„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.10.2017 ბოლო ცვლილება 24.07.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№448
სარეგისტრაციო კოდი
130050000.10.003.020157
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №448

2017 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე

+
მუხლი 1
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სსმ, 22/03/2017, №477-IIს) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  განისაზღვროს  „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხა თანდართული სახით.  
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხა

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის განისაზღვროს სპეციალური სამსახურების შემდეგი ნუსხა:

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის:

ა) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

ბ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;

გ) ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი);

დ) კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი);

ე) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი;

ვ) უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის მთავარი სამმართველო.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ა) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

ბ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი;

გ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

3.სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახური და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №622- ვებგვერდი, 27.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №382 – ვებგვერდი, 12.08.2019წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე, №448, 05.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 130050000.10.003.020157 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3823795-2/