2018 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
2018 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
+
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „2018 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
+
| მუხლი 2 |
ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიიჩნევა შემდეგი წარმოების ლიცენზიატები: ა) შპს „ენგურჰესი“; ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“. |
+
| მუხლი 3 |
ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ. |
+
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „2018 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“, №1-1/578, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 300280000.22.024.016512 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3972996-1/