თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
შ ე ს ა ხ ე ბ
|
|
+
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №05
2017 წლის 24 ნოემბერი
ქ.თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის
შ ე ს ა ხ ე ბ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ”
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №15 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov, 26/08/2014, 270070000.35.176.016015).
+
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №16 დადგენილება „თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 30/06/2017, 270070000.35.163.016344).
+
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №16 დადგენილება „თვითმმართველი თემის –
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 30/06/2017, 270070000.35.163.016344).
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
№
თანამდებობა
რანგი
იერარქია
ერთი თვის თანამდებობრივი სარგო
(ლარი)
1
მერიის თანამდებობის პირები
1.1
მერი
2 750
1.2
მერის პირველი მოადგილე
2 500
1.3
მერის მოადგილე
2 400
2
მერიის პროფესიული საჯარო მოხელეები
2.1
სამსახურის უფროსი
I რანგი
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1 490
2.2
განყოფილების უფროსი
II რანგი
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
950
2.3
უფროსი სპეციალისტი
III რანგი
I კატეგორია
650
2.4
უმცროსი სპეციალისტი
IV რანგი
I კატეგორია
600
600
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №05, 24.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.163.016357 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3862372-1/