თავი V — მერიის მოხელეების თანამდებობებზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლა
1. მერიის მოხელის ვაკანსია წარმოიშვება:
ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამატებასთან დაკავშირებით მიღებული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მერიის ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების საფუძველზე;
გ) მერიის მოხელის გადაყვანის შესახებ მერის ბრძანების ძალაში შესვლის მეორე დღიდან, თუ გადაყვანა არ განხორციელებულა მოხელის მობილობის საფუძველზე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/12/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება