ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.12.2017 ბოლო ცვლილება 24.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.138.016295
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2017 წლის 1 დეკემბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და 156-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი’’ დანართის შესაბამისად.
 
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფელებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ'' ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს  №29 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე
+




დანართი

 

 ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის , რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი , უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი


+
მუხლი 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის  პირი,  უფლებამოსილების  განხორციელების  მიზნით   გაწეული   ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
ახალციხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრის  (შემდგომში  – საკრებულოს  წევრი), რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების  ზღვრულ ოდენობად  განისაზღვროს  500(ხუთასი) ლარი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 22.01.2018წ.


+
მუხლი 2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი,  უფლებამოსილების  განხორციელების  მიზნით  გაწეული  ხარჯების ანაზღაურება
საკრებულოს თითოეული იმ წევრისთვის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი,  ამ დანართის  (წესი) პირველ  მუხლში  მითითებული  ასანაზღაურებელი  ხარჯის  ოდენობა,  რომელიც დაკავშირებულია  საკრებულოს წევრის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებასთან, განისაზღვრება  საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 22.01.2018წ.


+
მუხლი 3. საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად,ამ დადგენილებით გათვალისწინებული ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი)უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №16, 01.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016295 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3873674-1/