გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ.“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტების, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
ა) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ბ) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ნებართვისათვის;
გ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი;
დ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
|
ეს წესი აწესრიგებს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, მშენებლობის ნებართვის, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის-სულადობის მიხედვით (სსიპ - სამოქალაქო სერვისების განვითრების სააგენტოს მიერ მოწოდებული მისამართებზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის რეესტრის ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად) . ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის -დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის მომსახურების (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3.გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწული მომსახურების დასუფთავების მოსაკრებლის თანხა განისაზღვრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში - მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. გორის მუნიციპალიტეტში მოსახლე პირი დასუფთავების გადასახადს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი.
7. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.
8. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია, წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთი თანხას.
1. გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი თვეში განისაზღვროს ერთ სულზე 0,5 ლარით, მაგრამ ოჯახზე არაუმეტეს 2 ლარისა.
2. 1 მ3 ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულება განისაზღვროს 6 (ექვსი) ლარით.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4. არ დაერიცხება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა- ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ან/და სტუდენტთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიითი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით, საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.
5. გორის მუნიციპალიტეტის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, მაგრამ არაუმეტეს 10 დღის შეწყვეტის შემთხვევაში (ფორსმაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
7. ორგანიზაციები, დაწესებულებები და იურიდიული პირები, რომლებსაც ნარჩენების შეგროვება, გატანა/ტრანსპორტირებისათვის გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება იურიდიულ პირებთან, თავისუფლდებიან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან დადგენილი სავალდებულო ტერიტორიის დასუფთავების გადასახადის გადახდისგან.
8. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.
9. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელისგან თავისუფლდებიან:
ა) პირველი ჯგუფის ინვალიდები;
ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ოჯახები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა ოჯახები, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა ოჯახები;
გ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 35 000 და ნაკლები ქულის მქონე ოჯახი.
დ) მრავალშვილიანი ( ოთხი და მეტი) ოჯახები;
ე) მიუსაფარ მოხუცთა და ბავშვთა სახლები.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 25 დღის განმავლობაში აბონენტის ნომრის მიხედვით.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელს შეუძლია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
4. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი სრულად ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს წყვეტს სასამართლო, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.
ა) საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობისათვის – 2 (ორი) ლარის ოდენობით.
ბ) არასაცხოვრებელი ობიექტების მშენებლობისთვის – 4 (ოთხი) ლარის ოდენობით.
2. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) ფიზიკურ პირებზე 500 (ხუთასი) ლარი;
ბ) იურიდიულ პირებზე 2000 (ორი ათასი) ლარი.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №25 - ვებგვერდი, 15.08.2022 წ.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე - კვარტალში 28000,00 (ოცდარვა ათასი) ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - 2700,00 (ორი ათას შვიდასი) ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე-ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე- კვარტალში 2000,00 (ორი ათასი) ლარი.
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 5000,00 (ხუთი ათასი) ლარი.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
+
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №54 2017 წლის 21 დეკემბერი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტების, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
+
|
+
დანართი 1+
ზოგადი ნაწილი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
ეს წესი აწესრიგებს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, მშენებლობის ნებართვის, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.+
მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება🔗
ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.+
მუხლი 3. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის🔗
მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ზედამხედველობის სამსახურს. მოსაკრებლების გადახდევინება შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელია განახორციელოს საამისოდ უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა.
+
+
მუხლი 4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის🔗
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისად მართვისთის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.+
მუხლი 5. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელის გადამხდელი🔗
მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს.+
მუხლი 6. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი🔗
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად. 2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის-სულადობის მიხედვით (სსიპ - სამოქალაქო სერვისების განვითრების სააგენტოს მიერ მოწოდებული მისამართებზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის რეესტრის ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად) . ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის -დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის მომსახურების (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 3.გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწული მომსახურების დასუფთავების მოსაკრებლის თანხა განისაზღვრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში - მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 4. გორის მუნიციპალიტეტში მოსახლე პირი დასუფთავების გადასახადს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი. 7. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური. 8. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია, წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. 9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთი თანხას.+
მუხლი 7. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი🔗
1. გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი თვეში განისაზღვროს ერთ სულზე 0,5 ლარით, მაგრამ ოჯახზე არაუმეტეს 2 ლარისა. 2. 1 მ3 ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულება განისაზღვროს 6 (ექვსი) ლარით.+
მუხლი 8. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება🔗
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში მომსახურების მიღების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებიდან.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად. 4. არ დაერიცხება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა- ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ან/და სტუდენტთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიითი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით, საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად. 5. გორის მუნიციპალიტეტის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 6. გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, მაგრამ არაუმეტეს 10 დღის შეწყვეტის შემთხვევაში (ფორსმაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. 7. ორგანიზაციები, დაწესებულებები და იურიდიული პირები, რომლებსაც ნარჩენების შეგროვება, გატანა/ტრანსპორტირებისათვის გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება იურიდიულ პირებთან, თავისუფლდებიან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან დადგენილი სავალდებულო ტერიტორიის დასუფთავების გადასახადის გადახდისგან. 8. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი. 9. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელისგან თავისუფლდებიან: ა) პირველი ჯგუფის ინვალიდები;ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ოჯახები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა ოჯახები, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა ოჯახები;
გ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 35 000 და ნაკლები ქულის მქონე ოჯახი. დ) მრავალშვილიანი ( ოთხი და მეტი) ოჯახები; ე) მიუსაფარ მოხუცთა და ბავშვთა სახლები. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 15.01.2019წ.+
მუხლი 9. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები🔗
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდა წარმოებს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშწორების წესით სააბონენტო ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საფუძველზე. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 25 დღის განმავლობაში აბონენტის ნომრის მიხედვით. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელს შეუძლია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. 4. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი სრულად ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.+
მუხლი 10. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის.🔗
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს წყვეტს სასამართლო, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.+
+
მუხლი 11. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელი.🔗
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელია ნებართვის მაძიებელი მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.+