„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების“ დამტკიცების შესახებ
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1.
დანაკარგები ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში
|
საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელებში (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატების ქსელებში) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი, ქსელში სრული მიღებიდან, განისაზღვროს – 2.06 %; მათ შორის:
ა) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქსელში – 1.28 %; ბ) სს „საქრუსენერგოს“ ქსელში – 0.39 % ; გ) შპს „ენერგოტრანსის“ ქსელში – 0.39 %. |
მუხლი 2.
დანაკარგები ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში |
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელებში ნორმატიული დანაკარგის ოდენობა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიხედვით განისაზღვროს:
ა) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში, გამანაწილებელ ქსელში მიღებიდან – 9.33 %, მათ შორის: 110(35) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1.54%; 10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 4.33 %; 0.4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 3.46 %.(ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 1 იანვრამდე). ბ) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი სს „თელასის“ ქსელში, გამანაწილებელ ქსელში მიღებიდან – 5.85 %, მათ შორის: 110(35) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1.03 %; 10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 3.31 %; 0.4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1.51 %.(ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 1 იანვრამდე). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №21 - ვებგვერდი, 04.09.2018 წ. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“კომისიის 2006 წლის №17 დადგენილება.
|
|
+
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება №34
2017 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების“ დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
+
მუხლი 1. დანაკარგები ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში
საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელებში (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატების ქსელებში) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი, ქსელში სრული მიღებიდან, განისაზღვროს – 2.06 %; მათ შორის:
ა) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქსელში – 1.28 %;
ბ) სს „საქრუსენერგოს“ ქსელში – 0.39 % ;
გ) შპს „ენერგოტრანსის“ ქსელში – 0.39 %.
+
მუხლი 2. დანაკარგები ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელებში ნორმატიული დანაკარგის ოდენობა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიხედვით განისაზღვროს:
ა) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში, გამანაწილებელ ქსელში მიღებიდან – 9.33 %, მათ შორის:
ა) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ქსელში, გამანაწილებელ ქსელში მიღებიდან – 10.37 %, მათ შორის:
110(35) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1.71% %;
10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 4.81% %;
0.4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 3.85% %.
(ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 1 იანვრამდე).
ბ) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი სს „თელასის“ ქსელში, გამანაწილებელ ქსელში მიღებიდან – 5.85 %, მათ შორის:
110(35) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1.03 %;
10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის – 3.31 %;
0.4 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 1.51 %.
(ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 1 იანვრამდე).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №21 - ვებგვერდი, 04.09.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 13 ივნისის დადგენილება №10 - ვებგევრდი, 17.06.2019 წ.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
+
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2006 წლის №17 დადგენილება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრი გიორგი ფანგანი
კომისიის წევრი მაია მელიქიძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“, №34, 12.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3904268-1/