მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
დაცვის სამსახურის დებულება
1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული და მისი შემადგენელი ნაწილი. სამსახურის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების და პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა.
2. სამსახური საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანილი კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებითა და სახელმწიფოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტებით.
3. სამსახურის საშტატო გრაფიკი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოს მიერ დამტკიცებული მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან:
ა) სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
ბ) სტიქიით დაზარალებულთა და უსახლკაროთა განყოფილება.
2. სამსახურის საქმიანობა წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაო აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთ განყოფილების უფროსი.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისგან და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამუშაო აღწერილობით.
5. განყოფილების უფროსების უფლება-მოვალეობები, წახალისება, წინსვლა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით, მერიის დებულებით, მერიის შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 02.02.2018წ.
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას და ამ სფეროში მონაწილე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან კოორდინაციას;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას;
დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;
ე) უმუშევართა, დავრდომილთა, უმწეოთა, უსახლკაროთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აღრიცხვის და შესაბამისი სოციალური დაცვის პროგრამების მომზადებასა და შედგენას;
ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ზ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
თ) სოციალური დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას;
სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების სამსახური უზრუნველყოფს:
1. კომპეტენციის შესაბამისად მოქალაქეების მიღებას და კონსულტირებას.
2. კომპეტენციის შესაბამისად მოქალაქეების წერილების და განცხადებების განხილვას და რეაგირებას.
3. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, განხორციელებას.
4. შშმ პირთა, მარჩენალდაკარგულთა, უმწეო სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულთა სააღრიცხვო ბაზის შექმნა, სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, განხორციელებას.
5. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელება და ამ სფეროში მონაწილე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან კოორდინაციას.
6. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.
უსახლკაროთა, უმუშევართა და დასაქმების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
1. კომპეტენციის შესაბამისად მოქალაქეების მიღება-კონსულტირებას.
2. კომპეტენციის შესაბამისად მოქალაქეების წერილების და განცხადებების განხილვა და რეაგირებას.
3. უმუშევართა, დავრდომილთა, უსახლკაროთა (სტიქიით დაზარალებული ოჯახების), იძულებით გადაადგილებულ პირებთა სააღრიცხვო ბაზის შექმნა, ვეტერანთა საკაბელო ბაზის შექმნა, შესაბამისი სოციალური პროგრამების მომზადება, შედგენა, განხორციელება.
4. უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
5. კომპეტენციის შესაბამისად ხელმძღვანელი პირების სამსახურებრივი დავალებების შესრულებას.
6. ხელმძღვანელობის მიერ სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება, რაც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპლიტეტის საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 02.02.2018წ.
+
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2017 წლის 22 ნოემბერი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულება.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 15/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016127).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე
+
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური
დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1. სოციალური დაცვის სამსახური🔗
1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული და მისი შემადგენელი ნაწილი. სამსახურის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების და პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა.
2. სამსახური საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანილი კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებითა და სახელმწიფოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტებით.
3. სამსახურის საშტატო გრაფიკი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოს მიერ დამტკიცებული მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა🔗
1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან:
ა) სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
ბ) უსახლკაროთა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხების მართვის განყოფილება.
2. სამსახურის საქმიანობა წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაო აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთ განყოფილების უფროსი.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისგან და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამუშაო აღწერილობით.
5. განყოფილების უფროსების უფლება-მოვალეობები, წახალისება, წინსვლა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით, მერიის დებულებით, მერიის შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 02.02.2018წ.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 06.07.2018წ.
მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები🔗
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას და ამ სფეროში მონაწილე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან კოორდინაციას;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას;
დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;
ე) უმუშევართა, დავრდომილთა, უმწეოთა, უსახლკაროთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აღრიცხვის და შესაბამისი სოციალური დაცვის პროგრამების მომზადებასა და შედგენას;
ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ზ) უმუშევართა პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
თ) სოციალური დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 06.07.2018წ.
მუხლი 4. სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციები🔗
სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების სამსახური უზრუნველყოფს:
1. კომპეტენციის შესაბამისად მოქალაქეების მიღებას და კონსულტირებას.
2. კომპეტენციის შესაბამისად მოქალაქეების წერილების და განცხადებების განხილვას და რეაგირებას.
3. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, განხორციელებას.
4. შშმ პირთა, მარჩენალდაკარგულთა, უმწეო სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულთა სააღრიცხვო ბაზის შექმნა, სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, განხორციელებას.
5. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელება და ამ სფეროში მონაწილე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან კოორდინაციას.
6. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 5. უსახლკაროთა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხების მართვის განყოფილების ფუნქციები🔗
უსახლკაროთა, უმუშევართა და დასაქმების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
1. კომპეტენციის შესაბამისად მოქალაქეების მიღება-კონსულტირებას.
2. კომპეტენციის შესაბამისად მოქალაქეების წერილების და განცხადებების განხილვა და რეაგირებას.
3. უმუშევართა, დავრდომილთა, უსახლკაროთა (სტიქიით დაზარალებული ოჯახების), იძულებით გადაადგილებულ პირებთა სააღრიცხვო ბაზის შექმნა, ვეტერანთა საკაბელო ბაზის შექმნა, შესაბამისი სოციალური პროგრამების მომზადება, შედგენა, განხორციელება.
4. უმუშევართა პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
5. კომპეტენციის შესაბამისად ხელმძღვანელი პირების სამსახურებრივი დავალებების შესრულებას.
6. ხელმძღვანელობის მიერ სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება, რაც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 06.07.2018წ.
მუხლი 5. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა🔗
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპლიტეტის საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 02.02.2018წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №34, 22.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016252 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3860393-1/