თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
+
| მუხლი 1 |
განისაზღვროს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი ამ ბრძანების დანართის 1-ის შესაბამისად
.
|
+
| მუხლი 2 |
განისაზღვროს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად.
|
+
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადების და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის №146/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge
, 28/10/2015, სარეგისტრაციო კოდი: 430120000.22.022.017053).
|
+
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“, №193/ნ, 12.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 430120000.22.022.017445 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3877226-1/