მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.11.2017 ძალადაკარგული 28.05.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.159.016287
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/11/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2017 წლის 20 ნოემბერი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 11.08.2020წ.


  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულება დანართი 1-ის შესაბამისად.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 11.08.2020წ.

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250050.35.159.016153, 18/07/2014 წ.).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე
+



დანართი №1

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულება

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 11.08.2020წ.


თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში -მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. ასევე ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების და ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას.

2. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73.

3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა/თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 11.08.2020წ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.

 

 თავი II

სამსახურის საქმიანობ ა

მუხლი 2 . სამსახურის ფუნქციები  

სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა;

გ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვა;

დ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ე) წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;

ვ)  ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ზ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების შემუშავება;

თ)  ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ი) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება;

კ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა;

ლ) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

მ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ნ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა;

ო) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის-მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება-მართვა და მათი განხორციელების კონტროლი, მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 11.08.2020წ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.

თავი III

სამსახურის სტრუქტურა

მუხლი 3 . სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – განყოფილება).

2. სამსახურის განყოფილებებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;

ბ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 11.08.2020წ.

მუხლი 4 . განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება

განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება:

ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვა;

დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

ვ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა;

ზ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

თ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა;

კ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

ლ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება;

მ) ახალგაზრდულ საკითხებზე მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კორდინაცია;

ნ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის, გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კორდინაცია;

ო) ახალგაზრდული საქმიანობის სფეროში მომუშავე სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან, ფიზიკურ პირებთან და ახალგაზრდული საქმიანობის სფეროში ჩართულ სხვა სუბიექტებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრობლობა;

პ) არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა;

ჟ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

რ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა;

ს) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა, მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელების კონტროლი/პოლიტიკის შემუშავება;

ტ) მუნიციპალიტეტში ტურზიმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ტ) მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა და უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების ინფორმირება;

უ) მუნიციპალიტეტში ტურისტული მარშუტების შემუშავება და მათი განხორციელება;

ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.

მუხლი 5. ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება

1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში:

ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კორდინაცია;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება;

დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვა;

ე) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ზ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

თ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

ი) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვა;

კ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

2. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში:

ა) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“-თ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“-თ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;

დ) ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;

ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კორდინაცია;

ზ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“-თ გათვალისწინებული ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმების ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციული და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელება;

თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების  ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოსათვის გადაგზავნა;

ი) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;

კ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება. ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 11.08.2020წ.

 

თავი IV

სამსახურის მართვა

მუხლ ი 6 . სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს , ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.

3 . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსს .

მუხლ ი 7 . განყოფილების უფროსი  

1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი . 

2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად.

3 . განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ -ერთ მოხელეს .

 

 თავი V

დასკვნითი დებულებანი

მუხლ ი 8. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა  

სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №38, 20.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016287 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3858301-2/