მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 |
|
2017 წლის 20 ნოემბერი ქ. მარნეული |
|
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური (შემდგომში – სამსახური ) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია ) სტრუქტურულ ერთეულს , რომელიც ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი ) მერიის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას , სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება /დამუშავებას , მუნიციპალიტეტის ქონების მართვას .
2. სამსახურის მისამართია : საქართველო , ქალაქი მარნეული , რუსთაველის ქუჩა №73.
3.სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია , საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონი , სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები , მერიის დებულება , ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოების /თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები .
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები .
სამსახურის საქმიანობა
მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია :
ა ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება ;
ბ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების ა და პროექტების შემუშავება , მათი განხორციელების მონიტორინგი ;
გ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით , ინვესტიციების დაგეგმვის , ინვესტორებთან თანამშრომლობის , შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე ;
დ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების , მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების , აქციების , ფასიანი ქაღალდების და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიულ პირებზე და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნებზე გადაცემული ქონების აღრიცხვა , ინვენტარიზაცია , მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება , მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია , ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა -რეგისტრაციის წარმოება ;
ე ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე , წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე , წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის , შეძენის , პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე ;
ვ ) ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე , მოვლა -პატრონობაზე , მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე ;
ზ ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის , აქციონერის უფლება –მოვალეობათა განხორციელება ;
თ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზება , პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება , ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება , დამუშავება და ანალიზი , სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ;
ი ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ;
კ ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით , საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება ;
ლ ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა ;
მ ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა ;
ნ ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე ;
ო ) წინადადებების შემუშავება ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე ;
პ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე , შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგი ;
ჟ ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის , აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე ;
რ ) წინადადებების შემუშავება დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება -გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის , მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე ;
ს ) წინადადებების შემუშავება გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში ;
ტ ) წინადადებების შემუშავება გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე ;
უ ) თვითმმართველი ერთეულის სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადება და მისი შესრულების კოორდინაცია , სოციალურ -ეკონომიკური განვითარების პროგნოზების , მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და თვითმმართელი ერთეულის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადება ;
ფ ) წინადადებების მომზადება თვითმმართველობის იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ , რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ -ეკონომიკურ განვითარებას ;
ქ ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შემუშავება , გამგებლისათვის განსახილველად წარდგენა , გამგებლის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით სოციალურ -ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის კორექტირება , მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის საჯარო განხილვებში , საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა , მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა საკრებულოსათვის , საკრებულოს სხდომაზე სოციალურ - ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის განხილვამდე ;
ღ ) წინადადებების მომზადება ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების , ადგილობრივი საკრედიტო პოლიტიკის საკითხებზე ;
ყ ) მუნიციპალურ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების და გაწეული ფინანსური დახმარებების მონიტორინგი ;
შ ) საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა , მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია ;
ჩ ) წინადადებების მომზადება ინვესტირების მიმართულებების , საკუთარი , აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების , საგარეო -ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის შესახებ , ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამის ხელშეკრულებათა პროექტების შედგენა ;
ც ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი ავტოვაგზლების , ავტოსადგურებისა და ავტოსალაროების ფუნქციონირების რეგულირება და აღრიცხვიანობის ერთიანი სისტემის ორგანიზება , მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კონტროლი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისა და მგზავრობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ;
ძ ) მუნიციპალიტეტის სახსრებით შესყიდული საქონლის და მომსახურების მიღება კომისიური წესით (რომელსაც უხელმძღვანელებს სამსახურის უფროსი ), მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის , შედარების და სხვა აქტების შედგენა , მომსახურების სახარჯთაღრიცხვო და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეთანხმებას ვიზის გაფორმებით ;
წ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების , ნარჩენების გატანის , გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე , ტერიტორიის დასუფთავების , ნარჩენების გატანისა და საოჯახო -საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზება , სანიტარიული დასუფთავების ორგანიზაცია ;
ჭ ) სასაფლაოების მოვლა -პატრონობა , შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება , წინადადებების შემუშავება სასაფლაოების მოვლა -პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე ;
ხ ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფონდის და კომუნალური მეურნეობის მართვა , შესაბამის ობიექტთა მოვლა -პატრონობის ორგანიზება ; ქუჩების , ტროტუარებისა და მოედნების დასუფთავების , მყარი ნარჩენების შეგროვების , ნაგავსაყრელების მოწყობის და გამოყენების ორგანიზება , საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების სამუშაოთა ორგანიზება , მოსახლეობის საბინაო -კომუნალური მომსახურების ორგანიზება , ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა , დასახლებებში ელექტროფიკაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა , მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრა და ზედამხედველობა გარე განათების ფუნქციონირებაზე ;
ჯ ) საგზაო ნიშნების , გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნები მოწესრიგების ორგანიზება , დასახლებებში სახლების ნუმერაციის დაგეგმარების და განხორციელების ორგანიზება ;
ჯ ¹) ადგილობრივი მოსაკრებლების წესების შემუშავება , კონტროლი და შესაბამისი ღონიძიებების გატარება ;
ჰ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება .
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – განყოფილება ).
2. სამსახურის განყოფილებებია :
ა ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება ;
ბ ) ქონების მართვის განყოფილება ;
ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :
ა ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას , პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;
ბ ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ;
გ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას , დამუშავებასა და ანალიზს , სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;
დ ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ;
ე ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ;
ვ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად ;
ზ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას ;
თ ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას ;
ი ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას ;
კ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :
ა ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას ;
ბ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას ;
გ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით ;
დ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ;
ე ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე ;
ვ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით ;
ზ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ;
თ ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობას , სარგებლობას და განკარგვას ;
ი ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საწარმოების , დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის , მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის , აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ ;
კ ) თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის , თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენას ;
ლ ) გასხვისებული ადგილობრივი ქონების გამოყენებისა და გასხვისებისგან გამომდინარე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს , საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას ;
მ ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას , ინვენტარიზაციას , კონტროლს ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე ;
ნ ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ ;
ო ) თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის გეგმის პროექტის მომზადებას ;
პ ) ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგს და მათი ექსპლუატაციის ეფექტურობის შეფასებას , ამორტიზირებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას ;
ჟ ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების და ორგანიზაციების საფინანსო -სამეურნეო საქმიანობის ანალიზს და კონტროლს , მათი ფინანსური ანგარიშების (ბალანსების , მოგება -ზარალის ანგარიშგების , ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების ) ანალიზს და კონტროლს , მათი საქმიანობის თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადებას ;
რ ) წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ , რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას , გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტას ;
ს ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზაციას და მათი შემდგომი ზრდისთვის სათანადო ღონისძიებების გატარებას , საწარმოთა წმინდა მოგებისა და სხვა შემოსავლების განაწილების თაობაზე ნორმატივების განმსაზღვრელი დოკუმენტაციის პროექტის შედგენას ;
ტ ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა აუდიტორული შემოწმების ორგანიზების კონტროლს საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურთან ურთიერთკოორდინირებით ;
უ ) საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული (პარტნიორის /აქციონერის ) უფლებამოსილების განხორციელებას , პარტნიორთა /აქციონერთა კრებებზე რწმუნებული პირის მეშვეობით საწარმოთა მართვაში მონაწილეობის მიღებას ;
ფ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
სამსახურის მართვა
მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის ხელმძღვანელობს , ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .
2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ მე -60 მუხლის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე -13 მუხლის შესაბამისად .
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსს .
1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .
2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე -14 მუხლის შესაბამისად .
3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ -ერთ მოხელეს .
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად .
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.02.2021.
- როდის იქნა მიღებული „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.11.2017. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №42. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.159.016291.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.02.2021.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.02.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №42, 20.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016291 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3858473/