ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (15)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
დახმარების გაცემისა და მიღების წესი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მაისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.
+
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №74 2017 წლის 25 დეკემბერი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
+
+
|
+
დანართი 1+
მუხლი 1. ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარების სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)🔗
1. ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ:1. ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2018 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:
1. ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2019 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:
11. ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2019 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) შშმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით (2018 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).
11. ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2019 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) შშმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით (2019 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).
31. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ყოველთვიური წახალისების მისაღებად, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები სტუდენტებმა მერიაში უნდა წარადგინონ ყოველი ახალი სასწავლო სემესტრის დასაწყისში. განცხადებისა და დოკუმენტების დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში, დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის თარიღიდან.
4. დახმარება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. 5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 26.01.2018წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 11.04.2018წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 24.01.2019წ.1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, აღმაშენებლის ქ. უ/ნ-ში და დაბა კაზრეთში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები თითოეულ ოჯახზე: ელექტროენერგია თვეში 250 კვ/სთ – ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250 მ3, ხოლო –ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით).
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, სიონის ჩიხი №1-ში (ყოფილი სოფქიმიის შენობაში) მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარი ოჯახების კომუნალური ხარჯები; ელექტროენერგია თვეში 1000კვ-სთ, საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ელ. ენერგია თვეში 250 კვ/სთ – ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250 მ3, ხოლო – ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, სიონის ჩიხი №1-ში (ყოფილი სოფქიმიის შენობა) მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარი ოჯახების კომუნალური ხარჯები: ელექტროენერგია თვეში საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250 მ3, ხოლო – ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით.
ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65000-დან 150 000-მდე და სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2017-2018 წწ. პერიოდში, ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65000-დან 150 000-მდე და სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2018-2019 წწ. პერიოდში, ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
21. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობის დაცვით რეგისტირებულ იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მომართვის მომენტში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა და მომართვის პერიოდში მძიმეა მათი სოციალურ- ეკონომიური მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას, ერთჯერადი მატერიალური დახმარება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, გაეწევათ მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი „ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი სამუშაო ჯგუფის“ დასკვნის საფუძველზე, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე შესწავლის აქტის გათვალისწინებით.
22. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეებისთვის (მსხვერპლი), რომლის უფლებები დაირღვა და რომელსაც სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამისნისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა), სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; დ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის;ე) ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან; 21 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა – ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განმცხადებლის შემოსავლების შესახებ; ხოლო 22 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა – განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად. 5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 26.01.2018წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 11.06.2018წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 19.07.2018წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №35 - ვებგვერდი, 10.08.2018წ.1. .ბინის ქირა აუნაზღაურდებათ სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს (თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად, არაუმეტეს ასი ლარი), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ 2017-2018 წწ. პერიოდში.
1. .ბინის ქირა აუნაზღაურდებათ სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს (თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად, არაუმეტეს ასი ლარი), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ 2018-2019 წწ. პერიოდში.
1. 2018-2019 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარელებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. დაზარალებულ ოჯახებს 500 (ხუთასი) ლარამდე ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად, ხოლო 500 (ხუთასი) ლარის ზემოთ – მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.
ე) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან;
ე) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან;
+
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №74
2017 წლის 25 დეკემბერი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/01/2017, 190020020.35.158.016321).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი
+
დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური
დახმარების გაცემისა და მიღების წესი
ეს წესი განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, დახმარების მიმღებ პირთა (შემდეგში – ბენეფიციარი) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მაისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 მარტის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 21.03.2019წ.
+
მუხლი 1. ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარების სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
გ) მედიკამენტური მკურნალობისათვის (მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში) – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა (რაც არ ფინანსდება აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით).
2. ონკოლოგიურმა პაციენტმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) (ამოღებულია - 18.03.2019, №15);
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 11.04.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 მარტის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 21.03.2019წ.
მუხლი 2. სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსდებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 65 000-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2018-2019 წწ. პერიოდში).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს კალენდარული წლის განმავლობაში დახმარება გაეწევათ:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
3. მედიკამენტური მკურნალობისათვის დახმარება, არაუმეტეს 200 ლარისა, გაეწევათ შემდეგი დაავადებების მქონე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 65000-დან 150000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2018-2019 წწ. პერიოდში):
ა) შაქრიანი დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს;
ბ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ბენეფიციარებს;
გ) პოსტოპერაციული მკურნალობის საჭიროების მქონე ბენეფიციარებს;
დ) ქრონიკული და მწვავე ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებების მქონე ბენეფიციარებს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV -100/ა);
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) (ამოღებულია - 18.03.2019, №15);
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 11.04.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მაისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 24.01.2019წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 მარტის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 21.03.2019წ.
მუხლი 3. მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ყოველთვიური მედიკამენტური მკურნალობით უზრუნველყოფა გაეწევათ შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებს:
ა) ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეებს;
ბ) ბრონქიალური ასთმით და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციით დაავადებულ მოქალაქეებს;
გ) ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეებს;
დ) პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით ყოველი წლის პირველი ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა).
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად განხორციელებული შესყიდვის მიხედვით.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 11.04.2018წ.
მუხლი 4. ფსორიაზით დაავადებული პირების დახმარება
1. ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მათ შორის 65 000-დან 100 000-მდე ქულა, ვისაც მინიჭებული აქვს 2018-2019 წწ. პერიოდში) და იძულებით გადაადგილებული პირების მედიკამენტური მკურნალობით უზრუნველყოფა მოხდება ერთჯერადად, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ე) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ვ) (ამოღებულია - 18.03.2019, №15);
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 24.01.2019წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 მარტის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 21.03.2019წ.
მუხლი 5. ლეიშმანიოზით დაავადებულთა დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. ლეიშმანიოზისა და ლეიშმანიოზის თანმხლები სხვა ინფექციური დაავადებების მქონე ბენეფიციარს სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობისა და სამედიცინო გამოკვლევებისათვის კალენდარული წლის განმავლობაში დახმარება გაეწვა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV- 100/ა);
დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 6. სტუდენტების დახმარება
1. ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2019 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:
ა) ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;
ბ) სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრეტიდებულ უმაღლეს სასწავლებლებში;
გ) სტუდენტებს, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 100 000-მდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში;
დ) სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი ან მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;
ე) სტუდენტებს იმ ოჯახებიდან, რომელ ოჯახშიც არის ორი ან მეტი სტუდენტი.
11. ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2019 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) შშმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით (2019 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).
3. სტუდენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ მოქალაქე ნამდვილად არის მოქმედი სტუდენტი;
დ) (ამოღებულია - 18.03.2019, №15);
ე) დაბადების მოწმობის ასლები (მრავალშვილიანი ოჯახის, ორი სტუდენტის ან ობოლი და მარჩენალდაკარგული სტუდენტის კატეგორიის შემთხვევაში);
ვ) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები (ობოლი და მარჩენალდაკარგული სტუდენტის კატეგორიის შემთხვევაში).
ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სოციალურად დაუცველი სტუდენტის კატეგორიის შემთხვევაში).
თ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ (სოციალური მომსახურების სააგენტოდან).
31. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ყოველთვიური წახალისების მისაღებად, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები სტუდენტებმა მერიაში უნდა წარადგინონ ყოველი ახალი სასწავლო სემესტრის დასაწყისში. განცხადებისა და დოკუმენტების დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში, დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის თარიღიდან.
4. დახმარება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 11.04.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 24.01.2019წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 20.02.2019წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 მარტის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 21.03.2019წ.
მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), აგრეთვე ოჯახებში რეინტენგრირებული ბავშვების და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება
1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება კალენდარული წლის განმავლობაში გაეწევათ შემდეგ ბენეფიციარებს:
ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წელზე მეტი ასაკის პირებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;
ბ) ოჯახში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;
გ) 18-წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მომვლელს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 18-დან 26 წლის ჩათვლით, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას და საჭიროებენ მომვლელის დახმარებას – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ე) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ვ) ყრუ-მუნჯებს – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ ბავშვებსა და შშმ პირებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
3. 18-წლამდე შშმ ბავშვებს, ფიზიოთერაპიისა და სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსების მიზნით, დახმარება არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ ( სოციალური მომსახურების სააგენტოდან);
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
6. ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული დახმარებები გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 11.04.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მაისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 24.01.2019წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 მარტის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 21.03.2019წ.
მუხლი 8. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი ბენეფიციარების დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების ხარჯი:
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების (კოდი 100, 111, 112, 113);
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანების (კოდი 300, 312, 313, 800);
გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების (კოდი 200);
დ) იძულებით გადაადგილებული პირების;
ე) მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის (ვეტერანი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის საბანკო ანგარიში.
3. დახმარება გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 9. გათბობის სეზონისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. გათბობის სეზონის დასაწყისში ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შემდეგი კატეგორიის ოჯახებს:
ა) სოციალურად დაუცველ (65000-მდე სარეიტინგო ქულა) მარტოხელა პენსიონერების ოჯახებს;
ბ) სოციალურად დაუცველ (65000-მდე სარეიტინგო ქულა) შშმ პირების ოჯახებს;
გ) სოციალურად დაუცველ (65000-მდე სარეიტინგო ქულა) მრავალშვილიან (სამი და მეტი არასრულწლოვანი) ოჯახებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ (სოციალური მომსახურების სააგენტოდან).
3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №37 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
მუხლი 10. დედ-მამით ობოლი ბავშვების სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. დედ-მამით ობოლ არასრულწლოვან ბენეფიციარს კალენდარული წლის განმავლობაში დახმარება გაეწევა:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის მეურვემ დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ;
ვ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;
ზ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მაისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.
მუხლი 11. მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ დახმარება
1. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ჩართულ ბენეფიციარებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და მათთვის მინდობით აღზრდის პროგრამა დასრულდა.
2. ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ 22 წლის ასაკის მიღწევამდე.
3. ყოველთვიური დახმარება გაიცემა 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) (ამოღებულია - 18.03.2019, №15);
დ) დამადასტურებელი დოკუმენტი სოციალური მომსახურები სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან, რომ ბენეფიციარი სარგებლობდა მინდობით აღზრდის პროგრამით;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 მარტის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 21.03.2019წ.
მუხლი 12. დახმარება კომუნალურ გადასახადებზე
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, აღმაშენებლის ქ. უ/ნ-ში და დაბა კაზრეთში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები თითოეულ ოჯახზე: ელექტროენერგია თვეში 250 კვ/სთ – ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250 მ3, ხოლო –ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით).
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, სიონის ჩიხი №1-ში (ყოფილი სოფქიმიის შენობა) მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარი ოჯახების კომუნალური ხარჯები: ელექტროენერგია თვეში საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250 მ3, ხოლო – ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით.
3. დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 20.02.2019წ.
მუხლი 13. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მათი ოჯახების სოციალური და სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს:
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს (კოდი 100,111,112,113);
ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს (კოდი 200);
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს (კოდი 300, 500,501, 600, 601, 602, 800).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს 9 მაისისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ 27 სექტემბრისათვის – 500(ხუთასი) ლარის ოდენობით (ოჯახის შემადგენლობიდან მხოლოდ ერთი წევრი).
4. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა ოჯახები მიიღებენ დახმარებას ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (ოჯახის შემადგენლობიდან მხოლოდ ერთი წევრი).
5. ამ მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან/და საბრძოლო მოკვლევის ასლები;
დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს კალენდარული წლის განმავლობაში გაეწევათ შემდეგი სახის სამედიცინო დახმარება:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
8. ამ მუხლის მეექვსე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა);
ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
9. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
10. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მაისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №37 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
მუხლი 14. იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. კალენდარული წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება:
ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მაისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.
მუხლი 15. ვირუსული ჰეპატიტებითა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება
1. ვირუსული ჰეპატიტების და ფარისებრი ჯირკვლის (დაზუსტებული ნოზოლოგიის შემთხვევაში) დაავადებების მქონე მოქალაქეებს სამედიცინო (სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობები და სამედიცინო გამოკვლევები) დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) (ამოღებულია - 18.03.2019, №15);
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 19.07.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 მარტის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 21.03.2019წ.
მუხლი 16. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარება
1. ერთჯერად მატერიალურ (ფულად) დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები:
ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს, ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით;
ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65000-დან 150 000-მდე და სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2018-2019 წწ. პერიოდში, ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
2. ასი და მეტი წლოვანების ხანდაზმულს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
21. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობის დაცვით რეგისტირებულ იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მომართვის მომენტში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა და მომართვის პერიოდში მძიმეა მათი სოციალურ- ეკონომიური მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას, ერთჯერადი მატერიალური დახმარება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, გაეწევათ მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი „ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი სამუშაო ჯგუფის“ დასკვნის საფუძველზე, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე შესწავლის აქტის გათვალისწინებით.
22. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეებისთვის (მსხვერპლი), რომლის უფლებები დაირღვა და რომელსაც სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამისნისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა), სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) (ამოღებულია - 18.03.2019, №15);
ე) ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან; 21 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა – ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განმცხადებლის შემოსავლების შესახებ; ხოლო 22 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა – განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 11.06.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 19.07.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №35 - ვებგვერდი, 10.08.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 20.02.2019წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 მარტის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 21.03.2019წ.
მუხლი 17. ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანემიით დაავადებული ბავშვების დახმარება
1. ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანემიით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, წელიწადში არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა თითოეულ დაავადებულზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) ანგარიშ-ფაქტურა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
მუხლი 18. სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების ბინის ქირითა და კომუნალური ხარჯებით უზრუნველყოფა
1. .ბინის ქირა აუნაზღაურდებათ სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს (თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად, არაუმეტეს ასი ლარი), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ 2018-2019 წწ. პერიოდში.
2. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) (ამოღებულია - 18.03.2019, №15);
დ) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ზ) გახარჯული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ოდენობის დამადასტურებელ ქვითარი (ბენეფიციარი მუნიციპალიტეტში წარმოდგენს ყოველთვიურად).
3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტისმერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად.
4. ბინის ქირის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით დამქირავებლის პირად ანგარიშზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 20.02.2019წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 მარტის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 21.03.2019წ.
მუხლი 19. სოციალურად დაუცველი 18 წლამდე არასრულწლოვნების ლოგოპედის მომსახურების უზრუნველყოფა
1. ლოგოპედის მომსახურების საფასური 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდებათ შემდეგი კატეგორიის 18 წლამდე არასწრულწლოვნებს:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს;
ბ) ობოლ არასრულწლოვნებს;
გ) დაუნის სინდრომით, აუტიზმით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სმენადაქვეითებულ (მეოთხე ხარისხის სმენაჩლუნგობა) ბავშვებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების ან/და პირადობის მოწმობის ასლი;
დ) (ამოღებულია - 18.03.2019, №15);
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ვ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
თ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ (სოციალური მომსახურების სააგენტოდან);
ი) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100-IV);
კ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) შესაბამისი დაწესებულებიდან.
3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 მარტის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 21.03.2019წ.
მუხლი 20. ერთ წლამდე ბავშვების (სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა) კვებით უზრუნველყოფა
1. სოციალურად დაუცველ ოჯახებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა), ერთ წლამდე ბავშვების კვებით უზრუნველსაყოფად, დახმარება გაეწევათ თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მითითებული იქნება, რა სახის საკვებს საჭიროებს ბავშვი (ფორმა №100);
გ) ანგარიშფაქტურა/ინვოისი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 21. სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება
1. 2018-2019 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარელებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. დაზარალებულ ოჯახებს 500 (ხუთასი) ლარამდე ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად, ხოლო 500 (ხუთასი) ლარის ზემოთ – მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა.
2.(ამოღებულია - 18.03.2019, №15);
3. (ამოღებულია - 18.03.2019, №15);
4. სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე, საქონლის სადგომზე, საქონლის საკვებსა (თივა) და საკვების შესანახ თავლაზე მიყენებული ზიანის აღსადგენად დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
5. მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე, აგრეთვე საქონლის სადგომზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში, დაზარალებულ ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა, ხოლო საქონლის საკვებზე (თივა), აგრეთვე საკვების (თივა) შესანახ თავლაზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში – არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარისა.“.
6. ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან;
ვ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ; ზ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.გ) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან;
დ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ.
7. ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა აღემატება 500 ლარს.
8. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ზარალის ანაზღაურება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.
9. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტისგან მიღებული ფულადი დახმარება, რის შესახებაც ბენეფიციარს, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს შორის ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 27.02.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 11.04.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 24.01.2019წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 20.02.2019წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 მარტის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 21.03.2019წ.
მუხლი 22. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევებისთვის სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე დახმარების გაცემა
1. ბოლნისის მუნიციპლიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობის დაცვით რეგისტირებული იმ გაჭირვებული მოქალაქეების (ოჯახების), რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მომართვის პერიოდში მძიმეა (ოჯახების) სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისათვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ., ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით დახმარება გაეწიოს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობის თანხით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე, რომელსაც ანგარიშის სახით აწვდის ინფორმაციას ყოველი ექვსთვიანი პერიოდის მომდევნო თვის ბოლომდე და ასევე მუნიციპალიტეტის მერის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
3. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV- 100/ა);
დ) ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი ან წინასწარი კალკულაცია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) (ამოღებულია - 18.03.2019, №15);
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მაისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 11.06.2018წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 მარტის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 21.03.2019წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, №74, 25.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016399 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3951623-10/