„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (13)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
1
+
+
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ 293-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული XXIV დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“.
+
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №30 დადგენილება.
+
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, №510, 01.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020230 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3880278-11/