ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.12.2017 ბოლო ცვლილება 01.06.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.143.016448
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2017 წლის 4 დეკემბერი

ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –   იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულება (დანართი №1).
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №37 დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250020.35.143.016266).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი
+



დანართი №1

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №76 - ვებგვერდი, 05.10.2018წ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  – იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

+
მუხლი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული უზრუნველყოფის  სამსახურის სტატუსი
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული უზრუნველყოფის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასრულებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის გადაწყვეტილებებს.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.


+
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და  საჯარო მოსამსახურეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი  მოხელე.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


+
მუხლი 3. იურიდიული  უზრუნველყოფის  სამსახურის ფუნქციები
1. იურიდიული უზრუნველყოფის სამსახური დადგენილი წესით  უზრუნველყოფს:

ა) მერის, მერის მოადგილეების და მუნიციპალური სამსახურების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

გ) მერის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე წარსადგენად მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას, სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას, აგრეთვე სამსახურების მიერ მომზადებული პროექტების  შეთანხმებას;

დ)   სათანადო ღონისძიებების გატარებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად;

ე) ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ზ) მერისათვის რეკომენდაციის მომზადებას მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე და მერიის თანამშრომელთა კონსულტირებას საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;

თ) მერიის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების შეთანხმებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ი)  ხაშურის მუნიციპალიტეტის  მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;

კ) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით ცალკეული სამართლებრივი საკითხების შესწავლის პროცესში გამოვლენილი მოსალოდნელი, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომების და მერიის მოსამსახურეთა ინტერესთა შესაძლო შეუთავსებლობის რისკფაქტორების ანალიზს ან/და მათ პრევენციას;

ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივ დახმარებას;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №40, 04.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016448 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3877316-1/