ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (13 მუხლი)
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №57 |
|
2017 წლის 6 დეკემბერი ქ. ცაგერი |
|
2. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. სამსახურის საქმიანობა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ. №64.
2. სამსახურის – სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფებია:
ა) სოციალური დაცვის განყოფილება;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;
გ) მონიტორინგს მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებაზე;
დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ე) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფას;
ვ) მონიტორინგს უმწეო კატეგორიას მიკუთვნებულ მოქალაქეთათვის განსაზღვრულ კვებით უზრუნველყოფასა და სხვა სახის სოციალური მომსახურებების გაწევაზე;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში დამტკიცებული წესების, სტანდარტების დანერგვას, დაცვას, დამტკიცებული სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური) პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას. დადგენილი ფორმით წერილობით ანალიზს და მიწოდებას ზემდგომი უწყებებისათვის;
თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შრომის,საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობაში არსებული სისტემის, დაფინანსების საკითხებისა და სამართლებრივი ურთიერთობების საზოგადოებისთვის მიწოდებას;
ი) პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ (მ/შორის ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათებისა და დახმარებების თაობაზე;
კ) მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვას (მიწისძვრა, მეწყერი, ხანძარი);
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
გ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
დ) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას;
ე) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ვ) პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე;
ზ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას;
თ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობას;
ი) სამზრუნველო ქსელის განვითარებას, თავშესაფრის მოწყობის ორგანიზებას და მოსახლეობის ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები ლტოლვილების ზუსტ აღღიცხვას;
ლ) მონიტორინგის ჩატარებას ლტოლვილთა საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლის მიზნით;
მ) ლტოლვილთა დასაქმების, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით პროექტების შემუშავებას და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;
ნ) ლტოლვილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების უზრუნველყოფას. ამ მიზნით საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში სათანადო მონიტორინგის განხორციელებას;
ო) ვეტერანთა აღრიცხვის, მათი უფლებების დაცვის, კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების განსახორციელებლად მონიტორინგის ჩატარებას და შედეგების გაანალიზებას;
პ) ლტოლვილთა და ვეტერან მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების აღრიცხვას და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
ჟ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში;
რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საბრძოლო დიდების მემორიალების მოვლა-პატრონობას;
ს) მოქმედი კანონმდებლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და მათი განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მოსახლეობის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ფაქტორთა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობას;
გ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
დ) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას;
ე) მოსახლეობის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, პირველადი სამედიცინო-სანიტარიული და სხვა სახის სამედიცინო-სოციალური დახმარებების ღონისძიებათა ორგანიზებას;
ვ) სამედიცინო დაწესებულებათა მოვლა-პატრონობის, რემონტისა და რეკოსტრუქციის ორგანიზებას;
ზ) ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფას;
თ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლას და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;
ი) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) უზრუნველყოფს სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
დ) შეიმუშავებს სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და მოსამსახურეთათვის ფუნქციონალურ მოვალეობათა განაწილებას;
ე) ანაწილებს დავალებებს სამსახურის უფროსის მოადგილის, სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.;
ვ) იბარებს ან აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ამზადებს და მერს წარუდგენს ანგარიშებს სამსახურის მიერ სამუშაო გეგმებითა და მერის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
თ) უზრუნველყოფს სამსახურის მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას. მერს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლებ-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი(განყოფილების უფროსი.)
2. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
3. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებენ სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის,უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის შესახებ;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები.
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებით და გარანტიებით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1).
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვას და დამტკიცებული პროგრამების განხორციელებას მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარების საკითხებში.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
+
მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
+
მუხლი 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსი), პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის (შემდგომში სამსახურის უფროსის მოადგილე), მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან (ტექსტში შემდგომ განყოფილება) და მოხელეებისაგან.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები
ი) პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ (მ/შორის ვეტერანები და იძულებით გადაადგილებულ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათებისა და დახმარებების თაობაზე;
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
მუხლი 5. სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები
კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუსტ აღღიცხვას;
ლ) მონიტორინგის ჩატარებას იძულებით გადაადგილებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლის მიზნით;
მ) იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით პროექტების შემუშავებას და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;
ნ) იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების უზრუნველყოფას. ამ მიზნით საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში სათანადო მონიტორინგის განხორციელებას;
პ) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერან მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების აღრიცხვას და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
ჟ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში;
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
მუხლი 6. ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციები
+
მუხლი 7. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის მართვა
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
+
მუხლი 8. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (სამსახურის უფროსის მოადგილე)
+
მუხლი 9. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი:
+
მუხლი 10. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.12.2017. მიმღები ორგანო — ცაგერის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №57. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.116.016376.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.03.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 13 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №57, 06.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016376 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3880805/