ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
1. მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომლის ამოცანაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა , ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა - ნაგებობებზე , წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა , მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგზე , გარე რეკლამის განთავსებასა და გარე ვაჭრობაზე ზედამხედველობა , მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და მიწათსარგებლობის წესების დაცვა , ასევე ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება .
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .
3. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით .
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან .
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია :
ა ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება
ბ ) ზედამხედველობისა და მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე -9 მუხლით . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ -ერთ საჯარო მოხელეს .
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან .
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -15 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით . განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ -ერთ საჯარო მოხელეს .
6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე -18 მუხლით . სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .
7. სამსახურის მოსამსახურეების მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლების , მათ შორის , დაწინაურების , გადაყვანისა და ა .შ . წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონის შესაბამისად .
მერიის იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს :
ა ) მერის , მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას , სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ;
ბ ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციების მიცემას საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში ;
გ ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების , ადმინისტრაციული გარიგებების , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას , მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან ;
დ ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში ;
ე ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ;
ვ ) მოქალაქეთა განცხადებების /საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას ;
ზ ) განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე ;
თ ) მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მოწვევის ორგანიზებას ;
ი ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას ;
კ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების , სამსახურებრივი გადაადგილების , გადაყვანის , განთავისუფლების , უფლებამოსილებათა შეჩერების , შვებულებაში გასვლის და მივლინების თაობაზე მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას ;
ლ ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სამართლებრივ საკითხზე კონსულტაციების გაწევა ;
მ ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას ;
ნ ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენას , დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან /და დემონტაჟს , მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენებას ;
ო ) სამშენებლო ,სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა );
პ ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლს ;
ჟ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო - დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გამწვანებული ტერიტორიების , ვიტრინების , კომუნიკაციათა კარადების და ჭების , საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ -ესთეტიკურ მდგომარეობაზე ) კონტროლს ;
რ ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს ;
ს ) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სტელაჟების , სარეკლამო და საინფორმაციო დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა , მათი აღკვეთისა და საჯარიმო სანქციების გამოყენებას ;
ტ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან /და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის , მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას ;
უ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ;
ფ) ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული და დამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განხორციელება;
ქ ) საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად , დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ;
ღ ) ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებას .
ყ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :
ა ) მერის , მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას , სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ;
ბ ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციების მიცემას საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში ;
გ ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების , ადმინისტრაციული გარიგებების , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას , მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან ;
დ ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში ;
ე ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ;
ვ ) მოქალაქეთა განცხადებების /საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას ;
ზ ) განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე ;
თ ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას ;
კ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების , სამსახურებრივი გადაადგილების , გადაყვანის , განთავისუფლების , უფლებამოსილებათა შეჩერების , შვებულებაში გასვლის და მივლინების თაობაზე მომზადებული სამართლებრივი აქტების ვიზირებას ;
ლ ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას ;
მ ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სამართლებრივ საკითხზე კონსულტაციების გაწევას ;
ნ ) მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მოწვევის ორგანიზებას ;
ო ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :
ა ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენას , დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან /და დემონტაჟს , მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენებას ;
ბ ) სამშენებლო ,სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა );
გ ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლს ;
დ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო - დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გამწვანებული ტერიტორიების , ვიტრინების , კომუნიკაციათა კარადების და ჭების , საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ -ესთეტიკურ მდგომარეობაზე ) კონტროლს ;
ე ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს ;
ვ ) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სტელაჟების , სარეკლამო და საინფორმაციო დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა , მათი აღკვეთისა და საჯარიმო სანქციების გამოყენებას ;
ზ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან /და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის , მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას ;
თ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის , პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ;
ი) ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული და დამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განხორციელება;
კ ) საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად , დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ;
ლ ) ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებას .
მ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 06.05.2019წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №52, 22.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016343 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3951024-1/