების ჩათვლა. გამოცდისაგან გათავისუფლება
1. პროფესიული ორგანიზაციების მიერ საგნის/კურსის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ თავიანთი სერტიფიცირების მიზნებისათვის.
2. საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის დისციპლინების (საგნის) და პროფესიული ორგანიზაციების სასწავლო კურსის ჩათვლა ხორციელდება:
ა) სამსახურის მიერ აღიარებული, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ცალკეული დისციპლინების (საგნების) ფარგლებში სწავლის შედეგების მიხედვით, საათების მინიმალური მოცულობის გათვალისწინებით;
ბ) პროფესიული ორგანიზაციის სასწავლო კურსის სწავლის შედეგების მიხედვით, საათების მინიმალური მოცულობის გათვალისწინებით.
3. პროგრამის ჩათვლის მიზნებისთვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, საათების მინიმალურ მოცულობას ადგენს პროფესიული ორგანიზაცია.
4. პროფესიული ორგანიზაციების მიერ კანდიდატისათვის სასწავლო კურსის ჩათვლა მოიცავს ასევე შესაბამისი გამოცდისაგან გათავისუფლებას.
5. სასერტიფიკაციო პროგრამაზე ჩათვლების მიღებისათვის პირი მიმართავს პროფესიულ ორგანიზაციას და წარუდგენს შესაბამის დოკუმენტებს.
6. პირი უფლებამოსილია ჩაითვალოს უცხოეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებაში დასრულებული საგნი/სასწავლო კურსი.
7. უცხოეთში მიღებული და საქართველოში აღიარებული განათლების (საგნის) ჩათვლას ახორციელებს პროფესიული ორგანიზაცია, სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
71. სასერტიფიკაციო პროგრამაზე ჩათვლების მიღებისათვის საკმარისია ცალკეული დისციპლინის (საგნის) ჩაბარების დადასტურება და კანდიდატს არ მოეთხოვება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. ნებართვის მიღება ხდება პირის მიერ სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) პირადობის მოწმობა;
ბ) დიპლომის ასლი და დანართის ასლი;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

პროფესიული სერტიფიცირებისათვის (მათ შორის, საგნების ჩათვლისათვის) საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს შესაბამისი პროფესიული ორგანიზაცია.
1. პროფესიული სერტიფიცირების შედეგად პირს სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ენიჭება. პირს ამ სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს გადასცემს პროფესიული ორგანიზაცია.
2. სერტიფიცირებული ბუღალტრის სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი;
გ) სერტიფიკატის გამცემი პირის ლოგო;
დ) სერტიფიკატის ნომერი;
ე) სერტიფიკატის გამცემი პირის სახელწოდება და საინდენტიფიკაციო ნომერი, დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში);
ვ) გაცემის თარიღი.
ზ) სერტიფიცირების დამადასტურებელ სტატუსს (ბუღალტრის სერტიფიკატი). პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია დამატებით ასევე მიუთითოს პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსით (IESBA Code) დამკვიდრებული ტერმინი.
3. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია გამოცდის შედეგების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში გასცეს სერტიფიკატი. საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიცირებული ბუღალტრისათვის სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა ხდება პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესით.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 18 ივლისის ბრძანება №ნ-21 - ვებგვერდი, 19.07.2018 წ.
1. სწავლების პროცესს უნდა უძღვებოდნენ მაღალი კვალიფიკაციის და რეპუტაციის მქონე ლექტორები/ინსტრუქტორები/ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ სასწავლო კურსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისათვის აუცილებელი კომპეტენციები.
2. სასწავლო ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალები უნდა უზრუნველყოფდეს სასერტიფიკაციო პროგრამის შესაბამისი კომპონენტისათვის გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მსმენელისთვის.
3. სასწავლო კურსის სწავლების პროცესში გამოყენებულმა ინფრასტრუქტურამ და ტექნიკურმა აღჭურვილობამ უნდა უზრუნველყოს სასწავლო კურსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა.
4. იმისათვის, რომ სასერტიფიკაციო პროგრამა შესაბამისად განხორციელდეს, პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია ჰქონდეს სასერტიფიკაციო პროგრამის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის სისტემის სათანადო პოლიტიკა და პროცედურები. სასერტიფიკაციო პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს სასერტიფიკაციო პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირების ვალდებულებებს და პროგრამის სტრუქტურას.
5. ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის სისტემა უნდა მოიცავდეს სასერტიფიკაციო პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს, მათ შორის, სწავლებასა და სწავლას, ხელმძღვანელობას და ადმინისტრირებას. ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის სისტემა უნდა იძლეოდეს საკმარის ანალიტიკურ ინფორმაციას პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირებისათვის, რათა მუდმივად ხდებოდეს სასერტიფიკაციო პროგრამის ხარისხის განვითარება.
5. ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის სისტემა სამსახურთან თანხმდება სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარების ეტაპზე.
1. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში და კვალიფიკაცია მინიჭებული აქვთ 2005 წლის ჩათვლით, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2023 წლამდე პირი სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაუშვას მხოლოდ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საფუძველზე.
2. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში და კვალიფიკაცია მინიჭებული აქვს 2005 წლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის პირველი იანვრისა, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს დიპლომის დანართში ასახული ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.
21. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში 2005 წლის შემდგომ ჩათვლილი/ჩაბარებული აქვთ სასწავლო კურსი/საგანი, მაგრამ არ აქვთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2022 წლის 1 იანვრამდე სასერტიფიკაციო პროგრამაზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.
3. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ უცხო ქვეყანაში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით - ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში, მინიჭებული აქვთ კვალიფიკაცია და ცენტრის მიერ აღიარებულია 2019 წლის 1 იანვრამდე. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს დიპლომის დანართში ასახული ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.
31. საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეულ დისციპლინებს (საგნებს) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის, მენეჯმენტის, ფინანსების და ეკონომიკის პროგრამების ფარგლებში 2022 წლის 1 იანვრამდე აღიარებენ პროფესიული ორგანიზაციები. ამ პუნქტის მიზნებისათვის პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია, თავისი სასერტიფიკაციო პროგრამის ფარგლებში მის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, უზრუნველყოს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის დისციპლინების (საგნების) აღიარება მხოლოდ კომპეტენციის საბაზო დონეზე.
4. პროფესიული ორგანიზაცია, რომლის სასერტიფიკაციო პროგრამა აღიარდება სამსახურის მიერ, უფლებამოსილია ამ სტანდარტის ამოქმედებამდე ჩაბარებული გამოცდების შესაბამისად პირს ჩაუთვალოს შესაბამისი სასწავლო კურსი/საგანი და გაათავისუფლოს ამ სტანდარტით დადგენილი სასერტიფიკაციო გამოცდებისაგან.

ეს წესი განსაზღვრავს ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციების (შემდგომ – პროფესიული ორგანიზაცია) სასერტიფიკაციო პროგრამებისა ან/და საგამოცდო პროცესის, საგამოცდო პროცესის წარმართვის მიზნებისთვის, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების და პირთა გამოცდებზე დაშვების ან საკვალიფიკაციო დისციპლინაში გამოცდისაგან გათავისუფლების მიზნით, პროფესიული ორგანიზაციის ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების სასწავლო პროგრამების ან ცალკეული დისციპლინების (საგნების) აღირების, აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამების/სასწავლო პროგრამების/დისციპლინების (საგნების) და საგამოცდო პროცესების რეესტრებისა და ვებგვერდის წარმოების, აღიარების კომისიის შექმნის, პროფესიული ორგანიზაციების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროფესიული ორგანიზაცია – ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო – იურიდიული პირი (მათ შორის, პროფესიული ორგანიზაცია), სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, რომლებიც საგამოცდო პროცესის წარმართვის მიზნებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში-სამსახური) მიერ აღიარებულია პირთათვის სერტიფიცირებული ბუღალტრის გამოცდების ორგანიზების განმახორციელებელ ორგანოდ;
გ) საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა კოლეჯისა, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ე) აღიარება – პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამების ან/და საგამოცდო პროცესის, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეული დისციპლინების (საგნების) და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა (შემდგომ – კანონი) და სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. პროფესიულ სერტიფიცირებას ახორციელებენ ის პროფესიული ორგანიზაციები, რომელთა სასერტიფიკაციო პროგრამები ან/და საგამოცდო პროცესი აღიარებულია სამსახურის მიერ.
2. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის მხოლოდ სასერტიფიკაციო პროგრამებია აღიარებული, უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული სერტიფიცირება სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ჩატარებული გამოცდების საფუძველზე.
3. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც სასერტიფიკაციო პროგრამების გარდა დაინტერესებულია საგამოცდო პროცესის აღიარებით ან დაინტერესებულია მხოლოდ საგამოცდო პროცესის აღიარებით, უფლებამოსილია საგამოცდო პროცესის წარმართვის მიზნებისათვის, მიმართოს სამსახურს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოდ აღიარების მოთხოვნით.
4. პროფესიული სერტიფიცირებისათვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტების მომზადება საგამოცდო პროცესის ნაწილია. მას უზრუნველყოფენ ის პირები, რომლებიც სამსახურის მიერ აღიარებულნი არიან სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოებად.
5. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია სასერტიფიკაციო პროგრამის და საგამოცდო პროცესის აღიარებით, სამსახურს მიმართავს დამოუკიდებლად. ხოლო ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია მხოლოდ სასერტიფიკაციო პროგრამების აღიარებით, სამსახურს მიმართავს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოსთან ან იმ პირთან ერთად, რომელსაც სურს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ აღიარება
6. პროფესიული ორგანიზაცია/სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია სასწავლო/საგამოცდო პროცესი წარმართოს დასაქმებული პირების მეშვეობით ან/და სხვა ფიზიკური პირის/იურიდიული პირისგან მიღებული მომსახურებით.
პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამისა და საგანმანათლებლო საქმიანობით განმახორციელებელი პირების ცალკეული დისციპლინების (საგნების) აღიარება
მუხლის 4. პროფესიული ორგანიზაციის მიერ განცხადების წარდგენა
1. პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარების მიზნით სამსახურს უნდა წარედგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) სასერტიფიკაციო პროგრამა, სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) (მატერიალური და ელექტრონული ფორმით);
ბ) სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარების თვითშეფასების ანგარიში (მატერიალური და ელექტრონული ფორმით);
გ) თითოეული სასწავლო კურსისათვის შესაბამისი სილაბუსი, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
გ.ა) სასწავლო კურსის დასახელება;
გ.ბ) სასწავლო კურსის მიზანი;
გ.გ) სასწავლო კურსის სწავლების მეთოდები;
გ.დ) სასწავლო კურსის თემატიკა (დეტალურად) და შესაბამისი მისაღწევი სწავლის შედეგები;
გ.ე) სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები;
გ.ვ) სასწავლო კურსის საათების მოცულობა;
გ.ზ) სწავლების ენა;
გ.თ) სასწავლო კურსის შესაბამისი კომპეტენციის დონე;
გ.ი) სასწავლო კურსის შეფასების სისტემა;
გ.კ) სასწავლო ლიტერატურისა და სხვა რესურსების ჩამონათვალი როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე;
დ) საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სასერტიფიკაციო პროგრამის შესაბამისი ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის ჩამონათვალი როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე (მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით);
ე) ინფორმაცია პროგრამის სასწავლო კურსის (სილაბუსის) ავტორის/ავტორების ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ (აკადემიური ხარისხი, პრაქტიკული გამოცდილება);
ვ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირებისაგან მიღებული/მისაღები მომსახურების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასწავლო მასალებს (ძირითად და დამხმარე ლიტერატურას) სამსახური აფასებს სასწავლო მასალების შენახვის ადგილას.
3. სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარების მიზნით პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტთან და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად სამსახური 30 კალენდარული დღის ვადაში შეისწავლის სასერტიფიკაციო პროგრამას, სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსს)_ და თვითშეფასების ანგარიშს. საჭიროების შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა გაზარდოს 30 კალენდარული დღით.
4. სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია განმცხადებლისგან და გასცეს რეკომენდაციები სასერტიფიკაციო პროგრამის სილაბუსში არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით.
5. დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ შესწავლის ვადის ათვლა ხელახლა იწყება.
6. სასერტიფიკაციო პროგრამის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია განსაზღვროს გონივრული, მაგრამ არანაკლებ 15-დღიანი ვადა შესაბამისი პირობების გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეესტრიდან აღიარებული პროგრამის ამოღების თაობაზე.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშში სამსახურისათვის წარდგენილი უნდა იყოს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის (დანართი №1) მე-6 მუხლის შესაბამისად.
1. სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სამსახურს უნდა წარედგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსი) (მატერიალური და ელექტრონული ფორმით);
ბ) ცალკეული დისციპლინების (საგნების) აღიარების თვითშეფასების ანგარიში (მატერიალური და ელექტრონული ფორმით).

გ.კ) სასწავლო ლიტერატურისა და სხვა რესურსების ჩამონათვალი როგორც ქართულб ასევე უცხო ენაზე;
დ) საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული, სასწავლო კურსის შესაბამისი ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის ჩამონათვალი როგორც ქართულб ასევე უცხო ენაზე (მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით);
ე) ინფორმაცია სასწავლო კურსის (სილაბუსის) ავტორის/ავტორების ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ (აკადემიური ხარისხი, პრაქტიკული გამოცდილება);

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასწავლო მასალებს (ძირითად და დამხმარე ლიტერატურა) სამსახური აფასებს სასწავლო მასალების შენახვის ადგილას.
3. ცალკეული დისციპლინის საგნის აღიარების მიზნით პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტთან და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად, სამსახური 30 კალენდარული დღის ვადაში შეისწავლის სასწავლო კურსს (სილაბუსს) და თვითშეფასების ანგარიშს. საჭიროების შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა გაზარდოს 30 კალენდარული დღით.
4. სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია განმცხადებლისგან.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ შესწავლის ვადის ათვლა ხელახლა იწყება.
6. სამსახური აღიარებს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეულ დისციპლინებს (საგნებს) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის, მენეჯმენტის, ფინანსების და ეკონომიკის პროგრამების ფარგლებში.
7. ცალკეული დისციპლინის (საგნის) სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია განსაზღვროს გონივრული, მაგრამ არანაკლებ 15-დღიანი ვადა შესაბამისი პირობების გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღიარებული ცალკეული დისციპლინის (საგნის) რეესტრიდან ამოღების თაობაზე.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშში სამსახურისათვის წარდგენილი უნდა იყოს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის (დანართი №1) მე-6 მუხლის შესაბამისად.
9. სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის განხორციელების მიზნით საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვოს განახლებული, ცალკეული დისციპლინების (საგნის) სილაბუსი და თვითშეფასების ანგარიში. განახლებულ თვითშეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) საანგარიშო პერიოდში განსახორციელებული ცვლილებებს;
ბ) ცვლილების მიზანს;
გ) ცვლილების შედეგს;
დ) ცალკეული დისციპლინების (საგნების) სწავლებაში ჩართულ ლექტორებს.
1. სასერტიფიკაციო პროგრამების, საგამოცდო პროცესის, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ცალკეული დისციპლინების (საგნების) აღიარების პროცესების მართვისათვის სამსახური მის სისტემაში ქმნის კომისიას არანაკლებ 3 კაცის შემადგენლობით. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს და მას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2. კომისიასთან შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განმახორციელებელი სხვა პირები.
3. კომისიის შემადგენლობა, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სამსახური უფლებამოსილია სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული საგნის აღიარების პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები.
1. სასერტიფიკაციო პროგრამებთან/ცალკეულ დისციპლინებთან (საგნებთან) მიმართებაში სამსახური იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარების შესახებ;
ბ) სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარების შეწყვეტის შესახებ.
2. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარების შესახებ, თუ უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტსა და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს.
3. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, თუ უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტს და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს.
4. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარების შეწყვეტის შესახებ, თუ აღიარებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია აღარ აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტს და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს.
საგამოცდო პროცესის აღიარების წესი
სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარებისათვის სამსახური ხელმძღვანელობს „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა“ და სფეროს მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტებით.
1. სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების მიზნით უფლებამოსილი პირი სამსახურს წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სტანდარტით განსაზღვრული გამოცდების მოსამზადებლად და სამართავად საჭირო პოლიტიკასა და პროცედურებს, ასევე დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება საგამოცდო პროცესის წარმართვისთვის საჭირო მატერიალური და ადამიანური რესურსის არსებობა.
2. პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც სამსახურს მიმართავს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ აღიარებისათვის, და ამასთან, არ აქვს აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამა, ვალდებულია სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ აღიარებისათვის დოკუმენტაციას დაურთოს შესაბამისი გამოცდისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი).
1. სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარებასთან დაკავშირებით სამსახური 30 დღის ვადაში იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების შესახებ;
ბ) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) აღიარებული სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების შეწყვეტის შესახებ.
2. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების შესახებ, თუ საგამოცდო პოლიტიკა და პროცედურები აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტით განსაზღვრულ (დანართი №1) საგამოცდო პროცესის წარმართვის წესს და სფეროს მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებს.
3. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, თუ საგამოცდო პოლიტიკა და პროცედურები ვერ აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტით განსაზღვრულ (დანართი №1) საგამოცდო პროცესის წარმართვის წესს და სფეროს მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებს.
4. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას აღიარებული სპეციალიზებული გამოცდების განმახორცილებელი ორგანოს აღიარების შეწყვეტის შესახებ, თუ სპეციალიზებული გამოცდების განმახორცილებელი ორგანო აღარ აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტით განსაზღვრულ (დანართი №1) საგამოცდო პროცესის წარმართვის წესს და სფეროს მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებს.
5. სამსახური უფლებამოსილია სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები.
პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამის შესაბამისი სწავლის და განვითარების პროცესის ეფექტიანობის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საზომები:
ა) ჩადებული რესურსის საზომები – რომელიც მიმართულია სწავლასა და განვითარებაში ჩადებულ ძალისხმევაზე, როგორიც არის სასწავლო კურსზე დასწრების საათების რაოდენობა, კურსის თემატიკის ათვისება. აღნიშნული საზომები მარტივად დადასტურებადია, თუმცა ისინი არ ზომავენ კომპენტენციას, როგორც მიღწეულ შედეგს;
ბ) პროცესთან დაკავშირებული საზომები – რომელიც მიმართულია სწავლების ფორმის ეფექტურობაზე, სასერტიფიკაციო პროგრამის მუდმივი განხილვასა და განახლებაზე. აღნიშნული საზომები მარტივად დადასტურებადია, თუმცა ისინი არ ზომავენ კომპენტენციას, როგორც მიღწეულ შედეგს;
გ) შედეგის საზომები – რომელიც მიმართულია კანდიდატის მიერ შეძენილი კომპეტენციის გაზომვაზე.
სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული ორგანიზაციების, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ კანონთან და სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი.
რეესტრი
1. აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამების, აღიარებული დიციპლინების (საგნების), საგამოცდო პროცესების რეესტრის, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სამსახური.
2. რეესტრში რეგისტრაციისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამებს ენიჭებათ ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი.
3. აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამების, ცალკეული დისციპლინების (საგნების), სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების შესახებ რეესტრში ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) იმ პირის სამართლებრივი ფორმის, სახელწოდების, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის, ვებგვერდის მისამართის, საკონტაქტო ინფორმაციის და საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ, რომლის პროგრამებიც, დისციპლინებიც (საგნებიც) აღიარებულია;
ბ) იმ პირის სამართლებრივი ფორმის, სახელწოდების, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის, ვებგვერდის მისამართის, საკონტაქტო ინფორმაციის და საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ, რომელიც აღიარებულია სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ;
გ) პროგრამის, დისციპლინების (საგნების) დასახელება, აღიარების თარიღი და მოქმედების პერიოდი.
4. პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია აისახება იმ პირის ვებგვერდზე, რომლის სასერტიფიკაციო პროგრამა ან/და საგამოცდო პროცესები აღიარებულია სამსახურის მიერ.
5. აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამები, საგნები, საგამოცდო პროცესი მისი აღიარებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება პროფესიული ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ვებგვერდზე. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია სერტიფიცირების წარმართვის პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს თავის ვებგვერდზე.
სამსახურის გადაწყვეტილება სასერტიფიკაციო პროგრამების/ცალკეული დისციპლინების (საგნების), საგამოცდო პროცესის აღიარებისა და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოსა და სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
+
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისბრძანება №ნ-16 2017 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
+
+
+
|
+
დანართი №1+

დანართი №2 სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესი+
ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციების (შემდგომ – პროფესიული ორგანიზაცია) სასერტიფიკაციო პროგრამებისა ან/და საგამოცდო პროცესის, საგამოცდო პროცესის წარმართვის მიზნებისთვის, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების და პირთა გამოცდებზე დაშვების ან საკვალიფიკაციო დისციპლინაში გამოცდისაგან გათავისუფლების მიზნით, პროფესიული ორგანიზაციის ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების სასწავლო პროგრამების ან ცალკეული დისციპლინების (საგნების) აღირების, აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამების/სასწავლო პროგრამების/დისციპლინების (საგნების) და საგამოცდო პროცესების რეესტრებისა და ვებგვერდის წარმოების, აღიარების კომისიის შექმნის, პროფესიული ორგანიზაციების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.
გ) საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა კოლეჯისა, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ე) აღიარება – პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამების ან/და საგამოცდო პროცესის, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეული დისციპლინების (საგნების) და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა (შემდგომ – კანონი) და სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სამსახური აღიარებს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეულ დისციპლინებს (საგნებს) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის, მენეჯმენტის, ფინანსების და ეკონომიკის პროგრამების ფარგლებში.
7. ცალკეული დისციპლინის (საგნის) სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია განსაზღვროს გონივრული, მაგრამ არანაკლებ 15-დღიანი ვადა შესაბამისი პირობების გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღიარებული ცალკეული დისციპლინის (საგნის) რეესტრიდან ამოღების თაობაზე. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშში სამსახურისათვის წარდგენილი უნდა იყოს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის (დანართი №1) მე-6 მუხლის შესაბამისად. 9. სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის განხორციელების მიზნით საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვოს განახლებული, ცალკეული დისციპლინების (საგნის) სილაბუსი და თვითშეფასების ანგარიში. განახლებულ თვითშეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) საანგარიშო პერიოდში განსახორციელებული ცვლილებებს; ბ) ცვლილების მიზანს; გ) ცვლილების შედეგს; დ) ცალკეული დისციპლინების (საგნების) სწავლებაში ჩართულ ლექტორებს.ა) ჩადებული რესურსის საზომები – რომელიც მიმართულია სწავლასა და განვითარებაში ჩადებულ ძალისხმევაზე, როგორიც არის სასწავლო კურსზე დასწრების საათების რაოდენობა, კურსის თემატიკის ათვისება. აღნიშნული საზომები მარტივად დადასტურებადია, თუმცა ისინი არ ზომავენ კომპენტენციას, როგორც მიღწეულ შედეგს;
ბ) პროცესთან დაკავშირებული საზომები – რომელიც მიმართულია სწავლების ფორმის ეფექტურობაზე, სასერტიფიკაციო პროგრამის მუდმივი განხილვასა და განახლებაზე. აღნიშნული საზომები მარტივად დადასტურებადია, თუმცა ისინი არ ზომავენ კომპენტენციას, როგორც მიღწეულ შედეგს;
გ) შედეგის საზომები – რომელიც მიმართულია კანდიდატის მიერ შეძენილი კომპეტენციის გაზომვაზე.
+
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-16
2017 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს:
ა) „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი“ (დანართი №1), თანდართული „სასწავლო კურსი და სწავლის შედეგები“ (დანართი „ა“) და „პრაქტიკის ფურცელი“ (დანართი „ბ“);
ბ) „სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესი“ (დანართი №2).
ბუღალტრული არღიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 19.08.2019წ.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის“ (დანართი №2) მე-5 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
+
მუხლი 3
ამ ბრძანებით დამტკიცებული „სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის“ (დანართი №2) მე-5 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იური დოლიძე
+
დანართი №1
პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი
+
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულება🔗
პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი (შემდგომ-სტანდარტი) განსაზღვრავს პროფესიული სერტიფიცირებისათვის სასწავლო დისციპლინებს, ასევე, საგამოცდო პროცესის წარმართვის, საგნების ჩათვლის და გამოცდებისაგან გათავისუფლების წესს, პროფესიული სერტიფიცირებისათვის წარსადგენ დოკუმენტაციას და სერტიფიკატის გაცემის წესს.
მუხლი 2. სამართლებრივი საფუძვლები🔗
სტანდარტი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონს (შემდეგში – კანონი), შეესაბამება ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES).
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება🔗
1. ამ სტანდარტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კანდიდატი – სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მაძიებელი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან საქართველოში ან უცხოეთში მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ საფეხურზე სწავლის უფლება ან რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მფლობელია;
ბ) პროფესიული კომპეტენცია – კანონით და კანონით განსაზღვრული შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული როლის შესრულების უნარი;
გ) სწავლის შედეგები – ცოდნის მოცულობა და სიღრმე, შემეცნება და გამოყენება, რომელიც მოითხოვება პროფესიული სერტიფიცირებისათვის აუცილებელი სასწავლო დისციპლინებისთვის (სასწავლო კურსისთვის) (შემდგომ – სასწავლო კურსი) და რომლის მიღწევაც სავალდებულოა კანდიდატისთვის/სერტიფიცირებული ბუღალტრისათვის;
დ) კვალიფიკაცია – სასერტიფიკაციო პროგრამის სრულად დაძლევის შედეგად და პროფესიული სერტიფიცირების შესაბამისად დადასტურებული (მიღწეული) სწავლის შედეგები;
ე) სასერტიფიკაციო პროგრამა – პროფესიული სერტიფიცირებისათვის აუცილებელი სასწავლო კურსების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია სასერტიფიკაციო პროგრამის მიზანი, მისაღწევი სწავლის შედეგები, სწავლის შინაარსი და კანდიდატთა შეფასების სისტემა, ასევე სასერტიფიკაციო გამოცდების ერთობლიობა;
ვ) სრული სასერტიფიკაციო პროგრამა – პროგრამა, რომელიც მოიცავს ამ სტანდარტით განსაზღვრულ ყველა სასწავლო კურსს და სასერტიფიკაციო გამოცდას;
ზ) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლების და სწავლის მეთოდების და შეფასების კრიტერიუმების შესახებ;
თ) საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა კოლეჯისა, ასევე უცხოეთში მიღებული და საქართველოში აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. ამ სტანდარტში გათვალისწინებული უმაღლესი განათლება მოიცავს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ან მათთან გათანაბრებულ ხარისხს.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ სტანდარტის მიზნებისათვის, მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონის შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №ნ-19 - ვებგვერდი, 13.12.2019წ.
პროფესიული სერტიფიცირება. სასწავლო კურსი
მუხლი 4. სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი🔗
1. პირის კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული სერტიფიცირების შესაბამისად.
2. კანდიდატის პროფესიულ სერტიფიცირებას და სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემას ახორციელებს პროფესიული ორგანიზაცია.
3. პროფესიული ორგანიზაცია სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსს ანიჭებს პირს, რომელსაც დასრულებული აქვს სრული სასერტიფიკაციო პროგრამა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი, 24.03.2021წ.
მუხლი 5. სასერტიფიკაციო პროგრამა და სასერტიფიკაციო გამოცდა🔗
1. სასერტიფიკაციო პროგრამას აღიარებს სამსახური, მის მიერ დადგენილი წესით.
2. სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს სულ მცირე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ 4 (ოთხ) სასწავლო კურსს.
3. სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს სულ მცირე 4 (ოთხ) სასერტიფიკაციო გამოცდას, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) „ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება“ – ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება, ფასს სტანდარტების შესაბამისად, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე;
ბ) „აუდიტი“ – აუდიტი, მარწმუნებელი მომსახურება და პროფესიული უნარები, პროფესიული სკეპტიციზმი და პროფესიული განსჯა, ეთიკური პრინციპები, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიმართ ვალდებულება, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე;
გ) „ბიზნესის მართვა და რისკი“ – კორპორაციული მართვა, რისკის მართვა და შიდა კონტროლი, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე;
დ) „ბიზნესსამართალი და საგადასახადო დაბეგვრა“ – ბიზნეს და საგადასახადო კანონმდებლობა, კვალიფიკაციის საშუალო დონეზე.
4. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გამოცდა, ჩაატაროს 2 (ორ) ეტაპად: ,,ბიზნესსამართალი“ და ,,საგადასახადო დაბეგვრა“.
5. სრული სასერტიფიკაციო პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას პროფესიული კომპეტენციის თითოეული კომპონენტისათვის, კვალიფიკაციის შესაბამის დონეზე.
6. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ჰქონდეს როგორც ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრული სასწავლო კურსი და გამოცდა, ასევე სრული სასერტიფიკაციო პროგრამა.
7. კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილ წევრს ან ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი ფიზიკური პირები, რომლებსაც აუდიტის საქართველოში ჩატარება სურთ უფლებამოსილნი არიან, საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარების მოთხოვნით, მიმართონ პროფესიულ ორგანიზაციას. საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტი ტარდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნებით. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ პუნქტით განსაზღვრული გამოცდა ჩაატაროს როგორც 1 (ერთ), ასევე 2 ეტაპად.
8. კანდიდატი უფლებამოსილია საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარების ნაცვლად ჩაითვალოს პროფესიულ ორგანიზაციაში ჩაბარებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა (გამოცდები) არაუგვიანეს გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში.
9. პროფესიული ორგანიზაცია ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ გამოცდას ატარებს როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე.
მუხლი 6. სასწავლო კურსის შინაარსი🔗
1. სასწავლო კურსი უნდა წარიმართოს სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) შესაბამისად.
2. ერთი სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) შეიძლება მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე, მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ კომპეტენციის სფეროს.
3. სასერტიფიკაციო პროგრამის მიზანი უნდა შეესაბამებოდეს პროფესიულ მოთხოვნებს, ნათლად ჩამოყალიბებული და ორიენტირებული უნდა იყოს დასაქმების ბაზარზე.
4. სასერტიფიკაციო პროგრამის მიზანი უნდა იყოს მიღწევადი.
5. სასწავლო კურსის შინაარსი განსაზღვრულ ვადაში უნდა უზრუნველყოფდეს სწავლების მეთოდებისა და საათების მოცულობის გათვალისწინებით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას. სწავლის შედეგების მიღწევისთვის აუცილებელი საათების რაოდენობა უნდა იყოს გონივრული.
6. სწავლის შედეგები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და შეესაბამებოდეს სამსახურის მიერ დადგენილ მინიმალურ სწავლის შედეგებს.
7. სხვადასხვა სასწავლო კურსის და სწავლების მეთოდების ერთობლიობა უნდა უზრუნველყოფდეს სასერტიფიკაციო პროგრამით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას, კომპეტენციის დონის შესაბამისად.
8. კომპეტენციის სფეროები, რომელსაც მოიცავს სასერტიფიკაციო პროგრამის შემადგენელი თითოეული სასწავლო კურსი, მკაფიოდ იდენტიფიცირდება და შეესაბამება პროფესიული კომპეტენციის კომპონენტ(ებ)ს.
9. შეფასების მეთოდები, სასერტიფიკაციო პროგრამის თითოეულ სასწავლო კურსისათვის და მიღწეული სწავლის შედეგების შეფასებისათვის, ადეკვატური უნდა იყოს და სამართლიანად აფასებდეს კანდიდატს.
10. სასწავლო ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალები უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სფეროს თანამედროვე და აქტუალურ მოთხოვნებს, შეიცავდეს პრაქტიკულ ელემეტებს და უზრუნველყოფდეს სწავლის შედეგების მიღწევას.
11. კანდიდატის ცოდნის შეფასების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რაც უზრუნველყოფს კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის ინფორმირებას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ.
12. სასწავლო კურსის მიზანია კანდიდატმა გამოიმუშაოს სასწავლო კურსის პროგრამით (სილაბუსით) გათვალისწინებული შესაბამისი პროფესიული კომპეტენცია.
მუხლი 7. პროფესიული კომპეტენცია🔗
პროფესიული კომპეტენცია მოიცავს:
ა) ტექნიკური კომპეტენციებს, რომელიც არის საგნებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
ბ) პროფესიულ უნარებს, რომლებიც არის ზოგადი უნარები, ასევე კომუნიკაციის, პიროვნული და ორგანიზაციული უნარები, რომელთა ტექნიკურ კომპეტენციასთან, პროფესიულ ფასეულობებთან, ეთიკასთან და დამოკიდებულებებთან ინტეგრაციის საშუალებით ვლინდება კანდიდატის პროფესიული კომპეტენცია;
გ) პროფესიული ფასეულობებს, ეთიკას და დამოკიდებულებებს, რომელიც არის პროფესიული ქცევა და სხვა მახასიათებლები, რომლებიც განსაზღვრავს სერტიფიცირებული ბუღალტრის პროფესიის წევრობას. ისინი მოიცავს ქცევის (ეთიკური) პრინციპებს, რომლებიც არსებითად დამახასიათებელია პროფესიისთვის.
დ) ზოგადი უნარები – უნარები რომელიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ პრობლემების გადაწყვეტის, ცვლილებებისადმი ადაპტირების, გადაწყვეტილებების მიღების და შესაფერისი მსჯელობის შესაძლებლობას;
ე) კომუნიკაციის უნარები – უნარები რომელიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის შესაძლებლობას ეფექტურად იმუშაოს და იურთიერთოს სხვებთან;
ვ) პიროვნული უნარები – უნარები, რომლებიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის პიროვნულ დამოკიდებულებებს და ქცევას;
ზ) ორგანიზაციული უნარები – უნარები, რომლებიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის შესაძლებლობას იმუშაოს ეფექტურად ორგანიზაციასთან ან ორგანიზაციაში ადამიანებისაგან და ხელმისაწვდომი რესურსებისგან ოპტიმალური შედეგების მისაღებად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 5 აპრილის ბრძანება №ნ-5 - ვებგვერდი, 08.04.2021წ.
მუხლი 8. სწავლის შედეგები🔗
1. კომპეტენციის სფეროებისათვის დანართი ,,ა“-ს მე-2 სვეტით დადგენილია მინიმალური სწავლის შედეგები. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია თითოეული კომპეტენციის სფეროსათვის დაადგინოს დამატებითი, მხოლოდ დადგენილზე მაღალი, სწავლის შედეგები.
2. კანდიდატის პროფესიული კომპეტენცია, სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მიღებამდე, შესაბამისი დონეებით განისაზღვრება. კანდიდატის პროფესიული კომპეტენციის დონეებია:
ა) პროფესიული კომპეტენციის საბაზო დონე;
ბ) პროფესიული კომპეტენციის საშუალო დონე;
გ) პროფესიული კომპეტენციის უმაღლესი დონე.
3. კანდიდატი ვალდებულია დადგენილი კომპეტენციის დონეზე მიაღწიოს განსაზღვრულ სწავლის შედეგებს.
მუხლი 9. პრაქტიკული გამოცდილებისას სწავლის შედეგების შეფასება🔗
1. აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის, ზედამხედველი აუდიტორის მიერ კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების (აუდიტორულ გარიგებებში მონაწილოების) არანაკლებ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დადასტურებისთვის, სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია პრაქტიკაში გამოვლენილი, გამომუშავებული პროფესიული კომპეტენციების დადასტურების მიზნით, მიმართოს შესაბამის ზედამხედველ აუდიტორს.
2. ზედამხედველი აუდიტორის ფუნქციების განხორციელებისას, პირი უნდა იყოს აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორი ან/და საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორი.
3. კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ზედამხედველი აუდიტორი ადასტურებს წერილობით, პრაქტიკის ფურცლით (დანართი „ბ“).
4. (ამოღებულია - 16.08.2019, №ნ-12).
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 19.08.2019წ.
მუხლი 10. კომპეტენციის საბაზო დონე🔗
1. კომპეტენციის საბაზო დონეზე (შემდგომ – საბაზო დონე) სწავლის შედეგები მიმართულია:
ა) დავალებების შესასრულებლად სათანადო ზედამხედველობის ქვეშ მუშაობაზე ძირითადი პრინციპებისა და თეორიების განსაზღვრაზე, განმარტებაზე, შეჯამებაზე და მათ ინტერპრეტაციაზე, ტექნიკურ კომპეტენციის შესაბამის სფეროებში;
ბ) დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, შესაბამისი პროფესიული უნარების გამოყენებით;
გ) დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და დამოკიდებულებების მნიშვნელობის გათვალისწინებით;
დ) მარტივი პრობლემების გადაწყვეტაზე და კომპლექსური ამოცანების ხელმძღვანელობისთვის გადასაწყვეტად გადაცემაზე ან სპეციალური გამოცდილების მქონე პირებისთვის მიმართვაზე;
ე) ინფორმაციის მიწოდებასა და მოსაზრებების მკაფიოდ გადმოცემაზე, ზეპირი ან/და წერილობითი კომუნიკაციის გამოყენებით.
2. სწავლის შედეგები საბაზო დონეზე უკავშირდება სამუშაო გარემოებებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ნაკლები ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი, 24.03.2021წ.
მუხლი 11. კომპეტენციის საშუალო დონე🔗
1. კომპეტენციის საშუალო დონეზე (შემდგომში – საშუალო დონე) სწავლის შედეგები მიმართულია:
ა) ტექნიკური კომპეტენციის შესაბამის სფეროებში ძირითადი პრინციპებისა და თეორიების დამოუკიდებლად გამოყენებაზე, შედარებასა და ანალიზზე, დავალებების შესასრულებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად;
ბ) ტექნიკური კომპეტენციისა და პროფესიული უნარების კომბინირებაზე, სამუშაო ამოცანების შესასრულებლად;
გ) პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და დამოკიდებულებების გამოყენებაზე დავალებების შესრულებისას;
დ) ზეპირი ან/და წერილობითი კომუნიკაციის საშუალებით ინფორმაციის წარდგენასა და მოსაზრებების მკაფიოდ გადმოცემაზე როგორც ბუღალტრული აღრიცხვის მცოდნე, ისე სხვა პირების მიმართ.
2. სწავლის შედეგები საშუალო დონეზე უკავშირდება სამუშაო გარემოებებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია საშუალო დონის ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი, 24.03.2021წ.
მუხლი 12. კომპეტენციის უმაღლესი დონე🔗
1. კომპეტენციის უმაღალეს დონეზე (შემდეგში – უმაღლესი დონე) სწავლის შედეგები მიმართულია:
ა) ტექნიკური კომპეტენციის სხვადასხვა სფეროებიდან პრინციპებისა და თეორიების არჩევაზე, ინტეგრაციაზე, პროექტებისა და სამუშაო ამოცანების წარმართვაზე და რეკომენდაციების საჭიროებების შესაბამისად მომზადებაზე;
ბ) პროექტების სამართავად, განსახორციელებლად და სამუშაოს შესასრულებლად ტექნიკური კომპეტენციისა და პროფესიული უნარების ინტეგრაციაზე;
გ) პროფესიული ფასეულობების, ეთიკის და დამოკიდებულებების გამოყენებით შესაფერისი ღონისძიებების შეფასებაზე;
დ) შეზღუდული ზედამხედველობის პირობებში კომპლექსური პრობლემების შეფასებაზე, კვლევასა და გადაწყვეტაზე;
ე) კომპლექსური პრობლემების და საკითხების განჭვრეტაზე (გათვლაზე), მათთან დაკავშირებულ კონსულტაციასა და გადაწყვეტილების მიღებაზე;
ვ) დაინტერესებულ მხარისათვის შესაბამისი ინფორმაციის დამაჯერებლად, თანმიმდევრულად წარდგენაზე და განმარტებაზე.
2. სწავლის შედეგები უმაღლეს დონეზე უკავშირდება სამუშაო გარემოებებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მაღალი დონის ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი, 24.03.2021წ.
მუხლის 13. სასერტიფიკაციო გამოცდები
1. ამ სტანდარტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება წელიწადში სულ ცოტა ორ საგამოცდო სესიად – ზამთრის და ზაფხულის საგამოცდო სესიად.
2. კანდიდატს ცალკეული გამოცდის შედეგი უნარჩუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დანარჩენ ყველა გამოცდას ჩააბარებს პირველი გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში.
3. საგამოცდო შეფასება უნდა ხდებოდეს 100-ქულიანი სისტემით.
4. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ 50 ქულის ან მეტის მიღების შემთხვევაში. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული ზღვარი გაზარდოს 70 ქულამდე.
5. პროფესიული სერტიფიცირების მიზნებისათვის პირს ამ სტანდარტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისთვის დასრულებული უნდა ჰქონდეს სასწავლო კურსი სულ მცირე საშუალო დონეზე (გარდა ეკონომიქსისა, რომელშიც კანდიდატის კომპეტენცია შეიძლება დადასტურდეს საბაზო დონეზე), ამ სტანდარტით განსაზღვრულ ყველა საგანში პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამის ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარებული დისციპლინების (საგნების) ფარგლებში.
6. სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მოპოვებისათვის კანდიდატი ვალდებულია დაასრულოს პროფესიული ორგანიზაციის სრული სასერტიფიკაციო პროგრამა. სრული სასერტიფიკაციო პროგრამის დასრულების მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია ჩაითვალოს სასერტიფიკაციო პროგრამის შესაბამისი ერთი ან ყველა საგანი.
7. კანდიდატი უფლებამოსილია დაასრულოს სასერტიფიკაციო პროგრამა სასერტიფიკაციო პროგრამაზე სწავლის პროცესში ჩართვის გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანდიდატი გამოცდას (გარდა სასერტიფიკაციო გამოცდისა) აბარებს იმ პროფესიულ ორგანიზაციაში, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო კურსის სწავლებას აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამის ფარგლებში.
8. სასერტიფიკაციო გამოცდები არის სერტიფიცირების საბოლოო ეტაპი და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატს ენიჭება სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი.
მუხლი 14. პროფესიული კომპეტენციის შეფასება. შესაფასებელი გამოცდა🔗
1. პროფესიული კომპეტენციის შეფასება უნდა ზომავდეს მიღწეულ პროფესიული კომპეტენციის სფეროებს და უნდა შედგებოდეს, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის შეფასების შესაფერისი ღონისძიებებისგან.
2. შეფასება უნდა ემყარებოდეს შემოწმებად ინფორმაციას/დოკუმენტაციას.
3. შემოწმებადი ინფორმაცია/დოკუმენტაციაა:
ა) სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ბ) საგამოცდო შედეგების ჩანაწერები;
გ) ამ სტანდარტის მე-9 მუხლით გათვალისწინებული, ზედამხედველი აუდიტორის წერილობითი დადასტურება (პრაქტიკის ფურცელი) კანდიდატის მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტში მიღწეული პროფესიული კომპეტენციის შესახებ.
4. პროფესიული ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით შენახვის ვადაა 6 წელი.
5. პროფესიული კომპეტენციის შეფასება ხორციელდება სასერტიფიკაციო გამოცდის მეშვეობით. სასერტიფიკაციო გამოცდა აფასებს კანდიდატის თეორიულ ცოდნას და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს, შესაბამის კომპეტენციის დონეზე. პროფესიული კომპეტენციის შეფასების მიზანია პირის მიერ გამომუშავებული პროფესიული კომპეტენციის გამოვლენა.
6. პროფესიული კომპეტენციის შეფასების ღონისძიებას უნდა გააჩნდეს:
ა) შეფასების ვალიდობა – შეფასების ღონისძიება ვალიდურია, თუ ის ზომავს იმას, რის გასაზომადაც არის გამიზნული. ვალიდობა არ არის აბსოლუტური მაჩვენებელი, პროფესიული კომპეტენციის შეფასებას შესაძლოა ვალიდობის განსხვავებული დონე ჰქონდეს. ვალიდობა სხვადასხვა ფორმით ხასიათდება და მოიცავს:
ა.ა) გარეგნულ ვალიდობას – შეფასების ღონისძიება გარეგნულად ვალიდურია, თუ აშკარად ჩანს, რომ ღონისძიება ზომავს იმას, რის გასაზომადაც არის გამიზნული;
ა.ბ) პროგნოზულ ვალიდობას – შეფასების ღონისძიება პროგნოზულია, თუ შეფასების შინაარსი დაკავშირებულია პროფესიული კომპენტენტურობის კონკრეტულ ასპექთან, რომლის შესაფასებლადაც არის გამიზნული;
ა.გ) შინაარსობრივ ვალიდობას – შეფასების ღონისძიება შინაარსობრივად ვალიდურია, თუ ის სათანადოდ მოიცავს პროფესიული კომპენტენტურობის კონკრეტულ ასპექტს, რომლის შესაფასებაც ხდება;
ბ) შეფასების სანდოობა – შეფასების ღონისძიება სანდოა, თუ ის იძლევა იდენტურ შედეგს იდენტურ ვითარებაში (მათ შორის, რამდენჯერმე გადამოწმების შემთხვევაში). სანდოობა არ არის აბსოლუტური და შეფასებას შესაძლოა გააჩნდეს სანდოობის განსხვავებული მაჩვენებელი. პროფესიული კომპეტენციის შეფასება სანდოობით გამოირჩევა, თუ შემფასებლების უმრავლესობა მსგავს გარემოებებში დამოუკიდებლად მოქმედებისას თანმიმდევრულად მიდის ერთსა და იმავე დასკვნამდე;
გ) შეფასების თანასწორობა – შეფასების ღონისძიება თანასწორია, თუ ის სამართლიანი და მიუკერძოებელია. თანასწორობა არ არის აბსოლუტური საზომი და პროფესიული კომპეტენციის შეფასებას შესაძლოა გააჩნდეს განსხვავებული დონის სამართლიანობა;
დ) შეფასების გამჭვირვალობა – შეფასების ღონისძიება გამჭვირვალეა, თუ შეფასების ღონისძიების ელემენტები, მათ შორის, შესაფასებელი კომპეტენციის სფეროები და შეფასების განხორციელების ვადები გასაჯაროებულია;
ე) შეფასების საკმარისობა – შეფასების ღონისძიება საკმარისია, თუ ის იცავს ბალანსს სიღრმესა და მოცულობას, ცოდნასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას შორის და აერთიანებს სხვადასხვა სიტუაციებსა და კონტექსტებში გამოყენებულ შინაარსს (მასალას).
მუხლი 15. გამოცდის ფორმატი🔗
1. გამოცდა უნდა ჩატარდეს წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.
2. გამოცდის ფორმატი უნდა ითვალისწინებდეს კითხვის შემდეგ ვარიანტებს:
ა) კითხვები პასუხების ფიქსირებული ვარიანტებით:
ა.ა) კითხვები მრავალვარიანტიანი პასუხებით;
ა.ბ) კითხვები სწორია/არასწორია პასუხებით;
ა.გ) კითხვები დასაწყვილებელი პასუხებით;
ა.დ) კითხვები მოკლე პასუხებით;
ბ) ღია ტიპის კითხვები;
ბ.ა) ესეი (თხზულება);
ბ.ბ) პრაქტიკული შემთხვევების ანალიზი/სცენარი.
3. კომპეტენციის უმაღლესი დონის შესაფასებელი გამოცდა სრულად უნდა ეფუძნებოდეს პრაქტიკული შემთხვევების ანალიზს/სცენარს.
4. საშუალო დონის შესაფასებელი გამოცდა შესაძლოა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კითხვებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კითხვები არ უნდა აღემატებოდეს 40 ერთეულს.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ესეის (თხზულებას) შეიძლება მოიცავდეს (მათ შორის, სრულად) როგორც საშუალო დონის, ისე საბაზო დონის შესაფასებელი გამოცდა.
მუხლი 16. სასწავლო კურსები🔗
1. პროფესიული კომპეტენციის გამოცდაზე შესამოწმებელი სასწავლო კურსებია:
ა) ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
ბ) მმართველობითი აღრიცხვა;
გ) აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება;
დ) კორპორაციული მართვა, რისკების მართვა და შიდა კონტროლი;
ე) სამეწარმეო და ორგანიზაციული გარემო;
ვ) ბიზნესის სტრატეგია და მართვა;
ზ) პროფესიული სკეპტიციზმი და პროფესიული განსჯა;
თ) ეთიკური პრინციპები;
ი) საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ვალდებულება;
კ) ფინანსური ანალიზი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გარდა, ასევე პროფესიული კომპეტენციის გამოცდაზე შესამოწმებელი სასწავლო კურსებია:
ა) ბიზნესსამართალი;
ბ) საგადასახადო დაბეგვრა;
გ) ფინანსები და ფინანსური მართვა;
დ) ეკონომიქსი;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიები.
3. პროფესიული კომპეტენციის გამოცდაზე შესამოწმებელი სხვა კომპეტენციის სფეროებია:
ა) ზოგადი უნარები;
ბ) კომუნიკაციის უნარები;
გ) პიროვნული უნარები;
დ) ორგანიზაციული უნარები.
3. კანდიდატის მიერ სასწავლო კურსის დასრულება დასტურდება შესაბამისი გამოცდის ჩაბარებით.
4. პირის მიერ ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესით საქართველოს სამართლის ტესტის ჩაბარების შემთხვევაში პროფესიული ორგანიზაციის მიერ გაიცემა საქართველოს სამართლის ტესტის ჩაბარების დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი.
მუხლი 17. სასერტიფიკაციო პროგრამის განახლება🔗
1. პროფესიული ორგანიზაციები/საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ სასერტიფიკაციო პროგრამების/სასწავლო კურსის/ცალკეული დისციპლინების (საგნების) სილაბუსის განახლება არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებში (სტანდარტებში) განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.
2. ის პროფესიული ორგანიზაცია რომელსაც არ აქვს სასერტიფიკაციო პროგრამა აღიარებული და აღიარებული აქვს საგამოცდო პროცესი ვალდებულია უზრუნველყოს მხოლოდ სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) განახლება.
საგამოცდო პროცესის წარმართვა
მუხლი 18. საგამოცდო პროცესის წარმართვა🔗
1. საგამოცდო პროცესს წარმართავს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო.
2. საგამოცდო პროცესის წარმართვა ეფუძნება სამართლიანობის, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
3. სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელმა ორგანომ, გამოცდების მოსამზადებლად და სამართავად, დოკუმენტურად უნდა ასახოს და სამსახურს შესაფასებლად წარუდგინოს საკუთარი პოლიტიკა და პროცედურები. მათ შორის:
ა) ზოგადი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს:
ა.ა) გამოცდებზე ზედამხედველობას (ინფორმაცია პროფესიულ ორგანიზაციასთან არსებული საგამოცდო პროცესის მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს, მისი შემადგენლობისა და ფუნქციების თაობაზე);
ა.ბ) დამოუკიდებლობას, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას;
ა.გ) საგამოცდო პროცესების მიზნებისათვის, მესამე მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობისას კონფიდენციალურობისა და ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პოლიტიკას;
ბ) გამოცდის მომზადების პოლიტიკას, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ბ.ა) ტესტირების მიზნები (ტესტების მიზნების განსაზღვრა, კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასების გამოყენება);
ბ.ბ) კომპეტენციაზე დაფუძნებული შეფასება;
ბ.გ) კითხვის ტიპები (რომელიც უნდა გამომდინარეობდეს ტესტირების მიზნებიდან);
ბ.დ) ტესტირების ფარგლები (სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი), მათ შორის, სწავლის შედეგები);
ბ.ე) კომპეტენციის სფეროების ინტეგრირება;
ბ.ვ) გამოცდისათვის გონივრული დროის განსაზღვრა;
ბ.ზ) ტესტირების ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით ფსიქომეტრიული საკითხები (ფსიქომეტრიული ინსტრუმენტებით მენტალური/გონებრივი შეფასება);
ბ.თ) გამოცდის ფორმატის (წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით (უსაფრთხოების და კონტროლის ღონისძიებები) არჩევანი;
გ) ტესტირების შემუშავების პროცესის მართვას (ავტორების შერჩევა, მითითებები ავტორებისთვის, გამოცდის დამტკიცების პროცესი, ტესტების შედგენის, ფსიქომეტრიული ანალიზის და ადაპტაციის მეთოდოლოგია);
დ) გამოცდის უსაფრთხოების უზრუნველყოფას გამოცდის თარიღამდე (ტესტების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, საგანგებო გეგმა, საგამოცდო მასალის ბეჭდვა და განაწილება (საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის, ელექტრონული განაწილება);
ე) კანდიდატების დარეგისტრირებას გამოცდისთვის და მათი ინფორმირების პოლიტიკა;
ვ) კანდიდატის შეფასების ანონიმურობას;
ზ) სპეციალური საჭიროებების მქონე კანდიდატებისათვის შესაბამისი პირობების არსებობას;
თ) საგამოცდო ცენტრს (საგამოცდო ცენტრის შერჩევა, მასალების შენახვა, საგამოცდო ცენტრის მთავარი ზედამხედველის და ზედამხედველის მოვალეობები);
ი) უსაფრთხოების საკითხებს (ლეგიტიმური კანდიდატების იდენტიფიცირება, საგამოცდო ოთახში შესვლა/ოთახიდან გასვლა, ადგილების განაწილება, დაშვებული ნივთების ჩამონათვალი, საგამოცდო მასალების დარიგება და კანდიდატებისთვის თანაბარი დროის მიცემის უზრუნველყოფა, დროსთან დაკავშირებული გამაფრთხილებელი განცხადებები, გაუთვალისწინებელი შემთხვევების მართვის პოლიტიკა, გამოცდაზე აკრძალული ქცევა და მასზე რეაგირების მექანიზმები, ნამუშევრების შეგროვება და მათი სათანადო წესით დადასტურება, ნამუშევრების რაოდენობისა და დამსწრეთა რაოდენობის შესაბამისობის კონტროლი;
კ) საგამოცდო ნამუშევრების შეფასებას (შეფასების პროცესის ადმინისტრირება, შემფასებლების შერჩევა, შეფასების სახელმძღვანელოს შემუშავება და შემფასებელთა ჯგუფის წევრების ერთგვაროვანი მიდგომის და შეფასების დამოუკიდებლად წარმართვის უზრუნველყოფა, შეფასების გადამოწმება (აუდიტი) შეფასების შედეგების შესახებ ანგარიში);
ლ) შეფასების პროცესების შედეგების დამტკიცებას (საბჭოს მიერ შედეგების დამტკიცება, ანგარიშის წარდგენა);
მ) შედეგების შეტყობინების პროცედურებს (კანდიდატებისთვის შედეგების შესახებ კონფიდენციალურობის მოთხოვნების გათვალისწინებით ინფორმაციის მიწოდება);
ნ) ჩანაწერებისა და საგამოცდო მასალების შენახვის პოლიტიკას (შენახვის 6-წლიანი ვადის დაცვა);
ო) გასაჩივრების პროცედურებს (კანდიდატის უფლება გაეცნოს ნაშრომს, შედეგების შემფასებელთან ან/და საგამოცდო საბჭოს წევრთან განხილვის შესაძლებლობა).
4. პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამა ვალდებულია სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს სტატუსის მისაღებად წარუდგინოს შესაბამისი სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი). ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასწავლო კურსის პროგრამაში (სილაბუსში) არ მიეთითება სწავლებისა და სწავლის მეთოდების შესახებ ინფორმაცია.
5. სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს სტატუსის მიღების შემდგომ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) ექვემდებარება გასაჯაროვებას და უნდა განთავსდეს პროფესიული ორგანიზაციის ვებგვერდზე.
მუხლი 19. საგამოცდო პროცესის სამეთვალყურეო საბჭო🔗
1. საგამოცდო პროცესის წარმართვისათვის, პროფესიული ორგანიზაციის სისტემაში იქმნება საგამოცდო პროცესის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომ – საბჭო).
2. საბჭო შედგება არაუმეტეს 3 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 3 წევრისაგან. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს პროფესიული ორგანიზაცია.
3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვება პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესით.
4. საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ის პირები, რომლებიც ჩართულნი არიან კანდიდატთა სწავლების პროცესში.
5. საბჭო:
ა) შეიმუშავებს საგამოცდო პროცესის წარმართვისათვის წესს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიულ ორგანიზაციას;
ბ) შეიმუშავებს პოლიტიკას საგამოცდო პროცესის წარმართვის ზედამხედველობისათვის;
გ) ახორციელებს პროფესიული ორგანიზაციის მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საგნების ჩათვლა. გამოცდისაგან გათავისუფლება
მუხლი 20. პროფესიული ორგანიზაციების მიერ საგნების ჩათვლა. გამოცდისაგან გათავისუფლება🔗
1. პროფესიული ორგანიზაციების მიერ საგნის/კურსის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ თავიანთი სერტიფიცირების მიზნებისათვის.
2. საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის დისციპლინების (საგნის) და პროფესიული ორგანიზაციების სასწავლო კურსის ჩათვლა ხორციელდება:
ა) სამსახურის მიერ აღიარებული, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ცალკეული დისციპლინების (საგნების) ფარგლებში სწავლის შედეგების მიხედვით, საათების მინიმალური მოცულობის გათვალისწინებით;
ბ) პროფესიული ორგანიზაციის სასწავლო კურსის სწავლის შედეგების მიხედვით, საათების მინიმალური მოცულობის გათვალისწინებით.
3. პროგრამის ჩათვლის მიზნებისთვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, საათების მინიმალურ მოცულობას ადგენს პროფესიული ორგანიზაცია.
4. პროფესიული ორგანიზაციების მიერ კანდიდატისათვის სასწავლო კურსის ჩათვლა მოიცავს ასევე შესაბამისი გამოცდისაგან გათავისუფლებას.
5. სასერტიფიკაციო პროგრამაზე ჩათვლების მიღებისათვის პირი მიმართავს პროფესიულ ორგანიზაციას და წარუდგენს შესაბამის დოკუმენტებს.
6. პირი უფლებამოსილია ჩაითვალოს უცხოეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებაში დასრულებული საგნი/სასწავლო კურსი.
7. უცხოეთში მიღებული და საქართველოში აღიარებული განათლების (საგნის) ჩათვლას ახორციელებს პროფესიული ორგანიზაცია, სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
71. სასერტიფიკაციო პროგრამაზე ჩათვლების მიღებისათვის საკმარისია ცალკეული დისციპლინის (საგნის) ჩაბარების დადასტურება და კანდიდატს არ მოეთხოვება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. ნებართვის მიღება ხდება პირის მიერ სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) პირადობის მოწმობა;
ბ) დიპლომის ასლი და დანართის ასლი;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №ნ-19 - ვებგვერდი, 13.12.2019წ.
მუხლი 21. კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია🔗
პროფესიული სერტიფიცირებისათვის (მათ შორის, საგნების ჩათვლისათვის) საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს შესაბამისი პროფესიული ორგანიზაცია.
მუხლი 22. სერტიფიკატის გაცემის წესი🔗
1. პროფესიული სერტიფიცირების შედეგად პირს სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ენიჭება. პირს ამ სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს გადასცემს პროფესიული ორგანიზაცია.
2. სერტიფიცირებული ბუღალტრის სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი;
გ) სერტიფიკატის გამცემი პირის ლოგო;
დ) სერტიფიკატის ნომერი;
ე) სერტიფიკატის გამცემი პირის სახელწოდება და საინდენტიფიკაციო ნომერი, დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში);
ვ) გაცემის თარიღი.
ზ) სერტიფიცირების დამადასტურებელ სტატუსს (ბუღალტრის სერტიფიკატი). პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია დამატებით ასევე მიუთითოს პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსით (IESBA Code) დამკვიდრებული ტერმინი.
3. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია გამოცდის შედეგების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში გასცეს სერტიფიკატი. საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიცირებული ბუღალტრისათვის სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა ხდება პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესით.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 18 ივლისის ბრძანება №ნ-21 - ვებგვერდი, 19.07.2018 წ.
მუხლი 23. სწავლების რესურსები და ხარისხის განვითარება🔗
1. სწავლების პროცესს უნდა უძღვებოდნენ მაღალი კვალიფიკაციის და რეპუტაციის მქონე ლექტორები/ინსტრუქტორები/ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ სასწავლო კურსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისათვის აუცილებელი კომპეტენციები.
2. სასწავლო ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალები უნდა უზრუნველყოფდეს სასერტიფიკაციო პროგრამის შესაბამისი კომპონენტისათვის გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მსმენელისთვის.
3. სასწავლო კურსის სწავლების პროცესში გამოყენებულმა ინფრასტრუქტურამ და ტექნიკურმა აღჭურვილობამ უნდა უზრუნველყოს სასწავლო კურსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა.
4. იმისათვის, რომ სასერტიფიკაციო პროგრამა შესაბამისად განხორციელდეს, პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია ჰქონდეს სასერტიფიკაციო პროგრამის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის სისტემის სათანადო პოლიტიკა და პროცედურები. სასერტიფიკაციო პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს სასერტიფიკაციო პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირების ვალდებულებებს და პროგრამის სტრუქტურას.
5. ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის სისტემა უნდა მოიცავდეს სასერტიფიკაციო პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს, მათ შორის, სწავლებასა და სწავლას, ხელმძღვანელობას და ადმინისტრირებას. ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის სისტემა უნდა იძლეოდეს საკმარის ანალიტიკურ ინფორმაციას პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირებისათვის, რათა მუდმივად ხდებოდეს სასერტიფიკაციო პროგრამის ხარისხის განვითარება.
5. ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის სისტემა სამსახურთან თანხმდება სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარების ეტაპზე.
მუხლი 24. გარდამავალი დებულებანი🔗
1. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში და კვალიფიკაცია მინიჭებული აქვთ 2005 წლის ჩათვლით, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2023 წლამდე პირი სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაუშვას მხოლოდ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საფუძველზე.
2. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში და კვალიფიკაცია მინიჭებული აქვს 2005 წლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის პირველი იანვრისა, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს დიპლომის დანართში ასახული ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.
21. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში 2005 წლის შემდგომ ჩათვლილი/ჩაბარებული აქვთ სასწავლო კურსი/საგანი, მაგრამ არ აქვთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2022 წლის 1 იანვრამდე სასერტიფიკაციო პროგრამაზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.
3. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ უცხო ქვეყანაში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით - ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში, მინიჭებული აქვთ კვალიფიკაცია და ცენტრის მიერ აღიარებულია 2019 წლის 1 იანვრამდე. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს დიპლომის დანართში ასახული ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.
31. საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეულ დისციპლინებს (საგნებს) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის, მენეჯმენტის, ფინანსების და ეკონომიკის პროგრამების ფარგლებში 2022 წლის 1 იანვრამდე აღიარებენ პროფესიული ორგანიზაციები. ამ პუნქტის მიზნებისათვის პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია, თავისი სასერტიფიკაციო პროგრამის ფარგლებში მის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, უზრუნველყოს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის დისციპლინების (საგნების) აღიარება მხოლოდ კომპეტენციის საბაზო დონეზე.
4. პროფესიული ორგანიზაცია, რომლის სასერტიფიკაციო პროგრამა აღიარდება სამსახურის მიერ, უფლებამოსილია ამ სტანდარტის ამოქმედებამდე ჩაბარებული გამოცდების შესაბამისად პირს ჩაუთვალოს შესაბამისი სასწავლო კურსი/საგანი და გაათავისუფლოს ამ სტანდარტით დადგენილი სასერტიფიკაციო გამოცდებისაგან.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №ნ-19 - ვებგვერდი, 13.12.2019წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 მარტის ბრძანება №ნ-2 - ვებგვერდი, 24.03.2021წ.
დანართი „ა“

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 29 აპრილის ბრძანება №ნ-8 - ვებგვერდი, 04.05.2021წ.
სასწავლო კურსი და სწავლის შედეგები
საგნები და კომპენტენციის სხვა სფეროები და კომპეტენციის დონეები
სწავლის შედეგები
ა) ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება
(საშუალო დონე)
1. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების გამოყენება სამეურნეო ოპერაციებთან და სხვა მოვლენებთან მიმართებით.
2. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს-ების) სამეურნეო ოპერაციებთან და სხვა მოვლენებთან მიმართებით.
3. ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკის მიზანშეწონილობის შეფასება.
4. ფინანსური ანგარიშგების, მათ შორის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს-ების შესაბამისად.
5. ფინანსური ანგარიშგებისა და შესაბამის განმარტებით შენიშვნებში მოცემული ინფორმაციის ინტერპრეტაცია.
6. არაფინანსური მონაცემების და ინფორმაციის შემცველი ანგარიშების ინტერპრეტაცია.
ბ) მმართველობითი აღრიცხვა
(საშუალო დონე)
1. მონაცემებისა და ინფორმაციის მომზადება მმართველობითი გადაწყვეტილებების დასასაბუთებლად, მათ შორის შემდეგ თემებთან მიმართებით: დაგეგმვა და ბიუჯეტის შედგენა, დანახარჯების მართვა, ხარისხის კონტროლი, საქმიანობის შედეგების შეფასება და შედარებითი ანალიზი.
2. იმ მეთოდების გამოყენება, რომლებიც განკუთვნილია მმართველობითი გადაწყვეტილებების დასასაბუთებლად, მათ შორის, პროდუქტის თვითღირებულების კალკულაცია, გადახრების ანალიზი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგის მართვა, ბიუჯეტის შედგენა და პროგნოზირება (პროგნოზების გამოთვლა).
3. სათანადო რაოდენობრივი მეთოდების გამოყენება დანახარჯების ქცევისა და დანახარჯთა ცენტრების გასაანალიზებლად.
4. მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიზი, მმართველობითი გადაწყვეტილებების დასასაბუთებლად.
5. პროდუქტებისა და სამეურნეო (ბიზნეს) სეგმენტების შედეგების შეფასება.
გ) ფინანსები და ფინანსური მართვა
(საშუალო დონე)
1. საწარმოს დაფინანსების სხვადასხვა წყაროს შედარება, მათ შორის, საბანკო სახსრებით დაფინანსება, ფინანსური ინსტრუმენტებით, ობლიგაციებით, საკუთარი კაპიტალითა და ფასიანი ქაღალდების ბაზრების მეშვეობით დაფინანსება.
2. ფულად ნაკადებსა და საბრუნავ კაპიტალზე ორგანიზაციის მოთხოვნების ანალიზი.
3. ორგანიზაციის მიმდინარე და მომავალი ფინანსური მდგომარეობის გაანალიზება სათანადო მეთოდების გამოყენებით, მათ შორის,კოეფიციენტების ანალიზი, ტენდენციების ანალიზი და ფულადი ნაკადების ანალიზი.
4. ორგანიზაციის კაპიტალის ღირებულების გამოსათვლელად გამოყენებული ელემენტების მიზანშეწონილობის შეფასება.
5. კაპიტალის ბიუჯეტირების მეთოდების გამოყენება ფასიან ქაღალდებზე საინვესტიციო გადაწყვეტილებების შესაფასებლად.
6. შემოსავლებზე დაფუძნებული, აქტივებზე დაფუძნებული და საბაზრო შეფასების მიდგომების ახსნა, რომლებიც გამოიყენება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად, ბიზნესის დაგეგმვასა და გრძელვადიან ფინანსურ მართვაში.
დ) საგადასახადო დაბეგვრა
(საშუალო დონე)
1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობა და დეკლარირების მოთხოვნები.
2. პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადების გამოთვლა ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისათვის.
3. მარტივ საერთაშორისო ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო საკითხების ანალიზი.
4. გადასახადების დაგეგმვას, კანონიერი გზებით გადასახადების შემცირებასა და გადასახადების უკანონო მეთოდებით დამალვას ან შემცირებას შორის განსხვავების ახსნა.
ე) აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
(საშუალო დონე)
1. ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების მიზნებისა და ეტაპების აღწერა.
2. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების, შესაფერისი კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების გამოყენება ფინანსური ანგარიშგების აუდიტში.
3. ფინანსური ანგარიშგების არსებითი უზუსტობის რისკების შეფასება და აუდიტის სტრატეგიაზე მისი გავლენის განხილვა.
4. აუდიტორულ გარიგებებში გამოსაყენებელი რაოდენობრივი მეთოდების პრაქტიკული გამოყენება.
5. განსაზღვრა რელევანტური აუდიტორული მტკიცებულების, მათ შორის საწინააღმდეგო მტკიცებულების, ინფორმირებული განსჯისათვის, გადაწყვეტილებების მიღებისათვის და კარგად დასაბუთებული დასკვნის გამოტანისათვის.
6. დასკვნის გამოტანა იყო თუ არა სკმარისი და შესაფერისი აუდიტორულ მტკიცებულება მოპოვებული.
7. მარწმუნებელი გარიგებების ელემენტებისა და მარწმუნებელი გარიგებების სტანდარტების ძირითადი ელემენტების ახსნა.
ვ) კორპორაციული მართვა, რისკების მართვა და შიდა კონტროლი
(საშუალო დონე)
1. ახსნა ეფექტიანი კორპორაციული მართვის პრინციპების , მათ შორის, მესაკუთრეთა, ინვესტორებისა და მართვის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების უფლებებისა და პასუხისმგებლობების . ასევე კორპორაციულ მართვაში, ინფორმაციის გამჟღავნებისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებში დაინტერესებულ მხარეთა როლის.
2. ორგანიზაციის მართვის სტრუქტურის ელემენტების ანალიზი.
3. ორგანიზაციის რისკებისა და შესაძლებლობების ანალიზი რისკის მართვის კონცეფციის ფარგლებში.
4. ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის ანალიზი.
5. სისტემების, პროცესების და კონტროლის ადექვატურობის ანალიზი მონაცემების და ინფორმაციის შეგროვების, გამომუშავების, შენახვის, წვდომის, გამოყენების და გაზიარებისათვის.
ზ) ბიზნესსამართალი
(საშუალო დონე)
1.სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სუბიექტების საქმიანობის მარეგულირებელი და სხვა საკანონმდებლო აქტების ახსნა.
2.სერტიფიცირებული ბუღალტრის საქმიანობის გარემოსთან დაკავშირებული კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების ახსნა.
3. მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოყენება მონაცემების და ინფორმაციის შეგროვების, გამომუშავების, შენახვის,წვდომის, გამოყენების ან გაზიარებისას.
თ) ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიები
(საშუალო დონე)
1. ორგანიზაციის გარემოსა და ბიზნეს (სამეურნეო) მოდელის განვითარებაზე ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გავლენის ახსნა.
2. ახსნა თუ როგორ ეხმარება ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიები მონაცემების ანალიზს და გადაწყვეტილების მიღებას.
3. ახსნა, თუ როგორ ეხმარება ორგანიზაციაში ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიები რისკების იდენტიფიცირება, ანგარიშის წარდგენასა და მართვას.
4. ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გამოყენება მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიზისათვის.
5. ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გამოყენება კომუნიკაციის მწარმოებლურობისა და ეფექტიანობის გასუმჯობესებლად.
6. ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გამოყენება ორგანიზაციის სისტემების მწარმოებლურობისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
7. ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების პროცესების და კონტროლის ადეკვატურობის ანალიზი.
8. გაუმჯობესების განსაზღვრა, ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების პროცესებისა და კონტროლის გაუმჯობესების იდენტიფიცირება.
ი) სამეწარმეო და ორგანიზაციული გარემო
(საშუალო დონე)
1.იმ გარემოს დახასიათება, სადაც ორგანიზაცია საქმიანობს, მათ შორის, ძირითადი ეკონომიკური, სამართლებრივი, მარეგულირებელი, პოლიტიკური, ტექნოლოგიური, სოციალური და კულტურული ასპექტების. ტექნიკური, საერთაშორისო და კულტურული ძალების (ფაქტორების).
2. გლობალური გარემოს ასპექტების ანალიზი, რომლებიც ზემოქმედებს საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსებზე.
3. გლობალიზაციის ნიშნების იდენტიფიცირება, მათ შორის მულტინაციონალური კორპორაციების და განვითარებადი ბაზრების როლის.
კ) ეკონომიური თეორია (ეკონომიქსი)
საბაზო დონე
1.მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის ძირითადი პრინციპების დახასიათება;
2.სამეწარმეო საქმიანობაზე მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილების გავლენის დახასიათება.
3.სხვადასხვა ტიპის საბაზრო სტრუქტურების ახსნა, მათ შორის თავისუფალი (სრულყოფილი) კონკურენციის, მონოპოლისტური კონკურენციის, მონოპოლიისა და ოლიგოპოლიის.
ლ) ბიზნესის სტრატეგია და მართვა
(საშუალო დონე)
1.ორგანიზაციების სხვადასხვა ორგანიზაციული ფორმების და მართვის სტრუქტურების ახსნა.
2.ორგანიზაციებში სხვადასხვა ტიპის ფუნქციური და საოპერაციო სამსახურების შექმნის მიზნისა და მნიშვნელობის ახსნა.
3.ორგანიზაციის სტრატეგიაზე მოქმედი გარე და შიდა ფაქტორების ანალიზი.
4.იმ პროცესების ახსნა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ორგანიზაციის სტრატეგიის შექმნისა და პრაქტიკაში განხორციელებისათვის.
5. იმის ახსნა, როგორ შეიძლება ორგანიზაციული ქცევის თეორიების გამოყენება ორგანიზაციაში მომუშავე პიროვნების, გუნდისა და ორგანიზაციის საქმიანობის შედეგების გასაუმჯობესებლად.
მ) ფინანსური ანალიზი
(საშუალო დონე)
1. ფინანსებსა და ბიზნესის სტრატეგიას შორის კავშირის ახსნა.
2. ბიზნესის სტრატეგიის ფორმულირებისა და მხარდაჭერისათვის ფინანსური გადაწყვეტილებების შეფასება.
3. დანახარჯთა და მმართველობითი აღრიცხვის როლის შეფასება სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღებისას.
4. ფინანსური კოეფიციენტების გამოყენება სტრატეგიებს შორის არჩევანის გაკეთების და სტრატეგიის განხორციელებისას.
ნ) ზოგადი უნარები
(საშუალო დონე)
1. სხვადასხვა წყაროდან მიღებული სხვადასხვა სახის მონაცემების და ინფორმაციის შეფასება კვლევის, ინტეგრირების და ანალიზის მეშვეობით.
2. კრიტიკული აზროვნების უნარების გამოყენება პრობლემების გადასაწყვეტად, ინფორმირებული განსჯისათვის, გადაწყვეტილებების მიღებისათვის და კარგად დასაბუთებული დასკვნების გამოსატანად
3. იმის დადგენა, როდის არის მიზანშეწონილი სპეციალისტებთან კონსულტაციების გამართვა.
4. რეკომენდაციების მომზადება მრავალმხრივი და რთულად იდენტიფიცირებადი პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.
5. ცვალებად ვითარებაზე და ახალ ინფორმაციაზე ეფექტური რეაგირებით პრობლემების გადაწყვეტა, ინფორმირებული განსჯა, გადაწყვეტილებების მიღება, კარგად დასაბუთებული დასკვნების გამოტანა.
ო) კომუნიკაციის უნარები
(საშუალო დონე)
1. ურთიერთანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარის დემონსტრირება ორგანიზაციის საერთო მიზნების მისაღწევად.
2. ინფორმაციის ნათლად და ლაკონურად მიწოდება , როდესაც ინფორმაციას წარადგენს და იხილავს ან ანგარიშს ადგენს ფორმალურ და არაფორმალურ სიტუაციაში.
3. ყველანაირ ურთიერთობაში გაცნობიერებული კულტურული და ენობრივი განსხვავებების დემონსტრირება.
4. აქტიური მოსმენისა და ეფექტური გასაუბრების ტექნიკის გამოყენება.
5. მოლაპარაკების წარმოების უნარების გამოყენება საკითხის მოსაგვარებლად და შეთანხმების მისაღწევად.
6. რჩევის მიცემისა და მოთათბირების უნარების გამოყენება კონფლიქტის მინიმუმამდე დასაყვანად ან გადასაჭრელად, პრობლემების მოსაგვარებლად და ხელსაყრელი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების უზრუნველსაყოფად.
7. იდეების მიწოდება და სხვებზე გავლენის მოხდენა მხარდაჭერის მიღებისა და ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
პ) პიროვნული უნარები
(საშუალო დონე)
1. მუდმივადსწავლისადმი თავდადებულობის დემონსტრირება .
2. მაღალი პირადი შედეგების სტანდარტების დადგენა, თვითკონტროლი თვითგააზრებისა და სხვების მიერ შეფასების საფუძველზე.
3. დროისა და რესურსების მართვა პროფესიული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
4. პრობლემების წინასწარ განჭვრეტა და მათი გადაჭრის პოტენციური გზების/გეგმების დასახვა.
5. ახალი შესაძლებლობების მიმართ მზაობის უნარი.
6. პიროვნული და ორგანიზაციული მიკერძოების პოტენციური გავლენის განსაზღვრა.
ჟ) ორგანიზაციული უნარები
(საშუალო დონე)
1. დავალებების შესრულება ორგანიზაციაში მიღებული მეთოდებით, დავალების დადგენილ ვადებში შესრულების უზრუნველსაყოფად.
2. საკუთარი და სხვების სამუშაოს მიმოხილვა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა შესრულებული სამუშაო ორგანიზაციის ხარისხის დადგენილ სტანდარტებს.
3. ადამიანთა მართვის უნარების გამოყენება სხვა თანამშრომელთა მოტივირებისა და მათი ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
4. სამუშაოთა დელეგირების უნარების გამოყენება თანამშრომლებზე დავალებების გასანაწილებლად;
5. ლიდერობის უნარების გამოყენება სხვებზე გავლენის მოსახდენად, რათა მათ იმუშაონ ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.
6. სათანადო მექანიზმებისა და მეთოდების გამოყენება შრომის ნაყოფიერებისა და ეფექტიანობის ასამაღლებლად და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გასაუმჯობესებლად.
რ) პროფესიული სკეპტიციზმი და პროფესიული განსჯა
(საშუალო დონე)
1. მაძიებლის განწყობის გამოყენება მონაცემების და ინფორმაციის შეგროვებისა და შეფასების
2. პრობლემების გადაწყვეტისას, ინფორმირებული განსჯისას, გადაწყვეტილებების მიღებისას, კარგად დასაბუთებული დასკვნების გამოტანისას მიკერძოების შესამცირებლად მეთოდების გამოყენება.
3. კრიტიკული აზროვნების გამოყებნება შესაფერისი მოქმედების მიმართულების ალტერნატივების განსაზღვრისა და შეფასებისას.
ს) ეთიკური პრინციპები
1. ეთიკის ძირითადი არსის ახსნა.
2. წესებზე დაფუძნებული და პრინციპებზე დაფუძნებული ეთიკის მიდგომების უპირატესობებისა და ნაკლოვანებების ახსნა.
3. ეთიკის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობის მიმართ საფრთხეების იდენტიფიცირება.
4. ეთიკის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობის მიმართ საფრთხეების და სათანადო რეაგირების მნიშვნელობის შეფასება.
5. ეთიკის ძირითადი პრინციპების გამოყენება მონაცემების და ინფორმაციის შეგროვების, გამომუშავების, შენახვის, წვდომის, გამოყენების და გაზიარების შემთხვევებში.
6. პროფესიული ქცევისას შესაბამისი ეთიკური მოთხოვნების/ნორმების გამოყენება სტანდარტების შესაბამისად.
ტ) საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ვალდებულება
(საშუალო დონე)
1. ეთიკის როლის და მნიშვნელობის ახსნა ბუღალტრული პროფესიისა და სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში.
2. ეთიკის როლის და მნიშვნელობის ახსნა ბიზნესისა და კარგი მმართველობის კონტექსტში.
3. ეთიკისა და სამართლის ურთიერთკავშირის, მათ შორის, საკანონმდებლო და სხვა ნორმატიულ აქტებსა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის ურთიერთკავშირის გაანალიზება.
4. პიროვნებაზე, ბუღალტრულ პროფესიასა და საზოგადოებაზე არაეთიკური ქცევის გავლენის/შედეგების გაანალიზება.
დანართი „ბ“
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №ნ-12 - ვებგვერდი, 19.08.2019წ.
პრაქტიკის ფურცელი
ზედამხედველი აუდიტორის მიერ კანდიდატის / სერტიფიცირებული ბუღალტრის პრაქტიკული გამოცდილებისა და კომპეტენციის დადასტურება
1. კანდიდატის / სერტიფიცირებული ბუღალტრის სახელი , გვარი , პირადი ნომერი :
_________________________________________________________________________
არის არარეზიდენტი ( შემოხაზეთ შესაბამისი პასუხი ) - ა ) კი ბ ) არა
2. ზედამხედველი აუდიტორის ( გარიგების პარტნიორის ) სახელი , გვარი , პირადი ნომერი , რეესტრში რეგისტრაციის ნომერი :
_________________________________________________________________________
3. პრაქტიკის პერიოდი ( დაწყებისა და დასრულების თარიღის მითითებით )
_________________________________________________________________________
4. სუბიექტთან დადებული იმ გარიგებების შესახებ , რომელშიც კანდიდატი / სერტიფიცირებული ბუღალტერი მონაწილეობდა ( შესაბამისი როლის მითითებით ) :
სახელწოდება
საიდენტიფიკაციო ნომერი
ხელშეკრულების საგანი
პერიოდი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
5. ინფორმაცია კანდიდატის / სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებაში მონაწილეობისას გამოვლენილი და გამომუშავებული პროფესიული კომპეტენციების შესახებ :
დიახ / არა
კომენტარი
პროფესიული უნარები :
ზოგადი
ინტელექტუალური
კომუნიკაციის
პიროვნული და ორგანიზაციული
ტექნიკური კომპეტენციები :
ფინანსური ანგარიშგების მომზადება
ფინანსური ანგარიშგების ანალიზი და ინტერპრეტაცია
ფინანსური ანგარიშგების კონტროლის სისტემის შეფასება
ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მართვა
ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვა
აუდიტორული მტკიცებულებების შეგროვება და შეფასება
ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების მიმოხილვა და გამოვლენილი ფაქტების ანგარიშის მომზადება
გადასახადების გამოთვლა
საგადასახადო რისკების შეფასება
პროფესიული ფასეულობები :
პროფესიული სკეპტიციზმი და პროფესიული განსჯა
ეთიკური პრინციპები და დამოუკიდებლობა
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ვალდებულება
ზედამხედველი აუდიტორის ხელმოწერა ( სახელი , გვარი ) _____________________
+
დანართი №2
სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესი
+
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ეს წესი განსაზღვრავს ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციების (შემდგომ – პროფესიული ორგანიზაცია) სასერტიფიკაციო პროგრამებისა ან/და საგამოცდო პროცესის, საგამოცდო პროცესის წარმართვის მიზნებისთვის, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების და პირთა გამოცდებზე დაშვების ან საკვალიფიკაციო დისციპლინაში გამოცდისაგან გათავისუფლების მიზნით, პროფესიული ორგანიზაციის ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების სასწავლო პროგრამების ან ცალკეული დისციპლინების (საგნების) აღირების, აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამების/სასწავლო პროგრამების/დისციპლინების (საგნების) და საგამოცდო პროცესების რეესტრებისა და ვებგვერდის წარმოების, აღიარების კომისიის შექმნის, პროფესიული ორგანიზაციების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება.🔗
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროფესიული ორგანიზაცია – ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო – იურიდიული პირი (მათ შორის, პროფესიული ორგანიზაცია), სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, რომლებიც საგამოცდო პროცესის წარმართვის მიზნებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში-სამსახური) მიერ აღიარებულია პირთათვის სერტიფიცირებული ბუღალტრის გამოცდების ორგანიზების განმახორციელებელ ორგანოდ;
გ) საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა კოლეჯისა, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ე) აღიარება – პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამების ან/და საგამოცდო პროცესის, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეული დისციპლინების (საგნების) და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა (შემდგომ – კანონი) და სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3. პროფესიული სერტიფიცირების განმახორციელებელი პირები🔗
1. პროფესიულ სერტიფიცირებას ახორციელებენ ის პროფესიული ორგანიზაციები, რომელთა სასერტიფიკაციო პროგრამები ან/და საგამოცდო პროცესი აღიარებულია სამსახურის მიერ.
2. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის მხოლოდ სასერტიფიკაციო პროგრამებია აღიარებული, უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული სერტიფიცირება სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ჩატარებული გამოცდების საფუძველზე.
3. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც სასერტიფიკაციო პროგრამების გარდა დაინტერესებულია საგამოცდო პროცესის აღიარებით ან დაინტერესებულია მხოლოდ საგამოცდო პროცესის აღიარებით, უფლებამოსილია საგამოცდო პროცესის წარმართვის მიზნებისათვის, მიმართოს სამსახურს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოდ აღიარების მოთხოვნით.
4. პროფესიული სერტიფიცირებისათვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტების მომზადება საგამოცდო პროცესის ნაწილია. მას უზრუნველყოფენ ის პირები, რომლებიც სამსახურის მიერ აღიარებულნი არიან სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოებად.
5. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია სასერტიფიკაციო პროგრამის და საგამოცდო პროცესის აღიარებით, სამსახურს მიმართავს დამოუკიდებლად. ხოლო ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია მხოლოდ სასერტიფიკაციო პროგრამების აღიარებით, სამსახურს მიმართავს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოსთან ან იმ პირთან ერთად, რომელსაც სურს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ აღიარება
6. პროფესიული ორგანიზაცია/სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია სასწავლო/საგამოცდო პროცესი წარმართოს დასაქმებული პირების მეშვეობით ან/და სხვა ფიზიკური პირის/იურიდიული პირისგან მიღებული მომსახურებით.
პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამისა და საგანმანათლებლო საქმიანობით განმახორციელებელი პირების ცალკეული დისციპლინების (საგნების) აღიარება
მუხლის 4. პროფესიული ორგანიზაციის მიერ განცხადების წარდგენა
1. პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარების მიზნით სამსახურს უნდა წარედგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) სასერტიფიკაციო პროგრამა, სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) (მატერიალური და ელექტრონული ფორმით);
ბ) სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარების თვითშეფასების ანგარიში (მატერიალური და ელექტრონული ფორმით);
გ) თითოეული სასწავლო კურსისათვის შესაბამისი სილაბუსი, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
გ.ა) სასწავლო კურსის დასახელება;
გ.ბ) სასწავლო კურსის მიზანი;
გ.გ) სასწავლო კურსის სწავლების მეთოდები;
გ.დ) სასწავლო კურსის თემატიკა (დეტალურად) და შესაბამისი მისაღწევი სწავლის შედეგები;
გ.ე) სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები;
გ.ვ) სასწავლო კურსის საათების მოცულობა;
გ.ზ) სწავლების ენა;
გ.თ) სასწავლო კურსის შესაბამისი კომპეტენციის დონე;
გ.ი) სასწავლო კურსის შეფასების სისტემა;
გ.კ) სასწავლო ლიტერატურისა და სხვა რესურსების ჩამონათვალი როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე;
დ) საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სასერტიფიკაციო პროგრამის შესაბამისი ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის ჩამონათვალი როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე (მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით);
ე) ინფორმაცია პროგრამის სასწავლო კურსის (სილაბუსის) ავტორის/ავტორების ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ (აკადემიური ხარისხი, პრაქტიკული გამოცდილება);
ვ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირებისაგან მიღებული/მისაღები მომსახურების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასწავლო მასალებს (ძირითად და დამხმარე ლიტერატურას) სამსახური აფასებს სასწავლო მასალების შენახვის ადგილას.
3. სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარების მიზნით პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტთან და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად სამსახური 30 კალენდარული დღის ვადაში შეისწავლის სასერტიფიკაციო პროგრამას, სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსს)_ და თვითშეფასების ანგარიშს. საჭიროების შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა გაზარდოს 30 კალენდარული დღით.
4. სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია განმცხადებლისგან და გასცეს რეკომენდაციები სასერტიფიკაციო პროგრამის სილაბუსში არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით.
5. დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ შესწავლის ვადის ათვლა ხელახლა იწყება.
6. სასერტიფიკაციო პროგრამის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია განსაზღვროს გონივრული, მაგრამ არანაკლებ 15-დღიანი ვადა შესაბამისი პირობების გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეესტრიდან აღიარებული პროგრამის ამოღების თაობაზე.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშში სამსახურისათვის წარდგენილი უნდა იყოს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის (დანართი №1) მე-6 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 5. საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ განცხადების წარდგენა🔗
1. სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სამსახურს უნდა წარედგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსი) (მატერიალური და ელექტრონული ფორმით);
ბ) ცალკეული დისციპლინების (საგნების) აღიარების თვითშეფასების ანგარიში (მატერიალური და ელექტრონული ფორმით).
გ) თითოეული სასწავლო კურსისათვის შესაბამისი სილაბუსი, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
გ.ა) სასწავლო კურსის დასახელება;
გ.ბ) სასწავლო კურსის მიზანი;
გ.გ) სასწავლო კურსის სწავლების მეთოდები;
გ.დ) სასწავლო კურსის თემატიკა (დეტალურად) და შესაბამისი მისაღწევი სწავლის შედეგები;
გ.ე) სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები;
გ.ვ) სასწავლო კურსის საათების მოცულობა;
გ.ზ) სწავლების ენა;
გ.თ) სასწავლო კურსის შესაბამისი კომპეტენციის დონე;
გ.ი) სასწავლო კურსის შეფასების სისტემა;
გ.კ) სასწავლო ლიტერატურისა და სხვა რესურსების ჩამონათვალი როგორც ქართულб ასევე უცხო ენაზე;
დ) საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული, სასწავლო კურსის შესაბამისი ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის ჩამონათვალი როგორც ქართულб ასევე უცხო ენაზე (მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით);
ე) ინფორმაცია სასწავლო კურსის (სილაბუსის) ავტორის/ავტორების ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ (აკადემიური ხარისხი, პრაქტიკული გამოცდილება);
ვ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირებისაგან მიღებული/მისაღები მომსახურების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასწავლო მასალებს (ძირითად და დამხმარე ლიტერატურა) სამსახური აფასებს სასწავლო მასალების შენახვის ადგილას.
3. ცალკეული დისციპლინის საგნის აღიარების მიზნით პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტთან და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად, სამსახური 30 კალენდარული დღის ვადაში შეისწავლის სასწავლო კურსს (სილაბუსს) და თვითშეფასების ანგარიშს. საჭიროების შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა გაზარდოს 30 კალენდარული დღით.
4. სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია განმცხადებლისგან.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ შესწავლის ვადის ათვლა ხელახლა იწყება.
6. სამსახური აღიარებს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეულ დისციპლინებს (საგნებს) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის, მენეჯმენტის, ფინანსების და ეკონომიკის პროგრამების ფარგლებში.
7. ცალკეული დისციპლინის (საგნის) სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია განსაზღვროს გონივრული, მაგრამ არანაკლებ 15-დღიანი ვადა შესაბამისი პირობების გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღიარებული ცალკეული დისციპლინის (საგნის) რეესტრიდან ამოღების თაობაზე.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშში სამსახურისათვის წარდგენილი უნდა იყოს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის (დანართი №1) მე-6 მუხლის შესაბამისად.
9. სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის განხორციელების მიზნით საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვოს განახლებული, ცალკეული დისციპლინების (საგნის) სილაბუსი და თვითშეფასების ანგარიში. განახლებულ თვითშეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) საანგარიშო პერიოდში განსახორციელებული ცვლილებებს;
ბ) ცვლილების მიზანს;
გ) ცვლილების შედეგს;
დ) ცალკეული დისციპლინების (საგნების) სწავლებაში ჩართულ ლექტორებს.
მუხლი 6. აღიარების კომისია🔗
1. სასერტიფიკაციო პროგრამების, საგამოცდო პროცესის, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ცალკეული დისციპლინების (საგნების) აღიარების პროცესების მართვისათვის სამსახური მის სისტემაში ქმნის კომისიას არანაკლებ 3 კაცის შემადგენლობით. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს და მას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2. კომისიასთან შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განმახორციელებელი სხვა პირები.
3. კომისიის შემადგენლობა, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სამსახური უფლებამოსილია სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული საგნის აღიარების პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები.
მუხლი 7. სამსახურის გადაწყვეტილება🔗
1. სასერტიფიკაციო პროგრამებთან/ცალკეულ დისციპლინებთან (საგნებთან) მიმართებაში სამსახური იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარების შესახებ;
ბ) სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარების შეწყვეტის შესახებ.
2. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარების შესახებ, თუ უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტსა და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს.
3. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, თუ უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტს და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს.
4. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული დისციპლინის (საგნის) აღიარების შეწყვეტის შესახებ, თუ აღიარებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია აღარ აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტს და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს.
საგამოცდო პროცესის აღიარების წესი
მუხლი 8. საგამოცდო პროცედურები🔗
სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარებისათვის სამსახური ხელმძღვანელობს „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა“ და სფეროს მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 9. განცხადებისა და დოკუმენტაციის სამსახურისთვის წარდგენა🔗
1. სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების მიზნით უფლებამოსილი პირი სამსახურს წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სტანდარტით განსაზღვრული გამოცდების მოსამზადებლად და სამართავად საჭირო პოლიტიკასა და პროცედურებს, ასევე დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება საგამოცდო პროცესის წარმართვისთვის საჭირო მატერიალური და ადამიანური რესურსის არსებობა.
2. პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც სამსახურს მიმართავს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ აღიარებისათვის, და ამასთან, არ აქვს აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამა, ვალდებულია სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ აღიარებისათვის დოკუმენტაციას დაურთოს შესაბამისი გამოცდისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი).
მუხლი 10. სამსახურის გადაწყვეტილება🔗
1. სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარებასთან დაკავშირებით სამსახური 30 დღის ვადაში იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების შესახებ;
ბ) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) აღიარებული სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების შეწყვეტის შესახებ.
2. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების შესახებ, თუ საგამოცდო პოლიტიკა და პროცედურები აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტით განსაზღვრულ (დანართი №1) საგამოცდო პროცესის წარმართვის წესს და სფეროს მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებს.
3. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, თუ საგამოცდო პოლიტიკა და პროცედურები ვერ აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტით განსაზღვრულ (დანართი №1) საგამოცდო პროცესის წარმართვის წესს და სფეროს მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებს.
4. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას აღიარებული სპეციალიზებული გამოცდების განმახორცილებელი ორგანოს აღიარების შეწყვეტის შესახებ, თუ სპეციალიზებული გამოცდების განმახორცილებელი ორგანო აღარ აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტით განსაზღვრულ (დანართი №1) საგამოცდო პროცესის წარმართვის წესს და სფეროს მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებს.
5. სამსახური უფლებამოსილია სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები.
მუხლი 11. სასერტიფიკაციო პროგრამის შეფასება🔗
პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამის შესაბამისი სწავლის და განვითარების პროცესის ეფექტიანობის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საზომები:
ა) ჩადებული რესურსის საზომები – რომელიც მიმართულია სწავლასა და განვითარებაში ჩადებულ ძალისხმევაზე, როგორიც არის სასწავლო კურსზე დასწრების საათების რაოდენობა, კურსის თემატიკის ათვისება. აღნიშნული საზომები მარტივად დადასტურებადია, თუმცა ისინი არ ზომავენ კომპენტენციას, როგორც მიღწეულ შედეგს;
ბ) პროცესთან დაკავშირებული საზომები – რომელიც მიმართულია სწავლების ფორმის ეფექტურობაზე, სასერტიფიკაციო პროგრამის მუდმივი განხილვასა და განახლებაზე. აღნიშნული საზომები მარტივად დადასტურებადია, თუმცა ისინი არ ზომავენ კომპენტენციას, როგორც მიღწეულ შედეგს;
გ) შედეგის საზომები – რომელიც მიმართულია კანდიდატის მიერ შეძენილი კომპეტენციის გაზომვაზე.
მუხლი 12. მონიტორინგის განხორციელება🔗
სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული ორგანიზაციების, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ კანონთან და სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი.
რეესტრი
მუხლი 13. რეესტრის წარმოება და მასში ასახული ინფორმაცია🔗
1. აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამების, აღიარებული დიციპლინების (საგნების), საგამოცდო პროცესების რეესტრის, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სამსახური.
2. რეესტრში რეგისტრაციისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამებს ენიჭებათ ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი.
3. აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამების, ცალკეული დისციპლინების (საგნების), სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების შესახებ რეესტრში ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) იმ პირის სამართლებრივი ფორმის, სახელწოდების, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის, ვებგვერდის მისამართის, საკონტაქტო ინფორმაციის და საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ, რომლის პროგრამებიც, დისციპლინებიც (საგნებიც) აღიარებულია;
ბ) იმ პირის სამართლებრივი ფორმის, სახელწოდების, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის, ვებგვერდის მისამართის, საკონტაქტო ინფორმაციის და საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ, რომელიც აღიარებულია სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ;
გ) პროგრამის, დისციპლინების (საგნების) დასახელება, აღიარების თარიღი და მოქმედების პერიოდი.
4. პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია აისახება იმ პირის ვებგვერდზე, რომლის სასერტიფიკაციო პროგრამა ან/და საგამოცდო პროცესები აღიარებულია სამსახურის მიერ.
5. აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამები, საგნები, საგამოცდო პროცესი მისი აღიარებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება პროფესიული ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ვებგვერდზე. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია სერტიფიცირების წარმართვის პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს თავის ვებგვერდზე.
მუხლი 14. გასაჩივრების წესი🔗
სამსახურის გადაწყვეტილება სასერტიფიკაციო პროგრამების/ცალკეული დისციპლინების (საგნების), საგამოცდო პროცესის აღიარებისა და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოსა და სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“, №ნ-16, 25.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 350090000.64.076.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3811685-5/