ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2017 ბოლო ცვლილება 30.07.2025
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.123.016415
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018  წლის 31  იანვრის   დადგენილება №29 - ვებგვერდი,  08.02.2018წ.


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.

 /დანართი № 1 დადგენილებას თან ერთვის/

 

+
მუხლი 2. (ამოღებულია)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018  წლის 31  იანვრის   დადგენილება №29 - ვებგვერდი,  08.02.2018წ.

+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №14 დადგენილება /www.matsne.gov.ge 18.07.2014. №010250050.35.123.016224/.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 28 დეკემბრიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია
+



დანართი №1

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №105 - ვებგვერდი, 30.04.2019წ.

 
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველ ადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულება


+
მუხლი 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახური
1.მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზების ხელშეწყობას, სანებართვო პირობების დაცვას.

2.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3.სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4.სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

5.სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №7 სახელწოდების აღნიშვნით.

6.სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.


+
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომ – სამსახურის უფროსი), პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის/მოადგილეების (შემდგომ, სამსახურის უფროსის მოადგილე/მოადგილეები), მეორადი სტრუქტურული ერთეულების (შემდგომ, განყოფილებები), პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

ა) ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილება;

ბ) ქონების რეგისტრაციისა და განკარგვის განყოფილება.

3. სამსახურის განყოფილება/განყოფილებები შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომ – განყოფილების უფროსი), პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება–მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ–ერთი მოხელე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის დადგენილება №138 - ვებგვერდი, 31.01.2020წ.


+
მუხლი 3. სამსახურის უფროსი
1.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

2.სამსახურის უფროსი არის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3 სამსახურის უფროსი:

ა)წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ)უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს;

გ)მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ)განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ)მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ)ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4.სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

5.სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

6.სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.


+
მუხლი 4. სამსახურის უფროსის მოადგილე (მოადგილეები)
1.სამსახურის უფროსის მოადგილეს/მოადგილეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2.სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.

3.სამსახურის უფროსის მოადგილეს/მოადგილეთა შორის ფუნქციებსა და კომპეტენციებს, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ანაწილებს სამსახურის უფროსი.

4.სამსახურის უფროსის მოადგილეები ასრულებენ სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

5.სამსახურის უფროსის მოადგილე/მოადგილეები მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით ხელმძღვანელობენ თავიანთ საკურატორო მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, ორგანიზებას უწევენ, არეგულირებენ და წყვეტენ პროფესიულ და ორგანიზაციულ პრობლემებს, აფიქსირებენ მეორადი სტრუქტურული ერთეულის პოზიციას იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ უფროსი ან/და თავად განსაზღვრავენ მეორადი სტრუქტურული ერთეულის მიერ შესასრულებელი სამუშაოების პრიორიტეტებს და ვადებს.

6.წარმართავენ მაღალი დონის კომუნიკაციას, მოსამზადებელ შეხვედრებს, მოლაპარაკებებს სამთავრობო ან/და სხვა ორგანიზაციებთან მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

7.სამსახურის უფროსის მოადგილე/მოადგილეები მინდობილ სფეროში მუშაობის სწორი ორგანიზებისათვის პასუხს აგებენ სამსახურის უფროსის წინაშე.


+
მუხლი 5. სამსახურის განყოფილების უფროსი
1.სამსახურის განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2.განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა)ახდენს განყოფილების ამოცანების დასახვას, საქმიანობის ორგანიზებასა და მართვას, პროფესიულ საჯარო მოხელეთა მიმართ მინდობილი ამოცანების შესრულების ზედამხედველობას, პრიორიტეტებისა და ვადების კონტროლს;

ბ)სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებიდან, კომპეტენციებიდან გამომდინარე ამზადებს დასკვნებს, რეკომენდაციებს, წინადადებებს და წარუდგენს სამსახურის უფროსის მოადგილეს და/ან სამსახურის უფროსს;

გ)ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით და სამსახურის უფროსის და/ან მოადგილის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ქმნის და ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფებს;

დ)ამზადებს და წარადგენს ინიციატივებს;

 ე)ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით აქვს კომუნიკაცია გარე ორგანიზაციებთან;

ვ)იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ახდენს მის დაქვემდებარებაში მყოფი პროფესიული საჯარო მოხელის საქმიანობის შეფასებას, წარადგენს წინადადებებს მოხელეთა წახალისებაზე, განვითარებაზე, მოტივაციაზე, დისციპლინური ღონისძიებების ინიცირებაზე;

ზ)ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

თ)განყოფილების უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.


+
მუხლი 6. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე
1.სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომ – მოხელე) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებითა და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.

2.სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:

ა)გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ)თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისაგან, სამსახურებისა და  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ)საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ)საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს,  წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე)მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;

ვ)დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;

ზ)მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;

თ)მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

ი)უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

კ)მიიღოს შრომითი გასამრჯელო, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს;

ლ)აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

მ)ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;

ნ)ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3.სამსახურის მოხელე მოვალეა:

ა)საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ)შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ)უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;

დ)დაიცვას მერიის შინაგანაწესი;

ე)შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;

ვ)შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ზ)დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე, ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

თ)გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;

ი)იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

კ)შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

4.სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.


+
მუხლი 7. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებისა და პროგრამების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგსა და შეფასებას; კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებისათვის ადგილობრივი, ინტერმუნიციპალური, რეგიონალური და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებას, მათ შორის: კონფერენციების, ფორუმების, სიმპოზიუმების, ტრენინგების, გამოფენა-ბაზრობების, ბეჭდური გამოცემების, სარეკლამო-საპრომოუშენო ღონისძიებების ორგანიზებას;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვასა და უფლებრივი ზონირების პროცესში ჩართულობას;

დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი უძრავი ქონებების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციას;

ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე თანხმობის გაცემისა და მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

თ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

ი) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების, ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

კ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;

ლ) მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის („SEAP/SECAP“) განხორციელების კოორდინაციას;

მ) მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისათვის ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინირებას;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, მუნიციპალური საბინაო ფონდის (როგორც ექსპლუატაციაში არსებული, ისე მშენებარე) აღრიცხვა-განაწილებას (მისი არსებობის შემთხვევაში);

ო) კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთა დროებითი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფის ხელშეწყობას;

პ) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მოქალაქის განცხადებების განხილვას, კანონით დადგენილი წესით;

ჟ) მერის ბრძანების საფუძველზე, საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას;

რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 30.05.2022 წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 28.03.2025წ.

+
მუხლი 8. სამსახურის ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილება
სამსახურის ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნით სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის პროგრამებისა და პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

გ) მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალის იდენტიფიცირება, საინვესტიციო პორტფოლიოს შექმნა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში კატალოგის, გზამკვლევის ან სხვა საპრეზენტაციო პუბლიკაციების მომზადება) კომპეტენციის ფარგლებში;

დ) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და სამეწარმეო აქტივობების სტიმულირებისათვის ადგილობრივი, ინტერმუნიციპალური, რეგიონული და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის კონფერენციების, ფორუმების, სიმპოზიუმების, ტრენინგების, გამოფენა – ბაზრობების, ბეჭდური გამოცემების, სარეკლამო – საპრომოუშენო აქციების ორგანიზება და/ან მათში მონაწილეობა;

ე) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ანალიზისათვის შესაბამისი უწყებებიდან სტატისტიკური ინფორმაციის, მონაცემების, მაჩვენებლების შეგროვება, დამუშავება და დარგობრივი კვლევების ანალიზის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) შიდა და გარე პოზიციებზე ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში, საამისოდ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;

თ) ენერგოეფექტურობაზე ორიენტირებული საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, ადგილობრივ დონეზე მათი დანერგვისათვის წინადადებების მომზადება, კერძო და საჯარო ინიციატივების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო, სადემონსტრაციო და საკონსულტაციო ინსტრუმენტების შემუშავება, „მერების შეთანხმების“ ფარგლებში მონაცემთა ბაზების შემუშავების კოორდინაცია;

ი) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პროცესის კოორდინაცია მოსახლეობის ხარისხიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით;

კ)  სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, პროექტებისა და  წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გაუმჯობესების მიზნით პროგრამების მომზადება, მათი რეალიზების ხელშეწყობა საზოგადოების მოთხოვნილებების გათვალისწინებით. აღნიშნულ პროგრამებში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

მ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფების განსაზღვრისა და მგზავრობის ღირებულების გადახდის ფორმების თაობაზე წინადადებებისა და პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის თაობაზე წინადადებებისა და პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ო) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტების სატრანსპორტო სქემებში ცვლილებების შეტანისა  და ახალი მარშრუტების სატრანსპორტო სქემების დამტკიცების თაობაზე წინადადებებისა და პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

პ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე ნებართვის გაცემისათვის პროცესების კოორდინირება საქართველოს კანონმდებლობის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში;

ჟ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სანებართვო საქმიანობის განმახორციელებელი გადამზიდავი კომპანიების კოორდინაცია მოსახლეობის ხარისხიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით;

რ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირებისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების დაყენებაზე, მოხსნასა და მონიშვნაზე შესაბამის სამსახურებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან და სტრუქტურებთან კოორდინაცია და წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ს) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე გაჩერებების განსაზღვრისა და გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად;

ტ) შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან შეთანხმებით, ქუჩებსა და მოედნებზე საგზაო ნიშნებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების დაყენების/მოხსნის, საგზაო მონიშვნით სამუშაოების განხორციელებაზე წინადადებების მომზადება და კოორდინაცია;

უ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

ფ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის დადგენილება №137 - ვებგვერდი, 31.01.2020წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივნისის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 30.06.2022წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 28.03.2025წ.

+
მუხლი 9. (ამოღებულია)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის დადგენილება №137 - ვებგვერდი, 31.01.2020წ.

+
მუხლი 10. ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების რეგისტრაციისა და განკარგვის განყოფილება
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების რეგისტრაციისა და განკარგვის განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვა-რეგისტრაციას, გამიჯვნა-გაერთიანებას, უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებას ფართობის უცვლელად;

ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის პროექტების მომზადებას;

გ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე წარდგენის ორგანიზებას;

დ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების რეალიზაციის მიზნით, აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებასა და შედეგების გაფორმებას;

ე) მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულების მონიტორინგსა და ანალიზს;

ვ) უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციისთვის უძრავი ქონების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზებისა და სხვა სამუშაოების წარმოებას;

ზ) „ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და ზონების საზღვრების განსაზღვრის შესახებ“ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;

თ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) რეგისტრაციისათვის წინადადებების შემუშავებას, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობას და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;

ი) თვითმმართველი ერთეულის ქონების მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში;

კ) წინადადებების მომზადებას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორიის შეცვლის თაობაზე, საკრებულოსათვის წარსადგენად, მათ შორის ფართის ცვლილებით;

ლ) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემას, გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში;

მ) ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემას;

ნ) იჯარით გაცემული ქონების (მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის;

ო) ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის, ან საკუთრების უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე ისეთი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემას, რომლითაც არ მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება;

პ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენას;

ჟ) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მოქალაქის განცხადებების განხილვას, კანონით დადგენილი წესით;

რ) მერის ბრძანების საფუძველზე, საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას;

ს) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით მუნიციპალური საბინაო ფონდის (როგორც ექსპლუატაციაში არსებული, ისე მშენებარე) აღრიცხვა-განაწილებას (მისი არსებობის შემთხვევაში);

ტ) კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთა დროებითი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფის ხელშეწყობას;

უ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის დაკავშირებული საკითხების განხილვას და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე წარდგენის ორგანიზებას, აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებასა და შედეგების გაფორმებას;

ფ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ან/და მის მართვას დაქვემდებარებული იურიდიული პირების საკუთრებაში (კაპიტალში) არსებული, ან საკუთრებაში მისაღები ქონების ღირებულებითი შეფასების სამუშაოების შესრულების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი ღირებულებითი შეფასების დაკვეთას;

ქ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა მართვას ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით;

ღ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზს, ამ საწარმოთა ფინანსური ანგარიშების მიღების უზრუნველყოფას, მათი საქმიანობის თაობაზე ანგარიშების მოსმენას და შეჯამებული ანგარიშის წარდგენას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის;

ყ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა შესახებ ინფორმაციის მომზადებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარსადგენად;

შ) საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზაციას;

ჩ) საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხების განხილვასა და კოორდინაციას, ამ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წინადადებებისა და დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას;

ც) საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული (პარტნიორის/აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შესაბამისი პროექტების მომზადებას, საწარმოთა მართვაში მონაწილეობის მიღებას, ასევე საწარმოების წესდებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე საწარმოთა კაპიტალში ცვლილებასთან დაკავშირებით;

ძ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ხელმძღვანელი პირების დანიშვნა/გათავისუფლების, მათი სახელფასო განაკვეთების, საწარმოთა სტრუქტურის შესახებ შესაბამისი პროექტების მომზადებას და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენას;

წ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული), ასევე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული, ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული, მოქმედი კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების გატარებას;

ჭ) საწარმოებში თვითმმართველი ერთეულის, როგორც პარტნიორის წარმომადგენელთა დანიშვნა-არჩევის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;

ხ) მონაცემთა ბაზების შექმნას, დამუშავებას და ანალიტიკურ უზრუნველყოფასა და სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;

ჯ) განყოფილების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადებას;

ჰ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

ჰ​​ა) თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვას;

ჰ​​ბ) სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 30.05.2022 წ.


+
მუხლი 11. სამსახურის უფლებები
სამსახური უფლებამოსილია:

ა)მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;

ბ)მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;

გ)საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;

დ)მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;

ე)მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში;

ვ)ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;

ზ)დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.


+
მუხლი 12. სამსახურის მოვალეობები
სამსახური ვალდებულია:

ა)პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე;

ბ)კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

გ)ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;

დ)წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები;

ე)მოამზადოს ინფორმაციები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.kutaisi.gov.ge) განთავსების მიზნით;

ვ)დაიცვას ქალაქ ქუთაისის მერიის შინაგანაწესი.


+
მუხლი 13. მერიის სამსახურის რეორგანიზაცია
1.მერიის სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება სამსახურის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე, სამსახურის შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება სამსახურის ან მისი მეორადი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების, ან სახელწოდების შეცვლა ან/და სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულისთვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

2.სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია მერის ბრძანება მერიის სამსახურში რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:

ა)რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ)რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;

გ)რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.



+

დანართი №2

(ძალადაკარგულია)


ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018  წლის 31  იანვრის   დადგენილება №29 - ვებგვერდი,  08.02.2018წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №12, 27.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016415 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3959733-6/