ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (14 მუხლი)
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 |
|
2017 წლის 6 დეკემბერი ქ. ცაგერი |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები – საკრებულოს დაადგენილებით.
4. სამსახურს აქვს შტამბი, ბეჭედი, ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
2. სამსახურის – სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფებია:
ა) წერილებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილება;
ბ) იურიდიული განყოფილება;
გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
დ) ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება (პრესცენტრი);
ე) მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით და შინაგანაწესით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, მერიის სამსახურებსა და მერის წარმომადგენლებს შორის;
დ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
ე) მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების სამუშაო გეგმების მომზადებას;
ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
თ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ი) ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციას; საჭირო ინსტრუქციებითა და რეკომენდაციებით მათ უზრუნველყოფას; მასალებისა და ინფორმაციების მომზადებას ზემდგომ ორგანოებში წარსადგენად;
კ) მერთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას; მერიის თათბირების მომზადებას;
ლ) მერის, მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
მ) საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას;
ნ) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას; საჭიროების შემთხვევაში, მერიის სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას;
ო) მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას;
პ) მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან წარმოშობილ დავებთან დაკავშირებით;
ჟ) მერიის საჯარო მასამსახურეთა ადამიანური რესურსების პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;
რ) მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ს) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
ტ) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ოფიციალური დელეგაციების მიღებას და ორგანიზებას;
უ) მერიის მოსამსახურეთა შეფასებას ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესის და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად;
ფ) მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ქ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ღ) მერისა და მერიის საინფორმაციო მომსახურებას და საინფორმაციო ბაზის შექმნას;
ყ) მერისა და მერიის საქმიანობაზე ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულ გავრცელებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში;
შ) წინადადებების მომზადებას კრიტიკულ გამოსვლებზე რეაგირების მიზნით;
ჩ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
ც) მერიის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ორგანიზებას.
ძ) მუნიციპალიტეტში მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ პიროვნებებზე შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
წ) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა დისციპლინალური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინალური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ჭ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;
ხ) საკონკურსო კომისიისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას;
ჯ) ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ჰ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლებ-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსი.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
3. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის კორესპონდენციების მიღებას და ადრესატისათვის გადაგზავნას;
ბ) მიღებული კორესპონდენციების რეგისტრაციას და ინდექსაციას;
გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
დ) საკრებულოს თავმჯდომარის და მერის დავალებების რეგისტრაციას, მისი შესრულების კონტროლს.
ე) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებასა და დოკუმენტთბრუნვას;
ვ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ზ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
თ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
ი) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების და ბლანკების გამოყენების წესების დაცვას;
კ) მერიის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესების გაცნობას და კონტროლს მათ შესრულებაზე.
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულების და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფების(განყოფილებების), ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ე) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ვ) მერისთვის რეკომენდაციების მომზადებას მერიის საქმიანობიდან გამომდინარე ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს. ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას.
ა) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის მოხელის კლასის მინიჭების საკითხის მომზადებას;
ბ) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზს და შეფასებას;
გ) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის შექმნასა და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას;
დ) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა შეფასების ჩატარების ორგანიზებას;
ე) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას;
ვ) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
ზ) მუნიციპალიტეტში მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ პიროვნებებზე შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
თ) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას კანონით დადგენილი წესით;
ი) მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოსამსახურეთა ჯილდოებზე წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას. მოსამსახურეთა წახალისების შესახებ წინადადებების მომზადებას;
კ) მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ლ) ღია, დახურული და გამარტივებული კონკურსის სხდომის ოქმის წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას.
ა) მერიაში მოქლაქეთა მიღებას და მათ საინფორმაციო მომსახურებას;
ბ) მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის შესახებ მასალების გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
გ) მერიის სტრუქტურული ერთეულების, სტრუქტურული ერთეულის განყოფილებების და მერის წარმომადგენლებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და ხელმისაწვდომობას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) წარმართავს წარმომადგენლების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის კავშირს მერიასთან;
გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს წარმომადგენლების საქმიანობას;
დ) წარმომადგენელთა ინფორმაციის საფუძველზე მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ვ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს;
ზ) კორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვას და მიზნობრივ გამოყენებას.
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1).
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილება (www. matsne.gov.ge, 30/07/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016188)
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციულისამსახურის დებულება
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
მუხლი 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციულისამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის, მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლებთანდადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულპირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამართლებრივ მომსახურებას, მერიისინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან დაფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას, საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა დაგანხორციელებას, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
3. სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრებასაკრებულოს დაადგენილებით.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსი), პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის(შემდგომში – სამსახურის უფროსის მოადგილე), მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან(ტექსტში შემდგომ – განყოფილება) და მოხელეებისაგან.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულებია(განყოფილებებია):
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივიკარიერული განვითარების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოსკანონის შესაბამისად.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
ბ) საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
თ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და პირველად სტრუქტურულერთეულებს შორის, მერის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულპირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
რ) მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ს) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; ტ) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ოფიციალური დელეგაციების მიღებას და ორგანიზებას; უ) მერიის მოსამსახურეთა შეფასებას ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესის და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად; ფ) მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებას; ქ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ღ) მერისა და მერიის საინფორმაციო მომსახურებას და საინფორმაციო ბაზის შექმნას; ყ) მერისა და მერიის საქმიანობაზე ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულ გავრცელებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში; შ) წინადადებების მომზადებას კრიტიკულ გამოსვლებზე რეაგირების მიზნით; ჩ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; ც) მერიის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ორგანიზებას.ძ) მუნიციპალიტეტში მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ პიროვნებებზე შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
მუხლი 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი)
1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთანდაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინურიპასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა დასწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვისწესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივმოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს პირველადი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეულისამუშაოს შესახებ;
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლებ-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსი.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
მუხლი 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (სამსახურის უფროსის მოადგილე)
1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – სამსახურის უფროსის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
+
მუხლი 6. წერილებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილება
+
მუხლი 7. იურიდიული განყოფილება
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, მერის, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების დამეორადი სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების), ადმინისტრაციულ ერთეულში მერისწარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ე) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულისამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
მუხლი 8. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება
ზ) მუნიციპალიტეტში მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ პიროვნებებზე შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
+
მუხლი 9. ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება
ა) მერიაში მოქლაქეთა მიღებას და მათ საინფორმაციო მომსახურებას;
გ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების, მეორადი სტრუქტურული ერთეულების დამერის წარმომადგენლებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და ხელმისაწვდომობას;
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
მუხლი 10. მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება
მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება
+
მუხლი 11. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.12.2017. მიმღები ორგანო — ცაგერის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №49. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.116.016368.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.03.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 14 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №49, 06.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016368 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3880663/