მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (14)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (29 მუხლი)
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2017 წლის 20 ნოემბერი ქ. მცხეთა |
|
2. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან, რომლებიც უზურუნველყოფენ მერის და საკრებულოს დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულებს აქვს ქვედანაყოფები, რომელთა უფლებამოსილება განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებით.
3. მერია საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტრესების გათვალისწინების პრინციპების დაცვით.
ა) მერი;
ბ) მერის პირველი მოადგილე;
გ) მერის მოადგილე (მოადგილეები);
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.
2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 52-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მერიის თანამდებობის პირთა რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულები/მერიის სამსახურები იქმნება და უქმდება, მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით და საშტატო ნუსხით. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებით.
3. მერიის სტრუქტურულ ერთეულებს აქვს ქვედანაყოფები – განყოფილებები, რომელთა ფუნქციები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
2. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზურნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას საქართევლოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. მერის უფლებამოსილებები:
ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა იმ უფლებამოსილებებისა, რომელთა დელეგირებაც აკრძალულია კანონით);
ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს – საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს; აგრეთვე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.თ) უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის ამ დებულებით.
5. მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოსახლეობის წინაშე. პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას დაუშვებელია საკრებულოს წევრის მერის საქმიანობაში ჩარევა.
6. მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
7. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსით.
2. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) მერის ბრძანებით დამტკიცებული ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), უზრუნველყოფენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და მერის დავალებების შესრულებას.
3. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) უფლებამოსილებათა დელეგირების თაობაზე მერის ბრძანების შესაბამისად, ორგანიზებას უწევენ მერიის სტრუქტურული ერთეულების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას. ამავე უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, უფლება აქვთ დავალებები და მითითებები მისცენ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და სხვა საჯარო მოხელეებს. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლება აქვთ რეზოლუციით დაავალონ სტრუქტურულ ერთეულებს საკითხის განხილვა, მოისმინონ სტრუქტურული ერთეულების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანგარიში.
4. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე. მათი უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის საკითხები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ხოლო თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) მერის ბრძანების საფუძველზე, უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. მერის წარმომადგენელი:
ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან,მერიასთან და უშუალოდ მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებთან;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
დ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ვ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;
ზ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს და საკრებულოს;
თ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ი) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
კ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მუნიციპალიტეტისსაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის საკითხებზე;
ლ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
ნ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ო) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
პ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;
ჟ) მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და შესაბამისი რეკვიზიტები;
3. მერის წარმომადგენლები უფლებამოსილებას ახორციელებენ შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში:
ა) ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციული ერთეული: ქალაქი მცხეთა;
ბ) ქსნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქსანი;
გ) ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ციხისძირი;
დ) წეროვნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. წეროვანი, ჩარდახი, სოფ. გოროვანი, სოფ. სხალტბა;
ე) ქსოვრისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქსოვრისი, სოფ. ვარდისუბანი;
ვ) ვაზიანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ვაზიანი;
ზ) მუხრანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. მუხრანი, სოფ. პატარა ქანდა, სოფ. ძველი ქანდა;
თ) ძალისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ძალისი;
ი) წილკნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. წილკანი; სოფ. ერედა;
კ) მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. მისაქციელი;
ლ) აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. აღდგომლიანთკარი, სოფ. ფრეზეთი, სოფ. უფურეთი, სოფ. ახალდაბა, სოფ. ნავაზი;
მ) საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. საგურამო, სოფ. ახალსოფელი, სოფ. შანკევანი, სოფ. წიწამური, ზაჰესი (მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალი ტერიტორია), სოფ. არაშენდა, სოფ. ჯიღაურა;
ნ) გალავანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. გალავანი, სოფ. წინამძღვრიანთკარი, სოფ. ზაქარო, სოფ. ბურიანი, სოფ. ნავდარაანთკარი, სოფ. კოტორაანთკარი, სოფ. ბიწმენდი, სოფ. ჭილაანთკარი;
ო) ცხვარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ცხვარიჭამია, სოფ. თეზამი, სოფ. კევლიანი, სოფ. მშრალხევი, სოფ. ლელუბანი, სოფ. მამკოდა;
პ) ძეგვის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ძეგვი, სოფ. სათოვლე (ნაბაღრები), სოფ. ხეკორძი, სოფ. კარსანი, სოფ. მუხათგვერდი;
ჟ) ლისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ლისი, სოფ. წოდორეთი, სოფ. ბევრეთი, სოფ. ტაბარუკი, სოფ. ლელობი, სოფ. ძალაანთხევი, სოფ. მსხალდიდი, სოფ. მუხათწყარო, სოფ. ნაფეტვრები, სოფ. ნახშირგორა;
რ) ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქვემო ნიჩბისი, სოფ. ახალი ნიჩბისი, სოფ. ზემო ნიჩბისი, სოფ. სასხორი.
ს) ნატახტრის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ ნატახტარი, სოფ. ახალუბანი.
2. სტრუქტურული ერთეულები/სამსახურები შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზურნველყოფენ საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას.
3. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას წარმართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/სამსახურის უფროსი. სტრუქტურულ ერთეულებს/სამსახურებს აქვს ქვედანაყოფები – განყოფილებები, რომელთა ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებით.
4. სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკის სამსახური;
დ) სივრცთი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;
ე) განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური;
ვ) სოციალური და ჯანდაცვის სამსახური;
ზ) ზედამხედველობის სამსახური;
თ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური.
2. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
დ) შესყიდვების განყოფილება;
ე) იურიდიული განყოფილება;
ვ) მერის წარმომადგენლები და ასისტენტები.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ქონების მართვის და აღრიცხვის განყოფილება;
ბ) ეკონომიკის განყოფილება;
გ) ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება;
დ) სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება;
ე) მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება;
ბ) არქიტექტურის განყოფილება;
გ) სივრცითი მოწყობის განყოფილება.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განათლების და კულტურის განყოფილება;
ბ) სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;
გ) ტურიზმის განყოფილება;
დ) კულტურის, სპორტის და განათლების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებთან ურთიერთობის განყოფილება.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სოცილური განყოფილება;
ბ) ჯანდაცვის განყოფილება;
გ) დონორებთან ურთიერთობის განყოფილება;
ე) პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა საქმეების განყოფილება;
გ) ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილება.
2.სამსახურის ქვედანაყოფებია:
ა) შიდა აუდიტის განყოფილება;
ბ) ინსპექტირების განყოფილება.
2.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) წვევამდელთა გაწვევის განყოფილება;
ბ) რეზერვისტთა გაწვევის განყოფილება;
გ) წვევამდელთა მიწერის განყოფილება.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას;
გ) უნაწილებს დავალებებს განყოფილების თანამშრომლებს;
დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების შესრულებული სამუშაოს შესახებ.
ა) მერის ბრძანება;
ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;
გ) მერის მოადგილის ბრძანება;
დ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება.
2. მერიის საჯარო მოხელე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.
3. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ან დისიცპლინური გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად, ზეპირად გამოცემული სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 (სამი) დღის ვადაში.
4. მერიის თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან და შემდგომ სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
6. მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში.
7. თუ მუნიციპალიტეტის მერის, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/მერიას – მერის მიერ განსაზღვრული პირი.
2.მერიაში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მეშვეობით.
3. მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამსახური.
4. მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებულ უნდა იქნეს იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, რომლის საქმინობის სფეროსაც ეხება პროექტის შინაარსი და იურიდიული განყოფილების ხელძღვანელის მიერ. აგრეთვე, მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებულ უნდა იქნეს დარგის ხელმძღვანელი მოადგილის მიერ.
5. იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი აქტის პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას, მერიის მიერ გასაწევ ხარჯებს, ან/და შესყიდვების განხორციელებას, პროექტი ვიზირებულ უნდა იქნას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის და შესყიდვების განყოფილების უფროსის მიერ.
6. მერიის თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები გადაწყვეტილების მიღების, გადაწყვეტილებათა მომზადების, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, კომისიური მუშაობის და სხვა უფლებამოსილებათა განხორციელეების დროს ხელმძღვანელობენ შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებით, მერისა და საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით.
ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
2. მერიის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი იერარქია განისაზღვრება „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით და საშტატო ნუსხით.
3. მერიის საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი.
4. მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
5. მოხელის კონკურსის წესით დანიშვნის წესი და პირობები, ასევე სერტიფიცირების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
+
+
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 14 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე
+
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოისლებებს და საქმიანობის წესს.
+
მუხლი 2. მერიის სამართლებრივი სტატუსი
3. მერია საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტრესების გათვალისწინების პრინციპების დაცვით.
მერია საქმინობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
+
მუხლი 3. მერიის საქმინაობის სამართლებრივი საფუძვლები
მერია საქმინობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
+
მუხლი 4. ადმინისტრაციული წარმოების ენა
+
მუხლი 5. მერიის ადგილსამყოფელი
+
მუხლი 6. მერიის თანამდებობის პირები
+
მუხლი 7. მერიის სტრუქტურა
1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.
3. მერიის სტრუქტურულ ერთეულებს აქვს ქვედანაყოფები – განყოფილებები, რომელთა ფუნქციები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018წ
+
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის მერი
2. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზურნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას საქართევლოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. მერის უფლებამოსილებები: ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში: ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს; ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს; ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ა.ვ) ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა იმ უფლებამოსილებებისა, რომელთა დელეგირებაც აკრძალულია კანონით); ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში: ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;ბ.ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
გ.ე)მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
დ.ა) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ საქართველოს ორგანული კანონით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს – საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს; აგრეთვე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
ე.თ) უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
4. მერი უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, დანიშნოს მერის წარმომადგენელი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018წ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 01.05.2020 წ.
+
მუხლი 9. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)
4. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე. მათი უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის საკითხები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ხოლო თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
+
მუხლი 10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
4.მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018წ
+
მუხლი 11. ამოღებულია
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018წ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის დადგენილება №51- ვებგვერდი, 04.05..2018წ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 01.05.2020 წ.
+
მუხლი 12. მერიის სტრუქტურული ერთეულები
3. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას წარმართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/სამსახურის უფროსი. სტრუქტურულ ერთეულებს/სამსახურებს აქვს ქვედანაყოფები – განყოფილებები, რომელთა ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებით.
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
თ) შიდა აუდიტის სამსახური;
ი) (ამოღებულია - 26.12.2023, №47).
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №35- ვებგვერდი, 02.10..2019წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 23.10.2020წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ.
+
მუხლი 13. ადმინისტრაციული სამსახური
1. სამსახური წარმართავს მერიის საქმისწარმოებას, მათ შორის, საკადრო საკითხებს, ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას. პრესკონფერენციების, ბრიფინგების ჩატარებას, ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებას. ასევე, კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობას.
გ) იურიდიული განყოფილება;
დ) პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 22.03.2018წ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 05.04.2018წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ.
+
მუხლი 14. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებას და საბიუჯეტო სახსრების მართვას, საფინანსო დოკუმენტების ვიზირებას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას, ახორციელებს შესყიდვებს“.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება;
გ) შესყიდვების განყოფილება;
დ) მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 05.04.2018წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ.
+
მუხლი 15. ეკონომიკის სამსახური
1. ეკონომიკის სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, სტრატეგიული განვითარების პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების მონიტორინგს, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით ხელშეკრულების დადებას, მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციების მომზადებასა და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას.
ე) (ამოღებულია - 26.12.2023, №47);
ვ) შრომის უსაფრთხოების დაცვის განყოფილება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №40- ვებგვერდი, 04.12..2019წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ.
+
მუხლი 16. სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური
+
მუხლი 17. განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური
დ) კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის განყოფილება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ.
+
მუხლი 18. სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
1. სოციალური და ჯანდაცვის სამსახური უზრუნველყოფს სოციალური, ჯანდაცვის და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, უმუშევართა პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას, პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებასა და ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.
გ) ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება;
ე) (ამოღებულია - 26.12.2023, №47).
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 25.12.2020 წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ.
+
მუხლი 19. ზედამხედველობის სამსახური
ა)არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილება;
გ) (ამოღებულია - 29.11.2019, №40).
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის დადგენილება №57 - ვებგვერდი, 30.05.04.2018წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №35- ვებგვერდი, 02.10..2019წ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №40- ვებგვერდი, 04.12..2019წ
+
მუხლი 20. შიდა აუდიტის სამსახური
1. სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს დამოუკიდებელი და ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომლის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესება და სხვა დამატებითი სარგებლის შექმნა. სისტემატიზირებული და სათანადოდ ორგანიზებული მიდგომების გამოყენებით, ორგანიზაციის მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების და მათი ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება ორგანიზაციის დასახული მიზნების მიღწევაში დახმარების მიზნით“.
2. სამსახურის ქვედანაყოფებია:
ა) შიდა აუდიტის განყოფილება:
ბ) მონიტორინგის განყოფილება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 11.02.2019წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №35- ვებგვერდი, 02.10..2019წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 23.10.2020წ.
+
მუხლი 21. (ამოღებულია)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ.
+
მუხლი 22. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის/განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები
+
მუხლი 23. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
2. მერიის საჯარო მოხელე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.
4. მერიის თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით;
7. თუ მუნიციპალიტეტის მერის, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/მერიას – მერის მიერ განსაზღვრული პირი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018წ
+
მუხლი 24. მერიის საქმიანობის ორგანიზება
1. მერიის საქმინობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში საქმისწარმოების ავტორიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2013 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული წესით.
2.მერიაში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მეშვეობით. 3. მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამსახური. 4. მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებულ უნდა იქნეს იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, რომლის საქმინობის სფეროსაც ეხება პროექტის შინაარსი და იურიდიული განყოფილების ხელძღვანელის მიერ. აგრეთვე, მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებულ უნდა იქნეს დარგის ხელმძღვანელი მოადგილის მიერ. 5. იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი აქტის პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას, მერიის მიერ გასაწევ ხარჯებს, ან/და შესყიდვების განხორციელებას, პროექტი ვიზირებულ უნდა იქნას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის და შესყიდვების განყოფილების უფროსის მიერ.6. მერიის თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები გადაწყვეტილების მიღების, გადაწყვეტილებათა მომზადების, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, კომისიური მუშაობის და სხვა უფლებამოსილებათა განხორციელეების დროს ხელმძღვანელობენ შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებით, მერისა და საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით.
+
მუხლი 241. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:
1) სახელი;
2) გვარი;
3) პირადი ნომერი;
4) დაბადების თარიღი
5) სქესი;
6) მოქალაქეობა;
7) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;
8) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;
9) ფოტოსურათი.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 07.10.2020 წ.
+
მუხლი 25. მერიის საჯარო მოსამსახურეები
გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
5. მოხელის კონკურსის წესით დანიშვნის წესი და პირობები, ასევე სერტიფიცირების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 01.05.2020 წ.
+
მუხლი 26. მერიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
+
მუხლი 27. დასკვნითი დებულებები
1. (ამოღებულია - 05.01.2018, №1).
2. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2018წ
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.01.2024.
- როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.11.2017. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.153.016376.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 14 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.01.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 29 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.01.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №4, 20.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016376 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3857619/