დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.12.2017 ძალადაკარგული 30.09.2022
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.169.016322
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2017 წლის 8 დეკემბერი

ქ. დედოფლისწყარო

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ემუხლის პირველი  პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის, 24-ე მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

+
მუხლი 1
  დამტკიცდეს  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი  სტრუქტურული ერთეულის-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად  (დანართი  თან ერთვის).
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N30 დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 30/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016164).
+
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილი სამართლებრივ ურთიერთობებზე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
+



დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  განათლების,  კულტურის, ძეგლთა  დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულება

+
მუხლი 1. დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის მერიის   პირველადი  სტრუქტურული ერთეული-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი  სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის მუნიციპალიტეტის მერიის ტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო  განრიგი დგინდება მერიის საშტატო ნუსხით, ხოლო თანამდებობრივი სარგოების ოდენობა განისაზღვრება ნორმატიული აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის  გათვალისწინებით.

4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. დედოფლისწყარო, კოსტავას  ქუჩა №44.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 02.02.2018წ.


+
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის –  სამსახურის უფროსის (ტექსტში შემდგომ –  სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსის და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია „სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება“.

3.   სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-11 მუხლით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (გათავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა) მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს   სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი  ან ამავე სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელე.

4.  განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის  დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

5. განყოფილების  უფროსი:

ა) წარმართავს  განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს მერის, მერის პირველი მოადგილის, კურატორი მოადგილის და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაოთა შესრულების შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმის წარმოებას;

ზ) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მერიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე

7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-19  მუხლით.

8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონისა და მერიის დებულების  შესაბამისად.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 02.02.2018წ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 04.02.2019წ.


+
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის  მუნიციპალური პროგრამების  შემუშავებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის მონიტორინგს;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის მონიტორინგს;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის მონიტორინგს;
ე) სპორტისა და  კულტურის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას;
ვ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, სპორტისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ზ)   ადგილობრივ  დონეზე  ახალგაზრდული  პოლიტიკის  განვითარების  ხელშეწყობის  მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
თ) ადგილობრივი თვითმყოფადობის,  შემოქმედებითი  საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა  ფუნქციების განხორციელებას.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 04.02.2019წ.

+
მუხლი 3​1. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციებია:
ა) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების მართვის მონიტორინგი;
ბ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;
გ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
დ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია.
ე) ადგილობრივ  დონეზე  ახალგაზრდული  პოლიტიკის  განვითარება და ხელშეწყობა  ამ მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 04.02.2019წ.

+
მუხლი 4. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 02.02.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №31, 08.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016322 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3889118-2/