მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ზოგადი დებულებები
1. მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას.
2. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73.
3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოების/თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.
სამსახურის საქმიანობა
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;
ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას;
გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს;
დ) წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის გამოუცხადებლობის კონტროლს;
ე) სამუშაოდ ან სასწავლებლად იმ სამხედროვალდებულთა, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილნი, მიღების შემთხვევის თაობაზე ინფორმაციის გაცნობისას სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;
ვ) სამხედრო ვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;
თ) სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობის კონტროლი;
ი) სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;
კ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;
ლ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;
მ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;
ნ) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;
ო) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველად სამხედრო აღრიცხვას;
პ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლს;
ჟ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;
რ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას და გაწვეულთა საქართველოს შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებზე წარდგენას;
ს) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამზედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;
ტ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაციას, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსების ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის ბაზის მომზადებას;
უ) თეორიული მეცადინეობების მოწყობას გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებულები არიან სამხედრო სამსახურზე მობილიზაციის დროს;
ფ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვას და მათთან მუშაობის ორგანიზებას;
ქ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამისი ზომების მიღებას, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტას;
ღ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს;
ყ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;
შ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებთან დაკავშირებული წესების დარღვევის ფაქტებზე სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას;
ჩ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას;
ც) საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 196 1, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს სამსახურში მერის მიერ საამისოდ გამოყოფილ საჯარო მოსამსახურეს.
3. საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 196 3, 196 6 და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს სამსახურში მერის მიერ საამისოდ გამოყოფილ საჯარო მოსამსახურეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 მაისის დადგენლება №19 - ვებგვერდი, 23.05.2019წ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 11.09.2019წ.
სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ასეთის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეს.

დასკვნითი დებულებანი
სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 2017 წლის 20 ნოემბერი ქ. მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 24 -ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:+
+
+
|
+
დანართი 1 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოების/თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.2. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.
2. საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს სამსახურში მერის მიერ საამისოდ გამოყოფილ საჯარო მოსამსახურეს.
3. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.
3. საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს სამსახურში მერის მიერ საამისოდ გამოყოფილ საჯარო მოსამსახურეს.
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2017 წლის 20 ნოემბერი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 24 -ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება დანართი 1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 ივნისის „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ №9/10 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე
+
დანართი 1
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური🔗
1. მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას.
2. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73.
3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოების/თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.
სამსახურის საქმიანობა
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები🔗
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;
ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას;
გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს;
დ) წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის გამოუცხადებლობის კონტროლს;
ე) სამუშაოდ ან სასწავლებლად იმ სამხედროვალდებულთა, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილნი, მიღების შემთხვევის თაობაზე ინფორმაციის გაცნობისას სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;
ვ) სამხედრო ვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;
თ) სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობის კონტროლი;
ი) სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;
კ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;
ლ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;
მ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;
ნ) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;
ო) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველად სამხედრო აღრიცხვას;
პ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლს;
ჟ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;
რ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას და გაწვეულთა საქართველოს შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებზე წარდგენას;
ს) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამზედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;
ტ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაციას, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსების ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის ბაზის მომზადებას;
უ) თეორიული მეცადინეობების მოწყობას გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებულები არიან სამხედრო სამსახურზე მობილიზაციის დროს;
ფ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვას და მათთან მუშაობის ორგანიზებას;
ქ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამისი ზომების მიღებას, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტას;
ღ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს;
ყ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;
შ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებთან დაკავშირებული წესების დარღვევის ფაქტებზე სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას;
ჩ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას;
ც) საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს სამსახურში მერის მიერ საამისოდ გამოყოფილ საჯარო მოსამსახურეს.
2. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1961, 197-ე და 198 -ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს.
3. საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს სამსახურში მერის მიერ საამისოდ გამოყოფილ საჯარო მოსამსახურეს.
3. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 მაისის დადგენლება №19 - ვებგვერდი, 23.05.2019წ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 11.09.2019წ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.
სამსახურის მართვა
მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელობა🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ასეთის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 მაისის დადგენლება №19 - ვებგვერდი, 23.05.2019წ.
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 5. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა🔗
სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №44, 20.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016293 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3858646-2/