ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (14 მუხლი)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2017 წლის 21 დეკემბერი ქ. ზუგდიდი |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა
ა) ძვირადღირებული გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) - მაქსიმალური ლიმიტი 250 (ორას ორმოცდაათი ) ლარი;
ბ) „C“ ჰეპატიტის პირველადი დიაგნოსტიკის თანადაფინანსება - მაქსიმალური ლიმიტი 150 (ას ორმოცდაათი ) ლარი ;
გ) სტაციონარული სამედიცინო მომსახურება:
გ.ა) ოპერაციების თანადაფინანსება – მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირები, სიმსივნით დაავადებული პირები, პენსიონრები, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები;
გ.ა.ა) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ოპერაციის ღირებულების ნაწილის დაფინანსების შემთხვევაში თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: თანადაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვასთან/კერძო სადაზღვევო კომპანიასთან – 300.01 (სამასი ლარი და ერთი თეთრი) ლარამდე სრულად, 300.01 (სამას ლარი და ერთი თეთრი)-ლარიდან – 1000 (ერთი ათასი) ლარამდე 60%-ით, 1000 (ერთი ათასი)-ლარიდან 2000 (ორი ათასი) ლარამდე 50%-ით, 2000 (ორი ათასი) ლარის ზევით მაქსიმალური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი) ლარი;
გ.ბ) მოქალაქეები, რომლებსაც ოპერაციის (გარდა ესთეტიური და რეპროდუქტოლოგიური ქირურგიისა) ღირებულება არ უფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის პროგრამებიდან - მაქსიმალური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი) ლარი (ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით);
გ.გ) განსაკუთრებული შემთხვევების (ავტოკატასტროფა, საყოფაცხოვრებო ან სამუშაო მძიმე ტრავმა, ქრონიკული დაავადების გართულება და ა.შ) დროს სხვა პროგრამებით გაუთვალისწინებელი გადაუდებელი, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება კომისიის გადაწყვეტილებით - მაქსიმალური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი ) ლარი;
დ) 0-18 წლამდე ბავშვების აბილიტაცია/რეაბილიტაცია:
დ.ა) აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა 40 ბავშვისთვის. მომსახურების დაფინანსება ყოველთვიურად - 315 (სამას თხუთმეტი) ლარი;
დ.ბ) სხვადასხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება - მაქსიმალური ლიმიტი 500 (ხუთასი) ლარი, წელიწადში ერთხელ. მოსარგებლეები დიაგნოზით:
დ.ბ.ა.) დაუნის სინდრომი;
დ.ბ.ბ) ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80.0 ; G 80.1; G-80.2 ; G-80.3; G- 80.4; G 80.8 ; G -80.9 );
დ.ბ.გ) სხვა პარალიზური სინდრომები (G-81.9; G-82.0 ; G-83.2);
დ.ბ.დ) განვითარების ეტაპების დაყოვნება (R-62.0);
ე) იშვიათი დაავადებების (ცელიაკია და ფენილკეტონურია) მქონე პირების სპეციალიზებული საკვების თანხით უზრუნველყოფა:
ე.ა) ცელიაკია-ყოველთვიურად 250.00 (ორას ორმოცდაათი ) ლარი.
ე.ბ) ფენილკეტონურია - ყოველთვიურად 500.00 (ხუთასი) ლარი.
ვ) ძვირადღირებული მედიკამენტები რომელთა ერთეულის ღირებულება აღემატება 50 (ორმოცდაათი) ლარს - მაქსიმალური ლიმიტი - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი - მოსარგებლეები:
ვ.ა) სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები);
ვ.ბ) 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები:
ვ.გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში შშმ) პირები;
ვ.დ) ონკოლოგიური ავადმყოფები;
ვ.ე) ქრონიკული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გლაუკომა, გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია) მქონე პირები;
ზ) ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი - მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001 -ზე ნაკლები) შშმ პირები; ძალადობის მსხვერპლი; მარჩენალდაკარგული ბავშვის მშობელი;
ზ.ა) პროსტატის სპეციფიურ აგენტზე გამოკვლევა (40-45 წლამდე და 70 წელზე ზევით);
ზ.ბ) ძუძუს კიბოს სკრინინგი (35-40 წლამდე 60 წეზე ზევით);
ზ.გ) საშვილისნოს ყელის კიბოს სკრინინგი (20-25 წლამდე და 60 წელზე ზევით);
ზ.დ) მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი (40-50 წლამდე და 70 წელზე ზევით);
თ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციფიური მოვლის საშუალებების (ექსკრემენტის მიმღები კონტეინერი) დაფინანსება 200.00 (ორასი) ლარი .
ა) განცხადებას;
ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა IV-100/ა-ს (დედანი);
დ) ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);
ე) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ვ) საჭიროების შემთხვევაში შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ზ) ოპერაციის თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვას საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით (დამოწმებული ბეჭდით);
თ) სპეციალიზირებული საკვების თანხის დაფინანსების შემთხვევაში - დამატებით:
თ.ა) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
თ.ბ) ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ა) აქვს პროგრამის სამიზნე ჯგუფის სერვისის განხორციელების სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
ბ) შესაბამის სერვისს უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდი. ამასთან, ქცევითი თერაპევტი არის ბავშვის ქცევითი აშლილობის მართვის უნარ-ჩვევების მქონე დიპლომირებული ან სერტიფიცირებული სპეციალისტი-ფსიქოლოგი. სპეციალური პედაგოგი ან სხვა, რომელსაც გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადება;
გ) უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
2) პროგრამაში ჩასართავად წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა N IV-100/ა), რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს 5 თვე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) პროგრამით მოსარგებლის და ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის), პროგრამით მოსარგებლის დაბადების მოწმობის ქსერო-ასლები, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული, განმცხადებელის/ბენეფიციარის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა.
დ) ვაკანტურ ადგილას პრიორიტეტულად ერთვება ჩართვის მომენტისთვის რიგში მყოფი ყველაზე მცირე ასაკის პირი.
3) მოსარგებლისთვის საგარანტიო წერილის ავტომატურ გაუქმებას იწვევს:
ა) მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა მომსახურების განმახორციელებლის მიერ გაცემული, ქვეპროგრამაში ჩართვის წერილის ვალიდურობის თარიღამდე;
ბ) მოსარგებლის მიერ ინდივიდუალური წლიური გეგმით თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე გარდა ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
გ) საგარანტიო წერილის ავტომატურად გაუქმების მიზეზად არ ჩაითვლება შემთხვევა:
გ.ა) თუ დარღვევა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით;
გ.ბ) მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები) მიზნით არაუმეტეს 1 თვის საგარანტიოს პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში;
გ.გ) დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო მოსარგებლის მიერ საგარანტიო წერილის გამოუყენებლობა.

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.01.2019.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 21.12.2017. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.105.016372.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.01.2019.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 14 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.01.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“, №20, 21.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016372 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3943867/