პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის მესამე პუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 25-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი, თანდართულ დანართებთან ერთად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 30 დეკემბერის №125/04 ბრძანება „კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკისთვის კაპიტალის ბუფერის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ.“ |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი
|
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის დამატებითი მოთხოვნების დაწესება იმ რისკებზე საპასუხოდ, რომელსაც არ მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით“ დაწესებული პილარ 1-ის მოთხოვნები.
2. კომერციული ბანკები ვალდებული არიან ბიზნესსაქმიანობისა და კაპიტალის დაგეგმვის პროცესებში გაითვალისწინონ პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის ბუფერის დაცვის მოთხოვნები მათი ამოქმედების პერიოდულობის შესაბამისად და მიიღონ ყველა ზომა მათი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. 3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკების ფილიალებისთვის (შემდგომში – ბანკი). |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი – „კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი; ბ) საზედამხედველო სტრეს-ტესტი – ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ბანკზე მოქმედი რისკფაქტორების გამოვლენის, შეფასებისა და ადეკვატური კაპიტალის მოთხოვნის განსაზღვრის მიზნით, სტრესული სცენარის დაშვება და ანალიზი; გ) მსესხებელი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის მიმართაც ბანკს გააჩნია რისკის პოზიცია; დ) ბაზელ III-ის დებულება – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება“; ე) რისკების შეფასების საერთო პროგრამა (GRAPE) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის“ მიხედვით განსაზღვრული რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის უწყვეტი ციკლი, რომლის მიზანია ბანკების რისკების დონის შეფასება და შესაბამისი საზედამხედველო ზომების განსაზღვრა; ვ) ჯამური რისკის პოზიციის პორტფელი – საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებული რისკის პოზიციების ჯამური ღირებულება, ნებადართული საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით; ზ) საზედამხედველო დეფოლტი – ბაზელ III-ის დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული ძირითადი პირველადი კაპიტალის, პირველადი კაპიტალის ან/და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნების (შესაბამისად, 4.5%, 6% ან 8%) დარღვევა. სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისათვის, ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან ერთად, საზედამხედველო დეფოლტი გულისხმობს სისტემურობის ბუფერის მოთხოვნის დარღვევასაც; თ) დასაკუთრებული უძრავი ქონება – უძრავი ქონება, რომელიც დასაკუთრებულია კომერციული ბანკის მიერ მსესხებლის კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დავალიანების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით; ი) შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტი (POCI) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად განმარტებული ფინანსური ინსტრუმენტი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 27 აპრილის ბრძანება №77/04 - ვებგვერდი, 28.04.2020 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №130/04 - ვებგვერდი, 28.09.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №198/04 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ.
|
მუხლი 3.
პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერები |
1. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული ბუფერები მოიცავს შემდეგ ბუფერებს:
ა) არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად; ბ) საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკის ბუფერი, რომელიც მოიცავს: ბ.ა) სახელობითი კონცენტრაციის ბუფერს ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად; ბ.ბ) სექტორული კონცენტრაციის ბუფერს ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად; ბ1) საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერს ამ წესის 61 მუხლის შესაბამისად; გ) წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი – საზედამხედველო სტრეს-ტესტებზე დაყრდნობით განსაზღვრული ბუფერი ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად; დ) წმინდა GRAPE ბუფერი – ეროვნული ბანკის მიერ რისკების შეფასების საერთო პროგრამის რისკის კატეგორიების შეფასებისა და ბანკის შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის შედეგების განხილვის ფარგლებში დაწესებული ბუფერი ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად. 2. პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის ბუფერების მოთხოვნების დაწესებისა და გაანგარიშებისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ერთი და იმავე რისკისათვის კაპიტალის ორმაგად/მრავალჯერადად მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული რისკი ადეკვატურად არის ასახული საზედამხედველო სტრეს-ტესტების შედეგად განსაზღვრულ ან სხვა რომელიმე ბუფერში, მასზე აღარ მოითხოვება კაპიტალის დამატებითი ბუფერი. ერთი და იმავე რისკისთვის კაპიტალის ორმაგად/მრავალჯერადად მოთხოვნის ასარიდებლად, ეროვნული ბანკი განსაზღვრავს კაპიტალის ბუფერების დაქვითვად ნაწილებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №198/04 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ.
|
მუხლი 4.
არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი |
1. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის დაწესების მიზანია სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკისათვის კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.
2. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის გამოთვლისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის პოზიციები უნდა გამრავლდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ K კოეფიციენტსა და ბაზელ III-ის დებულების მე-8 მუხლში განსაზღვრულ საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ მოთხოვნებზე. 3. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის პოზიციებს მიეკუთვნება ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბალანსო რისკის პოზიციები საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების შემდეგ, რომლებიც დენომინირებულია რისკის პოზიციის დაფარვის წყაროს ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, გარდა შემდეგისა: ა) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია ამავე კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტებით რისკის პოზიციის ვალუტაში; ბ) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის მიერ მიღებული შემოსავლები რისკის პოზიციისგან განსხვავებულ ვალუტაში, როცა აღნიშნული შემოსავლები სათანადოდ ჰეჯირებულია და ეფექტურად უზრუნველყოფს შემოსავლების რისკის პოზიციის ვალუტაში დენომინაციას; გ) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის შემოსავლები რისკის პოზიციისგან განსხვავებულ ვალუტაში, როცა შემოსავლების სიდიდე რეალურად არ იცვლება რისკის პოზიციის ვალუტის კურსის ცვლილებით, რადგან მსესხებლის შემოსავლები არაელასტიური საქონლის გაყიდვიდან მიიღება (მაგალითად, იმპორტირებული საქონლის გაყიდვის საქმიანობა, თუ აღნიშნული საქონელი არაელასტიურია ფასის მიმართ, რაც ადგილობრივი გაცვლითი კურსის გაუფასურების შემთხვევაში და, შედეგად, ლარში დენომინირებული ფასების დონის გაზრდისას არ იწვევს მოცემული საქონლის გაყიდვების მოცულობისა და შესაბამისად მიღებული შემოსავლების შემცირებას). იმისათვის, რომ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციები არ იქნას გათვალისწინებული არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის გაანგარიშებაში, ბანკმა უნდა მიიღოს თანხმობა ეროვნული ბანკისგან კონკრეტული სამეწარმეო საქმიანო(ბე)ბის ასეთად მიჩნევაზე. მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკს უნდა შეეძლოს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ რისკის პოზიციაზე, რომლებიც ამ ქვეპუნქტიდან გამომდინარე არ დაექვემდებარა არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკისთვის კაპიტალის მოთხოვნას. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული K კოეფიციენტი განისაზღვრება შემდეგნაირად: K=40%+(D%-40%)*3. იგი მეტია ან ტოლია 40%-ის და არ აღემატება 100%-ს. საანგარიშგებო t თვისთვის, D არის t-3 თვის ბოლოს არსებული სესხების დოლარიზაცია, რომელიც გამოითვლება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების შეფარდებით მთლიან სესხებთან. სესხები მოიცავს შემდეგი საბალნსო მოთხოვნების ძირ თანხებს: სესხის ხელშეკრულებით კომერციული ბანკის მიერ მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებას (სათანადო უზრუნველყოფით ან მის გარეშე), რომელზეც მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ეს ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. აგრეთვე, სამეურნეო და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემულ ავანსს, დებიტორულ დავალიანებას, ფაქტორინგს, სავალო ფასიან ქაღალდებს და სხვა ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას. ასევე, სესხის და კრედიტის პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემას, ან კომერციული ბანკის იურიდიულ ვალდებულებას, გასცეს კრედიტი ნებისმიერი ფორმით, როგორიცაა ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით სხვა სახელშეკრულებო ვალდებულება კონკრეტული პირობებით, ან ბანკის ნებისმიერი სხვა პირობით. ამასთან, სესხები არ მოიცავს ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 იანვრის ბრძანება №5/04 - ვებგვერდი, 01.02.2022 წ.
|
მუხლი 5.
სახელობითი კონცენტრაციის ბუფერი |
1. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის დაწესების მიზანია საკრედიტო პორტფელის ერთი მსესხებლის ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის კონცენტრაციის რისკისათვის კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.
2. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის გაანგარიშების მიზნებისათვის გამოიყენება – Herfindahl-Hirschman Index (HHI), რომელიც გამოითვლება ამ წესის დანართ №1-ში მოცემული ფორმულის შესაბამისად, ბანკის ჯამური რისკის პოზიციის პორტფელში 100 ყველაზე მსხვილი ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის (შემდგომში: ტოპ 100 ურთიერთდაკავშირებული მსესხებელი) რისკის პოზიციის წილის გათვალისწინებით. 3. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერი განისაზღვრება ბაზელ III-ის დებულების საკრედიტო რისკისთვის განსაზღვრული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური 8%-იანი მოთხოვნის თანხის ამ წესის დანართ №2-ის პირველ ცხრილში მოცემული კონცენტრაციის შესაბამისი კაპიტალის მულტიპლიკატორზე გადამრავლებით. ცხრილში მოცემულ HHI ინდექსებს შორის ინტერვალებში ბანკებმა უნდა გამოიყენონ წრფივი ინტერპოლაციის მეთოდი. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რისკის პოზიციის ღირებულების განსაზღვრებისთვის ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს ბაზელ III-ის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციის განმარტებით, სადაც სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის დათვლის მიზნებისათვის, გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის მინიმალურ ფაქტორად 0%-ის ნაცვლად აიღება 10%. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რისკის პოზიციების ღირებულების დათვლისას, შესაძლებელია საკრედიტო რისკის მიტიგაციის იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებზეც ბანკს მიღებული აქვს ეროვნული ბანკის შესაბამისი თანხმობა კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისათვის ბაზელ III-ის დებულების შესაბამისად. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რისკის პოზიციების ღირებულების დათვლაში არ გაითვალისწინება ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რისკის პოზიციები. 7. (ამოღებულია - 27.09.2022, №130/04). 8. (ამოღებულია - 27.09.2022, №130/04). 9. (ამოღებულია - 27.09.2022, №130/04). 10. (ამოღებულია - 27.09.2022, №130/04). 11. საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკით გამოწვეული დანაკარგების ალბათობა იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბანკის ტოპ 100 ურთიერთდაკავშირებული მსესხებლის ჯამური რისკის პოზიციების პორტფელში ყველაზე მსხვილი რისკის პოზიციების ხარისხი ამავე პორტფელში დარჩენილი რისკის პოზიციების ხარისხზე უარესია. შესაბამისად, ბანკმა კონცენტრაციის ბუფერის დადგენისას, რაოდენობრივ მაჩვენებლებთან ერთად უნდა გაითვალისწინოს კონცენტრაციის ისეთი ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორებიცაა მსხვილი რისკის პოზიციების ხარისხი, მსხვილი მსესხებლის/ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის სექტორის რისკიანობა და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლები. 12. სახელობითი კონცენტრაციის რისკის ხარისხობრივი შეფასების მიზანია სახელობითი კონცენტრაციის დამატებითი ბუფერის განსაზღვრა მაღალი რისკების გამო, თუმცა, იშვიათ შემთხვევაში ფაქტებისა და საკმარისი არგუმენტების პირობებში, შესაძლოა, განხილულ იქნეს მისი შემცირების შესაძლებლობა. 13. კონცენტრაციის რისკის ხარისხობრივი შეფასება უნდა ითვალისწინებდეს მსესხებლის ზომას. იმის გათვალისწინებით, რომ სტრესულ სიტუაციაში მსესხებლის ზომისა და მისი რისკის პროფილის ურთიერთკავშირის შესახებ საერთო მიდგომის განსაზღვრა შეუძლებელია, ბანკმა თავად უნდა შეიმუშავოს შიდა მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მსესხებლის რისკის პროფილს მისი ზომის ზრდის მიხედვით. ამ მიზნით, ბანკმა შესაძლოა გაითვალისწინოს, რა სახის კომპანიაზე (მცირეზე თუ მსხვილზე) გასცემდა სესხს კრიზისულ სიტუაციაში. 14. ბანკმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ხარისხობრივი კონცენტრაციის რისკისათვის საჭირო ბუფერის გამოთვლის შიდა მეთოდოლოგიისა და მოდელის ანგარიშგება და დაასაბუთოს საკუთარი მიდგომების მიზანშეწონილობა. 15. ანალიზისა და დასაბუთების დროს ბანკმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ისტორიული დინამიკა, ასევე სამომავლო პროგნოზი, კერძოდ, შენარჩუნდება, თუ არა იგივე სტატისტიკა. ბანკმა აღნიშნულისათვის შესაძლოა გამოიყენოს წინა წლების გამოცდილება, რომლის მიხედვითაც მსხვილი სესხებიდან მიღებული დანაკარგები აჭარბებდა გრანულარული პორტფელიდან წარმოშობილ დანაკარგებს. 16. იმ შემთხვევაში, თუ სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის ფარგლებში გამოთვლილი ცალკეული რისკის პოზიციებისათვის კაპიტალის მოთხოვნა 100%-ს გადააჭარბებს, ბანკმა შესაბამისი რისკის პოზიციისათვის უნდა დაიცვას კაპიტალის 100%-იანი მოთხოვნა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №130/04 - ვებგვერდი, 28.09.2022 წ. |
მუხლი 6.
სექტორული კონცენტრაციის ბუფერი |
1. სექტორული კონცენტრაციის ბუფერის დაწესების მიზანია საკრედიტო პორტფელის სექტორის კონცენტრაციის რისკისათვის კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.
2. სექტორული კონცენტრაციის ბუფერი გამოიანგარიშება სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის ანალოგიურად, ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. სექტორული კონცენტრაციის ბუფერის გამოთვლის მიზნით, ამ წესის დანართი №2-ის მე-2 ცხრილში მოცემულია კაპიტალის მულტიპლიკატორები სექტორული კონცენტრაციის სხვადასხვა HHI მაჩვენებლისთვის. 3. რისკის პოზიციების სექტორული ჩაშლა უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მასში მოცემული სექტორები რეალურად არ ასახავს ერთიანი რისკების მიმართ მოწყვლად ან ერთი ქცევის სექტორებს (მაგალითად, ვაჭრობა). 4. თუ ბანკი ფართოდაა წარმოდგენილი რომელიმე სექტორში და დაასაბუთებს, რომ ეს მისი ძირითადი საქმიანობაა, გააჩნია სპეციალიზაცია და ეფექტიანად აფასებს რისკებს, მაშინ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, ბანკისათვის დაწესდეს კაპიტალის ბუფერის უფრო დაბალი მოთხოვნა. 5. იმ შემთხვევაში, თუ სექტორული კონცენტრაციის ბუფერის ფარგლებში გამოთვლილი ცალკეული რისკის პოზიციებისათვის კაპიტალის მოთხოვნა 100%-ს გადააჭარბებს, ბანკმა შესაბამისი რისკის პოზიციისათვის უნდა დაიცვას კაპიტალის 100%-იანი მოთხოვნა. |
მუხლი 61. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი |
1. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დაწესების მიზანია აქტივებისათვის შექმნილი არასაკმარისი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით გამოწვეული საკრედიტო რისკის შემცირება და კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.
2. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი განისაზღვრება თითოეული ბანკისათვის ინდივიდუალურად ამ მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების ჯამის გაყოფით ბანკის მთლიანი რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან. 3. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის პირველ კომპონენტს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის საკრედიტო რისკის კატეგორიების მიხედვით ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სცენარის რეზერვის ჯამურ მოცულობასა და ბანკის მიერ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობას შორის სხვაობა. 4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის საკრედიტო რისკის კატეგორიების მიხედვით სცენარის რეზერვი განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების მოცულობის 2%-ზე გამრავლებით; ბ) მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების მოცულობის 8%-ზე გამრავლებით; გ) მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებულ და POCI სტატუსის მქონე თითოეული ფინანსური ინსტრუმენტისთვის უნდა შეირჩეს უდიდესი შემდეგ ორ სიდიდეს შორის: გ.ა) ბანკის მიერ ფასს-ის საფუძველზე დათვლილი ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი; გ.ბ) იგივე ფინანსური ინსტრუმენტის მოცულობა გამრავლებული 30%-ზე. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის დათვლის მიზნებისთვის, ბანკმა უნდა აიღოს მაქსიმალური, ერთის მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და ბანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის. 6. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დათვლის მიზნებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფინანსურ ინსტრუმენტში მოიაზრება ყველა ის საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ექვემდებარება კლასიფიცირებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ მიხედვით, გარდა შემდეგი ფინანსური ინსტუმენტებისა: ა) რეპო გარიგების ფარგლებში წარმოშობილი და სესხის სახით აღრიცხული აქტივი, რეპო გარიგებით მიღებული ფასიანი ქაღალდის მონეტარულ ოპერაციებში ეროვნულ ბანკთან დაგირავების შემთხვევაში მისაღები სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობით; ბ) იმავე ბანკში განთავსებული დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის ნაწილი, როდესაც სესხის ვალუტა და დეპოზიტის ვალუტა არის ერთი და იგივე, სესხის ვადა არ აღემატება დეპოზიტის ვადას და დეპოზიტი უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ. დეპოზიტის სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებისათვის კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს ეროვნული ბანკის თანხმობა საკრედიტო რისკის მიტიგაციის მიზნებისათვის დეპოზიტის გამოყენების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ შესაბამისად; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 35-ე და 36-ე მუხლებით გათვალისწინებული მრავალმხრივი განვითარების ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ და მათ მიერ გარანტირებული მოთხოვნები, ასევე მათი ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხები, უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ფარგლებში და როდესაც უზრუნველყოფის საშუალება უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ; დ) ეროვნული ბანკის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და მათ მიერ გარანტირებული მოთხოვნები, ასევე მათი ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხები უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ფარგლებში და როდესაც უზრუნველყოფის საშუალება უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყოფილი დეპოზიტის, ფასიანი ქაღალდის რეალიზაციის ვალუტა და სესხის ვალუტა არის სხვადასხვა, დეპოზიტის, ფასიანი ქაღალდის ღირებულება გადაანგარიშებული სესხის ვალუტაში ანგარიშგების თარიღისათვის 20%-ით უნდა აღემატებოდეს სესხის თანხას. 8. ბანკის მიერ ფასს-ის საფუძველზე დათვლილი ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურ მოსალოდნელ საკრედიტო ზარალში მოიაზრება ყველა საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალისა. 9. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის მეორე კომპონენტს წარმოადგენს დასაკუთრებული უძრავი ქონება და სხვა უძრავი ქონება, რაც წარსულში კომერციული ბანკის შენობებად გამოიყენებოდა, თუმცა საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დათვლის მომენტში ამ მიზნით აღარ გამოიყენება, შემდეგი ოდენობებით: ა) უძრავი ქონების ღირებულების 30%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში, ბალანსზე აღრიცხვიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო სხვა ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში; ბ) უძრავი ქონების ღირებულების 50%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში – თუ ქონების ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი და არაუმეტეს სამი წელი, ხოლო სხვა ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი და არაუმეტეს სამი წელი; გ) უძრავი ქონების ღირებულების 100%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში – თუ ქონების ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან გასულია სულ მცირე სამი წელი, ხოლო სხვა ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან გასულია სულ მცირე სამი წელი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №198/04 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ. |
მუხლი 7.
წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი |
1. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის დაწესების მიზანია დამატებითი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც, საზედამხედველო სტრეს-ტესტებში განსაზღვრული სცენარებისა და რისკ-ფაქტორების რეალიზების შემთხვევაში, დანაკარგების მიღების მიუხედავად, უზრუნველყოფს ბანკის დაცვას საზედამხედველო დეფოლტისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ბანკმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა აწარმოოს საზედამხედველო სტრეს-ტესტები, რომელიც მოიცავს ეკონომიკური ხასიათის სისტემური და სექტორული მნიშვნელობის შოკებსა და იდიოსინკრატულ მოვლენებს, რომელთა გავლენაც ბანკზე მატერიალურია. ამ მიზნით, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნეს როგორც დადებითად კორელირებადი შოკები, ასევე ის შოკები, რომლებიც შესაძლოა ერთდროულად მოხდეს. 3. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს საზედამხედველო სტრეს-ტესტების პარამეტრებს. ამასთან, ბანკი ვალდებულია დამატებით გამოავლინოს მისთვის სპეციფიკური ფაქტორები, რომელთა ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მის ფინანსურ მდგომარეობაზე. 4. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სტრეს-ტესტების სცენარის კომპონენტები და პარამეტრები ექვემდებარება ცვლილებებს, ზოგადად, ეკონომიკასა და კონკრეტულ სექტორში, ასევე, სასაქონლო ბაზრებზე არსებული ტენდენციების შესაბამისად. 5. ბანკი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და პერიოდულობით, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო სტრეს-ტესტების შედეგები. 6. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის განსაზღვრის მიზნით, საზედამხედველო სტრეს-ტესტების შედეგად მიღებული კაპიტალი ბუფერიდან უნდა დაიქვითოს პილარ 1-ის კონსერვაციისა და კონტრციკლური ბუფერები, ასევე პილარ 2-ის ბუფერების, მათ შორის არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერისა და საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის ბუფერის, დაქვითვადი ნაწილები. 7. სისტემური სტრესის მოხდენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ შესაძლოა მოხდეს სტრეს-ტესტების დაშვებების შემსუბუქება, რაც გამოიწვევს წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერების შემცირებას. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის შემცირება ასევე შესაძლებელია იდიოსინკრატული შოკის შემთხვევაშიც. |
მუხლი 8.
წმინდა GRAPE ბუფერი |
1. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესების მიზანია კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა GRAPE-ის ფარგლებში იდენტიფიცირებული იმ რისკებისათვის, რომლებსაც არ მოიცავს ან არასათანადოდ ასახავს ამ წესით განსაზღვრული პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერები.
2. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესებისას გაითვალისწინება რისკის კატეგორიების მიხედვით შეფასებული ინჰერენტული რისკები და შესაბამისი მიტიგანტები. აღნიშნულის ფარგლებში ასევე ხდება ბანკის მიერ დანერგილი შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის შემოწმების შედეგების, ხარისხისა და მისი განვითარების გეგმის გათვალისწინება. 3. წმინდა GRAPE-ის ფარგლებში ბანკისათვის კაპიტალის მოთხოვნების განსაზღვრისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს ბანკის გეგმებს რისკის პროფილის შემცირების კუთხით, სტრესულ სიტუაციაში დამატებითი კაპიტალის მოზიდვის უნარსა და გაჯანსაღების გეგმებს. 4. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესება შესაძლებელია განხორციელდეს უწყვეტი საზედამხედველო ციკლის ნებისმიერ ფაზაში, იქნება ეს ბანკის საერთო რისკის შეფასება თუ ცალკეული რისკის კატეგორიის შეფასება, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღების შედეგად, რასაც ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად. |
მუხლი 9.
მოთხოვნები შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესზე |
1. თითოეული ბანკი ვალდებულია გააჩნდეს შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესი, რომელიც ადეკვატურად ასახავს მისთვის რელევანტურ ყველა რისკს. ამასთან, ბანკებს უნდა გააჩნდეთ კაპიტალის დაგეგმვის ჯანსაღი და გამართული პროცესი, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის მხრიდან ბანკის პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის მოთხოვნებისათვის ჩატარებული გამოთვლების მიმართ მეტ ნდობას მაშინ, როცა დაბალი ხარისხის პროცესები, როგორც წესი, იწვევს უფრო მეტად კონსერვატიულ შეფასებასა და კაპიტალის მოთხოვნების ზრდას. ამასთან, კაპიტალის დაგეგმვის პროცესები ადეკვატურად უნდა პასუხობდეს ბიზნესმოდელს, რისკის აპეტიტს, საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას.
2. ამ წესით განსაზღვრული ბუფერების, მათ შორის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციის ბუფერების გამოთვლის ინსტრუქცია არ ზღუდავს ბანკს შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის ფარგლებში განავითაროს და განსახილველად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამ წესისგან განსხვავებული კონცენტრაციის რისკის შეფასების საკუთარი მიდგომები და მოდელი. ამასთან, ბანკმა ამ წესით განსაზღვრული რისკების გარდა უნდა გაითვალისწინოს სხვა რისკები ან მისი გამომწვევი ფაქტორები. მაგალითად, სახელობით და სექტორულ კონცენტრაციასთან ერთად, ბანკი უნდა აფასებდეს გეოგრაფიულ და სხვა ტიპის საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკებს. |
მუხლი 10.
პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერების დაწესება |
1. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ბუფერები წესდება ბაზელ III-ის დებულებით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან ერთად ამ წესის დანართ №3-ში მოცემული საილუსტრაციო ცხრილის შესაბამისად.
2. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ნებისმიერი ბუფერის, გარდა საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერისა, მინიმუმ 56%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით, მინიმუმ 75%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს პირველადი კაპიტალის ელემენტებით, ხოლო დარჩენილი წილი (მაქსიმუმ 25%) შესაძლოა დაცული იყოს მეორადი კაპიტალის ელემენტებით. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი სრულად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით.“ 3. ეროვნული ბანკი, ბანკისათვის დაწესებულ ბუფერებს, საკუთარი შეხედულებისამებრ, პერიოდულად ცვლის ბანკის რისკის პროფილისა და სხვადასხვა სტრესული სიტუაციების ალბათობისა და/ან რეალიზაციის შედეგად. 4. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ჯამური მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს გაცვლითი კურსის წლიური გაუფასურების (გაცვლითი კურსის ცვლილება მოცემული თვის წინა წლის ანალოგიური მაჩვენებლის მიმართ) შედეგად, რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების ზრდით (ლარში გამოხატული რისკის პოზიციების ზრდა გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად) გამოწვეული კაპიტალის მოთხოვნის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული კაპიტალი, რომლითაც მოხდება პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის მოთხოვნის შემცირება, დაითვლება ბანკის მიერ განსაზღვრული და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული მეთოდოლოგიით. კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მეთოდოლოგიის შესაბამისად ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კაპიტალის დაანგარიშება. 6. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი კაპიტალის მოთხოვნებს შეამცირებს ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული მეთოდოლოგიით დათვლილ მაჩვენებელზე მეტად, ბანკი დაარღვევს კომბინირებული ბუფერის მოთხოვნას შემცირებული კაპიტალის იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მეთოდოლოგიით დათვლილ მაჩვენებელს და მასზე გავრცელდება ბაზელ III-ის დებულების 84 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №198/04 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ.
|
მუხლი 11.
პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერების დაწესების სიხშირე |
1. ამ წესის მე-4-61 მუხლებით განსაზღვრული არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის, საკრედიტო პორტფელის სახელობითი, სექტორული კონცენტრაციის რისკის და საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერები დაითვლება ყოველთვიურად.
2. წმინდა GRAPE ბუფერი ექვემდებარება გადახედვას ყოველწლიურად, ხოლო საბანკო სექტორში ან ბანკში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, რასაც ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად, ბუფერი შესაძლოა შეიცვალოს უფრო ხშირი ინტენსივობით. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №198/04 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ. |
მუხლი 12. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) |
ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციას (ფულად ჯარიმას).
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 27 აპრილის ბრძანება №77/04 - ვებგვერდი, 28.04.2020 წ. |
მუხლი 13.
გარდამავალი დებულებები |
1. ამ წესის მე-5-6 მუხლებით განსაზღვრული საკრედიტო პორტფელის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციის ბუფერის მოთხოვნა ამოქმედდეს 2018 წლის პირველი აპრილიდან.
2. 2022 წლის პირველ აპრილამდე ამ წესის მე-5-6 მუხლებითა და მე-8 მუხლით განსაზღვრული საკრედიტო პორტფელის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციისა და წმინდა GRAPE ბუფერების დაცვა შესაძლებელია ამ წესის დანართ N4-ში წარმოდგენილი ცხრილის შესაბამისი პროპორციებით მითითებული პერიოდების შესაბამისად. 3. ამ წესით განსაზღვრული წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №242/04 - ვებგვერდი, 20.12.2019წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №256/04 - ვებგვერდი, 30.12.2019წ. |
+
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისბრძანება №176/04
2017 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის მესამე პუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 25-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი, თანდართულ დანართებთან ერთად. |
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 30 დეკემბერის №125/04 ბრძანება „კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკისთვის კაპიტალის ბუფერის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ.“ |
+
მუხლი 3ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე + პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი+ მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗1. პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის დამატებითი მოთხოვნების დაწესება იმ რისკებზე საპასუხოდ, რომელსაც არ მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით“ დაწესებული პილარ 1-ის მოთხოვნები.+ მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები🔗1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:ა) ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი – „კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი; ბ) საზედამხედველო სტრეს-ტესტი – ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ბანკზე მოქმედი რისკფაქტორების გამოვლენის, შეფასებისა და ადეკვატური კაპიტალის მოთხოვნის განსაზღვრის მიზნით, სტრესული სცენარის დაშვება და ანალიზი; გ) მსესხებელი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის მიმართაც ბანკს გააჩნია რისკის პოზიცია; დ) ბაზელ III-ის დებულება – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება“; ე) რისკების შეფასების საერთო პროგრამა (GRAPE) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის“ მიხედვით განსაზღვრული რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის უწყვეტი ციკლი, რომლის მიზანია ბანკების რისკების დონის შეფასება და შესაბამისი საზედამხედველო ზომების განსაზღვრა; ვ) ჯამური რისკის პოზიციის პორტფელი – საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებული რისკის პოზიციების ჯამური ღირებულება, ნებადართული საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით; |
ზ) საზედამხედველო დეფოლტი – ბაზელ III-ის დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული ძირითადი პირველადი კაპიტალის, პირველადი კაპიტალის ან/და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნების (შესაბამისად, 4.5%, 6% ან 8%) დარღვევა. სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისათვის, ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან ერთად, საზედამხედველო დეფოლტი გულისხმობს სისტემურობის ბუფერის მოთხოვნის დარღვევასაც.
ზ) საზედამხედველო დეფოლტი – ბაზელ III-ის დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული ძირითადი პირველადი კაპიტალის, პირველადი კაპიტალის ან/და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნების (შესაბამისად, 4.5%, 6% ან 8%) დარღვევა. სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისათვის, ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან ერთად, საზედამხედველო დეფოლტი გულისხმობს სისტემურობის ბუფერის მოთხოვნის დარღვევასაც;
თ) დასაკუთრებული უძრავი ქონება – უძრავი ქონება, რომელიც დასაკუთრებულია კომერციული ბანკის მიერ მსესხებლის კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დავალიანების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით;
ი) შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტი (POCI) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად განმარტებული ფინანსური ინსტრუმენტი.
+
მუხლი 3. პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერები🔗
1. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული ბუფერები მოიცავს შემდეგ ბუფერებს:ა) არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად;
ბ) საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკის ბუფერი, რომელიც მოიცავს:
ბ.ა) სახელობითი კონცენტრაციის ბუფერს ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად;
ბ.ბ) სექტორული კონცენტრაციის ბუფერს ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად;
ბ1) საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერს ამ წესის 61 მუხლის შესაბამისად;
გ) წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი – საზედამხედველო სტრეს-ტესტებზე დაყრდნობით განსაზღვრული ბუფერი ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად;
დ) წმინდა GRAPE ბუფერი – ეროვნული ბანკის მიერ რისკების შეფასების საერთო პროგრამის რისკის კატეგორიების შეფასებისა და ბანკის შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის შედეგების განხილვის ფარგლებში დაწესებული ბუფერი ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.
2. პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის ბუფერების მოთხოვნების დაწესებისა და გაანგარიშებისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ერთი და იმავე რისკისათვის კაპიტალის ორმაგად/მრავალჯერადად მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული რისკი ადეკვატურად არის ასახული საზედამხედველო სტრეს-ტესტების შედეგად განსაზღვრულ ან სხვა რომელიმე ბუფერში, მასზე აღარ მოითხოვება კაპიტალის დამატებითი ბუფერი. ერთი და იმავე რისკისთვის კაპიტალის ორმაგად/მრავალჯერადად მოთხოვნის ასარიდებლად, ეროვნული ბანკი განსაზღვრავს კაპიტალის ბუფერების დაქვითვად ნაწილებს.
+
მუხლი 4. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი🔗
1. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის დაწესების მიზანია სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკისათვის კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.2. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის გამოთვლისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის პოზიციები უნდა გამრავლდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ K კოეფიციენტსა და ბაზელ III-ის დებულების მე-8 მუხლში განსაზღვრულ საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ მოთხოვნებზე.
3. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის პოზიციებს მიეკუთვნება ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბალანსო რისკის პოზიციები საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების შემდეგ, რომლებიც დენომინირებულია რისკის პოზიციის დაფარვის წყაროს ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, გარდა შემდეგისა:
ა) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია ამავე კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტებით რისკის პოზიციის ვალუტაში;
ბ) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის მიერ მიღებული შემოსავლები რისკის პოზიციისგან განსხვავებულ ვალუტაში, როცა აღნიშნული შემოსავლები სათანადოდ ჰეჯირებულია და ეფექტურად უზრუნველყოფს შემოსავლების რისკის პოზიციის ვალუტაში დენომინაციას;
გ) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის შემოსავლები რისკის პოზიციისგან განსხვავებულ ვალუტაში, როცა შემოსავლების სიდიდე რეალურად არ იცვლება რისკის პოზიციის ვალუტის კურსის ცვლილებით, რადგან მსესხებლის შემოსავლები არაელასტიური საქონლის გაყიდვიდან მიიღება (მაგალითად, იმპორტირებული საქონლის გაყიდვის საქმიანობა, თუ აღნიშნული საქონელი არაელასტიურია ფასის მიმართ, რაც ადგილობრივი გაცვლითი კურსის გაუფასურების შემთხვევაში და, შედეგად, ლარში დენომინირებული ფასების დონის გაზრდისას არ იწვევს მოცემული საქონლის გაყიდვების მოცულობისა და შესაბამისად მიღებული შემოსავლების შემცირებას). იმისათვის, რომ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციები არ იქნას გათვალისწინებული არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის გაანგარიშებაში, ბანკმა უნდა მიიღოს თანხმობა ეროვნული ბანკისგან კონკრეტული სამეწარმეო საქმიანო(ბე)ბის ასეთად მიჩნევაზე. მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკს უნდა შეეძლოს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ რისკის პოზიციაზე, რომლებიც ამ ქვეპუნქტიდან გამომდინარე არ დაექვემდებარა არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკისთვის კაპიტალის მოთხოვნას.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული K კოეფიციენტი განისაზღვრება შემდეგნაირად: K=40%+(D%-40%)*3. იგი მეტია ან ტოლია 40%-ის და არ აღემატება 100%-ს. საანგარიშგებო t თვისთვის, D არის t-3 თვის ბოლოს არსებული სესხების დოლარიზაცია, რომელიც გამოითვლება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების შეფარდებით მთლიან სესხებთან. სესხები მოიცავს „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მიხედვით განსაზღვრული სესხების საბალანსო მოთხოვნების ძირ თანხებს. ამასთან, სესხები არ მოიცავს ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული K კოეფიციენტი განისაზღვრება შემდეგნაირად: K=40%+(D%-40%)*3. იგი მეტია ან ტოლია 40%-ის და არ აღემატება 100%-ს. საანგარიშგებო t თვისთვის, D არის t-3 თვის ბოლოს არსებული სესხების დოლარიზაცია, რომელიც გამოითვლება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების შეფარდებით მთლიან სესხებთან. სესხები მოიცავს შემდეგი საბალნსო მოთხოვნების ძირ თანხებს: სესხის ხელშეკრულებით კომერციული ბანკის მიერ მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებას (სათანადო უზრუნველყოფით ან მის გარეშე), რომელზეც მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ეს ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. აგრეთვე, სამეურნეო და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემულ ავანსს, დებიტორულ დავალიანებას, ფაქტორინგს, სავალო ფასიან ქაღალდებს და სხვა ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას. ასევე, სესხის და კრედიტის პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემას, ან კომერციული ბანკის იურიდიულ ვალდებულებას, გასცეს კრედიტი ნებისმიერი ფორმით, როგორიცაა ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით სხვა სახელშეკრულებო ვალდებულება კონკრეტული პირობებით, ან ბანკის ნებისმიერი სხვა პირობით. ამასთან, სესხები არ მოიცავს ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 იანვრის ბრძანება №5/04 - ვებგვერდი, 01.02.2022 წ.
+
მუხლი 5. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერი🔗
1. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის დაწესების მიზანია საკრედიტო პორტფელის ერთი მსესხებლის ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის კონცენტრაციის რისკისათვის კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.2. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის გაანგარიშების მიზნებისათვის გამოიყენება – Herfindahl-Hirschman Index (HHI), რომელიც გამოითვლება ამ წესის დანართ №1-ში მოცემული ფორმულის შესაბამისად, ბანკის ჯამური რისკის პოზიციის პორტფელში 100 ყველაზე მსხვილი ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის (შემდგომში: ტოპ 100 ურთიერთდაკავშირებული მსესხებელი) რისკის პოზიციის წილის გათვალისწინებით.
3. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერი განისაზღვრება ბაზელ III-ის დებულების საკრედიტო რისკისთვის განსაზღვრული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური 8%-იანი მოთხოვნის თანხის ამ წესის დანართ №2-ის პირველ ცხრილში მოცემული კონცენტრაციის შესაბამისი კაპიტალის მულტიპლიკატორზე გადამრავლებით. ცხრილში მოცემულ HHI ინდექსებს შორის ინტერვალებში ბანკებმა უნდა გამოიყენონ წრფივი ინტერპოლაციის მეთოდი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რისკის პოზიციის ღირებულების განსაზღვრებისთვის ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს ბაზელ III-ის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციის განმარტებით, სადაც სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის დათვლის მიზნებისათვის, გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის მინიმალურ ფაქტორად 0%-ის ნაცვლად აიღება 10%.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რისკის პოზიციების ღირებულების დათვლისას, შესაძლებელია საკრედიტო რისკის მიტიგაციის იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებზეც ბანკს მიღებული აქვს ეროვნული ბანკის შესაბამისი თანხმობა კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისათვის ბაზელ III-ის დებულების შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რისკის პოზიციების ღირებულების დათვლაში არ გაითვალისწინება ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რისკის პოზიციები.
7. (ამოღებულია - 27.09.2022, №130/04).
8. (ამოღებულია - 27.09.2022, №130/04).
9. (ამოღებულია - 27.09.2022, №130/04).
10. (ამოღებულია - 27.09.2022, №130/04).
11. საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკით გამოწვეული დანაკარგების ალბათობა იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბანკის ტოპ 100 ურთიერთდაკავშირებული მსესხებლის ჯამური რისკის პოზიციების პორტფელში ყველაზე მსხვილი რისკის პოზიციების ხარისხი ამავე პორტფელში დარჩენილი რისკის პოზიციების ხარისხზე უარესია. შესაბამისად, ბანკმა კონცენტრაციის ბუფერის დადგენისას, რაოდენობრივ მაჩვენებლებთან ერთად უნდა გაითვალისწინოს კონცენტრაციის ისეთი ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორებიცაა მსხვილი რისკის პოზიციების ხარისხი, მსხვილი მსესხებლის/ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის სექტორის რისკიანობა და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლები.
12. სახელობითი კონცენტრაციის რისკის ხარისხობრივი შეფასების მიზანია სახელობითი კონცენტრაციის დამატებითი ბუფერის განსაზღვრა მაღალი რისკების გამო, თუმცა, იშვიათ შემთხვევაში ფაქტებისა და საკმარისი არგუმენტების პირობებში, შესაძლოა, განხილულ იქნეს მისი შემცირების შესაძლებლობა.
13. კონცენტრაციის რისკის ხარისხობრივი შეფასება უნდა ითვალისწინებდეს მსესხებლის ზომას. იმის გათვალისწინებით, რომ სტრესულ სიტუაციაში მსესხებლის ზომისა და მისი რისკის პროფილის ურთიერთკავშირის შესახებ საერთო მიდგომის განსაზღვრა შეუძლებელია, ბანკმა თავად უნდა შეიმუშავოს შიდა მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მსესხებლის რისკის პროფილს მისი ზომის ზრდის მიხედვით. ამ მიზნით, ბანკმა შესაძლოა გაითვალისწინოს, რა სახის კომპანიაზე (მცირეზე თუ მსხვილზე) გასცემდა სესხს კრიზისულ სიტუაციაში.
14. ბანკმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ხარისხობრივი კონცენტრაციის რისკისათვის საჭირო ბუფერის გამოთვლის შიდა მეთოდოლოგიისა და მოდელის ანგარიშგება და დაასაბუთოს საკუთარი მიდგომების მიზანშეწონილობა.
15. ანალიზისა და დასაბუთების დროს ბანკმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ისტორიული დინამიკა, ასევე სამომავლო პროგნოზი, კერძოდ, შენარჩუნდება, თუ არა იგივე სტატისტიკა. ბანკმა აღნიშნულისათვის შესაძლოა გამოიყენოს წინა წლების გამოცდილება, რომლის მიხედვითაც მსხვილი სესხებიდან მიღებული დანაკარგები აჭარბებდა გრანულარული პორტფელიდან წარმოშობილ დანაკარგებს.
16. იმ შემთხვევაში, თუ სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის ფარგლებში გამოთვლილი ცალკეული რისკის პოზიციებისათვის კაპიტალის მოთხოვნა 100%-ს გადააჭარბებს, ბანკმა შესაბამისი რისკის პოზიციისათვის უნდა დაიცვას კაპიტალის 100%-იანი მოთხოვნა.
+
მუხლი 6. სექტორული კონცენტრაციის ბუფერი🔗
1. სექტორული კონცენტრაციის ბუფერის დაწესების მიზანია საკრედიტო პორტფელის სექტორის კონცენტრაციის რისკისათვის კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.+
მუხლი 61. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი🔗
1. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დაწესების მიზანია აქტივებისათვის შექმნილი არასაკმარისი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით გამოწვეული საკრედიტო რისკის შემცირება და კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.2. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი განისაზღვრება თითოეული ბანკისათვის ინდივიდუალურად ამ მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების ჯამის გაყოფით ბანკის მთლიანი რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან.
3. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის პირველ კომპონენტს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის საკრედიტო რისკის კატეგორიების მიხედვით ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სცენარის რეზერვის ჯამურ მოცულობასა და ბანკის მიერ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობას შორის სხვაობა.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის საკრედიტო რისკის კატეგორიების მიხედვით სცენარის რეზერვი განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების მოცულობის 2%-ზე გამრავლებით;
ბ) მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების მოცულობის 8%-ზე გამრავლებით;
გ) მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებულ და POCI სტატუსის მქონე თითოეული ფინანსური ინსტრუმენტისთვის უნდა შეირჩეს უდიდესი შემდეგ ორ სიდიდეს შორის:
გ.ა) ბანკის მიერ ფასს-ის საფუძველზე დათვლილი ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი;
გ.ბ) იგივე ფინანსური ინსტრუმენტის მოცულობა გამრავლებული 30%-ზე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის დათვლის მიზნებისთვის, ბანკმა უნდა აიღოს მაქსიმალური, ერთის მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და ბანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის.
6. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დათვლის მიზნებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფინანსურ ინსტრუმენტში მოიაზრება ყველა ის საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ექვემდებარება კლასიფიცირებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ მიხედვით, გარდა შემდეგი ფინანსური ინსტუმენტებისა:
ა) რეპო გარიგების ფარგლებში წარმოშობილი და სესხის სახით აღრიცხული აქტივი, რეპო გარიგებით მიღებული ფასიანი ქაღალდის მონეტარულ ოპერაციებში ეროვნულ ბანკთან დაგირავების შემთხვევაში მისაღები სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობით;
ბ) იმავე ბანკში განთავსებული დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის ნაწილი, როდესაც სესხის ვალუტა და დეპოზიტის ვალუტა არის ერთი და იგივე, სესხის ვადა არ აღემატება დეპოზიტის ვადას და დეპოზიტი უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ. დეპოზიტის სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებისათვის კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს ეროვნული ბანკის თანხმობა საკრედიტო რისკის მიტიგაციის მიზნებისათვის დეპოზიტის გამოყენების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ შესაბამისად;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 35-ე და 36-ე მუხლებით გათვალისწინებული მრავალმხრივი განვითარების ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ და მათ მიერ გარანტირებული მოთხოვნები, ასევე მათი ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხები, უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ფარგლებში და როდესაც უზრუნველყოფის საშუალება უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ;
დ) ეროვნული ბანკის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და მათ მიერ გარანტირებული მოთხოვნები, ასევე მათი ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხები უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ფარგლებში და როდესაც უზრუნველყოფის საშუალება უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყოფილი დეპოზიტის, ფასიანი ქაღალდის რეალიზაციის ვალუტა და სესხის ვალუტა არის სხვადასხვა, დეპოზიტის, ფასიანი ქაღალდის ღირებულება გადაანგარიშებული სესხის ვალუტაში ანგარიშგების თარიღისათვის 20%-ით უნდა აღემატებოდეს სესხის თანხას.
8. ბანკის მიერ ფასს-ის საფუძველზე დათვლილი ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურ მოსალოდნელ საკრედიტო ზარალში მოიაზრება ყველა საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალისა.
9. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის მეორე კომპონენტს წარმოადგენს დასაკუთრებული უძრავი ქონება და სხვა უძრავი ქონება, რაც წარსულში კომერციული ბანკის შენობებად გამოიყენებოდა, თუმცა საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დათვლის მომენტში ამ მიზნით აღარ გამოიყენება, შემდეგი ოდენობებით:
ა) უძრავი ქონების ღირებულების 30%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში, ბალანსზე აღრიცხვიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო სხვა ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში;
ბ) უძრავი ქონების ღირებულების 50%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში – თუ ქონების ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი და არაუმეტეს სამი წელი, ხოლო სხვა ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი და არაუმეტეს სამი წელი;
გ) უძრავი ქონების ღირებულების 100%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში – თუ ქონების ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან გასულია სულ მცირე სამი წელი, ხოლო სხვა ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან გასულია სულ მცირე სამი წელი.
+
მუხლი 7. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი🔗
1. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის დაწესების მიზანია დამატებითი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც, საზედამხედველო სტრეს-ტესტებში განსაზღვრული სცენარებისა და რისკ-ფაქტორების რეალიზების შემთხვევაში, დანაკარგების მიღების მიუხედავად, უზრუნველყოფს ბანკის დაცვას საზედამხედველო დეფოლტისაგან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ბანკმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა აწარმოოს საზედამხედველო სტრეს-ტესტები, რომელიც მოიცავს ეკონომიკური ხასიათის სისტემური და სექტორული მნიშვნელობის შოკებსა და იდიოსინკრატულ მოვლენებს, რომელთა გავლენაც ბანკზე მატერიალურია. ამ მიზნით, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნეს როგორც დადებითად კორელირებადი შოკები, ასევე ის შოკები, რომლებიც შესაძლოა ერთდროულად მოხდეს. 3. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს საზედამხედველო სტრეს-ტესტების პარამეტრებს. ამასთან, ბანკი ვალდებულია დამატებით გამოავლინოს მისთვის სპეციფიკური ფაქტორები, რომელთა ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მის ფინანსურ მდგომარეობაზე. 4. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სტრეს-ტესტების სცენარის კომპონენტები და პარამეტრები ექვემდებარება ცვლილებებს, ზოგადად, ეკონომიკასა და კონკრეტულ სექტორში, ასევე, სასაქონლო ბაზრებზე არსებული ტენდენციების შესაბამისად. 5. ბანკი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და პერიოდულობით, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო სტრეს-ტესტების შედეგები. 6. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის განსაზღვრის მიზნით, საზედამხედველო სტრეს-ტესტების შედეგად მიღებული კაპიტალი ბუფერიდან უნდა დაიქვითოს პილარ 1-ის კონსერვაციისა და კონტრციკლური ბუფერები, ასევე პილარ 2-ის ბუფერების, მათ შორის არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერისა და საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის ბუფერის, დაქვითვადი ნაწილები. 7. სისტემური სტრესის მოხდენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ შესაძლოა მოხდეს სტრეს-ტესტების დაშვებების შემსუბუქება, რაც გამოიწვევს წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერების შემცირებას. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის შემცირება ასევე შესაძლებელია იდიოსინკრატული შოკის შემთხვევაშიც.+
მუხლი 8. წმინდა GRAPE ბუფერი🔗
1. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესების მიზანია კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა GRAPE-ის ფარგლებში იდენტიფიცირებული იმ რისკებისათვის, რომლებსაც არ მოიცავს ან არასათანადოდ ასახავს ამ წესით განსაზღვრული პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერები. 2. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესებისას გაითვალისწინება რისკის კატეგორიების მიხედვით შეფასებული ინჰერენტული რისკები და შესაბამისი მიტიგანტები. აღნიშნულის ფარგლებში ასევე ხდება ბანკის მიერ დანერგილი შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის შემოწმების შედეგების, ხარისხისა და მისი განვითარების გეგმის გათვალისწინება. 3. წმინდა GRAPE-ის ფარგლებში ბანკისათვის კაპიტალის მოთხოვნების განსაზღვრისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს ბანკის გეგმებს რისკის პროფილის შემცირების კუთხით, სტრესულ სიტუაციაში დამატებითი კაპიტალის მოზიდვის უნარსა და გაჯანსაღების გეგმებს. 4. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესება შესაძლებელია განხორციელდეს უწყვეტი საზედამხედველო ციკლის ნებისმიერ ფაზაში, იქნება ეს ბანკის საერთო რისკის შეფასება თუ ცალკეული რისკის კატეგორიის შეფასება, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღების შედეგად, რასაც ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად.+
მუხლი 9. მოთხოვნები შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესზე🔗
1. თითოეული ბანკი ვალდებულია გააჩნდეს შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესი, რომელიც ადეკვატურად ასახავს მისთვის რელევანტურ ყველა რისკს. ამასთან, ბანკებს უნდა გააჩნდეთ კაპიტალის დაგეგმვის ჯანსაღი და გამართული პროცესი, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის მხრიდან ბანკის პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის მოთხოვნებისათვის ჩატარებული გამოთვლების მიმართ მეტ ნდობას მაშინ, როცა დაბალი ხარისხის პროცესები, როგორც წესი, იწვევს უფრო მეტად კონსერვატიულ შეფასებასა და კაპიტალის მოთხოვნების ზრდას. ამასთან, კაპიტალის დაგეგმვის პროცესები ადეკვატურად უნდა პასუხობდეს ბიზნესმოდელს, რისკის აპეტიტს, საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას. 2. ამ წესით განსაზღვრული ბუფერების, მათ შორის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციის ბუფერების გამოთვლის ინსტრუქცია არ ზღუდავს ბანკს შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის ფარგლებში განავითაროს და განსახილველად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამ წესისგან განსხვავებული კონცენტრაციის რისკის შეფასების საკუთარი მიდგომები და მოდელი. ამასთან, ბანკმა ამ წესით განსაზღვრული რისკების გარდა უნდა გაითვალისწინოს სხვა რისკები ან მისი გამომწვევი ფაქტორები. მაგალითად, სახელობით და სექტორულ კონცენტრაციასთან ერთად, ბანკი უნდა აფასებდეს გეოგრაფიულ და სხვა ტიპის საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკებს.+
მუხლი 10. პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერების დაწესება🔗
1. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ბუფერები წესდება ბაზელ III-ის დებულებით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან ერთად ამ წესის დანართ №3-ში მოცემული საილუსტრაციო ცხრილის შესაბამისად.2. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ნებისმიერი ბუფერის მინიმუმ 56%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით, მინიმუმ 75%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს პირველადი კაპიტალის ელემენტებით, ხოლო დარჩენილი წილი (მაქსიმუმ 25%) შესაძლოა დაცული იყოს მეორადი კაპიტალის ელემენტებით.
2. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ნებისმიერი ბუფერის, გარდა საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერისა, მინიმუმ 56%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით, მინიმუმ 75%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს პირველადი კაპიტალის ელემენტებით, ხოლო დარჩენილი წილი (მაქსიმუმ 25%) შესაძლოა დაცული იყოს მეორადი კაპიტალის ელემენტებით. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი სრულად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით.“
3. ეროვნული ბანკი, ბანკისათვის დაწესებულ ბუფერებს, საკუთარი შეხედულებისამებრ, პერიოდულად ცვლის ბანკის რისკის პროფილისა და სხვადასხვა სტრესული სიტუაციების ალბათობისა და/ან რეალიზაციის შედეგად.
4. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ჯამური მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს გაცვლითი კურსის წლიური გაუფასურების (გაცვლითი კურსის ცვლილება მოცემული თვის წინა წლის ანალოგიური მაჩვენებლის მიმართ) შედეგად, რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების ზრდით (ლარში გამოხატული რისკის პოზიციების ზრდა გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად) გამოწვეული კაპიტალის მოთხოვნის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული კაპიტალი, რომლითაც მოხდება პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის მოთხოვნის შემცირება, დაითვლება ბანკის მიერ განსაზღვრული და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული მეთოდოლოგიით. კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მეთოდოლოგიის შესაბამისად ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კაპიტალის დაანგარიშება.
6. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი კაპიტალის მოთხოვნებს შეამცირებს ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული მეთოდოლოგიით დათვლილ მაჩვენებელზე მეტად, ბანკი დაარღვევს კომბინირებული ბუფერის მოთხოვნას შემცირებული კაპიტალის იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მეთოდოლოგიით დათვლილ მაჩვენებელს და მასზე გავრცელდება ბაზელ III-ის დებულების 84 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები.
+
მუხლი 11. პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერების დაწესების სიხშირე🔗
1. ამ წესის მე-4-6 მუხლებით განსაზღვრული არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის, საკრედიტო პორტფელის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციის რისკის ბუფერები დაითვლება ყოველთვიურად.
1. ამ წესის მე-4-61 მუხლებით განსაზღვრული არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის, საკრედიტო პორტფელის სახელობითი, სექტორული კონცენტრაციის რისკის და საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერები დაითვლება ყოველთვიურად.
2. წმინდა GRAPE ბუფერი ექვემდებარება გადახედვას ყოველწლიურად, ხოლო საბანკო სექტორში ან ბანკში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, რასაც ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად, ბუფერი შესაძლოა შეიცვალოს უფრო ხშირი ინტენსივობით.
+
მუხლი 12. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა)
ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციას (ფულად ჯარიმას).
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 27 აპრილის ბრძანება №77/04 - ვებგვერდი, 28.04.2020 წ.
+ მუხლი 13. გარდამავალი დებულებები🔗1. ამ წესის მე-5-6 მუხლებით განსაზღვრული საკრედიტო პორტფელის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციის ბუფერის მოთხოვნა ამოქმედდეს 2018 წლის პირველი აპრილიდან.2. 2022 წლის პირველ აპრილამდე ამ წესის მე-5-6 მუხლებითა და მე-8 მუხლით განსაზღვრული საკრედიტო პორტფელის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციისა და წმინდა GRAPE ბუფერების დაცვა შესაძლებელია ამ წესის დანართ N4-ში წარმოდგენილი ცხრილის შესაბამისი პროპორციებით მითითებული პერიოდების შესაბამისად. 3. ამ წესით განსაზღვრული წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №242/04 - ვებგვერდი, 20.12.2019წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №256/04 - ვებგვერდი, 30.12.2019წ. |
+
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №176/04
2017 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის მესამე პუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 25-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი, თანდართულ დანართებთან ერთად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 30 დეკემბერის №125/04 ბრძანება „კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკისთვის კაპიტალის ბუფერის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ.“
+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე
+
პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის დამატებითი მოთხოვნების დაწესება იმ რისკებზე საპასუხოდ, რომელსაც არ მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით“ დაწესებული პილარ 1-ის მოთხოვნები.
2. კომერციული ბანკები ვალდებული არიან ბიზნესსაქმიანობისა და კაპიტალის დაგეგმვის პროცესებში გაითვალისწინონ პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის ბუფერის დაცვის მოთხოვნები მათი ამოქმედების პერიოდულობის შესაბამისად და მიიღონ ყველა ზომა მათი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკების ფილიალებისთვის (შემდგომში – ბანკი).
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი – „კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი;
ბ) საზედამხედველო სტრეს-ტესტი – ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ბანკზე მოქმედი რისკფაქტორების გამოვლენის, შეფასებისა და ადეკვატური კაპიტალის მოთხოვნის განსაზღვრის მიზნით, სტრესული სცენარის დაშვება და ანალიზი;
გ) მსესხებელი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის მიმართაც ბანკს გააჩნია რისკის პოზიცია;
დ) ბაზელ III-ის დებულება – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება“;
ე) რისკების შეფასების საერთო პროგრამა (GRAPE) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის“ მიხედვით განსაზღვრული რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის უწყვეტი ციკლი, რომლის მიზანია ბანკების რისკების დონის შეფასება და შესაბამისი საზედამხედველო ზომების განსაზღვრა;
ვ) ჯამური რისკის პოზიციის პორტფელი – საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებული რისკის პოზიციების ჯამური ღირებულება, ნებადართული საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით;
ზ) საზედამხედველო დეფოლტი – ბაზელ III-ის დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული ძირითადი პირველადი კაპიტალის, პირველადი კაპიტალის ან/და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნების (შესაბამისად, 4.5%, 6% ან 8%) დარღვევა. სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისათვის, ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან ერთად, საზედამხედველო დეფოლტი გულისხმობს სისტემურობის ბუფერის მოთხოვნის დარღვევასაც;
თ) დასაკუთრებული უძრავი ქონება – უძრავი ქონება, რომელიც დასაკუთრებულია კომერციული ბანკის მიერ მსესხებლის კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დავალიანების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით;
ი) შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტი (POCI) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად განმარტებული ფინანსური ინსტრუმენტი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 27 აპრილის ბრძანება №77/04 - ვებგვერდი, 28.04.2020 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №130/04 - ვებგვერდი, 28.09.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №198/04 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ.
+
მუხლი 3. პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერები
1. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული ბუფერები მოიცავს შემდეგ ბუფერებს:
ა) არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად;
ბ) საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკის ბუფერი, რომელიც მოიცავს:
ბ.ა) სახელობითი კონცენტრაციის ბუფერს ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად;
ბ.ბ) სექტორული კონცენტრაციის ბუფერს ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად;
ბ1) საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერს ამ წესის 61 მუხლის შესაბამისად;
გ) წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი – საზედამხედველო სტრეს-ტესტებზე დაყრდნობით განსაზღვრული ბუფერი ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად;
დ) წმინდა GRAPE ბუფერი – ეროვნული ბანკის მიერ რისკების შეფასების საერთო პროგრამის რისკის კატეგორიების შეფასებისა და ბანკის შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის შედეგების განხილვის ფარგლებში დაწესებული ბუფერი ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.
2. პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის ბუფერების მოთხოვნების დაწესებისა და გაანგარიშებისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ერთი და იმავე რისკისათვის კაპიტალის ორმაგად/მრავალჯერადად მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული რისკი ადეკვატურად არის ასახული საზედამხედველო სტრეს-ტესტების შედეგად განსაზღვრულ ან სხვა რომელიმე ბუფერში, მასზე აღარ მოითხოვება კაპიტალის დამატებითი ბუფერი. ერთი და იმავე რისკისთვის კაპიტალის ორმაგად/მრავალჯერადად მოთხოვნის ასარიდებლად, ეროვნული ბანკი განსაზღვრავს კაპიტალის ბუფერების დაქვითვად ნაწილებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №198/04 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ.
+
მუხლი 4. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი
1. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის დაწესების მიზანია სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკისათვის კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.
2. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის გამოთვლისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის პოზიციები უნდა გამრავლდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ K კოეფიციენტსა და ბაზელ III-ის დებულების მე-8 მუხლში განსაზღვრულ საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ მოთხოვნებზე.
3. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის პოზიციებს მიეკუთვნება ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბალანსო რისკის პოზიციები საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების შემდეგ, რომლებიც დენომინირებულია რისკის პოზიციის დაფარვის წყაროს ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, გარდა შემდეგისა:
ა) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია ამავე კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტებით რისკის პოზიციის ვალუტაში;
ბ) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის მიერ მიღებული შემოსავლები რისკის პოზიციისგან განსხვავებულ ვალუტაში, როცა აღნიშნული შემოსავლები სათანადოდ ჰეჯირებულია და ეფექტურად უზრუნველყოფს შემოსავლების რისკის პოზიციის ვალუტაში დენომინაციას;
გ) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის შემოსავლები რისკის პოზიციისგან განსხვავებულ ვალუტაში, როცა შემოსავლების სიდიდე რეალურად არ იცვლება რისკის პოზიციის ვალუტის კურსის ცვლილებით, რადგან მსესხებლის შემოსავლები არაელასტიური საქონლის გაყიდვიდან მიიღება (მაგალითად, იმპორტირებული საქონლის გაყიდვის საქმიანობა, თუ აღნიშნული საქონელი არაელასტიურია ფასის მიმართ, რაც ადგილობრივი გაცვლითი კურსის გაუფასურების შემთხვევაში და, შედეგად, ლარში დენომინირებული ფასების დონის გაზრდისას არ იწვევს მოცემული საქონლის გაყიდვების მოცულობისა და შესაბამისად მიღებული შემოსავლების შემცირებას). იმისათვის, რომ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციები არ იქნას გათვალისწინებული არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის გაანგარიშებაში, ბანკმა უნდა მიიღოს თანხმობა ეროვნული ბანკისგან კონკრეტული სამეწარმეო საქმიანო(ბე)ბის ასეთად მიჩნევაზე. მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკს უნდა შეეძლოს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ რისკის პოზიციაზე, რომლებიც ამ ქვეპუნქტიდან გამომდინარე არ დაექვემდებარა არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკისთვის კაპიტალის მოთხოვნას.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული K კოეფიციენტი განისაზღვრება შემდეგნაირად: K=40%+(D%-40%)*3. იგი მეტია ან ტოლია 40%-ის და არ აღემატება 100%-ს. საანგარიშგებო t თვისთვის, D არის t-3 თვის ბოლოს არსებული სესხების დოლარიზაცია, რომელიც გამოითვლება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების შეფარდებით მთლიან სესხებთან. სესხები მოიცავს შემდეგი საბალნსო მოთხოვნების ძირ თანხებს: სესხის ხელშეკრულებით კომერციული ბანკის მიერ მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებას (სათანადო უზრუნველყოფით ან მის გარეშე), რომელზეც მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ეს ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. აგრეთვე, სამეურნეო და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემულ ავანსს, დებიტორულ დავალიანებას, ფაქტორინგს, სავალო ფასიან ქაღალდებს და სხვა ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას. ასევე, სესხის და კრედიტის პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემას, ან კომერციული ბანკის იურიდიულ ვალდებულებას, გასცეს კრედიტი ნებისმიერი ფორმით, როგორიცაა ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით სხვა სახელშეკრულებო ვალდებულება კონკრეტული პირობებით, ან ბანკის ნებისმიერი სხვა პირობით. ამასთან, სესხები არ მოიცავს ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული K კოეფიციენტი განისაზღვრება შემდეგნაირად: K=40%+(D%-40%)*3. იგი მეტია ან ტოლია 40%-ის და არ აღემატება 100%-ს. საანგარიშგებო t თვისთვის, D არის t-3 თვის ბოლოს არსებული სესხების დოლარიზაცია, რომელიც გამოითვლება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების შეფარდებით მთლიან სესხებთან. სესხები მოიცავს შემდეგი საბალანსო მოთხოვნების ძირ თანხებს: სესხის ხელშეკრულებით ბანკის მიერ მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებას (სათანადო უზრუნველყოფით ან მის გარეშე), რომელზეც მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ეს ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. აგრეთვე, სამეურნეო და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემულ ავანსს, დებიტორულ დავალიანებას, ფაქტორინგს, სავალო ფასიან ქაღალდებს და სხვა ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას. ამასთან, სესხები არ მოიცავს ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 იანვრის ბრძანება №5/04 - ვებგვერდი, 01.02.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №198/04 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №290/04 - ვებგვერდი, 27.10.2023 წ.
+
მუხლი 5. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერი
1. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის დაწესების მიზანია საკრედიტო პორტფელის ერთი მსესხებლის ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის კონცენტრაციის რისკისათვის კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.
2. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის გაანგარიშების მიზნებისათვის გამოიყენება – Herfindahl-Hirschman Index (HHI), რომელიც გამოითვლება ამ წესის დანართ №1-ში მოცემული ფორმულის შესაბამისად, ბანკის ჯამური რისკის პოზიციის პორტფელში 100 ყველაზე მსხვილი ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის (შემდგომში: ტოპ 100 ურთიერთდაკავშირებული მსესხებელი) რისკის პოზიციის წილის გათვალისწინებით.
3. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერი განისაზღვრება ბაზელ III-ის დებულების საკრედიტო რისკისთვის განსაზღვრული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური 8%-იანი მოთხოვნის თანხის ამ წესის დანართ №2-ის პირველ ცხრილში მოცემული კონცენტრაციის შესაბამისი კაპიტალის მულტიპლიკატორზე გადამრავლებით. ცხრილში მოცემულ HHI ინდექსებს შორის ინტერვალებში ბანკებმა უნდა გამოიყენონ წრფივი ინტერპოლაციის მეთოდი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რისკის პოზიციის ღირებულების განსაზღვრებისთვის ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს ბაზელ III-ის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციის განმარტებით, სადაც სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის დათვლის მიზნებისათვის, გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის მინიმალურ ფაქტორად 0%-ის ნაცვლად აიღება 10%.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რისკის პოზიციების ღირებულების დათვლისას, შესაძლებელია საკრედიტო რისკის მიტიგაციის იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებზეც ბანკს მიღებული აქვს ეროვნული ბანკის შესაბამისი თანხმობა კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისათვის ბაზელ III-ის დებულების შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რისკის პოზიციების ღირებულების დათვლაში არ გაითვალისწინება ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რისკის პოზიციები.
7. (ამოღებულია - 27.09.2022, №130/04).
8. (ამოღებულია - 27.09.2022, №130/04).
9. (ამოღებულია - 27.09.2022, №130/04).
10. (ამოღებულია - 27.09.2022, №130/04).
11. საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკით გამოწვეული დანაკარგების ალბათობა იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბანკის ტოპ 100 ურთიერთდაკავშირებული მსესხებლის ჯამური რისკის პოზიციების პორტფელში ყველაზე მსხვილი რისკის პოზიციების ხარისხი ამავე პორტფელში დარჩენილი რისკის პოზიციების ხარისხზე უარესია. შესაბამისად, ბანკმა კონცენტრაციის ბუფერის დადგენისას, რაოდენობრივ მაჩვენებლებთან ერთად უნდა გაითვალისწინოს კონცენტრაციის ისეთი ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორებიცაა მსხვილი რისკის პოზიციების ხარისხი, მსხვილი მსესხებლის/ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის სექტორის რისკიანობა და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლები.
12. სახელობითი კონცენტრაციის რისკის ხარისხობრივი შეფასების მიზანია სახელობითი კონცენტრაციის დამატებითი ბუფერის განსაზღვრა მაღალი რისკების გამო, თუმცა, იშვიათ შემთხვევაში ფაქტებისა და საკმარისი არგუმენტების პირობებში, შესაძლოა, განხილულ იქნეს მისი შემცირების შესაძლებლობა.
13. კონცენტრაციის რისკის ხარისხობრივი შეფასება უნდა ითვალისწინებდეს მსესხებლის ზომას. იმის გათვალისწინებით, რომ სტრესულ სიტუაციაში მსესხებლის ზომისა და მისი რისკის პროფილის ურთიერთკავშირის შესახებ საერთო მიდგომის განსაზღვრა შეუძლებელია, ბანკმა თავად უნდა შეიმუშავოს შიდა მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მსესხებლის რისკის პროფილს მისი ზომის ზრდის მიხედვით. ამ მიზნით, ბანკმა შესაძლოა გაითვალისწინოს, რა სახის კომპანიაზე (მცირეზე თუ მსხვილზე) გასცემდა სესხს კრიზისულ სიტუაციაში.
14. ბანკმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ხარისხობრივი კონცენტრაციის რისკისათვის საჭირო ბუფერის გამოთვლის შიდა მეთოდოლოგიისა და მოდელის ანგარიშგება და დაასაბუთოს საკუთარი მიდგომების მიზანშეწონილობა.
15. ანალიზისა და დასაბუთების დროს ბანკმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ისტორიული დინამიკა, ასევე სამომავლო პროგნოზი, კერძოდ, შენარჩუნდება, თუ არა იგივე სტატისტიკა. ბანკმა აღნიშნულისათვის შესაძლოა გამოიყენოს წინა წლების გამოცდილება, რომლის მიხედვითაც მსხვილი სესხებიდან მიღებული დანაკარგები აჭარბებდა გრანულარული პორტფელიდან წარმოშობილ დანაკარგებს.
16. იმ შემთხვევაში, თუ სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის ფარგლებში გამოთვლილი ცალკეული რისკის პოზიციებისათვის კაპიტალის მოთხოვნა 100%-ს გადააჭარბებს, ბანკმა შესაბამისი რისკის პოზიციისათვის უნდა დაიცვას კაპიტალის 100%-იანი მოთხოვნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №130/04 - ვებგვერდი, 28.09.2022 წ.
+
მუხლი 6. სექტორული კონცენტრაციის ბუფერი
1. სექტორული კონცენტრაციის ბუფერის დაწესების მიზანია საკრედიტო პორტფელის სექტორის კონცენტრაციის რისკისათვის კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.
2. სექტორული კონცენტრაციის ბუფერი გამოიანგარიშება სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის ანალოგიურად, ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. სექტორული კონცენტრაციის ბუფერის გამოთვლის მიზნით, ამ წესის დანართი №2-ის მე-2 ცხრილში მოცემულია კაპიტალის მულტიპლიკატორები სექტორული კონცენტრაციის სხვადასხვა HHI მაჩვენებლისთვის.
3. რისკის პოზიციების სექტორული ჩაშლა უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მასში მოცემული სექტორები რეალურად არ ასახავს ერთიანი რისკების მიმართ მოწყვლად ან ერთი ქცევის სექტორებს (მაგალითად, ვაჭრობა).
4. თუ ბანკი ფართოდაა წარმოდგენილი რომელიმე სექტორში და დაასაბუთებს, რომ ეს მისი ძირითადი საქმიანობაა, გააჩნია სპეციალიზაცია და ეფექტიანად აფასებს რისკებს, მაშინ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, ბანკისათვის დაწესდეს კაპიტალის ბუფერის უფრო დაბალი მოთხოვნა.
5. იმ შემთხვევაში, თუ სექტორული კონცენტრაციის ბუფერის ფარგლებში გამოთვლილი ცალკეული რისკის პოზიციებისათვის კაპიტალის მოთხოვნა 100%-ს გადააჭარბებს, ბანკმა შესაბამისი რისკის პოზიციისათვის უნდა დაიცვას კაპიტალის 100%-იანი მოთხოვნა.
+
მუხლი 61. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი
1. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დაწესების მიზანია აქტივებისათვის შექმნილი არასაკმარისი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით გამოწვეული საკრედიტო რისკის შემცირება და კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.
2. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი განისაზღვრება თითოეული ბანკისათვის ინდივიდუალურად ამ მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების ჯამის გაყოფით ბანკის მთლიანი რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან.
2. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი განისაზღვრება თითოეული ბანკისათვის ინდივიდუალურად ამ მუხლის მე-3, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების ჯამის გაყოფით ბანკის მთლიანი რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან.
3. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის პირველ კომპონენტს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის საკრედიტო რისკის კატეგორიების მიხედვით ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სცენარის რეზერვის ჯამურ მოცულობასა და ბანკის მიერ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობას შორის სხვაობა.
3. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის პირველ კომპონენტს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის საკრედიტო რისკის კატეგორიების მიხედვით ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თითოეული სცენარის რეზერვის მოცულობასა და ბანკის მიერ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული შესაბამისი დონის ფინანსური ინსტრუმენტებისთვის შექმნილი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობას შორის დადებითი სხვაობების ჯამი. აღნიშნული სხვაობები დათვლილი უნდა იყოს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის საკრედიტო რისკის კატეგორიების მიხედვით სცენარის რეზერვი განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების მოცულობის 2%-ზე გამრავლებით;
ბ) მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების მოცულობის 8%-ზე გამრავლებით;
გ) მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებულ და POCI სტატუსის მქონე თითოეული ფინანსური ინსტრუმენტისთვის უნდა შეირჩეს უდიდესი შემდეგ ორ სიდიდეს შორის:
გ.ა) ბანკის მიერ ფასს-ის საფუძველზე დათვლილი ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი;
გ.ბ) იგივე ფინანსური ინსტრუმენტის მოცულობა გამრავლებული 30%-ზე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის დათვლის მიზნებისთვის, ბანკმა უნდა აიღოს მაქსიმალური, ერთის მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და ბანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის დათვლის მიზნებისთვის, ბანკმა უნდა აიღოს:
ა) მაქსიმალური, ერთი მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და ბანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის;
ბ) მაქსიმალური, ერთი მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და ბანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის;
გ) მაქსიმალური, ერთი მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და ბანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული და POCI სტატუსის მქონე ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის.
6. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დათვლის მიზნებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფინანსურ ინსტრუმენტში მოიაზრება ყველა ის საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ექვემდებარება კლასიფიცირებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ მიხედვით, გარდა შემდეგი ფინანსური ინსტუმენტებისა:
ა) რეპო გარიგების ფარგლებში წარმოშობილი და სესხის სახით აღრიცხული აქტივი, რეპო გარიგებით მიღებული ფასიანი ქაღალდის მონეტარულ ოპერაციებში ეროვნულ ბანკთან დაგირავების შემთხვევაში მისაღები სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობით;
ბ) იმავე ბანკში განთავსებული დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის ნაწილი, როდესაც სესხის ვალუტა და დეპოზიტის ვალუტა არის ერთი და იგივე, სესხის ვადა არ აღემატება დეპოზიტის ვადას და დეპოზიტი უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ. დეპოზიტის სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებისათვის კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს ეროვნული ბანკის თანხმობა საკრედიტო რისკის მიტიგაციის მიზნებისათვის დეპოზიტის გამოყენების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ შესაბამისად;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 35-ე და 36-ე მუხლებით გათვალისწინებული მრავალმხრივი განვითარების ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ და მათ მიერ გარანტირებული მოთხოვნები, ასევე მათი ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხები, უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ფარგლებში და როდესაც უზრუნველყოფის საშუალება უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ;
დ) ეროვნული ბანკის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და მათ მიერ გარანტირებული მოთხოვნები, ასევე მათი ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხები უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ფარგლებში და როდესაც უზრუნველყოფის საშუალება უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყოფილი დეპოზიტის, ფასიანი ქაღალდის რეალიზაციის ვალუტა და სესხის ვალუტა არის სხვადასხვა, დეპოზიტის, ფასიანი ქაღალდის ღირებულება გადაანგარიშებული სესხის ვალუტაში ანგარიშგების თარიღისათვის 20%-ით უნდა აღემატებოდეს სესხის თანხას.
8. ბანკის მიერ ფასს-ის საფუძველზე დათვლილი ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურ მოსალოდნელ საკრედიტო ზარალში მოიაზრება ყველა საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალისა.
9. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის მეორე კომპონენტს წარმოადგენს დასაკუთრებული უძრავი ქონება და სხვა უძრავი ქონება, რაც წარსულში კომერციული ბანკის შენობებად გამოიყენებოდა, თუმცა საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დათვლის მომენტში ამ მიზნით აღარ გამოიყენება, შემდეგი ოდენობებით:
9. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის მეორე კომპონენტს წარმოადგენს დასაკუთრებული უძრავი ქონება და სხვა უძრავი ქონება, რაც წარსულში ბანკის შენობებად გამოიყენებოდა, თუმცა საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დათვლის მომენტში ამ მიზნით აღარ გამოიყენება, შემდეგი ოდენობებით:
ა) უძრავი ქონების ღირებულების 30%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში, ბალანსზე აღრიცხვიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო სხვა ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში;
ა) უძრავი ქონების ღირებულების 30%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში, ბალანსზე აღრიცხვიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო სხვა უძრავი ქონების შემთხვევაში - მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში;
ბ) უძრავი ქონების ღირებულების 50%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში – თუ ქონების ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი და არაუმეტეს სამი წელი, ხოლო სხვა ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი და არაუმეტეს სამი წელი;
ბ) უძრავი ქონების ღირებულების 50%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში – თუ ქონების ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი და არაუმეტეს სამი წელი, ხოლო სხვა უძრავი ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი და არაუმეტეს სამი წელი;
გ) უძრავი ქონების ღირებულების 100%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში – თუ ქონების ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან გასულია სულ მცირე სამი წელი, ხოლო სხვა ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან გასულია სულ მცირე სამი წელი.
გ) უძრავი ქონების ღირებულების 100%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში – თუ ქონების ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან გასულია სულ მცირე სამი წელი, ხოლო სხვა უძრავი ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან გასულია სულ მცირე სამი წელი.
10. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის მესამე კომპონენტს წარმოადგენს საზედამხედველო პროცესში ეროვნული ბანკის შეფასების შესაბამისად გამოვლენილი სხვა საზედამხედველო კორექტირებები. აღნიშნული საზედამხედველო კორექტირებები, მათ შორის, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ფინანსური ინსტრუმენტებისთვის გამოვლენილ არასაკმარის მოსალოდნელ საკრედიტო ზარალს, ინვესტიციების, დასაკუთრებული და სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონების გაუფასურებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №198/04 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №290/04 - ვებგვერდი, 27.10.2023 წ.
+
მუხლი 7. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი
1. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის დაწესების მიზანია დამატებითი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც, საზედამხედველო სტრეს-ტესტებში განსაზღვრული სცენარებისა და რისკ-ფაქტორების რეალიზების შემთხვევაში, დანაკარგების მიღების მიუხედავად, უზრუნველყოფს ბანკის დაცვას საზედამხედველო დეფოლტისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ბანკმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა აწარმოოს საზედამხედველო სტრეს-ტესტები, რომელიც მოიცავს ეკონომიკური ხასიათის სისტემური და სექტორული მნიშვნელობის შოკებსა და იდიოსინკრატულ მოვლენებს, რომელთა გავლენაც ბანკზე მატერიალურია. ამ მიზნით, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნეს როგორც დადებითად კორელირებადი შოკები, ასევე ის შოკები, რომლებიც შესაძლოა ერთდროულად მოხდეს.
3. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს საზედამხედველო სტრეს-ტესტების პარამეტრებს. ამასთან, ბანკი ვალდებულია დამატებით გამოავლინოს მისთვის სპეციფიკური ფაქტორები, რომელთა ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მის ფინანსურ მდგომარეობაზე.
4. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სტრეს-ტესტების სცენარის კომპონენტები და პარამეტრები ექვემდებარება ცვლილებებს, ზოგადად, ეკონომიკასა და კონკრეტულ სექტორში, ასევე, სასაქონლო ბაზრებზე არსებული ტენდენციების შესაბამისად.
5. ბანკი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და პერიოდულობით, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო სტრეს-ტესტების შედეგები.
6. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის განსაზღვრის მიზნით, საზედამხედველო სტრესტესტების შედეგად მიღებული კაპიტალის ბუფერიდან უნდა დაიქვითოს პილარ 1-ის კონსერვაციისა და კონტრციკლური ბუფერები, ასევე პილარ 2-ის ბუფერების დაქვითვადი ნაწილები, მათ შორის, არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის ერთი მესამედი.
7. სისტემური სტრესის მოხდენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ შესაძლოა მოხდეს სტრეს-ტესტების დაშვებების შემსუბუქება, რაც გამოიწვევს წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერების შემცირებას. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის შემცირება ასევე შესაძლებელია იდიოსინკრატული შოკის შემთხვევაშიც.
8. ბანკებმა წმინდა სტრესტესტების ბუფერის მოთხოვნა უნდა დაიცვან წმინდა სტრესტესტების ბუფერის განაკვეთის ზრდის შემთხვევაში მისი გაზრდიდან ერთი წლის ვადაში, ხოლო შემცირების შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია გაზრდილი წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის ამოქმედების ვადა ნაკლები იყოს ერთ წელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №290/04 - ვებგვერდი, 27.10.2023 წ.
+
მუხლი 8. წმინდა GRAPE ბუფერი
1. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესების მიზანია კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა GRAPE-ის ფარგლებში იდენტიფიცირებული იმ რისკებისათვის, რომლებსაც არ მოიცავს ან არასათანადოდ ასახავს ამ წესით განსაზღვრული პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერები.
2. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესებისას გაითვალისწინება რისკის კატეგორიების მიხედვით შეფასებული ინჰერენტული რისკები და შესაბამისი მიტიგანტები. აღნიშნულის ფარგლებში ასევე ხდება ბანკის მიერ დანერგილი შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის შემოწმების შედეგების, ხარისხისა და მისი განვითარების გეგმის გათვალისწინება.
3. წმინდა GRAPE-ის ფარგლებში ბანკისათვის კაპიტალის მოთხოვნების განსაზღვრისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს ბანკის გეგმებს რისკის პროფილის შემცირების კუთხით, სტრესულ სიტუაციაში დამატებითი კაპიტალის მოზიდვის უნარსა და გაჯანსაღების გეგმებს.
4. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესება შესაძლებელია განხორციელდეს უწყვეტი საზედამხედველო ციკლის ნებისმიერ ფაზაში, იქნება ეს ბანკის საერთო რისკის შეფასება თუ ცალკეული რისკის კატეგორიის შეფასება, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღების შედეგად, რასაც ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად.
+
მუხლი 9. მოთხოვნები შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესზე
1. თითოეული ბანკი ვალდებულია გააჩნდეს შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესი, რომელიც ადეკვატურად ასახავს მისთვის რელევანტურ ყველა რისკს. ამასთან, ბანკებს უნდა გააჩნდეთ კაპიტალის დაგეგმვის ჯანსაღი და გამართული პროცესი, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის მხრიდან ბანკის პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის მოთხოვნებისათვის ჩატარებული გამოთვლების მიმართ მეტ ნდობას მაშინ, როცა დაბალი ხარისხის პროცესები, როგორც წესი, იწვევს უფრო მეტად კონსერვატიულ შეფასებასა და კაპიტალის მოთხოვნების ზრდას. ამასთან, კაპიტალის დაგეგმვის პროცესები ადეკვატურად უნდა პასუხობდეს ბიზნესმოდელს, რისკის აპეტიტს, საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას.
2. ამ წესით განსაზღვრული ბუფერების, მათ შორის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციის ბუფერების გამოთვლის ინსტრუქცია არ ზღუდავს ბანკს შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის ფარგლებში განავითაროს და განსახილველად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამ წესისგან განსხვავებული კონცენტრაციის რისკის შეფასების საკუთარი მიდგომები და მოდელი. ამასთან, ბანკმა ამ წესით განსაზღვრული რისკების გარდა უნდა გაითვალისწინოს სხვა რისკები ან მისი გამომწვევი ფაქტორები. მაგალითად, სახელობით და სექტორულ კონცენტრაციასთან ერთად, ბანკი უნდა აფასებდეს გეოგრაფიულ და სხვა ტიპის საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკებს.
+
მუხლი 10. პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერების დაწესება
1. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ბუფერები წესდება ბაზელ III-ის დებულებით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან ერთად ამ წესის დანართ №3-ში მოცემული საილუსტრაციო ცხრილის შესაბამისად.
2. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ნებისმიერი ბუფერის, გარდა საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერისა, მინიმუმ 56%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით, მინიმუმ 75%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს პირველადი კაპიტალის ელემენტებით, ხოლო დარჩენილი წილი (მაქსიმუმ 25%) შესაძლოა დაცული იყოს მეორადი კაპიტალის ელემენტებით. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი სრულად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით.“
2. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ნებისმიერი ბუფერის, გარდა წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერისა და საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერისა, მინიმუმ 56%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით, მინიმუმ 75%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს პირველადი კაპიტალის ელემენტებით, ხოლო დარჩენილი წილი (მაქსიმუმ 25%) შესაძლოა დაცული იყოს მეორადი კაპიტალის ელემენტებით. წმინდა სტრეს-ტესტებისა და საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი სრულად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით.
3. ეროვნული ბანკი, ბანკისათვის დაწესებულ ბუფერებს, საკუთარი შეხედულებისამებრ, პერიოდულად ცვლის ბანკის რისკის პროფილისა და სხვადასხვა სტრესული სიტუაციების ალბათობისა და/ან რეალიზაციის შედეგად.
4. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ჯამური მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს გაცვლითი კურსის წლიური გაუფასურების (გაცვლითი კურსის ცვლილება მოცემული თვის წინა წლის ანალოგიური მაჩვენებლის მიმართ) შედეგად, რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების ზრდით (ლარში გამოხატული რისკის პოზიციების ზრდა გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად) გამოწვეული კაპიტალის მოთხოვნის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული კაპიტალი, რომლითაც მოხდება პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის მოთხოვნის შემცირება, დაითვლება ბანკის მიერ განსაზღვრული და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული მეთოდოლოგიით. კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მეთოდოლოგიის შესაბამისად ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კაპიტალის დაანგარიშება.
6. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი კაპიტალის მოთხოვნებს შეამცირებს ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული მეთოდოლოგიით დათვლილ მაჩვენებელზე მეტად, ბანკი დაარღვევს კომბინირებული ბუფერის მოთხოვნას შემცირებული კაპიტალის იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მეთოდოლოგიით დათვლილ მაჩვენებელს და მასზე გავრცელდება ბაზელ III-ის დებულების 84 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №198/04 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №290/04 - ვებგვერდი, 27.10.2023 წ.
+
მუხლი 11. პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერების დაწესების სიხშირე
1. ამ წესის მე-4-61 მუხლებით განსაზღვრული არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის, საკრედიტო პორტფელის სახელობითი, სექტორული კონცენტრაციის რისკის და საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერები დაითვლება ყოველთვიურად.
2. წმინდა GRAPE ბუფერი ექვემდებარება გადახედვას ყოველწლიურად, ხოლო საბანკო სექტორში ან ბანკში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, რასაც ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად, ბუფერი შესაძლოა შეიცვალოს უფრო ხშირი ინტენსივობით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №198/04 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ.
+
მუხლი 12. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა)
ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციას (ფულად ჯარიმას).
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 27 აპრილის ბრძანება №77/04 - ვებგვერდი, 28.04.2020 წ.
+
მუხლი 13. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესის მე-5-6 მუხლებით განსაზღვრული საკრედიტო პორტფელის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციის ბუფერის მოთხოვნა ამოქმედდეს 2018 წლის პირველი აპრილიდან.
2. 2022 წლის პირველ აპრილამდე ამ წესის მე-5-6 მუხლებითა და მე-8 მუხლით განსაზღვრული საკრედიტო პორტფელის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციისა და წმინდა GRAPE ბუფერების დაცვა შესაძლებელია ამ წესის დანართ N4-ში წარმოდგენილი ცხრილის შესაბამისი პროპორციებით მითითებული პერიოდების შესაბამისად.
3. ამ წესით განსაზღვრული წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №242/04 - ვებგვერდი, 20.12.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №256/04 - ვებგვერდი, 30.12.2019წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი“, №176/04, 18.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016265 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3922136-6/