ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ.
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების პირობებს , მიმღებთა(ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენ დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ. მუხლი 2. პროგრამის აქტუალობა
1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება. 2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც საჭიროებს დახმარებას. 3. სახელმწიფოს მიერ სამედიცინო პროგრამების დაფინანსების მიუხედავად, იმ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიები, რომელნიც არ ფლობენ სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს), ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას ან/და სტაციონარულ მომსახურებას (სამედიცინო ჩარევა, მკურნალობა). მუხლი 3. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება; 2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა; 3. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა; 4. მარტოხელა მშობლების, ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა; 5. სოციალურად დაუცველი და დევნილთა ოჯახების დახმარება; 6. ვეტერანთა ინტერესების დაცვა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ და უგზო - უკვლოდდაკარგულ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა, ასევე მათი ოჯახების ინტერესების დაცვა. 7. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვებით მომსახურებაში; 8. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს კოორდინირება; 9. 100 წლის და მეტი ასაკის მოხუცებულთა სოციალური დაცვა; 10. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის,ხანდაზმულების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათი სოციალური ინტეგრაცია; 11. უსახლკაროთა რეგისტრაცია, მათი უზრუნველყოფა დროებითი თავშესაფარით (ბინის ქირის უზრუნველყოფა) 12. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმელებით დაავადებული მოქალაქეები რომლებიც დამოკიდებულნი არიან დიალიზზე , მათი ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა. 13. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ. მუხლი 4. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია: 1. სამართალებრივი საფუძვლების შექმნა; 2. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება; 3. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა; 4. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა; 5. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა. თავი II
სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები მუხლი 5. სოციალური დახმარების პრიორიტეტები სოციალური დახმარების პრიორიტეტებია: 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახი; 2. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი; 3. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის მშობელი- მამა, დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 4. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი ; 5. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი; 6. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომრის ოჯახი; 7. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახი; 8. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირი. (გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი); 9. ოჯახი რომლის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 0-დან 150 000 -მდე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – სამედიცინო ჩარევას, კვლევას, მკურნალობის (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთისა), თანადაფინასება; 10. ოჯახი, რომელიც ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში ან სტიქიის შედეგად დაზიანებული ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან არ გააჩნია თავშესაფარი.მათი უზრუნველყოფა დროებითი თავშესაფარით. 11. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცები. 12. ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი მოქალაქეები. 13. უდედმამო ბავშვთა ოჯახები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ. მუხლი 6. სოციალური ღონისძიებები
სოციალური ღონისძიებებია: 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაფინანსება: ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა დახმარება. გ) შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა დასხვა ღონისძიებების ხელშეწყობა. 2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების ინტერესების დაცვა: ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯი; ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში ფინანსური დახმარება. (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დღესასწაულებზე ). 3. ჯანდაცვის ღონისძიებების – სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსება ან/და თანადაფინანსება. 4. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება. 5. მარტოხელა მშობლების, ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. 6. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. 7. სტიქიის შედეგად გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. 8. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცების დახმარება. 9. უფასო კვების ობიექტის საქმიანობის მონიტორინგი. 10.საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი. 11. ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება ყოველთვიურად, მთელი წლის განმავლობაში. 12. უდედმამო ბავშვთა ოჯახების დაცვა. 13. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ. თავი III
სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა მუხლი 7. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება
პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური პროგრამებისთვის განსაზღვრულია 628 900 (ექვსას ოცდა რვა ათას ცხრაასი) ლარი, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებისთვის – 106 000 (ას ექვსი ათასი) ლარი, ჯამში „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისათვის" დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზრვრულია 632 608 (ექვსას ოცდათორმეტი ათას ექვსას რვა) ლარით. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 10.08.2018 წ. მუხლი 8. ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის). მუხლი 9. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
ა) სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; დ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; ე) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“. ვ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. 4. პირველ და მეორე შვილზე ახალშობილთა ოჯახების დახმარება . ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ; 5.ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი. დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ; 6. მრავალშვილიანი დედა, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი /18 წლამდე ასაკის/ შვილი : ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“. 7. მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მშობლის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; ე) გადაწყვეტილება მარტოხელა მშობლის სტსტუსის დადგენის შესახებ; ვ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“. 8. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების ოჯახისათვის: 8.1 ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის: ა.ა) განცხადება; ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ა.დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 8.2. ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში: ბ.ა) ინფორმაცია საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიანი მონაცემთა ბაზიდან. 9. იძულებით გადაადგილებული (დევნილი)ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილთა შესახებ. 10. მარტოხელა სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის: ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია; ბ) პირადობის მოწმობის ასლი /პირზე რომელზეც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა რეკომენდაცია/; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; 11. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას: ა) განცხადება; ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ინვოისი – ანგარიშფაქტურა – კალკულაცია; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან სადაც სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 0 დან -150 000- მდე. ვ) ცნობა – საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას,უარს ან/ და ლიმიტის ამოწურვას. ზ) ხელშეკრულება (დავალიანების გადახდის თაობაზე) 12. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისათვის, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, დროებითი თავშესაფარის დასაქირავებლად: ა) განცხადება; ბ) ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი; გ) აქტი შესაბამისი სამსახურიდან სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ; დ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი; ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ ზ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; თ) უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება. 13. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსებისთვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ე) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ ლაგოდეხის აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი ან/და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. 14. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებულთა დასახმარებლად: ა) განცხადება; ბ) მოხუცებულის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; 15. დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიის უზრუნველსაყოფად: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი; გ) ცნობა ფორმა IV-100 (დედანი); დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან სადაც გადის მკურნალობას. ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ 15. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე); ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ 151. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე): ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. 16. ამ მუხლის პირველი, მე-2; მე-4; მე-8; მე-9; მე-11; მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა ,,სოციალური დახმარების მისაღებად“ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ. მუხლი 10. სოციალური დახმარების ოდენობა
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახზე - 10 (ათი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად; 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახზე რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი (18 წლამდე ასაკის) - 10 (ათი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად; 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვი - 10(ათი ) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად; 4. მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 10 (ათი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად; 5. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ და მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 200 ლარი. 6. ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას ერთჯერადად წლიური დახმარების თანხა-500(ხუთასი) ლარი 7. მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 400 ლარი. 8. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე: ა) გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 250 ლარი; ბ) სადღესაწაულო ღონისძიებების შემთხვევაში არა უმეტეს -100 ლარი. 9. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახზე ფულადი დახმარების სახით(ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით) არაუმეტეს –100 ლარი, აგრეთვე ზამთრის თბობის სეზონზე – სათბობით უზრუნველყოფა- 100 ლარი. 10. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარი. 11. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - გამოკვლევას ან სტაციონარუი მკურნალობას, თანადაფინანსების ან/და დაფინანსების სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს – 700 ლარი. მკურნალობა დაფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის ღირებულებიდან გამომდინარე, კერძოდ 1400 ლარამდე ღირებულების 50%-ით; ხოლო 1400 ლარიდან ზევით - 700 ლარით. 12. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, – ყოველთვიურად არა უმეტეს 100 ლარი, ბინის ქირის დასაფარად წლის განმავლობაში. 13. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც განსაზღვრული აქვთ ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდე და თბობის სეზონთან დაკავშირებით საჭიროებენ ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინასებას, ჩაერიცხებათ ერთჯერადად 100 ლარი აბონენტის სარეგისტრაცო ნომერზე. 14. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 500 ლარი. 15. ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის – მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი (ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება). 16. უდედმამო ბავშვები ( 18 წლამდე) -50 ლარი ყოველთვიურად. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ. მუხლი 11. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება
1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით (ბრძანებით). 2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 4. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა - ,,სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ - ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 5. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, აგრეთვე, სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა მოხდება 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ. თავი IV
სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი, შეფასების კრიტერიუმები და შედეგები მუხლი 12. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი
სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია: 1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში (მერის გადაწყვეტილებით). 2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. 3. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე. 4. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების გაცემიდან სამი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურება დაფინანსებას აღარ დაექვემდებარება. 5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე, რომელმაც განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას . 6. 2017 წლის ბოლოს და 2018 წელში ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში. 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სადღესასწაულო საჩუქრები გაიცემა იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე(18 წლამდე ასაკის) ბავშვებზე ვინც ისარგებლა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამით და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული მომართვების საფუძველზე. 8. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართათვის განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება მოხდება საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე. 9. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ბინის ქირის სახით. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 08.10.2018წ. მუხლი 13. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან: 1. საორგანიზაციო ნაწილში - მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. 2. საფინანსო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ. მუხლი 14. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა 2018 წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 15. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია: 1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა. 2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა. 3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა. 4. პროგრამის განხორციელების ვადები. მუხლი 16. პროგრამის განხორცილების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად: 1. უკეთესობისკენ შეიცვლება სოციალური ფონი. 2. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები. 3. გაუმჯობესდება მოსახლოების ჯანმრთელობის მდგომარეობა. 4. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა დანართი №2 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 10.08.2018 წ. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
+
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58 2017 წლის 28 დეკემბერი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:+
+
+
|
+
დანართი №1 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ზოგადი მიმოხილვაპროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური პროგრამებისთვის განსაზღვრულია 628 900 (ექვსას ოცდა რვა ათას ცხრაასი) ლარი, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებისთვის – 106 000 (ას ექვსი ათასი) ლარი, ჯამში „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისათვის" დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზრვრულია 632 608 (ექვსას ოცდათორმეტი ათას ექვსას რვა) ლარით.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 10.08.2018 წ.151. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე):
ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. 16. ამ მუხლის პირველი, მე-2; მე-4; მე-8; მე-9; მე-11; მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა ,,სოციალური დახმარების მისაღებად“ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ.4. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, საგარანტიო წერილის გაცემიდან სამი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურება დაფინანსებას აღარ დაექვემდებარება.
№
დასახელება სოციალური დახმარების მოცულობა /ლარი/ რეალიზაციის ვადა ერთ ბენეფიციარზესულ
1
უფასო კვების ობიექტის დაფინანსება 90 000 ლარი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად2
საზოგადოებრივი ჯანდაცვა 106 000 ლარი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად3
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, მათ შორის: 190 000 ლარი3.1
სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება არაუმეტეს 700 ლარი პროგრამის შესაბამისად წელიწადში ერთხელ.3.2
ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა 100 ლარი ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობა3,3
გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ან სტიქიისშედეგად და უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა (ბინის ქირა) არაუმეტეს 100 ლარი ყოველთვიურად წლის განმავლობაში3.4
ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი შვილი 10 ლარი ყოველთვიურად პროგრამის შესაბამისად3.5
მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი 10 ლარი ყოველთვიურად პროგრამის შესაბამისად3,6
100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარი წელიწადში ერთხელ3,7
უდედმამო ბავშვთა ოჯახი 50 ლარი ყოველთვიურად4
უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის თანადაფინანსება 38 708 ლარი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად5
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება. 35 900 ლარი პროგრამის შესაბამისად. საახალწლოდ ბავშვებისათვის ტკბილეულის პაკეტებ5.1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 10 ლარი ყოველთვიურად5.2
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი 18 წლამდე 10 ლარი ყოველთვიურად.5.3
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, 23 100 ლარი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა (თანადაფინასება)6
მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 115 000 ლარი6.1
მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ფულადი დახმარება 400 ლარი წელიწადში ერთხელ6.2
ტყუპი შვილის შეძენისას 500 ლარი წელიწადში ერთხელ6.3
ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება პირველ და მეორე ბავშვზე 200 ლარი დაბადებიდან 6 თვის ვადაში7
იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარება 7 000 ლარი პროგრამის შესაბამისად8
სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის 250 ლარი 2000 ლარი პროგრამის შესაბამისად სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება არაუმეტეს 100 ლარისა 5000 ლარი პროგრამის შესაბამისად9
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯებისათვის) 250 ლარი 3000 ლარი პროგრამის შესაბამისად10
უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება 40 000 ლარი პროგრამის შესაბამისად სულ: 632 608 ლარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 10.08.2018 წ.+
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №58
2017 წლის 28 დეკემბერი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი, დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2018 წლის პირველი იანვრიდან.
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №43 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/12/17წ., 010250050.35.167.016334).
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია
+
დანართი №1
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა🔗
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების პირობებს , მიმღებთა(ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენ დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ.
მუხლი 2. პროგრამის აქტუალობა🔗
1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება.
2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც საჭიროებს დახმარებას.
3. სახელმწიფოს მიერ სამედიცინო პროგრამების დაფინანსების მიუხედავად, იმ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიები, რომელნიც არ ფლობენ სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს), ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას ან/და სტაციონარულ მომსახურებას (სამედიცინო ჩარევა, მკურნალობა).
მუხლი 3. პროგრამის მიზანი და ამოცანები🔗
1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;
2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;
3. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
4. მარტოხელა მშობლების, ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა;
5. სოციალურად დაუცველი და დევნილთა ოჯახების დახმარება;
6. ვეტერანთა ინტერესების დაცვა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ და უგზო - უკვლოდდაკარგულ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა, ასევე მათი ოჯახების ინტერესების დაცვა.
7. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვებით მომსახურებაში;
8. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს კოორდინირება;
9. 100 წლის და მეტი ასაკის მოხუცებულთა სოციალური დაცვა;
10. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის,ხანდაზმულების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათი სოციალური ინტეგრაცია;
11. უსახლკაროთა რეგისტრაცია, მათი უზრუნველყოფა დროებითი თავშესაფარით (ბინის ქირის უზრუნველყოფა)
12. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმელებით დაავადებული მოქალაქეები რომლებიც დამოკიდებულნი არიან დიალიზზე , მათი ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა.
13. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ.
მუხლი 4. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები🔗
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:
1. სამართალებრივი საფუძვლების შექმნა;
2. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება;
3. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა;
4. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;
5. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა.
სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები
მუხლი 5. სოციალური დახმარების პრიორიტეტები🔗
სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახი;
2. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი;
3. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის მშობელი- მამა, დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
4. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი ;
5. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი;
6. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომრის ოჯახი;
7. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახი;
8. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირი. (გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი);
9. ოჯახი რომლის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 0-დან 150 000 -მდე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – სამედიცინო ჩარევას, კვლევას, მკურნალობის (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთისა), თანადაფინასება;
10. ოჯახი, რომელიც ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში ან სტიქიის შედეგად დაზიანებული ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან არ გააჩნია თავშესაფარი.მათი უზრუნველყოფა დროებითი თავშესაფარით.
11. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცები.
12. ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი მოქალაქეები.
13. უდედმამო ბავშვთა ოჯახები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ.
მუხლი 6. სოციალური ღონისძიებები🔗
სოციალური ღონისძიებებია:
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაფინანსება:
ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა დახმარება.
გ) შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა დასხვა ღონისძიებების ხელშეწყობა.
2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების ინტერესების დაცვა:
ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯი;
ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში ფინანსური დახმარება. (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დღესასწაულებზე ).
3. ჯანდაცვის ღონისძიებების – სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.
4. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება.
5. მარტოხელა მშობლების, ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება.
6. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
7. სტიქიის შედეგად გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
8. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცების დახმარება.
9. უფასო კვების ობიექტის საქმიანობის მონიტორინგი.
10.საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი.
11. ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება ყოველთვიურად, მთელი წლის განმავლობაში.
12. უდედმამო ბავშვთა ოჯახების დაცვა.
13. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ.
სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა
მუხლი 7. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება🔗
პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური პროგრამებისთვის განსაზღვრულია 628 900 (ექვსას ოცდა რვა ათას ცხრაასი) ლარი, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებისთვის – 106 000 (ას ექვსი ათასი) ლარი, ჯამში „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისათვის" დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზრვრულია 632 608 (ექვსას ოცდათორმეტი ათას ექვსას რვა) ლარით.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 10.08.2018 წ.
მუხლი 8. ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა🔗
პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 9. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია🔗
ა) სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;
დ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;
ე) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;
დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.
ვ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
4. პირველ და მეორე შვილზე ახალშობილთა ოჯახების დახმარება .
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ;
5.ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი.
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ;
6. მრავალშვილიანი დედა, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი /18 წლამდე ასაკის/ შვილი :
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.
7. მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მშობლის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;
ე) გადაწყვეტილება მარტოხელა მშობლის სტსტუსის დადგენის შესახებ;
ვ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.
8. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების ოჯახისათვის:
8.1 ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ა.დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
8.2. ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში:
ბ.ა) ინფორმაცია საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიანი მონაცემთა ბაზიდან.
9. იძულებით გადაადგილებული (დევნილი)ოჯახისათვის:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილთა შესახებ.
10. მარტოხელა სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი /პირზე რომელზეც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა რეკომენდაცია/;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;
11. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:
ა) განცხადება;
ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) ინვოისი – ანგარიშფაქტურა – კალკულაცია;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან სადაც სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 0 დან -150 000- მდე.
ვ) ცნობა – საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას,უარს ან/ და ლიმიტის ამოწურვას.
ზ) ხელშეკრულება (დავალიანების გადახდის თაობაზე)
12. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისათვის, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, დროებითი თავშესაფარის დასაქირავებლად:
ა) განცხადება;
ბ) ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი შესაბამისი სამსახურიდან სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ;
დ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“
ზ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;
თ) უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება.
13. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსებისთვის:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ე) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ ლაგოდეხის აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი ან/და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
14. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებულთა დასახმარებლად:
ა) განცხადება;
ბ) მოხუცებულის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
15. დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიის უზრუნველსაყოფად:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
გ) ცნობა ფორმა IV-100 (დედანი);
დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან სადაც გადის მკურნალობას.
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“
15. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე);
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;
დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“
151. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე):
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;
დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
16. ამ მუხლის პირველი, მე-2; მე-4; მე-8; მე-9; მე-11; მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა ,,სოციალური დახმარების მისაღებად“ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ.
მუხლი 10. სოციალური დახმარების ოდენობა🔗
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახზე - 10 (ათი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახზე რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი (18 წლამდე ასაკის) - 10 (ათი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;
3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვი - 10(ათი ) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;
4. მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 10 (ათი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;
5. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ და მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 200 ლარი.
6. ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას ერთჯერადად წლიური დახმარების თანხა-500(ხუთასი) ლარი
7. მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 400 ლარი.
8. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე:
ა) გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 250 ლარი;
ბ) სადღესაწაულო ღონისძიებების შემთხვევაში არა უმეტეს -100 ლარი.
9. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახზე ფულადი დახმარების სახით(ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით) არაუმეტეს –100 ლარი, აგრეთვე ზამთრის თბობის სეზონზე – სათბობით უზრუნველყოფა- 100 ლარი.
10. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარი.
11. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - გამოკვლევას ან სტაციონარუი მკურნალობას, თანადაფინანსების ან/და დაფინანსების სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს – 700 ლარი. მკურნალობა დაფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის ღირებულებიდან გამომდინარე, კერძოდ 1400 ლარამდე ღირებულების 50%-ით; ხოლო 1400 ლარიდან ზევით - 700 ლარით.
12. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, – ყოველთვიურად არა უმეტეს 100 ლარი, ბინის ქირის დასაფარად წლის განმავლობაში.
13. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც განსაზღვრული აქვთ ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდე და თბობის სეზონთან დაკავშირებით საჭიროებენ ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინასებას, ჩაერიცხებათ ერთჯერადად 100 ლარი აბონენტის სარეგისტრაცო ნომერზე.
14. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 500 ლარი.
15. ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის – მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი (ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება).
16. უდედმამო ბავშვები ( 18 წლამდე) -50 ლარი ყოველთვიურად.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ.
მუხლი 11. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება🔗
1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
4. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა - ,,სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ - ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
5. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, აგრეთვე, სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა მოხდება 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ.
სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი, შეფასების კრიტერიუმები და შედეგები
მუხლი 12. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი🔗
სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:
1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში (მერის გადაწყვეტილებით).
2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
3. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე.
4. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების გაცემიდან სამი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურება დაფინანსებას აღარ დაექვემდებარება.
5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე, რომელმაც განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას .
6. 2017 წლის ბოლოს და 2018 წელში ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში.
7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სადღესასწაულო საჩუქრები გაიცემა იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე(18 წლამდე ასაკის) ბავშვებზე ვინც ისარგებლა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამით და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული მომართვების საფუძველზე.
8. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართათვის განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება მოხდება საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე.
9. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ბინის ქირის სახით.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 08.10.2018წ.
მუხლი 13. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები🔗
სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:
1. საორგანიზაციო ნაწილში - მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
2. საფინანსო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ.
მუხლი 14. პროგრამის განხორციელების ვადა🔗
პროგრამის განხორციელების ვადაა 2018 წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 15. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები🔗
პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:
1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა.
2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა.
3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა.
4. პროგრამის განხორციელების ვადები.
მუხლი 16. პროგრამის განხორცილების შედეგი🔗
პროგრამის განხორციელების შედეგად:
1. უკეთესობისკენ შეიცვლება სოციალური ფონი.
2. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები.
3. გაუმჯობესდება მოსახლოების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
4. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა
დანართი №2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
№
დასახელება
სოციალური დახმარების მოცულობა /ლარი/
რეალიზაციის ვადა
ერთ ბენეფიციარზე
სულ
1
უფასო კვების ობიექტის დაფინანსება
90 000 ლარი
ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
2
საზოგადოებრივი ჯანდაცვა
106 000 ლარი
ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
3
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, მათ შორის:
181 000 ლარი
3.1
სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება არაუმეტეს 700 ლარი პროგრამის შესაბამისად წელიწადში ერთხელ.3.2
ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა 100 ლარი ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობა3,3
გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ან სტიქიისშედეგად და უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა (ბინის ქირა) არაუმეტეს 100 ლარი ყოველთვიურად წლის განმავლობაში3.4
ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი შვილი 10 ლარი ყოველთვიურად პროგრამის შესაბამისად3.5
მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი 10 ლარი ყოველთვიურად პროგრამის შესაბამისად3,6
100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარი წელიწადში ერთხელ3,7
უდედმამო ბავშვთა ოჯახი 50 ლარი ყოველთვიურად4
უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის თანადაფინანსება
38 708 ლარი
ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
5
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება.
35 900 ლარი
პროგრამის შესაბამისად. საახალწლოდ ბავშვებისათვის ტკბილეულის პაკეტებ
5.1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
10 ლარი ყოველთვიურად
5.2
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი 18 წლამდე
10 ლარი ყოველთვიურად.
5.3
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება,23 100 ლარი
ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა (თანადაფინასება)
6
მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
124 000 ლარი
6.1
მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ფულადი დახმარება 400 ლარი წელიწადში ერთხელ6.2
ტყუპი შვილის შეძენისას 500 ლარი წელიწადში ერთხელ6.3
ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება პირველ და მეორე ბავშვზე 200 ლარი დაბადებიდან 6 თვის ვადაში7
იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარება
7 000 ლარი
პროგრამის შესაბამისად
8
სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა
დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის 250 ლარი
2000 ლარი
პროგრამის შესაბამისად
სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება
არაუმეტეს 100 ლარისა
5000 ლარი
პროგრამის შესაბამისად
9
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯებისათვის)
250 ლარი
3000 ლარი
პროგრამის შესაბამისად
10
უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება
40 000 ლარი
პროგრამის შესაბამისად
სულ:
632 608 ლარი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.05.2018 წ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №53 - ვებგვერდი, 10.08.2018 წ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №77 - ვებგვერდი, 26.12.2018 წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, №58, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016349 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3969350-4/