საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
თავი I
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ. მუხლი 2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანადართული ცხრილის შესაბამისად:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ. მუხლი 3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემოსავლები 11 338,466 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ. მუხლი 4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 3050,000 ათასი ლარის ოდენობით:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ. მუხლი 5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7118,466 ათასი ლარის ოდენობით:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ. მუხლი 6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1170,0 ათასი ლარის ოდენობით:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ. მუხლი 7. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8232.600 ათასი ლარის ოდენობით:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ. მუხლი 8. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3963.030 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4063.030 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
ბ) განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,000 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ. მუხლი 9. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -857,164 ათასი ლარის ოდენობით. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ. მუხლი 10. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
1. განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-857,164) ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 857,164 ათასი ლარის ოდენობით. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
მუხლი 11. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (0,0) ათასი ლარის ოდენობით. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
მუხლი 12. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 200,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
მუხლი 13. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 210.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 85.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის - 116,6 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 2,0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ. მუხლი 14. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
1. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ. მუხლი 15. ამოღებულია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
თავი II
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ასევე განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია და რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება, დასრულდება 2016 წელს დაწყებული სოფლების დუზაგრამა-თულარის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები (2.4კმ); განხორციელდება სოფელ პატარძეულში „ჩიხლაანთ უბანში“ გზის მოასფალტება (0,9კმ), სოფელ ხაშმში შესასვლელი გზის მოასფალტება (1,5კმ), სოფლების ვერხვიანი-ყანდაურის დამაკავშირებელი გზის 0,5კმ-იანი მონაკვეთის მოასფალტება, სოფელ მანავში გადასასვლელი ხიდის მოწყობა,სოფელ პატარძეულში გ.ლეონიძის სახლმუზეუმამდე მისასვლელი გზის მოასფალტება; ქ.საგარეჯოში: ცენტრალურ ქუჩებთან დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზების მოასფალტება (მარჯანიშვილის ქუჩა,მამისაშვილის ქუჩა მესამე და პირველი შესახვევები, ჩოლოყაშვილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა და ლესელიძის ქუჩა), კახეთის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები 0,8კმ-იანი მონაკვეთი, დოდაშვილის ქუჩის დარჩენილი ნაწილის მოასფალტება, არაყიშვილის ქუჩის მოასფალტება (0,6კმ). ბ. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოვება, არსებული ქსელის მოვლა–შენახვა და მისი ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, ქალაქ საგარეჯოს და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ნაგვის გატანა კვირაში ორჯერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სათავე ნაგებობების და ქსელების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და გაწმენდა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევების ნატანებისაგან გაწმენდა. ბ.ა წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, არსებული წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება, სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა-რეაბილიტაცია, სოფელ გიორგიწმინდაში სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის რეაბილიტაცია, სოფელ წყაროსთავში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა, ქ.საგარეჯოში ე.წ. სადგურის ზედა უბანშიჭაბურღილის და რეზერვუარის მოწყობა; სოფლებში დაზიანებული სასმელი წყლის ქსელების დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ტერიტორიაზე არსებული სათავე-ნაგებობების, რეზერვუარების, შიდა საუბნო და ცენტრალური ქსელების, სატუმბი სადგურების მოვლა–-პატრონობა (დარეგულირება) და რეცხვა–დეზინფექცია სადეზინფექციო საშუალებებით. წყლის საანალიზო სინჯების აღება არსებულ სანიტარულ ნორმებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით, ასევე მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ჩატარება. ბ.ბ გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქუჩების განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და არსებული ნათურების ნაწილის შეცვლა ახალი დიოდური სანათებით, საგარეჯო-ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზაზე მოხდება გარე განათების ლედი სანათებით ამოცვლა. მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა. განხორციელდება ახალი გარე განათების მოწყობა სოფელ კოჭბაანში, გომბორში, ანთოკში და გიორგიწმინდაში. ბ.გ გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ საგარეჯოს 49 ქუჩიდან, სოფელ გიორგიწმინდის, ნინოწმინდის, წყაროსთავის, პატარძეულის, თოხლიაურის და მანავის მოსახლეობიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა ორ დღეში ერთხელ. სოფელ ხაშმიდან, სოფელ დიდი ჩაილურიდან და სოფელ პატარა ჩაილურიდან სამ დღეში ერთხელ.მუნიციპალიტეტის დანარჩენი სოფლებიდან ნაგვის გატანა კვირაში ორჯერ მუნიციპალიტეტის ნაგავმზიდი მანქანებით; ასევე განხორციელდება ქალაქ საგარეჯოს ცენტრალური ქუჩების და მოედნების დაგვა–დასუფთავება, წყალსადინარი არხების გაწმენდა ქ.საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდის და ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩებზე, „ტიკიაურის ხევის“ სანიაღვრე არხის გაწმენდა და მოვლა-პატრონობა. ზამთრის პერიოდში გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ახალი ბუნკერების შეძენა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების მოვლა–პატრონობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.საგარეჯოში და სოფელ ნინოწმინდაში სანიაღვრე არხების მოწყობა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევების კალაპოტების ნატანებისაგან გაწმენდა, რადგან არ მოხდეს მოსახლეობის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვა, არ მოხდეს წყლის ნაკადის ცენტრალურ გზაზე გადასვლა და ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება, ასევე გზების გაწმენდის სამუშაოები. დაფინანსდება ამ მიმართულებით გამოსაყენებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მძიმე ტექნიკის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები და მოხდება შპს „საგარეჯო“-ს სუბსიდირება. გ. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა. დაფინანსდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები-ქ.საგარეჯოში კოსტავას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების ასფალტის საფარით მოწყობა. ქ.საგარეჯოში დავით აღმაშენებლის ქ#9-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობის სამუშაოები, გაგრძელდება 2017 წელს დაწყებული ქ.საგარეჯოში სტადიონის რეაბილიტაციის და საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ტურისტული ობიექტი“ცივ-გომბორის გადმოსახედი“ მოწყობის თანადაფინანსება. სოფელ კოჭბაანში და სოფელ გომბორში მოეწყობა მინი სტადიონები. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ა.სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამას ახორციელებს ა(ა)იპ „საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 28 სკოლამდელი დაწესებულება და ორი ალტერნატიული ჯგუფი (60 ბავშვით), სადაც სწავლობს 1338 აღსაზრდელი, კვება გათვალისწინებულია 1338 ბავშვის. კვლავ მოხდება საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსება, განხორციელდება ქ.საგარეჯოს #5 ს/ბაღის შენობის რეაბილიტაცია, მოეწყობა ახალი საბავშვო ბაღი სოფელ კოჭბაანში და სოფელ სათაფლეში. კვლავ მოხდება საბავშვო ბაღებში ავეჯისა და ინვენტარის განახლება, ეზოების კეთილმოწყობა. დაფინანსდება სოფელ მანავში სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელების ტრანსპორტირება 3კმ-ზე (ყოველდღიურად), სოფელ კოჭბაანიდან სოფელ გომბორის ს/ბაღამდე სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელების ტრანსპორტირება 7-8კმ-ზე (ყოველდღიურად). ბ. ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამა ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეთა ესთეტიკური და სულიერი აღზრდის ხელშეწყობას და მათი მხატრულ-შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას, ასევე არაქართველი მოსახლეობისთვის ქართული ენის შესწავლას. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლენა. ა. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, სპორტის სხვადასხვა სახეობის (ფეხბურთის, ცურვა, თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, მძეოსნობა, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა, რაგბი, ჭადრაკი, ტაიკვანდო, უშუ, მკლავჭიდი) განვითარების პოპულარიზაცია, სხვადასხვა ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ა.ა სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამა მოიცავს ა(ა)იპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების" დაფინასებას, ფუნქციონირებს ჭადრაკის, ფეხბურთის, თავისუფალი ჭიდაობის, ძიუდოს, მძეოსნობის, ბერძნულ–რომაული ჭიდაობის, რაგბის, კალათბურთის, ტაიკვანდოს, უშუს და მკლავჭიდის სექციები, რომელიც აერთიანებს 700-მდე მოსწავლეს. დაემატება ახალი სპორტული სექციები კრივი, ქალთა ძიუდო, კიგბოქსინგის სექცია. თავისუფალ ჭიდაობაში და ძიუდოში სოფლებში დაემატა სექციები. ქვეპროგრამა ასევე მოიცავს ა(ა)იპ "საგარეჯოს N105 კომპლექსური სასპორტო სკოლის“ ფინანსურ მხარდაჭერას. ა.ბ სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სპორტსმენების ტურნირებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის ფინანსურ მხარდაჭერას. ბ. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა. ბ.ა კულტურის ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურის ობიექტების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა, წიგნადი ფონდის განახლება თანამედრვე ლიტერატურით, ადგილობრივი მნიშვნელობის თეატრის რეპერტუარის განახლება, კულტურული დაწესებულებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მოსწავლეთათვის დაწყებითი სამუსიკო განათლების მიცემა, სასწავლებელი მოიცავს შემდეგ დარგებს: საფორტეპიანო, სავიოლინო, ვოკალური, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების გაცნობა, მოსწავლეთათვის ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება, მუსიკალურ განათლებას იღებს 230 მოსწავლე. ბ.ბ კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე სადღესასწაულო დღეებში განხორციელდება სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ჩატარდება „დავით გარეჯობისთვის“ მიძღვნილი ღონისძიება, ღონისძიება „კოდაობა“, საახალწლო ღონისძიება. დაფინანსდება გამოჩენილი ადამიანების დაჯილდოვება. გ.საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარებაში. ჩატარდება ტრენინგ-სემინარები, ფორუმები, ინტელექტუალურ–შემეცნებითი, გასართობი თამაშები, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო კონკურსები და სხვა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს შემოქმედებითი ახალგაზრდების პოპულარიზაციას (გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, კონცერტები და სხვა), ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას (ლაშქრობები, ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში). დ. საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო გაზეთის გამოშვება, რომლის მიზანია საგარეჯოს მოსახლეობის ინფორმირება რაიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, დერატიზაციის, დეზინფექციის და საბონიფიკაციო ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა. მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება სოფლის ამბულატორიების მომსახურება, ექიმთა დამაგრების მიზნით ხელფასზე დანამატის დაფინანსება (სოფელი უდაბნო მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 30 კმ-ით, სოფელში არის ამბულატორია, მაგრამ მძიმე პირობების გამო ჭირს ექიმთა სოფელში დამაგრება). ბ. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას,სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის და ოპერაციის დაფინანსება ღირებულების 70%-ით (არაუმეტეს 1000 ლარისა, 3000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში არაუმეტეს 1500 ლარისა), ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით (არაუმეტეს 500 ლარისა), უპატრონო მიცვალებულის, სოციალურის სტატუსის მქონე პირთა დაკრძალვის ხარჯი და დევნილი პირის დაკრძალვის ხარჯი თითოეულზე 300 ლარის ოდენობით, დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა დახმარება (ტრანსპორტის ხარჯი) თითოეულზე თვეში 100 ლარი, 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულების დახმარება თითოეულზე 100 ლარი, სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირის ასანაზღაურებელი კომპენსაცია), საგარეჯოს ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე პირის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ოჯახის სოციალური დაცვა. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება 0-დან 125000 ქულამდე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების მატერიალური დახმარება (ოჯახზე 300ლარი), ახალშობილთა დახმარება (200ლარი) და მარტოხელა დედების დახმარება (150ლარი). ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უდედმამო ბავშვების (18 წლამდე) დახმარება თვეში 100 ლარის ოდენობით, ს.უდაბნოდან ქ.საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება კვირაში ორჯერ მთელი წლის განმავლობაში და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სააღდგომო სასურსათო ამანათების გადაცემა. ბ.ბ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (18 წლამდე) დახმარება 300 ლარის ოდენობით. ბ.გ უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი 230 ბენეფიციალის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. ქალაქ საგარეჯოში ფუნქციონირებს 2 უფასო სასადილო. ბ.დ ხანდაზმულთა ცენტრის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ხანდაზმულთა დღის ცენტრის მენეჯერის ხელფასის და კომუნალური გადასახადების გადახდა, ხანდაზმულთა (90 წლის და მეტი) დახმარება, ბ.ე ვეტერანთა დახმარების და დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამამულო ომის მომაწილეთა დახმარება და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება თითოეულ ბენეფიციალზე 300 ლარის ოდენობით. 5. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს. პროგრამის მიზანია სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, სამსახურის წინაშე დასმული ამოცანების კომპეტენტურად და წარმატებით გადაწყვეტა, სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და შემდგომში თითოეული მათგანის კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ეფექტურობის ამაღლება. 6. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მათი ტრანსპორტირების ღონისძიებები. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
მუხლი17.
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
+
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2017 წლის 26 დეკემბერი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობა 10 314.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებიდან აღებული გრანტი 5994.5 ათასი ლარი, აქედან გათანაბრებითი ტრანსფერი 5784.5 ათასი ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 210,0 ათასი ლარი. გადასახდელების მოცულობა განისაზღვროს 10 314.5 ათასი ლარით (დანართი თან ერთვის).
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი
+
დანართი
+
თავი I
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
მუხლი 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი🔗
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
დასახელება
2016 წლის ფაქტი
2017 წლის ფაქტი
2018 წლის გეგმა
სულ
სულ
სულ
მათ შორის
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები
საკუთარი შემოსავლები
შემოსავლები
11 356,0
10 638,1
11468,466
1253,966
10214,500
გადასახადები
3 365,8
3 270,0
3050,000
0,000
3050,000
გრანტები
6 678,6
6 124,8
7248,466
1253,966
5994,500
სხვა შემოსავლები
1 311,6
1 243,3
1170,000
0,000
1170,000
ხარჯები
6 958,3
7 009,1
8372,602
145,000
8227,602
შრომის ანაზღაურება
1 669,1
1 316,6
1902,000
0,000
1902,000
საქონელი და მომსახურება
1 326,8
1 669,8
1763,156
0,000
1763,156
პროცენტი
2,753
1,017
0,000
0,000
0,000
სუბსიდიები
3 240,8
3 227,4
3702,346
0,000
3702,346
გრანტები
35,3
12,5
12,500
0,000
12,500
სოციალური უზრუნველყოფა
533,3
632,1
637,900
0,000
637,900
სხვა ხარჯები
150,245
149,611
354,700
145,000
209,700
საოპერაციო სალდო
4 397,7
3 629,1
3095,864
1108,966
1986,898
არაფინანსური აქტივების ცვლილება
4 017,0
4 620,6
4006,218
1766,072
2240,147
ზრდა
4 544,5
4 690,6
4106,218
1766,072
2340,147
კლება
527,5
70,0
100,000
0,000
100,000
მთლიანი სალდო
380,7
-991,5
-910,354
-657,106
-253,249
ფინანსური აქტივების ცვლილება
351,0
-1 008,2
-910,354
-657,106
-253,249
ზრდა
379,9
0,0
0,000
0,000
0,000
კლება
28,9
1 008,2
910,354
657,106
253,249
ვალდებულებების ცვლილება
-29,7
-16,7
0,000
0,000
0,000
კლება
29,7
0,0
0,000
0,000
0,000
საშინაო
29,7
16,7
0,000
0,000
0,000
ბალანსი
0,000
0,000
0,000
0,000
0,000
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
მუხლი 2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება🔗
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანადართული ცხრილის შესაბამისად:
დასახელება
2016 წლის ფაქტი
2017 წლის ფაქტი
2018 წლის გეგმა
შემოსულობები
11883,535
10708,178
11568,466
შემოსავლები
11356,017
10638,132
11468,466
არაფინანსური აქტივების კლება
527,518
70,047
100,000
ფინანსური აქტივების კლება (ნაშთის გამოკლებით)
-2197,730
-1590,063
-679,709
ვალდებულებების ზრდა
0,0
0,0
0,0
გადასახდელები
11532,525
11716,363
12478,820
ხარჯები
6958,321
7009,076
8372,602
არაფინანსური აქტივების ზრდა
4544,517
4690,601
4106,218
ფინანსური აქტივების ზრდა (ნაშთის გამოკლებით)
-1846,73
-2598,249
-1590,063
ვალდებულებების კლება
29,7
16,7
0,0
ნაშთის ცვლილება
351,010
-1008,185
-910,354
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
მუხლი 3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები🔗
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემოსავლები 11468,466 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
დასახელება
2016 წლის ფაქტი
2017 წლის ფაქტი
2018 წლის გეგმა
სულ
მათ შორის
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან გამოყოფილი ტრანსფერი
საკუთარი შემოსავლები
შემოსავლები
11356,017
10638,132
11468,466
1253,966
10214,500
გადასახადები
3365,794
3270,026
3050,000
0,000
3050,000
გრანტები
6678,587
6124,798
7248,466
1253,966
5994,500
სხვა შემოსავლები
1311,637
1243,308
1170,000
0,000
1170,000
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
მუხლი 4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები🔗
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 3050,000 ათასი ლარის ოდენობით:
დასახელება
2016 წლის ფაქტი
2017 წლის ფაქტი
2018 წლის გეგმა
გადასახადები
3365,794
3270,026
3050,000
ქონების გადასახადი
2758,705
2726,977
2550,000
საქართველოს საწარმოთა ქონებაზე (გარდა მიწისა)
880,486
698,721
725,000
ფიზიკურ პირთა ქონებაზე (გარდა მიწისა)
11,151
12,381
15,000
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
1562,848
1723,629
1560,000
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
304,221
292,246
250,000
საშემოსავლო გადასახადი
607,088
543,049
500,000
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
მუხლი 5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები🔗
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7428,466 ათასი ლარის ოდენობით:
დასახელება
2016 წლის ფაქტი
2017 წლის ფაქტი
2018 წლის გეგმა
გრანტები
6678,587
6124,798
7428,466
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი
6678,587
6124,798
7233,466
ბიუჯეტით გათვალისწინებული ტრანსფერები
3270,500
4098,600
5994,500
გათანაბრებითი ტრანსფერი
3060,500
3888,600
5784,500
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად
210,000
210,000
210,000
ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები
3408,087
2026,198
1238,966
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი
2325,924
2026,198
1238,966
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
1082,163
0,0
0,0
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
მუხლი 6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები🔗
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1170,0 ათასი ლარის ოდენობით:
დასახელება
2016 წლის ფაქტი
2017 წლის ფაქტი
2018 წლის გეგმა
სხვა შემოსავლები
1311,637
1243,308
1170,000
შემოსავლები საკუთრებიდან
715,390
663,334
590,000
პროცენტები
104,779
87,845
80,000
რენტა
610,611
575,489
510,000
მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
581,305
553,394
500,000
შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან
29,306
22,095
10,000
საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია
90,868
87,601
80,000
ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახდელები
85,230
81,869
74,000
სანებართვო მოსაკრებელი
42,819
34,032
32,000
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი
0,0
0.0
0.0
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი
1,200
2,200
2,000
ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
41,135
45,637
40,000
არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება
5,638
5,732
6,000
შემოსავლები მომსახურების გაწევიდან
5,638
5,732
6,000
ჯარიმები, სანქციები და საურავები
504,289
491,773
500,000
შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები
1,090
0,600
0,000
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
მუხლი 7. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები🔗
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8372,602 ათასი ლარის ოდენობით:
დასახელება
2016 წლის ფაქტი
2017 წლის ფაქტი
2018 წლის გეგმა
სულ
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდები
საკუთარი შემოსავლები
ხარჯები
6 958,3
7009,076
8372,602
145,000
8227,602
შრომის ანაზღაურება
1 669,1
1316,647
1902,000
0,000
1902,000
საქონელი და მომსახურება
1 326,8
1669,771
1902,000
0,000
1902,000
პროცენტი
2,753
1,017
0,000
0,000
0,000
სუბსიდიები
3 240,8
3227,422
3702,346
0,000
3702,346
გრანტები
35,3
12,500
12,500
0,000
12,500
სოციალური უზრუნველყოფა
533,3
632,109
637,900
0,000
637,900
სხვა ხარჯები
150,245
149,611
354,700
145,000
209,700
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
მუხლი 8. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება🔗
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4006,218 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4106,218 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
კოდი
დასახელება
2016 წლის ფაქტი
2017 წლის ფაქტი
2018 წლის გეგმა
სულ
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდები
საკუთარი შემოსავლები
01 00
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
32,041
21,898
365,800
0,000
365,800
02 00
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
0
1,260
0,000
0,000
0,000
03 00
ინფრასტრუქტურის მშენებლობლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
4250,137
4219,189
3572,794
1760,647
1812,147
04 00
განათლება
217,231
428,913
109,124
5,424
103,700
05 00
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი
15,946
17,645
58,500
0,000
58,500
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
29,162
1,696
0,000
0,000
0,000
ბ) განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,000 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
დასახელება
2016 წლის ფაქტი
2017 წლის ფაქტი
2018 წლის გეგმა
არაფინანსური აქტივების კლება
527,518
70,047
100,000
ძირითადი აქტივები
4,411
23,110
30,000
მატერიალური მარაგები
0
0,000
0,000
ფასეულობები
0
0,000
0,000
არაწარმოებული აქტივები
523,108
46,936
70,000
მიწა
523,108
46,936
70,000
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
მუხლი 9. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო🔗
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს (-910,354) ათასი ლარის ოდენობით.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
მუხლი 10. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება🔗
1. განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-910,354) ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 910,354 ათასი ლარის ოდენობით.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
მუხლი 11. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება🔗
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (0,0) ათასი ლარის ოდენობით.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
მუხლი 12. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი🔗
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 200,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
მუხლი 13. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი🔗
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 210.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 85.0 ათასი ლარი;
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის – 116,6 ათასი ლარი;
გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 2,0 ათასი ლარი.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
მუხლი 14. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა🔗
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
მუხლი 15. ამოღებულია🔗
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
მუხლი 16. ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები🔗
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ასევე განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ა. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია და რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება, დასრულდება 2016 წელს დაწყებული სოფლების დუზაგრამა-თულარის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები (2.4კმ); განხორციელდება სოფელ პატარძეულში „ჩიხლაანთ უბანში“ გზის მოასფალტება (0,9კმ), სოფელ ხაშმში შესასვლელი გზის მოასფალტება (1,5კმ), სოფლების ვერხვიანი-ყანდაურის დამაკავშირებელი გზის 0,5კმ-იანი მონაკვეთის მოასფალტება, სოფელ მანავში გადასასვლელი ხიდის მოწყობა,სოფელ პატარძეულში გ.ლეონიძის სახლმუზეუმამდე მისასვლელი გზის მოასფალტება; ქ.საგარეჯოში: ცენტრალურ ქუჩებთან დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზების მოასფალტება (მარჯანიშვილის ქუჩა,მამისაშვილის ქუჩა მესამე და პირველი შესახვევები, ჩოლოყაშვილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა და ლესელიძის ქუჩა), კახეთის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები 0,8კმ-იანი მონაკვეთი, დოდაშვილის ქუჩის დარჩენილი ნაწილის მოასფალტება, არაყიშვილის ქუჩის მოასფალტება (0,6კმ).
ბ. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოვება, არსებული ქსელის მოვლა–შენახვა და მისი ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, ქალაქ საგარეჯოს და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ნაგვის გატანა კვირაში ორჯერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სათავე ნაგებობების და ქსელების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და გაწმენდა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევების ნატანებისაგან გაწმენდა.
ბ.ა წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, არსებული წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება, სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა-რეაბილიტაცია, სოფელ გიორგიწმინდაში სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის რეაბილიტაცია, სოფელ წყაროსთავში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა, ქ.საგარეჯოში ე.წ. სადგურის ზედა უბანშიჭაბურღილის და რეზერვუარის მოწყობა; სოფლებში დაზიანებული სასმელი წყლის ქსელების დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ტერიტორიაზე არსებული სათავე-ნაგებობების, რეზერვუარების, შიდა საუბნო და ცენტრალური ქსელების, სატუმბი სადგურების მოვლა–-პატრონობა (დარეგულირება) და რეცხვა–დეზინფექცია სადეზინფექციო საშუალებებით. წყლის საანალიზო სინჯების აღება არსებულ სანიტარულ ნორმებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით, ასევე მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ჩატარება.
ბ.ბ გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქუჩების განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და არსებული ნათურების ნაწილის შეცვლა ახალი დიოდური სანათებით, საგარეჯო-ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზაზე მოხდება გარე განათების ლედი სანათებით ამოცვლა. მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა. განხორციელდება ახალი გარე განათების მოწყობა სოფელ კოჭბაანში, გომბორში, ანთოკში და გიორგიწმინდაში.
ბ.გ გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ საგარეჯოს 49 ქუჩიდან, სოფელ გიორგიწმინდის, ნინოწმინდის, წყაროსთავის, პატარძეულის, თოხლიაურის და მანავის მოსახლეობიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა ორ დღეში ერთხელ. სოფელ ხაშმიდან, სოფელ დიდი ჩაილურიდან და სოფელ პატარა ჩაილურიდან სამ დღეში ერთხელ.მუნიციპალიტეტის დანარჩენი სოფლებიდან ნაგვის გატანა კვირაში ორჯერ მუნიციპალიტეტის ნაგავმზიდი მანქანებით; ასევე განხორციელდება ქალაქ საგარეჯოს ცენტრალური ქუჩების და მოედნების დაგვა–დასუფთავება, წყალსადინარი არხების გაწმენდა ქ.საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდის და ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩებზე, „ტიკიაურის ხევის“ სანიაღვრე არხის გაწმენდა და მოვლა-პატრონობა. ზამთრის პერიოდში გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ახალი ბუნკერების შეძენა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების მოვლა–პატრონობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.საგარეჯოში და სოფელ ნინოწმინდაში სანიაღვრე არხების მოწყობა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევების კალაპოტების ნატანებისაგან გაწმენდა, რადგან არ მოხდეს მოსახლეობის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვა, არ მოხდეს წყლის ნაკადის ცენტრალურ გზაზე გადასვლა და ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება, ასევე გზების გაწმენდის სამუშაოები. დაფინანსდება ამ მიმართულებით გამოსაყენებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მძიმე ტექნიკის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები და მოხდება შპს „საგარეჯო“-ს სუბსიდირება.
გ. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა. დაფინანსდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები-ქ.საგარეჯოში კოსტავას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების ასფალტის საფარით მოწყობა. ქ.საგარეჯოში დავით აღმაშენებლის ქ#9-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობის სამუშაოები, გაგრძელდება 2017 წელს დაწყებული ქ.საგარეჯოში სტადიონის რეაბილიტაციის და საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ტურისტული ობიექტი“ცივ-გომბორის გადმოსახედი“ მოწყობის თანადაფინანსება. სოფელ კოჭბაანში და სოფელ გომბორში მოეწყობა მინი სტადიონები.
2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა.
ა.სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01)
პროგრამას ახორციელებს ა(ა)იპ „საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 28 სკოლამდელი დაწესებულება და ორი ალტერნატიული ჯგუფი (60 ბავშვით), სადაც სწავლობს 1338 აღსაზრდელი, კვება გათვალისწინებულია 1338 ბავშვის. კვლავ მოხდება საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსება, განხორციელდება ქ.საგარეჯოს #5 ს/ბაღის შენობის რეაბილიტაცია, მოეწყობა ახალი საბავშვო ბაღი სოფელ კოჭბაანში და სოფელ სათაფლეში. კვლავ მოხდება საბავშვო ბაღებში ავეჯისა და ინვენტარის განახლება, ეზოების კეთილმოწყობა. დაფინანსდება სოფელ მანავში სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელების ტრანსპორტირება 3კმ-ზე (ყოველდღიურად), სოფელ კოჭბაანიდან სოფელ გომბორის ს/ბაღამდე სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელების ტრანსპორტირება 7-8კმ-ზე (ყოველდღიურად).
ბ. ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02)
პროგრამა ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეთა ესთეტიკური და სულიერი აღზრდის ხელშეწყობას და მათი მხატრულ-შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას, ასევე არაქართველი მოსახლეობისთვის ქართული ენის შესწავლას.
3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლენა.
ა. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, სპორტის სხვადასხვა სახეობის (ფეხბურთის, ცურვა, თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, მძეოსნობა, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა, რაგბი, ჭადრაკი, ტაიკვანდო, უშუ, მკლავჭიდი) განვითარების პოპულარიზაცია, სხვადასხვა ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
ა.ა სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამა მოიცავს ა(ა)იპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების" დაფინასებას, ფუნქციონირებს ჭადრაკის, ფეხბურთის, თავისუფალი ჭიდაობის, ძიუდოს, მძეოსნობის, ბერძნულ–რომაული ჭიდაობის, რაგბის, კალათბურთის, ტაიკვანდოს, უშუს და მკლავჭიდის სექციები, რომელიც აერთიანებს 700-მდე მოსწავლეს. დაემატება ახალი სპორტული სექციები კრივი, ქალთა ძიუდო, კიგბოქსინგის სექცია. თავისუფალ ჭიდაობაში და ძიუდოში სოფლებში დაემატა სექციები. ქვეპროგრამა ასევე მოიცავს ა(ა)იპ "საგარეჯოს N105 კომპლექსური სასპორტო სკოლის“ ფინანსურ მხარდაჭერას.
ა.ბ სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სპორტსმენების ტურნირებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის ფინანსურ მხარდაჭერას.
ბ. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
პროგრამის ფარგლებში კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა.
ბ.ა კულტურის ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურის ობიექტების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა, წიგნადი ფონდის განახლება თანამედრვე ლიტერატურით, ადგილობრივი მნიშვნელობის თეატრის რეპერტუარის განახლება, კულტურული დაწესებულებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მოსწავლეთათვის დაწყებითი სამუსიკო განათლების მიცემა, სასწავლებელი მოიცავს შემდეგ დარგებს: საფორტეპიანო, სავიოლინო, ვოკალური, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების გაცნობა, მოსწავლეთათვის ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება, მუსიკალურ განათლებას იღებს 230 მოსწავლე.
ბ.ბ კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე სადღესასწაულო დღეებში განხორციელდება სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ჩატარდება „დავით გარეჯობისთვის“ მიძღვნილი ღონისძიება, ღონისძიება „კოდაობა“, საახალწლო ღონისძიება. დაფინანსდება გამოჩენილი ადამიანების დაჯილდოვება.
გ.საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
ჩატარდება ტრენინგ-სემინარები, ფორუმები, ინტელექტუალურ–შემეცნებითი, გასართობი თამაშები, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო კონკურსები და სხვა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს შემოქმედებითი ახალგაზრდების პოპულარიზაციას (გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, კონცერტები და სხვა), ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას (ლაშქრობები, ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში).
დ. საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 05)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო გაზეთის გამოშვება, რომლის მიზანია საგარეჯოს მოსახლეობის ინფორმირება რაიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.
4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ა. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, დერატიზაციის, დეზინფექციის და საბონიფიკაციო ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა. მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება სოფლის ამბულატორიების მომსახურება, ექიმთა დამაგრების მიზნით ხელფასზე დანამატის დაფინანსება (სოფელი უდაბნო მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 30 კმ-ით, სოფელში არის ამბულატორია, მაგრამ მძიმე პირობების გამო ჭირს ექიმთა სოფელში დამაგრება).
ბ. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას,სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბ.ა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01)
სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის და ოპერაციის დაფინანსება ღირებულების 70%-ით (არაუმეტეს 1000 ლარისა, 3000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში არაუმეტეს 1500 ლარისა), ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით (არაუმეტეს 500 ლარისა), უპატრონო მიცვალებულის, სოციალურის სტატუსის მქონე პირთა დაკრძალვის ხარჯი და დევნილი პირის დაკრძალვის ხარჯი თითოეულზე 300 ლარის ოდენობით, დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა დახმარება (ტრანსპორტის ხარჯი) თითოეულზე თვეში 100 ლარი, 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულების დახმარება თითოეულზე 100 ლარი, სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირის ასანაზღაურებელი კომპენსაცია), საგარეჯოს ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე პირის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ოჯახის სოციალური დაცვა. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება 0-დან 125000 ქულამდე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების მატერიალური დახმარება (ოჯახზე 300ლარი), ახალშობილთა დახმარება (200ლარი) და მარტოხელა დედების დახმარება (150ლარი). ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უდედმამო ბავშვების (18 წლამდე) დახმარება თვეში 100 ლარის ოდენობით, ს.უდაბნოდან ქ.საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება კვირაში ორჯერ მთელი წლის განმავლობაში და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სააღდგომო სასურსათო ამანათების გადაცემა.
ბ.ბ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (18 წლამდე) დახმარება 300 ლარის ოდენობით.
ბ.გ უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი 230 ბენეფიციალის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. ქალაქ საგარეჯოში ფუნქციონირებს 2 უფასო სასადილო.
ბ.დ ხანდაზმულთა ცენტრის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ხანდაზმულთა დღის ცენტრის მენეჯერის ხელფასის და კომუნალური გადასახადების გადახდა, ხანდაზმულთა (90 წლის და მეტი) დახმარება,ბ.ე ვეტერანთა დახმარების და დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამამულო ომის მომაწილეთა დახმარება და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება თითოეულ ბენეფიციალზე 300 ლარის ოდენობით.
5. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (პროგრამული კოდი 01 00)
პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს. პროგრამის მიზანია სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, სამსახურის წინაშე დასმული ამოცანების კომპეტენტურად და წარმატებით გადაწყვეტა, სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და შემდგომში თითოეული მათგანის კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ეფექტურობის ამაღლება.
6. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მათი ტრანსპორტირების ღონისძიებები.
ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
მუხლი17. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
ორგ. კოდი
დასახელება
2016 წლის ფაქტი
2017 წლის ფაქტი
2018 წლის გეგმა
სულ
სულ
სულ
მათ შორის
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები
საკუთარი შემოსავლები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
11532,525
11716,363
12478,820
1911,072
10567,749
მომუშავეთა რიცხოვნობა
171
124
175
0
175
ხარჯები
6958,321
7009,076
8372,602
145,000
8227,602
შრომის ანაზღაურება
1669,108
1316,647
1902,000
0,000
1902,000
არაფინანსური აქტივების ზრდა
4544,517
4690,601
4106,218
1766,072
2340,147
ფინანსური აქტივების ზრდა
0
0
0
0
0
ვალდებულებების კლება
29,687
16,686
0,0
0,0
0,0
01 00
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
2117,337
2007,184
2947,600
15,000
2932,600
მომუშავეთა რიცხოვნობა
162
114
165
0
165
ხარჯები
2060,034
1968,600
2581,800
15,000
2566,800
შრომის ანაზღაურება
1596,888
1245,247
1811,400
0,000
1811,400
არაფინანსური აქტივების ზრდა
32,041
21,898
365,800
0,000
365,800
ვალდებულებების კლება
25,262
16,686
0,000
0,000
0,000
01 01
მუნიციპალიტეტის საკრებულო
577,325
537,807
683,500
0,000
683,500
მომუშავეთა რიცხოვნობა
31
32
31
31
ხარჯები
572,430
537,807
662,200
0,000
662,200
შრომის ანაზღაურება
413,263
389,714
459,000
0,000
459,000
არაფინანსური აქტივების ზრდა
4,520
0,000
21,300
0,000
21,300
ვალდებულებების კლება
0,375
0,0
0,0
0,0
0,0
01 02
მუნიციპალიტეტის მერია
1523,572
1452,969
2077,100
15,000
2062,100
მომუშავეთა რიცხოვნობა
131
82
134
134
ხარჯები
1484,851
1429,777
1732,600
15,000
1717,600
შრომის ანაზღაურება
1183,625
855,533
1352,400
0,000
1352,400
არაფინანსური აქტივების ზრდა
27,521
21,898
344,500
0,000
344,500
ვალდებულებების კლება
11,200
1,294
0,000
0,000
0,000
01 03
სარეზერვო ფონდი
0
0,000
187,000
187,000
ხარჯები
0
0,000
187,000
187,000
01 04
წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა
16,440
16,409
0,000
0,000
0,000
ხარჯები
2,753
1,017
0,000
0,000
0,000
ვალდებულებების კლება
13,687
15,392
0,000
0,000
0,000
02 00
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
92,124
98,827
116,600
0,000
116,600
მომუშავეთა რიცხოვნობა
9
10
10
10
ხარჯები
92,124
97,567
116,600
0,000
116,600
შრომის ანაზღაურება
72,220
71,400
90,600
0,000
90,600
არაფინანსური აქტივების ზრდა
0,000
1,260
0,000
0,000
0,000
02 01
საგანგებო სიტუაციების მართვა
0,0
0,0
0,0
0,0
მომუშავეთა რიცხოვნობა
ხარჯები
0,0
0,0
0,0
0,0
შრომის ანაზღაურება
0,0
0,0
0,0
0,0
არაფინანსური აქტივების ზრდა
0
0
0
0
02 02
ქვეყნის თვდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა
92,124
98,827
116,600
0,000
116,600
მომუშავეთა რიცხოვნობა
9
10
10
10
ხარჯები
92,124
97,567
116,600
0,000
116,600
შრომის ანაზღაურება
72,220
71,400
90,600
0,000
90,600
არაფინანსური აქტივების ზრდა
1,260
0,000
0,000
0,000
03 00
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
5368,540
5523,890
5278,596
1890,647
3387,949
ხარჯები
1118,403
1304,700
1705,802
130,000
1575,802
არაფინანსური აქტივების ზრდა
4250,137
4219,189
3572,794
1760,647
1812,147
ვალდებულებების კლება
0,000
0.0
0.0
0.0
03 01
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
2188,859
2307,938
1942,573
681,473
1261,100
ხარჯები
5,672
13,713
80,000
0,000
80,000
არაფინანსური აქტივების ზრდა
2183,187
2294,225
1862,573
681,473
1181,100
03 02
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
2673,336
2678,565
1934,782
93,001
1841,781
ხარჯები
1052,616
1227,122
1482,802
0,000
1482,802
არაფინანსური აქტივების ზრდა
1620,721
1451,442
451,980
93,001
358,979
ვალდებულებების კლება
0,0
0.0
0.0
0.0
03 02 01
წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები
1481,945
1291,469
491,728
89,996
401,732
ხარჯები
185,033
169,172
220,000
0,000
220,000
არაფინანსური აქტივების ზრდა
1296,912
1122,297
271,728
89,996
181,732
ვალდებულებების კლება
0,0
0.0
0.0
0.0
03 02 02
გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები
494,427
606,062
494,248
0,000
494,248
ხარჯები
282,350
394,853
437,002
0,000
437,002
არაფინანსური აქტივების ზრდა
212,077
211,208
57,246
0,000
57,246
03 02 03
გარემოს დაცვითი ღონისძიებები
696,965
781,034
948,805
3,005
945,800
ხარჯები
585,233
663,097
825,800
0,000
825,800
არაფინანსური აქტივების ზრდა
111,732
117,937
123,005
3,005
120,000
03 03
სხვა ხარჯი სოფლის მეურნეობის ხაზით
91,160
17,745
2,193
2,193
0,000
ხარჯები
0
0
0
0
0
არაფინანსური აქტივების ზრდა
91,160
17,745
2,193
2,193
0,000
03 04
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები
415,185
519,642
1399,049
1113,981
285,068
ხარჯები
60,115
63,865
0,000
0,000
0,000
არაფინანსური აქტივების ზრდა
355,069
455,777
1256,049
983,981
272,068
04 00
განათლება
1904,086
2136,975
2028,424
5,424
2023,000
ხარჯები
1686,855
1708,062
1919,300
0,000
1919,300
არაფინანსური აქტივების ზრდა
217,231
428,913
109,124
5,424
103,700
ვალდებულებების კლება
0,0
0.0
0.0
0.0
04 01
სკოლამდელი განათლება
1828,850
2068,296
1956,224
5,424
1950,800
ხარჯები
1614,859
1639,383
1847,100
0,000
1847,100
არაფინანსური აქტივების ზრდა
213,991
428,913
109,124
5,424
103,700
ვალდებულებების კლება
0,0
0.0
0.0
0.0
04 02
პროფესიული განათლების ხელშეწყობა
75,236
68,679
72,200
0,000
72,200
ხარჯები
71,996
68,679
72,200
0,000
72,200
არაფინანსური აქტივების ზრდა
3,240
0,0
0,0
0,0
0,0
05 00
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი
1185,033
1038,922
1138,700
0,000
1138,700
ხარჯები
1166,187
1021,277
1080,200
0,000
1080,200
არაფინანსური აქტივების ზრდა
15,946
17,645
58,500
0,000
58,500
ვალდებულებების კლება
2,900
0.0
0.0
0.0
05 01
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
596,660
489,558
520,000
0,000
520,000
ხარჯები
590,232
481,550
520,000
0,000
520,000
არაფინანსური აქტივების ზრდა
6,428
8,008
0,000
0,000
0,000
05 01 01
სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა
526,421
467,573
480,000
0,000
480,000
ხარჯები
519,993
461,965
480,000
0,000
480,000
არაფინანსური აქტივების ზრდა
6,428
5,608
0,000
0,000
0,000
05 01 02
სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა
70,238
21,985
40,000
0,000
40,000
ხარჯები
70,238
19,585
40,000
0,000
40,000
არაფინანსური აქტივების ზრდა
0.0
2,400
0,000
0,000
0,000
05 02
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
535,392
504,615
568,000
0,000
568,000
ხარჯები
522,973
494,978
509,500
0,000
509,500
არაფინანსური აქტივების ზრდა
9,518
9,637
58,500
0,000
58,500
ვალდებულებების კლება
2,900
0,000
0,000
0,000
0,000
05 02 01
კულტურის ორგანიზაციების ხელშეწყობა
516,571
470,048
481,000
0,000
481,000
ხარჯები
507,052
460,411
472,500
0,000
472,500
არაფინანსური აქტივების ზრდა
9,518
9,637
8,500
0,000
8,500
05 02 02
კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა
18,821
34,567
87,000
0,000
87,000
ხარჯები
15,921
34,567
37,000
0,000
37,000
არაფინანსური აქტივების ზრდა
0,0
0,000
50,000
0,000
50,000
ვალდებულებების კლება
2,900
0,000
0,000
0,000
0,000
05 03
საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა
27,592
21,754
26,700
0,000
26,700
ხარჯები
27,592
21,754
26,700
0,000
26,700
05 04
საგამომცემლო საქმიანობა
25,390
22,994
24,000
0,000
24,000
ხარჯები
25,390
22,994
24,000
0,000
24,000
არაფინანსური აქტივების ზრდა
0
0
0
0
0
06 00
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
865,404
910,566
968,900
0,000
968,900
ხარჯები
834,718
908,870
968,900
0,000
968,900
არაფინანსური აქტივების ზრდა
29,162
1,696
0,000
0,000
0,000
ვალდებულებების კლება
1,525
0,000
0,000
0,000
0,000
06 01
ჯანდაცვის პროგრამები
111,516
81,296
88,900
0,000
88,900
ხარჯები
92,716
79,950
88,900
0,000
88,900
არაფინანსური აქტივების ზრდა
18,800
1,346
0,000
0,000
0,000
06 02
სოციალური პროგრამები
753,888
829,270
880,000
0,000
880,000
ხარჯები
742,001
828,920
880,000
0,000
880,000
არაფინანსური აქტივების ზრდა
10,362
0,350
0,000
0,000
0,000
ვალდებულებების კლება
1,525
0,000
0,000
0,000
0,000
06 02 01
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება
554,142
649,718
658,200
0,000
658,200
ხარჯები
552,617
649,718
658,200
0,000
658,200
არაფინანსური აქტივების ზრდა
0,000
0,000
0,000
0,000
0,000
ვალდებულებების კლება
1,525
0,000
0,000
0,000
0,000
06 02 02
ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა
13,900
12,550
22,500
0,000
22,500
ხარჯები
13,900
12,550
22,500
0,000
22,500
არაფინანსური აქტივების ზრდა
0
0
0
0
0
06 02 03
უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება
172,346
154,452
184,800
0,000
184,800
ხარჯები
161,984
154,102
184,800
0,000
184,800
არაფინანსური აქტივების ზრდა
10,362
0,350
0,000
0,000
0,000
06 02 04
ხანდაზმულთა ცენტრის პროგრამა
10,000
9,000
12,000
0,000
12,000
ხარჯები
10,000
9,000
12,000
0,000
12,000
06 02 05
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები
3,500
3,550
2,500
0,000
2,500
ხარჯები
3,500
3,550
2,500
0,000
2,500
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 05.02.2018 წ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.02.2018 წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, №33, 26.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.165.016291 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3958267-1/