ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2017 წლის 29 დეკემბერი დაბა ქედა |
|
დანართი
2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-სა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
3. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-თ, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და იყენებს მუნიციპალიტეტის მერიის ბლანკს საკუთარი სახელწოდებით.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ.№3.
2. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელიც წარმართავს სამსახურის საქმიანობას, ხოლო მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაო აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის გადაწყვეტილებით (ბრძანება) სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.
3. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით.
4. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების ფუნქციები და კომპეტენციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაო აღწერილობებით.
ა) მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა და კოორდინაცია;
ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;
გ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის ხელშეწყობა;
დ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მათი სისტემატიზაცია და ანალიზი;
ე) „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ადმინისტრაციული ქმედების განხორციელება და „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევაზე სათანადო რეაგირება;
ვ) მიზნობრივ ჯგუფებში (ინვალიდები, მარტოხელა მოქალაქეები, დევნილები, სტიქიით დაზარალებულები და სხვა) სოციალური დახმარების ხელშეწყობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციართა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
თ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო მუნიციპალური პროგრამის შედგენა და მისი უზრუნველყოფა;
ი) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა, ეკომიგრანტთა სოციალურ პრობლემათა შესწავლა, ანალიზი და მის საფუძველზე შესაბამის წინადადებათა პაკეტის შემუშავება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება;
კ) მუნიციპალიტეტში მიგრაციული ნაკადების რეგულირებისა და მიგრაციული პროცესების განსახორციელებელ ღონისძიებათა ხელშეწყობა;
ლ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ვეტერანთა სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
მ) სარიტუალო მომსახურება, ხანდაზმულ ომის მონაწილე მარტოხელა ვეტერანთა საპატრონაჟო და მოხუცთა თავშესაფრის ორგანიზება, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა (ყოფილ სამხედრო ტყვეთა საფლავების მოძიება და აღრიცხვა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) საბრძოლო დიდების მემორიალების, ომში დაღუპულ მებრძოლთა საფლავების მოვლა-პატრონობა;
ო) შეიმუშავოს წინადადებები მის კომპენტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფის შესახებ;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საჭირო ინფორმაცია თავის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
ჟ) დაქვემდებარებულ სფეროში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადება;
რ) გამართოს თათბირები, სემინარები მის კომპენტენციაში შემავალ საკითხზე;
ს) თავისი მიზნებიდან გამომდინარე, განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
ტ) მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება;
უ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ბ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით, რომლებიც მიღებულია მერიაში;
გ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი პროფესიული საჯარო მოხელის ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ე) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
ვ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
ზ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
თ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
ი) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის უფლებებითა და გარანტიებით.
კ) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი.
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №37 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო – ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016156, 25/11/2014).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის სკარებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე
+
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1.🔗
ზოგადი დებულებანი+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-სა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
3. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვას, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი ჯანმრთელობის დაცვის სოციალური ინფრასტუქტურის მართვის, უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას, ეკომიგრანტთა და ვეტერანთა საქმეების სფეროში, სამართლებრივი ამოცანებისა და ფუნქციების უზრუნველყოფას.
3. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-თ, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №21 - ვებგვერდი, 01.09.2020წ.
+
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან, რომლებსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
+
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სამსახურის ფუნქციებია:
ე) „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ადმინისტრაციული ქმედების განხორციელება და „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევაზე სათანადო რეაგირება;
ე) „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ადმინისტრაციული ქმედების განხორციელება და „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევაზე სათანადო რეაგირება;
ვ) მიზნობრივ ჯგუფებში (შშმ პირები, მარტოხელა მოქალაქეები, დევნილები, სტიქიით დაზარალებულები და სხვა) სოციალური დახმარების ხელშეწყობა;
ზ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში და მათი რეგისტრაცია-აღრიცხვა.
თ) სოციალურად დაუცველ პირთა, აგრეთვე ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარების შემოღების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება.
ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრაცია-აღრიცხვა და დახმარება მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის.
კ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჯანდაცვის ობიექტებთან თანამშრომლობა სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში.
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციართა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ლ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ვეტერანთა სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
მ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო მუნიციპალური პროგრამის შედგენა და მისი უზრუნველყოფა;
ნ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა, ეკომიგრანტთა სოციალურ პრობლემათა შესწავლა, ანალიზი და მის საფუძველზე შესაბამისი წინადადებათა პაკეტის შემუშავება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება;
ო) მუნიციპალიტეტში მიგრაციული ნაკადების რეგულირებისა და მიგრაციული პროცესების განსახორციელებელ ღონისძიებათა ხელშეწყობა;
პ) მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური და საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ხანძარი, მეწყერი, ზვავსაშიშროება) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, მიგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა;
ჟ) ეკომიგრანტთა კატეგორიების დადგენა, სათანადო ბარათების შექმნა. იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა;
რ) სტიქიური უბედურებებისა და მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის შესწავლა, გეოლოგიური სამსახურის დასკვნის საფუძველზე კატეგორიების განსაზღვრა, სიების შედგენა, დაზუსტება და წარდგენა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურაში;
ს) სტიქიაში მოხვედრილი მოსახლეობის, განსახლებისა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად საკითხთა დასმა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან, მიგრაციისა და განსახლების დეპარტამენტში მუნიციპალიტეტის სტიქია საშიშ დასახლებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება, განსახლების პროგრამების განხორციელება და განხორციელების შესახებ წინადადებების და პროექტების მომზადება. მოსახლეობის პრობლემების შესწავლა ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალური უფლებების დაცვა;
ტ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ვეტერანთა სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
უ) სარიტუალო მომსახურება, ხანდაზმულ ომის მონაწილე მარტოხელა ვეტერანთა საპატრონაჟო და მოხუცთა თავშესაფრის ორგანიზება, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა (ყოფილ სამხედრო ტყვეთა საფლავების მოძიება და აღრიცხვა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ფ) საბრძოლო დიდების მემორიალების, ომში დაღუპულ მებრძოლთა საფლავების მოვლა-პატრონობა;
ქ) შეიმუშავოს წინადადებები მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფის შესახებ;
ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საჭირო ინფორმაცია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
ყ) დაქვემდებარებულ სფეროში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადება;
შ) გამართოს თათბირები, სემინარები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე;
ჩ) თავისი მიზნებიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
ც) მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება;
2. სამსახური „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე ატარებს სოციალური მუშაობის განხორციელებასა და კოორდინაციას, რაც გულისხმობს:
ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;
გ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;
დ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;
ე) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;
ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;
ზ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას.
3. სამსახურის ფუნქციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროში წარმოადგენს:
ა) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
დ) ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;
ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან,ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა.
თ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები.
4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ბენეფიციართა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას;
ბ) საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამსახურის ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტებას; საინფორმაციო ბიულეტენების, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზებისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადებას და გავრცელებას;
დ) მერიის ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №21 - ვებგვერდი, 01.09.2020წ.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 4 ივნისის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 07.06.2021წ.
+
მუხლი 31. საქმის წარმოების ერთიანი სისტემა
1. სამსახური უზრუნველყოფს ღონისძიებების კოორდინირებულ განხორციელებას. ბენეფიციართა დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებული პროცესის უზრუნველსაყოფად, იქმნება ბენეფიციარის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელი. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია გამოიყენოს უკვე მოქმედი ელექტრონული ქსელი, თუკი შესაძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.
2. ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელის შექმნის მიზანია ბენეფიციართა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ერთიანი სისტემის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
3. ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელში თავს იყრის ინფორმაცია ბენეფიციარის საჭიროებებზე, მის მიმართ განხორციელებულ დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებზე, მიღწეულ შედეგებზე და შედეგების პერიოდულ მონიტორინგზე.
4. უფლებამოსილი პირების მიერ ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონული საინფორმაციო ქსელით სარგებლობა ხდება ბენეფიციარის პერონალური მონაცემების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამიოსად. ბენეფიციარის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ის შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახდეს მხოლოდ ბენეფიციარის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული სუბიექტების მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების მიზნით. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ბენეფიციარის უფლებამოსილი წარმომადგენლებისთვის, ასევე ბენეფიციარის მეურვისთვის/მზრუნველისთვის.
5. ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელით სარგებლობის უფლების ფარგლები განისაზღვრება მასში ჩართულ სუბიექტებს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №21 - ვებგვერდი, 01.09.2020წ.
+
მუხლი 32. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
ბ) ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431, 432, 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;
გ) შემოსული განცხადების/ონფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ბენეფიციარის მდგომარეობის შესწავლისა და სიტუაციური ანალიზის დოკუმენტის შემუშავების ვალდებულების განსაზღვრის შესახებ;
დ) უზრუნველყოფს საქმის წარმოებაში დაინტერესებული პირების, საჭიროების შემთხვევაში კი სპეციალური კომპეტენციის მქონე სპეციალისტების ჩართვას;
ე) იღებს გადაწყვეტილებას ჩაღმავებული (მეორადი) შეფასების განხორციელების თაობაზე და უზრუნველყოფს მასში შესაბამისი მოწვეული სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობას;
ვ) ამტკიცებს სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო ორგანოებთან ან/და კერძო პროვაიდერებთან თანამშრომლობით;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექტორის მიერ გეგმიური კონტროლის ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების შესახებ;
თ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული პროგრამების განხორციელების მიზნით ახდენს შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, ხელშეკრულებების დადების და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პროცესის მხარდაჭერას;
ი) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
კ) ქედის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
მ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №21 - ვებგვერდი, 01.09.2020წ.
+
მუხლი 4. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის უფლება-მოვალეობები
კ) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი.
+
მუხლი 5. საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები
სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
მუხლი 6.🔗
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაციასამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7.🔗
სამსახურის დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა+
მუხლი 6. (ამოღებულია)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №21 - ვებგვერდი, 01.09.2020წ.
+
მუხლი 7. სამსახურის დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს დადგენილებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.01.2022.
- როდის იქნა მიღებული „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.12.2017. მიმღები ორგანო — ქედის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.134.016238.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.01.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №30, 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016238 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3972891/