სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.12.2017 ძალადაკარგული 04.06.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016259
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2017 წლის 4 დეკემბერი

ქ. სამტრედია

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ვ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად,  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №32 დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“  (www matsne.gov.ge, 24/09/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016133).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია
+



  დანართი  №1

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება

ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 31-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და მისი სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობებს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 26  იანვრის დადგენილება №8    – ვებგვერდი, 05.02.2018წ.


+
თავი I
ზოგადი დებულებები

+
მუხლი 1. საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. საკრებულოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3. აპარატი წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ და ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს, სადაც ასევე შეიძლება დაინიშნონ საჯარო მოსამსახურეები შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

+
მუხლი 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება.
2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.

+
მუხლი 3. აპარატის ძირითადი ფუნქციები
აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება;
ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
გ) ორგანიზაციული და საკონსულტაციო მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში;
დ) უზრუნველყოს საკრებულოს სხდომებზე მოსაწვევ პირთა გაფრთხილება, მოწვევა და მათი რეგისტრაცია;
ე) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
ვ) მოამზადოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განსახილველი საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალები;
ზ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
თ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების  მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი  მათ შესრულებაზე;
ი) უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო დოკუმენტაციის მიღება და აღრიცხვა;
კ) უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაზე ზედამხედველობა; კონტროლი საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
ლ) უზრუნველყოს კანონით დადგენილ ვადებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით მასალების მოძიება და პასუხის გაცემა ადრესატისათვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, აღნიშნულის თაობაზე წლიური ანგარიშის მომზადება, სათანადო ორგანოებში გაგზავნა და გამოქვეყნება;
მ) მოამზადოს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტები;
ნ) მოამზადოს დასკვნები საკრებულოს თანამდებობის პირების, კომისიების, ფრაქციების მიერ მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტებზე;
ო) ზედამხედველობა გაუწიოს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები მიღებული სამართლებრივი აქტების გაუქმების, შეჩერების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;
პ) უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირები საინფორმაციო-ანალიტიკური მასალით ცალკეულ დარგებში მიმდინარე მუშაობისა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ;
ჟ) შეასრულოს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კომისიების, ფრაქციების, საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხვა დავალებები, რაც უკავშირდება მათი უფლებამოსილებების განხორციელებას.

+
თავი II
აპარატის სტრუქტურა

+
მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. საკრებულოს აპარატის დებულება და საშტატო ნუსხის დამტკიცება ხდება საკრებულოს მიერ.

2. აპარატის სტრუქტურას, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს.

სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 26  იანვრის   დადგენილება №8    – ვებგვერდი,  05.02.2018წ.


+
მუხლი 5. აპარატის საჯარო მოსამსახურეები
1. აპარატის საჯარო მოხელეებია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

გ) საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

დ) საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ე) აპარატში შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი მოხელეები.

2. „საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“ თანახმად, საჯარო მოხელეების მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 26  იანვრის   დადგენილება №8    – ვებგვერდი,  05.02.2018წ.


+
მუხლი 5​1. აპარატის სტრუქტურული ერთეულები
1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საორგანიზაციო განყოფილება;

ბ) სამდივნო’.

სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 26  იანვრის   დადგენილება №8    – ვებგვერდი,  05.02.2018წ.


+
თავი III
აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციები

+
მუხლი 6. საორგანიზაციო  განყოფილება
1. საორგანიზაციო განყოფილება:

1.1. ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

1.2. უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურების ჩატარებას, ხმების დათვლას.

1.3. ორგანიზაციას  უწევს  სხდომებზე  მოწვეულ  პირთა  გაფრთხილებას  და  მოწვევას,  ახდენს მათ რეგისტრაციას;

1.4. ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;

1.5. ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;

1.6.ზედამხედველობას უწევს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის

 ვადების დაცვას;

1.7. ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

1.8. ახდენს საკრებულოს კომისიებიდან და მერიიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების, შენიშვნების, დასკვნების და წინადადებების სისტემატიზაციას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს  ბიუროს  სხდომაზე  განსახილველად;

1.9. ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კომისიების, ფრაქციების, საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხვა დავალებებს, რაც უკავშირდება მათი უფლებამოსილებების განხორციელებას;

 1.10. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

1.11. უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის გაშუქებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ინფორმირებას საკრებულოში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ;

1.12. ორგანიზებას უწევს საკრებულოში ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;

1.13. ორგანიზებას უწევს თანანმდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას;

1.14. ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

1.15. აკონტროლებს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;

1.16. უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს, საკონსულტაციო საბჭოებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტების  პროექტების მომზადებაში;

1.17. უზრუნველყოფს საკრებულოს წევრთა და საკრებულოს აპარატის მიმართ სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფას და მათთვის კონსულტაციების გაწევას;

1.18. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სასამართლოებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას;

1.19 .ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

1.20. მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებაში; მონიტორინგს უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს; შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან ერთად იხილავს ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას; მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე  შეიმუშავებს  და  შესაბამის  თანამდებობის პირებს რეაგირებისათვის უგზავნის რეკომენდაციებს;

1.21. უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირებას.

2. განყოფილება აერთიანებს საკრებულოს მიერ დამტკიცებულ საშტატო ერთეულებსა და კომისიების მიერ დროებით მოწვეულ საჯარო მოსამსახურეებს.

სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 26  იანვრის   დადგენილება №8    – ვებგვერდი,  05.02.2018წ.


+
მუხლი 7. სამდივნო
1. სამდივნო აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს იმ მოსამსახურეებს, რომლებიც ორგანიზაციულ - ტექნიკურ მომსახურებას უწევენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს იმ მოსამსახურეებს, მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების მომსახურებას.

2. სამდივნო:

2.1. უზრუნველყოფს სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;

2.2. ახდენს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების  რედაქტირებას  და  დოკუმენტალურ გაფორმებას;

2.3. უზრუნველყოფს ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად პროექტის გამოქვეყნებას და მათ მიწოდებას საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და მერიისათვის.. პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია/კომისიები, რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად. კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის/კომისიათა ადგილ სამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს პროექტთან დაკავშირებული მოსაზრებების წარდგენის ვადა;

2.4. უზრუნველყოფს საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების და სხვა საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, ასევე შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით საკრებულოს დადგენილებების განთავსებას „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge  და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში;

2.5. უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეებისა და  სხვა  საკადრო  დოკუმენტაციის  შედგენას,  აღრიცხვასა  და  წარმოებას;

2.6. უზრუნველყოფს კანონით დადგენილ ვადებში საჯარო ინფორმაციის გაცემას, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით მასალების მოძიებას და პასუხის გაცემას ადრესატისათვის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით, სათანადო ორგანოებში გაგზავნას და გამოქვეყნებას.

2.7. უზრუნველყოფს აპარატის უფროსისათვის წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას საქმისწარმოების პროცედურებთან და დოკუმენტბრუნვის წესებთან დაკავშირებით და ახორციელებს მასზე ზედამხედველობას;

2.8. ახორციელებს დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისათვის, დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას, ადმინისტრაციული წარმოების ზედამხედველობას;

2.9. უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს;

2.10. უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, სარეკვიზიტო და დოკუმენტალურ გაფორმებას, ადრესატისთვის გადაცემას, კორესპონდენციის გადაგზავნას და არქივის წარმოებას;

2.11. აფორმებს და ამზადებს საკრებულოს მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;

2.12. მართვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით ახდენს საკადრო რესურსების და მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს; შეიმუშავებს წინადადებებს მოხელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიულ ზრდასთან, მოხელეთა სწავლებასთან დაკავშირებით; ადგენს კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოხელეთა სიას; ამზადებს წინადადებებს მოხელეთა გადამზადების პროგრამათა განსაზღვრისათვის;

2.13. ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;

2.14. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.15. აკონტროლებს საკრებულოს თანამდებობის პირთა დეკლარაციების წარდგენას კანონით დადგენილ ვადებში;

2.16. ახორციელებს კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.

3. სამდივნო აერთიანებს საკრებულოს მიერ დამტკიცებულ საშტატო ერთეულებსა და კომისიების მიერ დროებით მოწვეულ საჯარო მოსამსახურეებს.

სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 26  იანვრის   დადგენილება №8    – ვებგვერდი,  05.02.2018წ.


+
თავი IV
აპარატის ხელმძღვანელობა

+
მუხლი 8.  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი)
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2.  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი);
ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;

ბ) შეიმუშავეს შრომის შინაგანა წესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.

გ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კომისიების, ფრაქციების, საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხვა დავალებებს, რაც უკავშირდება მათი უფლებამოსილებების განხორციელებას;
დ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია  საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი).

სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 26  იანვრის   დადგენილება №8    – ვებგვერდი,  05.02.2018წ.


+
მუხლი 9. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი)
1. აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი(განყოფილების უფროსი):
ა) ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულისა და ამ ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს მეორადი სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე) განსაზღვრავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგემარების წესს; შეიმუშავებს  წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სრულყოფილების საკითხებზე.
3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის (აპარატის უფროსი) წინაშე.
4. მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.

სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 26  იანვრის   დადგენილება №8    – ვებგვერდი,  05.02.2018წ.


+
თავი V
აპარატის საჯარო მოსამსახურეები

+
მუხლი 10. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ა) აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ 34-ე მუხლის შესაბამისად.

ბ) ხოლო მოხელის შეფასების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პროფესიული საჯარო მოხელის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრლის 220 დადგენილებით.

სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 26  იანვრის   დადგენილება №8    – ვებგვერდი,  05.02.2018წ.


+
მუხლი 11. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

+
თავი VI
საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის წესი

+
მუხლი 12. საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია
1. საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება საკრებულოს აპარატის ორ ან მეტ სტრუქტურულ ერთეულს, ან რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის გაუქმების შემთხვევაში.
2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება საკრებულოს აპარატის  რეორგანიზაციის შესახებ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“, №40, 04.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016259 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3875429-1/