კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2020 წლის 26 ივნისის ბრძანება №11/ნ – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
|
2. ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს შენატანი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
3. ბანკი ვალდებულია რეგულარულად მიაწოდოს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).
2. ინსტრუქციის მიზნებისათვის, ტერმინი – დეპოზიტი ნიშნავს კომერციულ ბანკში დეპოზიტორის მიერ გახსნილ ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე (მათ შორის, მიმდინარე ანგარიშებზე, საბარათე ანგარიშებზე, ვადიან დეპოზიტებსა და მოთხოვნამდე დეპოზიტებზე) აკუმულირებული თანხის დადებით ნაშთს, რომელიც დეპოზიტორმა უნდა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი და სახელშეკრულებო პირობების დაცვით.
2. ყოველთვიური შენატანის ოდენობა შეადგენს ეროვნულ ვალუტაში საანგარიშო თვის ბოლო დღის მონაცემებით განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებადი მოცულობის 0.03%-ს, ხოლო უცხოური ვალუტაში საანგარიშო თვის ბოლო დღის მონაცემებით განთავსებული დაზღვეული დეპოზიტებისათვის – ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. შენატანის დაანგარიშების ბაზა გამოითვლება მეასედებამდე დამრგვალებული რიცხვების საფუძველზე.
3. ბანკი ანგარიშობს შენატანის ოდენობას ლარში და უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლივად.
4. ბანკი ვალდებულია სააგენტოს ყოველთვიური ანგარიშის სახით მიაწოდოს დეპოზიტების შესახებ მონაცემები, ამ ინსტრუქციის დანართის შესაბამისად.
5. ბანკი ვალდებულია დაიანგარიშოს შენატანის ოდენობა კანონითა და წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული წესით და თავად დაიანგარიშოს გადასახდელი თანხის ოდენობა, როგორც ეს განსაზღვრულია ფორმა 01-ით.
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2020 წლის 26 ივნისის ბრძანება №11/ნ – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
2. ბანკი ვალდებულია შენატანი გადაიხადოს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა სააგენტოს შემდეგ ანგარიშზე:
მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი – TRESGE22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 302008900 (სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“).
ა) ფორმა 01 – ყოველთვიური ანგარიშგება დაზღვეული დეპოზიტების შესახებ (დანართი №1);
ბ) ფორმა 02 – ყოველთვიური ანგარიშგება ფიზიკური პირების დეპოზიტების შესახებ, ჩაშლილი სახით (დანართი №2);
გ) ფორმა 03 – ყოველთვიური ინფორმაცია იურიდიული პირების დეპოზიტების შესახებ, ჩაშლილი სახით (დანართი №3).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სააგენტოს წარედგინება მხოლოდ ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისათვის.
3. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების მიზნით, სააგენტო განსაზღვრავს ბანკის მიერ მოსამზადებელი ანგარიშის შინაარსსა და მოცულობას, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ანაზღაურების პროცედურებისა და მექანიზმების შესაბამისად.
2. ამ მუხლით განსაზღვრულ ანგარიშგებაში/ინფორმაციაში ყველა მონაცემი უნდა იყოს გამოხატული ეროვნული ვალუტით მეასედებამდე დამრგვალებული ციფრებით.
3. ბანკი ვალდებულია ფორმა 01, ფორმა 02 და ფორმა 03 შეავსოს ამ ინსტრუქციისა და დანართი №1, №2 და №3-ის შესაბამისად.
4. თუ ანგარიშის წარდგენის თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადა გადაიწევს უქმე ან დასვენების დღის მომდევნო პირველ სამუშაო დღემდე.
2. ბანკი ვალდებულია ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირველი ყოველთვიური ანგარიშგება/ინფორმაცია სააგენტოში წარადგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 15 (თხუთმეტი) იანვრისა, 2017 წლის 31 დეკემბრისთვის განთავსებული დეპოზიტებისათვის.
3. ბანკი ვალდებულია პირველი შენატანი გადაიხადოს 2018 წლის 15 (თხუთმეტ) თებერვლამდე, 2018 წლის იანვრისთვის განთავსებული დეპოზიტების საფუძველზე.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია გადაიხადოს შენატანი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების წინა თვეში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით. ამ მუხლის მიზნებისთვის, საანგარიშო თვეს წარმოადგენს მხოლოდ სრული თვე, როცა ბანკი ეწევა საოპერაციო საქმიანობას და პროპორციული გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება იმ თვეზე, როცა ეროვნული ბანკი ბანკს გაუუქმებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას.
+
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის
ბრძანება №5/ნ
2017 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ და „კ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2020 წლის 26 ივნისის ბრძანება №11/ნ – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქცია“.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი
+
კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქცია
+
მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო
კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანის (შემდგომში – შენატანი) ბაზის დაანგარიშების წესსა და შენატანის გადახდის პროცედურებს.
+
მუხლი 2. ზოგადი დებულებები
1. ამ ინსტრუქციის მოთხოვნები ვრცელდება საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკზე (შემდგომში – ბანკი).
2. ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს შენატანი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
3. ბანკი ვალდებულია რეგულარულად მიაწოდოს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2020 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №12/ნ – ვებგვერდი, 31.12.2020წ.
+
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი), „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამ ინსტრუქციით განსხვავებულად არ არის დადგენილი.
2. ინსტრუქციის მიზნებისათვის, ტერმინი – დეპოზიტი ნიშნავს კომერციულ ბანკში დეპოზიტორის მიერ გახსნილ ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე (მათ შორის, მიმდინარე ანგარიშებზე, საბარათე ანგარიშებზე, ვადიან დეპოზიტებსა და მოთხოვნამდე დეპოზიტებზე) აკუმულირებული თანხის დადებით ნაშთს, რომელიც დეპოზიტორმა უნდა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი და სახელშეკრულებო პირობების დაცვით.
+
მუხლი 4. შენატანის და შენატანის ბაზის დაანგარიშება და ინფორმაციის წარდგენა
1. ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს შენატანი დეპოზიტების დაზღვევის ფონდში, კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით და სააგენტოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ოდენობით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
2. ყოველთვიური შენატანის ოდენობა შეადგენს ეროვნულ ვალუტაში საანგარიშო თვის ბოლო დღის მონაცემებით განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებადი მოცულობის 0.03%-ს, ხოლო უცხოური ვალუტაში საანგარიშო თვის ბოლო დღის მონაცემებით განთავსებული დაზღვეული დეპოზიტებისათვის – ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. შენატანის დაანგარიშების ბაზა გამოითვლება მეასედებამდე დამრგვალებული რიცხვების საფუძველზე.
2. ყოველთვიური შენატანის ინდივიდუალური ოდენობა თითოეული კომერციული ბანკისთვის გამოითვლება კანონის, ამ ინსტრუქციისა და სააგენტოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
3. ბანკი ანგარიშობს შენატანის ოდენობას ლარში და უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლივად.
3. შენატანის დაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მიმდინარე თვის წინა თვისთვის (შემდგომში – საანგარიშო თვე) განთავსებულ დაზღვეულ დეპოზიტებს დამატებული დარიცხული პროცენტი. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის ტერმინი „დარიცხული პროცენტი“ გულისხმობს სადეპოზიტო ანგარიშზე ფაქტობრივად დარიცხულ პროცენტს.
4. ბანკი ვალდებულია სააგენტოს ყოველთვიური ანგარიშის სახით მიაწოდოს დეპოზიტების შესახებ მონაცემები, ამ ინსტრუქციის დანართის შესაბამისად.
4. ყოველთვიური შენატანის ოდენობა, თითოეული კომერციული ბანკისთვის გამოითვლება ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საანგარიშო თვის ბოლო დღის მონაცემებით განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებადი მოცულობის გამრავლებით შესაბამისი ბანკისთვის განსაზღვრულ ინდივიდუალურ ოდენობაზე (შესაბამისად ეროვნული და უცხოური ვალუტისთვის). შენატანის დაანგარიშების ბაზა გამოითვლება მეასედებამდე დამრგვალებული რიცხვების საფუძველზე.
5. ბანკი ვალდებულია დაიანგარიშოს შენატანის ოდენობა კანონითა და წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული წესით და თავად დაიანგარიშოს გადასახდელი თანხის ოდენობა, როგორც ეს განსაზღვრულია ფორმა 01-ით.
5. ბანკი ანგარიშობს შენატანის ოდენობას ლარსა და უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის როგორც ცალ-ცალკე, ასევე ჯამურად.
6. ბანკი ვალდებულია სააგენტოს ყოველთვიური ანგარიშის სახით მიაწოდოს დეპოზიტების შესახებ მონაცემები, ამ ინსტრუქციის დანართის შესაბამისად.
7. ბანკი ვალდებულია დაიანგარიშოს შენატანის ოდენობა კანონით, სააგენტოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესითა და თავად გამოითვალოს გადასახდელი თანხის ოდენობა, როგორც ეს განსაზღვრულია ფორმა 01-ით.
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2020 წლის 26 ივნისის ბრძანება №11/ნ – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2020 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №12/ნ – ვებგვერდი, 31.12.2020წ.
+
მუხლი 5. შენატანების გადახდის წესი
1. ბანკი შენატანს იხდის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, რომელიც ძალაშია გადახდის დღეს. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გამოიყენება ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სრული გაცვლითი კურსი, დამრგვალების გარეშე.
2. ბანკი ვალდებულია შენატანი გადაიხადოს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა სააგენტოს შემდეგ ანგარიშზე:
მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი – TRESGE22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 302008900 (სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“).
+
მუხლი 6. ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება
1. ბანკი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი სახის ანგარიშგება/ინფორმაცია:
ა) ფორმა 01 – ყოველთვიური ანგარიშგება დაზღვეული დეპოზიტების შესახებ (დანართი №1);
ბ) ფორმა 02 – ყოველთვიური ანგარიშგება ფიზიკური პირების დეპოზიტების შესახებ, ჩაშლილი სახით (დანართი №2);
გ) ფორმა 03 – ყოველთვიური ინფორმაცია იურიდიული პირების დეპოზიტების შესახებ, ჩაშლილი სახით (დანართი №3).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სააგენტოს წარედგინება მხოლოდ ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისათვის.
3. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების მიზნით, სააგენტო განსაზღვრავს ბანკის მიერ მოსამზადებელი ანგარიშის შინაარსსა და მოცულობას, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ანაზღაურების პროცედურებისა და მექანიზმების შესაბამისად.
+
მუხლი 7. ყოველთვიური ანგარიშგების წარდგენის წესი
1. ბანკი ვალდებულია ფორმა 01, ფორმა 02 და ფორმა 03 სააგენტოს წარუდგინოს Microsoft Excel-ის ფორმატით მართვის საინფორმაციო სისტემაში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://mis.diagency.ge.
2. ამ მუხლით განსაზღვრულ ანგარიშგებაში/ინფორმაციაში ყველა მონაცემი უნდა იყოს გამოხატული ეროვნული ვალუტით მეასედებამდე დამრგვალებული ციფრებით.
3. ბანკი ვალდებულია ფორმა 01, ფორმა 02 და ფორმა 03 შეავსოს ამ ინსტრუქციისა და დანართი №1, №2 და №3-ის შესაბამისად.
4. თუ ანგარიშის წარდგენის თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადა გადაიწევს უქმე ან დასვენების დღის მომდევნო პირველ სამუშაო დღემდე.
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2020 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №12/ნ – ვებგვერდი, 31.12.2020წ.
+
მუხლი 8. გარდამავალი დებულებები
1. ახლად ლიცენზირებული ბანკისთვის პირველ საანგარიშო თვეს წარმოადგენს ის თვე, როცა ბანკი მიიღებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას საქართველოს ეროვნული ბანკისაგან.
2. ბანკი ვალდებულია ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირველი ყოველთვიური ანგარიშგება/ინფორმაცია სააგენტოში წარადგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 15 (თხუთმეტი) იანვრისა, 2017 წლის 31 დეკემბრისთვის განთავსებული დეპოზიტებისათვის.
3. ბანკი ვალდებულია პირველი შენატანი გადაიხადოს 2018 წლის 15 (თხუთმეტ) თებერვლამდე, 2018 წლის იანვრისთვის განთავსებული დეპოზიტების საფუძველზე.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია გადაიხადოს შენატანი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების წინა თვეში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით. ამ მუხლის მიზნებისთვის, საანგარიშო თვეს წარმოადგენს მხოლოდ სრული თვე, როცა ბანკი ეწევა საოპერაციო საქმიანობას და პროპორციული გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება იმ თვეზე, როცა ეროვნული ბანკი ბანკს გაუუქმებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას.
როგორ დავიმოწმოთ
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №5/ნ, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016005 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3970064-1/