საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.01.2018 ბოლო ცვლილება 02.03.2026
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016549
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (154)

წინა ცვლილებები (152)

16.01.2018 22.02.2018 26.02.2018 15.05.2018 01.06.2018 24.07.2018 27.07.2018 03.08.2018 19.09.2018 28.09.2018 17.10.2018 12.12.2018 26.12.2018 16.01.2019 23.01.2019 27.02.2019 27.03.2019 08.04.2019 17.05.2019 25.06.2019 07.08.2019 21.10.2019 22.10.2019 23.10.2019 30.10.2019 15.11.2019 13.01.2020 10.02.2020 10.02.2020 12.03.2020 12.03.2020 17.03.2020 18.03.2020 03.04.2020 09.05.2020 09.06.2020 01.07.2020 10.07.2020 23.07.2020 05.08.2020 07.08.2020 01.09.2020 10.09.2020 26.10.2020 24.11.2020 27.11.2020 01.12.2020 18.12.2020 22.01.2021 27.01.2021 08.02.2021 06.04.2021 27.04.2021 28.04.2021 28.04.2021 19.05.2021 23.06.2021 28.06.2021 23.07.2021 13.08.2021 01.10.2021 30.11.2021 02.12.2021 20.12.2021 31.12.2021 31.12.2021 14.01.2022 01.02.2022 02.02.2022 10.02.2022 07.03.2022 14.03.2022 31.03.2022 12.04.2022 02.05.2022 18.05.2022 13.06.2022 23.06.2022 05.07.2022 10.08.2022 22.09.2022 27.09.2022 07.10.2022 24.11.2022 23.12.2022 29.12.2022 30.12.2022 12.01.2023 30.01.2023 03.02.2023 06.02.2023 14.02.2023 17.02.2023 17.03.2023 24.03.2023 24.03.2023 29.03.2023 13.04.2023 19.05.2023 19.05.2023 31.05.2023 31.05.2023 16.06.2023 20.06.2023 23.06.2023 04.08.2023 08.09.2023 16.10.2023 03.11.2023 29.11.2023 12.12.2023 21.12.2023 21.12.2023 27.12.2023 17.01.2024 22.01.2024 22.01.2024 25.01.2024 26.01.2024 29.01.2024 07.02.2024 12.03.2024 29.03.2024 05.04.2024 23.05.2024 07.06.2024 04.09.2024 09.09.2024 18.09.2024 27.09.2024 27.12.2024 30.12.2024 21.02.2025 07.03.2025 07.03.2025 18.03.2025 08.04.2025 14.04.2025 14.04.2025 20.05.2025 27.05.2025 09.06.2025 13.06.2025 23.06.2025 08.07.2025 10.07.2025 11.08.2025 11.12.2025 16.12.2025 18.12.2025 29.12.2025 30.12.2025 30.12.2025 25.02.2026 02.03.2026

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №1

2018 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ

თავდაცვის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 დეკემბრის №412 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.11.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 23 ივნისის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 24.06.2025წ.

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები“.
მუხლი 2
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1. ამ ბრძანებით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები.

2. ამ ბრძანების მიზნებისთვის მოსამსახურეს წარმოადგენს:

ა) სამხედრო მოსამსახურე;

ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი;

გ) სამოქალაქო პირი;

დ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;

ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

მუხლი 2

სამხედრო მოსამსახურეთათვის ამ ბრძანებით განსაზღვრული სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობები ვრცელდება აგრეთვე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებზე.

მუხლი 3

ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) უფლებამოსილებები, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შეიძლება დელეგირებული იქნეს მის ერთ-ერთ მოადგილეზე.

თავი II

შრომის ანაზღაურება

მუხლი 4

1. სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება შედგება:

ა) სამხედრო მოსამსახურისათვის (რეზერვში ჩარიცხული პირის გარდა) – წოდებრივი სარგოსგან, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისგან და ამ ბრძანებით ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან. სამხედრო მოსამსახურეს ანაზღაურება ეძლევა თავისი სამხედრო წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიხედვით;

ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის – თანამდებობრივი (დანართი №3) და წოდებრივი (დანართი №4) სარგოებისგან, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისგან და ამ ბრძანებით ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან;

გ) სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის – თანამდებობრივი (დანართი №9) და წოდებრივი სარგოებისგან (დანართი №4), კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისგან და ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან;

დ) სამოქალაქო პირებისთვის – თანამდებობრივი სარგოსგან და ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან;

ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით და ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატისგან;

ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის – შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით;

ზ) რეზერვში ჩარიცხული პირისათვის - წოდებრივი სარგოსგან.

2.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება:

ა) სამხედრო მოსამსახურეთათვის  – წოდებრივი სარგოსაგან;

ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისაგან.

3. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგო, სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი და ფულადი ჯილდო განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა თანამდებობრივი სარგო, სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი  და ფულადი ჯილდო რეგულირდება ამ ბრძნებით, ხოლო შრომის ანაზღაურების სხვა პირობები ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირების თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები, დაინტერესებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით, დგინდება სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მიერ და დასამტკიცებლად წარედგინება მინისტრს საფინანსო დეპარტამენტთან და შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილეებთან შეთანხმებით. დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები აისახება სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხაში.

6. სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირების თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები განისაზღვრება სამოქალაქო ოფისის სამუშაოს ანალიზის ინსტრუქციით, რომელსაც სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტი სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.

7. სამოქალაქო პირთა თანამდებობების თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ ბრძანების №2​1 დანართით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე.

8. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს მისი წოდებრივი სარგოს 20%-ს, ხოლო  გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში − წოდებრივი სარგოს სრულ ოდენობას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №63 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 01.12.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.11.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 23 ივნისის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 24.06.2025წ.

მუხლი 5

1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებიც დანიშნული ან მივლინებული არიან დროებით შტატზე, ანაზღაურება მიეცემათ დროებითი შტატით გათვალისწინებული ფულადი/თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობით.

2. სამინისტროს თავდაცვის ძალების და სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც დაკისრებული აქვთ  შესაბამის  თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება, ანაზღაურება მიეცემათ შესაბამის თანამდებობაზე განსაზღვრული ფულადი/თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების ოდენობით.

3. სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის ეძლევა სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. მოსამსახურეს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა), რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა  დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ შემთხვევაში, დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი დანამატის ოდენობა – თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურეს დაეკისრება მივლინებული მოსამსახურის მოვალეობის შესრულება, მივლინებულ მოსამსახურეს მივლინებაში ყოფნის პერიოდში უნარჩუნდება საიდუმლო დოკუმენტაციასთან დაშვებისა და მუშაობისთვის გათვალისწინებული, აგრეთვე, კონკრეტული თანამდებობისთვის დაწესებული სპეციალური დანამატები, ხოლო იმ მოსამსახურეზე, რომელსაც დაეკისრება მივლინებაში მყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულება, დანამატები გაიცემა მხოლოდ მისი ძირითადი თანამდებობისათვის გათვალისწინებული დანამატების შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლებელია დადგინდეს ამ ბრძანებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობები და შრომის ანაზღაურების ოდენობა/წესი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 22.02.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 18.10.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 11.02.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 5 ივლისის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 06.07.2022წ.

მუხლი 6

1. სამხედრო მოსამსახურეებსა და  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ:

ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია კვებით ან ამ ბრძანების მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციით;

ბ) „სანივთე ქონებით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N21 ბრძანებით დადგენილი სანივთე ქონება.

2. თუ სამხედრო მოსამსახურე ან და  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი არ დგას კვების კმაყოფაზე, მას კვების ნაცვლად მიეცემა კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდებისა.

3. კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია არ მიეცემათ:                                                        

ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს და რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხულ მსმენელებს;

ბ) სამხედრო მოსამსახურეებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანების 1​5 პუნქტით განსაზღვრულ იმ პერიოდზე, როდესაც არ უნდა განხორციელდეს მათი კვებითი უზრუნველყოფა. მიუხედავად ამ ქვეპუნქტის მოთხოვნისა, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია გაიცემა თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდში 4 თვის განმავლობაში.

გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანების 1​5 პუნქტით განსაზღვრულ იმ პერიოდზე, როდესაც არ უნდა განხორციელდეს მათი კვებითი უზრუნველყოფა. მიუხედავად ამ ქვეპუნქტის მოთხოვნისა, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია გაიცემა კადრების განკარგულებაში ყოფნისას 2 თვის განმავლობაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 1  ივლისის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.11.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 23 ივნისის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 24.06.2025წ.

მუხლი 7

1. კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია სამხედრო მოსამსახურეებისათვის განისაზღვროს თვეში:

ა) საერთო საჯარისო შემადგენლობისთვის – 75 ლარის ოდენობით;

ბ) სამხედრო მფრინავებისათვის და მფრინავი შემადგენლობისთვის – 145 ლარის ოდენობით;

გ) მეზღვაურთა შემადგენლობისთვის – 85 ლარის ოდენობით;

დ) კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის განისაზღვროს თვეში 75 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია გაიცემა შემდეგი თვის შრომის ანაზღაურების პერიოდისათვის. არასრული თვის შემთხვევაში კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია იანგარიშება კალენდარული დღეების მიხედვით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.

მუხლი  8

კონტრაქტორების მიერ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა კვების უზრუნველყოფის ორგანიზების განხორციელების შემთხვევაში კვების ყოველდღიური ნორმის ღირებულებას ემატება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებისა და სხვა ხარჯები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.

მუხლი 9

1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, გარდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებიც გადიან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს/პროგრამას, აღნიშნული კურსის განმავლობაში მიეცემათ წოდებრივი სარგო ყოველთვიურად 1250 ლარის ოდენობით ფაქტობრივად ნამსახურები კალენდარული დღეების პროპორციულად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს, გარდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის/პროგრამის წარმატებით დასრულებისა და სამხედრო სამსახურის გაგრძელების შემდეგ ხელფასი მიეცემათ ამ ბრძანებით დადგენილი ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 აპრილის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 06.04.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 16 ივნისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 20.06.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.11.2023წ.

მუხლი 91  (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 აპრილის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 06.04.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.11.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №96 - ვებგვერდი, 11.08.2025წ.

მუხლი 10

1. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება:

ა) წოდებრივი სარგო;

ბ) დანამატები;

გ) კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია.

2. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე დაეკისრება მოვალეობის შესრულება, შრომის ანაზღაურება ეძლევა სრულად, როგორც წოდებრივი სარგოს, ისე ყველა სახის დანამატის და კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის სახით. მოსამსახურე მიიღებს ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრულ დანამატებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ოდენობა აღემატება მოსამსახურის დანამატის (გარდა წელთა ნამსახურობის დანამატისა) ოდენობას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრული დანამატები ნაკლებია, მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისივე დანამატები.

3. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც დაეკისრება თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობა, შრომის ანაზღაურება ეძლევა სრულად, როგორც წოდებრივი სარგოს, ისე ყველა სახის დანამატის და კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის სახით.

31. კადრების განკარგულების პერიოდში:

ა) სპეციალური წოდების მქონე პირს უნარჩუნდება არაუმეტეს ორი თვის:

ა.ა) თანამდებობრივი სარგო, ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;

ა.ბ) წოდებრივი სარგო;

ა.გ) წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი;

ა.დ) კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია;

ა.ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრა-დასახიჩრების  ან  ტრავმის  მიღების  გამო დაწესებული დანამატი;

ა.ვ) 4 და მეტი შვილზე დაწესებული დანამატი;

ბ) სამოქალაქო პირს უნარჩუნდება არაუმეტეს ერთი თვის:

ბ.ა) თანამდებობრივი სარგო ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;

ბ.ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრა დასახიჩრების ან ტრავმის მიღების  გამო დაწესებული დანამატი;

ბ.გ) 4 და მეტი შვილზე დაწესებული დანამატი.

4. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამოქალაქო პირს, რომელსაც დაეკისრება ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე მოვალეობის შესრულება, ანაზღაურება ეძლევა როგორც თანამდებობრივი სარგოს, ისე დანამატების სახით. მოსამსახურე მიიღებს ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს და დანამატს იმ შემთხვევაში, თუ მათი ოდენობა აღემატება მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოს და დანამატის (გარდა წელთა ნამსახურობის დანამატისა) ოდენობას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატები ნაკლებია, მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისივე თანამდებობრივი სარგო და დანამატები.

5. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამოქალაქო პირს, რომელსაც დაეკისრება თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობა, მიეცემა შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო იმ შემთხვევაში, თუ მისი ოდენობა აღემატება მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს, ხოლო თუ დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია, მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისივე თანამდებობრივი სარგო.

6. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, რომელსაც ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე დაეკისრება მოვალეობის შესრულება, შრომის ანაზღაურება ეძლევა სრულად, როგორც თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს, ისე ყველა სახის დანამატის და კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის სახით. მოსამსახურე მიიღებს ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს და დანამატებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ოდენობა აღემატება მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს და დანამატის (გარდა წელთა ნამსახურობის დანამატისა) ოდენობას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატები ნაკლებია, მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისივე დანამატები.

7. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, რომელსაც დაეკისრება თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობა, შრომის ანაზღაურება ეძლევა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის და კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის სახით. მოსამსახურე მიიღებს დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოს იმ შემთხვევაში, თუ მისი ოდენობა აღემატება მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, ხოლო თუ დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ნაკლებია, მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისივე თანამდებობრივი სარგო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 18.10.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.

მუხლი 11

ნამსახურობის დღეების დაანგარიშებასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედება (მათ შორის  – გამოცემული აქტი) სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს გაასაჩივროს ნამსახურების დღეების გაზრდილი ოდენობით დაანგარიშების უფლების წარმოქმნიდან ერთი თვის ვადაში.

მუხლი 12

1. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო აისახება საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის  №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

2. შრომითი ხელშეკრულებით მისაღები პირების თანამდებობრივი დასახელების ნუსხა და რაოდენობა, აგრეთვე შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შრომითი ხელშეკრულებით მისაღებ იმ პირთა შრომის ანაზღაურება, რომელიც არ იქნება განსაზღვრული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განისაზღვრება მინისტრის მიერ მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის  №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

მუხლი 13

თუ ამ ბრძანებით განსაზღვრული დანამატი ან სხვა გასაცემი შეიძლება გაიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში და შესაბამისი კატეგორია ან თანამდებობათა ნუსხა არ დამტკიცდა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იგულისხმება, რომ დანამატი ან სხვა გასაცემი შეიძლება გაიცეს მხოლოდ კატეგორიის ან ნუსხის დამტკიცების აქტით განსაზღვრული თარიღიდან და შესაბამისად, ამ კატეგორიის ან ნუსხის დამტკიცებამდე (თარიღამდე), შესაბამის გასაცემლებზე ვალდებულებები არ წარმოიქმნება.

მუხლი 14

1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს), გარდა სამოქალაქო ოფისში დასაქმებული მოხელეებისა, დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო. სამოქალაქო ოფისში დასაქმებულ მოხელეებს ფულადი ჯილდო ეძლევათ შეფასების შედეგების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების გარდა, სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული საქციელისთვის შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 5 მარტის №33 ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 07.04.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 23.09.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 23 ივნისის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 24.06.2025წ.

მუხლი 15

დამტკიცდეს:

ა) სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები (დანართი №1);

ა1) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები (დანართი №11);

ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამოქალაქო თანამდებობის პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2);

ბ​1)  სამინისტროს თავდაცვის ძალების სამოქალაქო თანამდებობების ნუსხა და  კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგობისთვის (დანართი №2​1);

გ) სამინისტროს თავდაცვის  ძალების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები (დანართი №3);

დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები (დანართი №4);

ე) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრ „სორტას“ სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები (დანართი №5).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 07.10.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 29.12.2022 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №96 - ვებგვერდი, 11.08.2025წ.
 

თავი III

სამინისტროს კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატები

მუხლი 16

დამტკიცდეს:

ა) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისას, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების (სამოქალაქო პირებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების) ყოველთვიური დანამატები (დანართი №6);

ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა და სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №7);

გ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №8);

დ) (ამოღებულია - 24.11.2022, №77);

ე) (ამოღებულია - 17.05.2019, №20);

ვ) (ამოღებულია - 14.02.2023, №10);

ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის საინჟინრო გეოდეზიური განყოფილების მოსამსახურეთა დანამატები (დანართი 17);

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრის სამოქალაქო პირთა დანამატები (დანართი №18);

ი) (ამოღებულია - 29.12.2022, №82);

კ) (ამოღებულია - 29.12.2022, №82);

ლ) (ამოღებულია - 29.12.2022, №82);

მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მოსამსახურეთა ყოველთვიური დანამატები (დანართი №22);

ნ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №23).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 მაისის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 15.05.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 31.07.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №63 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 18.10.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 17 მაისის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 20.05.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 31.10.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 11.02.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 13.03.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 17 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 17.03.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 27 აპრილის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 28.04.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №99 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 07.10.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 25.11.2022 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 29.12.2022 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 14 თებერვლის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 15.02.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 30.03.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 31 მაისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 01.06.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 16 ივნისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 20.06.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 23.06.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.11.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 23 ივნისის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 24.06.2025წ.

მუხლი 17

ამ ბრძანებით განსაზღვრული დანამატები არ გაიცემა სამინისტროს  სამოქალაქო ოფისში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე, გარდა N6 დანართით გათვალისწინებული დანამატისა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 31.07.2018წ.

მუხლი 18

ოფიცერთა, კაპრალთა და სერჟანტთა, ასევე პროფესიულ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფ რიგითთა შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ნამსახურები კალენდარული წლების (მათ შორის, სსრკ-ის ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე) მიხედვით ნამსახურობისათვის (გარდა სავალდებულო სამხედრო/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნამსახურობისა) ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:

ა) 5 წლამდე – 15%;

ბ) (ამოღებულია - 30.12.2025, №143)

გ) 5-დან 10 წლამდე – 20%;

დ) 10-დან 15 წლამდე – 25%;

ე) 15-დან 20 წლამდე – 30%;

ვ) 20-დან 25 წლამდე – 35%;

ზ) 25-დან 30 წლამდე – 40%;

თ) 30 წელი და მეტი – 45%.

შენიშვნა:

სავალდებულო სამხედრო/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნამსახურობასთან დაკავშირებით ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი არ ვრცელდება სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.11.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 30.12.2025წ.

მუხლი 19

სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5 %;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10 %;

გ) 5-დან 10 წლამდე – 20 %;

დ)10-დან 15 წლამდე – 25 %;

ე) 15-დან 20 წლამდე – 30 %;

ვ) 20-დან 25 წლამდე – 35 %;

ზ) 25-დან 30 წლამდე – 40 %;

თ) 30 წელი და მეტი – 45 %.

შენიშვნა:

ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებზე.

მუხლი 20 (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 29.12.2022 წ.

მუხლი 21

სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს საჯარო მოხელის საკლასო ჩინისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი/წოდებრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:

ა) ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველს – 40%;

ბ) I კლასის სახელმწიფო მრჩეველს, I კლასის მრჩეველს – 35%;

გ) სახელმწიფო მრჩეველს, II კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის I კლასის მრჩეველს – 30%;

დ) III კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის II კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის I კლასის  რეფერენტს – 25%;

ე) საჯარო სამსახურის III კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის II კლასის რეფერენტს – 20%;

ვ) საჯარო სამსახურის III კლასის რეფერენტს – 15%.

შენიშვნა:

ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირებზე.

მუხლი 22

სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს), რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი, ეძლევათ ყოველთვიური დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 4 შვილზე – 313 ლარი;

ბ) 5 შვილზე – 425 ლარი;

გ) 6 შვილზე – 525 ლარი;

დ) 7 შვილზე – 625 ლარი;

ე) 8 შვილზე – 725 ლარი;

ვ) 9 და მეტ შვილზე – 825 ლარი.

შენიშვნა:

1. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეებზე ყოველთვიური დანამატი გაიცემა შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტიდან.

2. ყოველთვიური დანამატი გაიცემა არასრულწლოვანი შვილების შემთხვევაში – 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ხოლო შრომისუუნარო/შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილების შემთხვევაში – ასაკის მიუხედავად.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 30.12.2025წ.

მუხლი 23

1. სამხედრო მფრინავებს თითოეული საბრძოლო გაფრენისათვის ეძლევათ დანამატი 100 ლარის ოდენობით.

2. სამხედრო მოსამსახურეებს პარაშუტით თითოეული ხტომისათვის ეძლევათ დანამატი ფულადი  სარგოს შემდეგი ოდენობით:

ა) 2-დან 10-მდე - 0.5%;

ბ) 10-დან 50-მდე - 1%;

გ) 50-დან 300-მდე - 1.5%;

დ) 300-დან 500-მდე - 2%;

ე) 500-დან 1000-მდე - 2,5%;

ვ) 1000 და მეტი –3%;

ზ) ინსტრუქტორ-პარაშუტისტებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დანამატი ეძლევათ წელიწადში არაუმეტეს 100, ხოლო სხვა სამხედრო მოსამსახურეებს არაუმეტეს 50 ხტომაზე. ინსტრუქტორ-პარაშუტისტებს დანამატი ეძლევათ 300 ნახტომის შესრულების შემდეგ.

მუხლი 24

1. სამხედრო მოსამსახურეებს ყოველ 10 მეტრ სიღრმეზე ერთი საათის განმავლობაში, წყალქვეშ შესრულებული სამუშაოებისათვის, ეძლევათ დანამატი – 54 ლარის ოდენობით.

2. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც „პრაქტიკულ ფრენებზე დაშვებისათვის ყოველწლიური შემოწმების შედეგების საფუძველზე“ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრებიან  ეკიპაჟების მეთაურებად ან მეორე მფრინავებად და ახორციელებენ პრაქტიკულ ფრენებს საჰაერო ხომალდზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ეკიპაჟების მეთაურებს – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით;

ბ) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების მეორე მფრინავებს–წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით.

3. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც ახორციელებენ პრაქტიკულ ფრენებს საჰაერო ხომალდზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი შემდეგი წესით:

ა) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების შტურმანებს  –  წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით;

ბ)თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ბორტინჟინრებს (ბორტტექნიკოსებს, ბორტმექანიკოსებს)  –  წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 30 %-ს ოდენობით.

4.სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც ყოველწლიური შემოწმების საფუძველზე დაშვებულნი არიან საფრენ აპარატებთან პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად ინჟინრებისა და ტექნიკოსების ფუნქციების განსახორციელებლად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 22.02.2018წ.

მუხლი 241​

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს მაღალმთიან რეგიონში სამსახურისათვის მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 250 ლარის ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №110 - ვებგვერდი, 02.12.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.11.2023წ.

მუხლი 24​​2

სამხედრო საგანმანათლებლო და საბრძოლო მომზადების პროგრამებიდან გამომდინარე, საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებზე მყოფ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, რომელიც წარგზავნილია საველე შეკრებაზე (წვრთნა, სწავლება, მეცადინეობა) უწყვეტად, 24 საათი და მეტი ვადით, და იმყოფება საველე პირობებში მუდმივი დისლოკაციის/სამსახურის ადგილის გარეთ არსებულ სასწავლო-საწვრთნელ ბანაკში, საწვრთნელ ველზე ან/და პოლიგონზე, მეცადინეობაზე გასვლის დღიდან მეცადინეობის დამთავრების დღის ჩათვლით ეძლევა დანამატი ყოველდღიური ანაზღაურების სახით – 39 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირებზე;

ბ) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეზე;

გ) სარეზერვო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 19 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 22.05.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 7 მარტის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 07.03.2025წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №143 - ვებგვერდი, 30.12.2025წ.
 

მუხლი 24​3

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსს, ეროვნული გვარდიის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსს, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსს, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 375 ლარის ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 16 ივნისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 20.06.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.11.2023წ.

მუხლი 25

საბრძოლო მორიგეობაში (განწესში) მყოფ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  ეძლევათ დანამატი საბრძოლო მორიგეობაში (განწესში) ყოფნის ყოველი ერთი საათისთვის  –  ერთი ლარის ოდენობით.

მუხლი 26

სამინისტროს იმ სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მუშაობენ საიდუმლო დოკუმენტებთან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისა და მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი სარგოს, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით. აღნიშნული კატეგორიის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.

შენიშვნა:

ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე.

მუხლი 27

სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომელთა თანამდებობების ნუსხას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი, დაშიფრვაზე უწყვეტი მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი/წოდებრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 3 წლამდე – 10%;

ბ) 3-დან 6 წლამდე – 15%;

გ) 6 წელი და მეტი – 20%.

შენიშვნა:

აღნიშნული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 მაისის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 15.05.2018წ.

მუხლი 28

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერის" ორგანიზებით დაგეგმილ სწრაფი რეაგირების ძალების (Quick Reaction Forces-QRF) წვრთნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წარგზავნის პერიოდში მოსამსახურეებს დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატი 535 ლარის ოდენობით.

მუხლი 29

სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს სამეცნიერო ხარისხისათვის/დოქტორის აკადემიური ხარისხისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი სარგოს, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს - თანამდებობრივი სარგოს  25%-ის ოდენობით.

შენიშვნა:

აღნიშნული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე.

მუხლი 30

1. სამინისტროს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების, ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ რეინჯერთა მომზადების კურსი და რომელთა კატეგორიებს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 125 ლარის ოდენობით. აღნიშნული დანამატი ასევე გაიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთაც გავლილი აქვთ აშშ-ს რეინჯერთა მომზადების კურსი და მსახურობენ სამინისტროს თავდაცვის ძალებში.

2. (ამოღებულია - 23.06.2025, №80).

3. (ამოღებულია - 30.10.2019, №38).

4. (ამოღებულია - 13.01.2020, №5).

5. (ამოღებულია - 13.01.2020, №5).

6. (ამოღებულია - 17.05.2019, №20).

7. (ამოღებულია - 03.04.2020, №34).

8. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ რეინჯერთა მომზადების კურსი/პროგრამა, კომანდოს კურსი და/ან მოიერიშეს კურსი, კურსის/პროგრამის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 250 ლარის ოდენობით.

9. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა 9​1 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეებისა, რომელთაც გავლილი აქვთ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა და/ან სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა, კურსის/პროგრამის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 450 ლარის ოდენობით.

9​1. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი): სპეციალური დანიშნულების ჯგუფებში, სნაიპერთა ჯგუფში; სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი): სპეციალური დანიშნულების ჯგუფებში, სნაიპერთა ჯგუფში, საზღვაო სპეციალური ოპერაციების ასეულის მმართველობაში და საზღვაო სპეციალური ოპერაციების ოცეულში; მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწრთვნელი ცენტრის სპეციალური დანიშნულების სკოლაში, რეინჯერთა მომზადების სკოლაში, მებრძოლ მყვინთავთა მომზადების სკოლაში, სნაიპერთა მომზადების სკოლაში და საპარაშუტო მომზადების სკოლაში, რომელთაც გავლილი აქვთ თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის/ძალების სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა და/ან სპეციალური ოპერაციების სარდლობის/ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა, კურსის/პროგრამის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 1275.5 ლარის ოდენობით. 

10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად 250 და 450 ლარის ოდენობის დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ მხოლოდ მე-9 პუნქტით გათვალისწინებული 450 ლარის ოდენობის დანამატი.

101. ამ მუხლის მე-8 და 91 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად 250 და 1275.5 ლარის ოდენობის დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ მხოლოდ 91 პუნქტით გათვალისწინებული 1275.5 ლარის ოდენობის დანამატი.

11. სამინისტროს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების, ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა და/ან სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა და აღარ მსახურობენ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 450 ლარის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ კურსის/პროგრამის დამთავრებიდან სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში მსახურობდა ოფიცერთა შემადგენლობა არანაკლებ 5 წელი, ხოლო კაპრალ-სერჟანტთა შემადგენლობა არანაკლებ 8 წელი. იმ კაპრალ-სერჟანტთა შემადგენლობას, რომლებიც კურსის/პროგრამის დამთავრების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში სამსახურის პერიოდში გახდნენ ოფიცრები, უნდა ჰქონდეთ სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში ოფიცრის ხუთწლიანი ან სერჟანტად და ოფიცრად ერთად ნამსახურობის 8-წლიანი სტაჟი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 მაისის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 15.05.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 16 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 17.01.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 თებერვლის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 27.02.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 17 მაისის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 20.05.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 22.10.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.10.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 31.10.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 აპრილის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 06.04.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 27 აპრილის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 28.04.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 25.11.2022 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.11.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 19.09.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 27.12.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 23 ივნისის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 24.06.2025წ.

მუხლი 31

სამინისტროს სისტემის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს), სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრა-დასახიჩრების ან ტრავმის მიღების გამო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მიეცემა ყოველთვიური დანამატი 330-დან (სამას ოცდაათი) 990 (ცხრაას ოთხმოცდათი) ლარამდე ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 11.02.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 13.12.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 თებერვლის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 28.02.2024წ.

მუხლი 311

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იუნკერებს, რომლებიც სასწავლებლად არიან წარგზავნილნი უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში და შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 07.04.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 19 მაისის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 20.05.2021წ.

მუხლი 31​2
სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის „უცხო ქვეყანაში უმცროს ოფიცერთა მოსამზადებელ კურსებზე სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან წარგზავნილ მსმენელთა ჯგუფის“ მსმენელებს, რომლებიც სასწავლებლად არიან წარგზავნილნი უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ყოველთვიურად მიეცემათ მხოლოდ ფულადი სარგო 276 (ორას სამოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 23 ივნისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 24.06.2021წ.

მუხლი 313 (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 18 მარტის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 19.03.2025წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №96 - ვებგვერდი, 11.08.2025წ.

თავი IV

სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა შრომის ანაზღაურება

მუხლი 32

1. დამტკიცდეს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების

მქონე პირთა შრომის ანაზღაურება (დანართი №9).

2. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა თანამდებობების თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ ბრძანების №9 დანართით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე.

მუხლი 33

1. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და  ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის ეძლევა სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს სახელფასო დანამატი მიეცემათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

მუხლი 34

სამინისტროს სამოქალაქო ოფისში დასაქმებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის კლასის დანამატი მიეცემა თანამდებობრივი სარგოს პროცენტული ოდენობით შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კლასი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

საკლასო დანამატის

განაკვეთი

1% 2% 3% 4% 5% 6% 7% 8% 9% 10% 12% 15%

მუხლი 35

სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო მიეცემათ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოხელის შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

თავი V

სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები

მუხლი 36

სამხედრო მოსამსახურეებს (სავალდებულო სამხედრო/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხული მსმენელების გარდა), რომლებიც დათხოვნილნი/გათავისუფლებულნი არიან სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (სავალდებულო სამხედრო/ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გარდა) მიხედვით (მათ შორის, სსრკ-ის ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე) ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება №10 დანართით  გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი;

ბ) 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი;

გ) 10-დან 15 წლამდე – რვამაგი;

დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი;

ე) 20 წელი და მეტი - თორმეტმაგი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.11.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 23 ივნისის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 24.06.2025წ.

მუხლი 37

სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამხედრო სამსახურიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ან „თ“ (მხარეთა შეთანხმებით) ქვეპუნქტით და ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება №10 დანართით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით, ორმაგი ოდენობით. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც დათხოვნილი არიან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 08.09.2023წ.

მუხლი 38

სამინისტროს თავდაცვის ძალების სამოქალაქო პირებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სამსახურიდან, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო – 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

ბ) დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო – 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 23 ივნისის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 24.06.2025წ.

მუხლი 39

სამინისტროს თავდაცვის ძალების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება N11 დანართით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი;

ბ) 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი;

გ) 10-დან 15 წლამდე – რვამაგი;

დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი;

ე) 20 წელი და მეტი – თორმეტმაგი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 40

1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს) უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებით სამინისტროს დაქვემდებარებულ სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებში.

2. სსიპ  – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ამ ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო მომსახურებით, მისი დებულების შესაბამისად, უფლება აქვთ ისარგებლონ:

ა) სამინისტროს და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს), სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს (კადეტებს);

ბ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის პირებს, თუ ისინი წარმოადგენენ:

ბ.ა) სამინისტროდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;

ბ.ბ) მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;

ბ.გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ პირთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა);

ბ.დ) საბრძოლო მოქმედებების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის  ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა);

ბ.ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კატეგორიის პირებს.

3. სამინისტროს ხარჯზე ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირების მიერ სამედიცინო მომსახურებით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში სარგებლობის შემთხვევები, გასაწევი ხარჯების მოცულობა და წინაპირობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

შენიშვნა:

ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის გასაწევი ხარჯების მოცულობაზე არ ვრცელდება ამ ბრძანების 51-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გასაწევი ხარჯების 5 000-ლარიანი შეზღუდვა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 23 ივნისის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 24.06.2025წ.

მუხლი 41

1. სასწავლებლად წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან დაკავებული თანამდებობიდან და წარგზავნილნი არიან მსმენელებად სხვადასხვა სასწავლებლებში, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციები, ხოლო სამოქალაქო პირებს – თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. ამასთანავე, ეძლევათ სამივლინებო თანხები დადგენილი წესით (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სასწავლებლად ჩარიცხულ უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებს:

ა) ყოველთვიურად უწესდებათ მხოლოდ ფულადი სარგო და ამ ბრძანებით ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატები მათი ფაქტობრივი წოდების შესაბამისად, თუ სასწავლებელში ჩარიცხვამდე პირი იმყოფებოდა:

ა.ა) რეზერვისტთა აღრიცხვაზე;

ა.ბ) წვევამდელთა აღრიცხვაზე და სასწავლებელში ჩარიცხვასთან ერთად გახდა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე;

ბ) უნარჩუნდებათ მხოლოდ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციები, თუ სასწავლებელში ჩარიცხვამდე პირი წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ იუნკერებსა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელებზე. აღნიშნულ მსმენელებს/იუნკერებს უწესდებათ სტიპენდია მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დამტკიცებული სტიპენდიების გაცემის კრიტერიუმებისა და მოცულობის შესაბამისად.

3. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უფლებამოსილია უზრუნველყოს აკადემიაში  იუნკერის სტატუსის მოპოვების გარეშე მიღებულ პირთა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდა და მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება.

4. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უფლებამოსილია, აკადემიის ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურის იუნკერის მიერ გადასახდელი თანხის საკუთარი ბიუჯეტიდან ანაზღაურება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 23 ივნისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 24.06.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 03.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 22 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 22.01.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 ივნისის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 10.06.2024წ.

მუხლი 42

სასწავლებლად (გრძელვადიანი მივლინებით) სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს თანამდებობრივი სარგო შესაძლებელია მიეცეთ როგორც ამ ქვეყნის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ვალუტით, თუ ანაზღაურების სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული. შესაბამისი ქვეყნის ვალუტით ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 43

სამხედრო მოსამსახურეებს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის, ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის, ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლებათ ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებისათვის მზადყოფნაში, ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ. შესაბამისად ფულადი სარგოები დროის ამ პერიოდში მიეცემათ სამმაგი ან ორმაგი ოდენობით.

მუხლი 44

სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც ეძლევათ შესაბამისად ფულადი სარგოები ან თანამდებობრივი სარგო ერთნახევარი, ორმაგი ან სამმაგი ოდენობით – წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, ყველა სახის დახმარება, დანამატი, ჯილდო  და პენსიის/კომპენსაციის დასანიშნად ფულადი სარგოები უანგარიშდებათ ფულადი სარგოებისა და თანამდებობრივი სარგოების ერთმაგი ოდენობიდან.

მუხლი 45

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ გასაცემლებზე ვალდებულებები წარმოიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი იქნება შესაბამისი ასიგნება.

მუხლი 46

უფროსი ან უმაღლესი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების თანამდებობაზე მყოფი სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისათვის ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება შესაძლებელია შესყიდულ იქნეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ღირებულებისა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, თუ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ადგილას არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი.

მუხლი 47

სამინისტროს მოსამსახურის (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის დაზიანების, დაჭრის, დასახიჩრების ან მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 55-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებები, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) მძიმე დაზიანება – 20 000 ლარი;

ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 10 000 ლარი.

შენიშვნა:

დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი ან საჭიროების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019  წლის 15 ნოემბრის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 19.11.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.

მუხლი 48. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019  წლის 15 ნოემბრის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 19.11.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.

მუხლი 49. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.

მუხლი 50

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სამინისტროს მოსამსახურის (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის) დაღუპვის, ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 55-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებები, მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ სამინისტროს მოსამსახურის ოჯახის წევრს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით, ასევე მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მითითებულ ოჯახს დამატებით შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. სამინისტროს სამხედრო სამსახურში მყოფი პირის ან სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის სხვა შემთხვევაში მისი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს, მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს  სამინისტრო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.

მუხლი 501

სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირის, ასევე ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის გარდაცვალების (დაღუპვის) შემთხვევაში ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, დანამატი, კომპენსაცია, პრემია) და დახმარება არ ექვემდებარება დაბრუნებას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 მაისის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 15.05.2018წ.

მუხლი 51

1. მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაიცეს:

ა) 5000 ლარამდე ღირებულების ფასიანი საჩუქარი (ქონება, მომსახურება ან სამუშაო);

ბ)  ფულადი დახმარება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფასიანი საჩუქარი/ფულადი დახმარება შეიძლება მიეცეს შემდეგ პირებს:

ა) ამ ბრძანების 50-ე მუხლში მითითებულ პირთა ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაღუპული მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;

ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე, უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური წოდების მქონე პირის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ ან დასახიჩრებულ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს) ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს (მათ შორის, დათხოვნილ მოსამსახურეს);

დ) საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სამინისტროს თავდაცვის ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს, აგრეთვე ამ მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;

ე) (ამოღებულია - 26.01.2024, №22);

ვ) საომარი მოქმედებების დროს დაღუპული პირის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს, თუ დაღუპულ პირს გავლილი ჰქონდა სამხედრო სარეზერვო/სარეზერვო სამხედრო სამსახური;

ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს, მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს;

თ) სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, თუ მათ მიმართ გათავისუფლებამდე/დათხოვნამდე სამინისტროში სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განმხილველი კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება შესაბამისი დახმარების გაცემის შესახებ ან სამინისტროდან გაცემულ იქნა საგარანტიო წერილი (წერილობითი დაპირება) მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის მკურნალობის ანაზღაურების შესახებ;

ი) განსაკუთრებულ შემთხვევაში გარდაცვლილი სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის ან ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ წევრს სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით;

კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ოჯახის წევრს/წევრებს, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირების მიერ შეუძლებელია  ფასიანი საჩუქრის/ფულადი დახმარების მოთხოვნა ან/და მიღება.

3. (ამოღებულია - 29.03.2024, №40);

4. 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე სამშვიდობო ოპერაციის/საერთაშორისო ოპერაციის განხორციელებისას დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენილ 18 წლის ზემოთ ასაკის შვილ(ებ)ს, პროპორციული განაწილებით, ყოველთვიურად მიეცეს ფულადი დახმარება  1200 ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილ პირს არ ჰყავს პირველი რიგის სხვა მემკვიდრე. ამ პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარების მიღების უფლება პირს წარმოეშობა განცხადების წარდგენის თარიღიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019  წლის 15 ნოემბრის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 19.11.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 24.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.11.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 29 იანვრის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 30.01.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 29 მარტის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 10.09.2024წ.

მუხლი 52. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.

მუხლი 53

სამინისტროს სამოქალაქო პირის (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის), აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მოსამსახურის დაღუპვის/გარდაცვალების სხვა შემთხვევაში, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამსახურებრივ მოვალეობასთან, მის ოჯახს მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით (მაგრამ არაუმეტეს 10000 ლარისა) შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.

მუხლი 54

ამ ბრძანების:

ა) 50-ე მუხლის პირველი წინადადების და 53-ე მუხლების მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: პირველ რიგში მეუღლე, არასრულწლოვანი (შვილ(ებ)ი და სრულწლოვანი შრომისუუნარო (შვილ(ებ)ი, ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში მეორე რიგში მშობლები და სრულწლოვანი (შვილ(ებ)ი. თუ ოჯახის წევრები არ განსაზღვრავენ ერთ პირს დახმარების მისაღებად, მაშინ დახმარება თანაბარწილად გაიცემა ყველა წევრზე (მათ შორის, 18 წლამდე დაქორწინებული პირი), ხოლო არასრულწლოვანი (გარდა 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულისა), აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო (შვილ(ებ)ის დახმარებას, მათი სახელით, იღებს (შვილ(ებ)ის კანონიერი წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ დახმარების მიმღებ პირს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, დახმარების მიღებაზე უფლებამოსილი პირის წილს მიიღებენ იმავე რიგში მყოფი ოჯახის სხვა წევრები თანაბარწილად, ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში შემდგომ რიგში მყოფი ოჯახის წევრები;

ბ) 50-ე მუხლის მეორე წინადადების და 51-ე მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, შვილ(ებ)ი, მშობლები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.

მუხლი 55

ამ ბრძანების 47-ე და 50-ე მუხლებით გათვალისწინებული პირების მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ არსებობს ან დადგინდება ვალდებულების წარმოშობის შემდეგი გამომრიცხავი გარემოებები:

ა) ამ ბრძანების 47-ე და 50-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები განზრახ ან/და უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადნენ სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინათ ამავე მუხლებში განსაზღვრული შედეგები;

ბ) ამ ბრძანების 47-ე და 50-ე მუხლებით განსაზღვრული შედეგები წარმოადგენენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან/და ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების ან/და წინდახედულობის ნორმების უხეში დარღვევის (დაუცველობის ან/და არაჯეროვანი შესრულების) შედეგს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.

მუხლი 56

ამ  ბრძანებით განსაზღვრული დახმარებები არ მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

მუხლი 57

დამტკიცდეს:

ა) სამხედრო მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები (დანართი №10);

ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები  (დანართი №11).

მუხლი 58. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 22.02.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 11.02.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 9  მაისის ბრძანება №42 - ვებგვერდი, 13.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 31 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 01.04.2022წ.

მუხლი 581

1. რიგითების, კაპრალების, სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს მიეცემათ დანამატი:

ა) 7500 ლარის ოდენობით – ორწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ბ) 10000 ლარის ოდენობით:

ბ.ა) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ბ.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №1) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

გ) 20000 ლარის ოდენობით:

გ.ა) „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;  

გ.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №2) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ.

2. ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს  მიეცემათ დანამატი:

ა) 12500 ლარის ოდენობით:

ა.ა) „ოფიცრის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის №303 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ა.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №3) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ა.გ) „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის“ ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის №389 და „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებებით დამტკიცებული კონტრაქტების სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ა.დ) „უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩასარიცხ პირებთან  გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №358 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ა.ე) „ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში სასწავლებლად წარსაგზავნი/წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №421 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ბ) 25000 ლარის ოდენობით:

ბ.ა) „ოფიცრების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 16 მარტის №205 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ბ.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №4) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ.

3. სამხედრო მოსამსახურეს, წერილობითი  მოთხოვნის საფუძველზე, მიეცემა:

ა) 2500 ლარი – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული დანამატიდან, კონტრაქტის გაფორმებიდან ორი წლის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ მუხლის ძალაში შესვლის შემდეგ არ ყოფილა დათხოვნილი/გათავისუფლებული სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო;

ბ) 2500 ლარი – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანამატიდან, კონტრაქტის გაფორმებიდან 2 წლის შემდეგ;

გ) 2500 ლარი – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ – „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანამატიდან, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების „ლეიტენანტი“ მინიჭებიდან 2 წლის შემდეგ;

დ) 2500 ლარი – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანამატიდან, კონტრაქტის გაფორმებიდან 2 წლის შემდეგ.

31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის, სამხედრო მოსამსახურის მიერ დანამატის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურის მოთხოვნა არ განიხილება.

4. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის გაფორმების გამო, შეუწყდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი, მიეცემა შეწყვეტილი კონტრაქტის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციული დანამატი. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება კალენდარული დღით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი არ გაიცემა ამ მუხლის ძალაში შესვლამდე გაფორმებულ კონტრაქტებზე. ამ მუხლის ძალაში შესვლამდე გაფორმებული კონტრაქტების დასრულებისათვის, დანამატი გაიცემა ამ ბრძანების 582 მუხლის შესაბამისად.

6. ამ მუხლით განსაზღვრული დანამატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს დანამატის გაცემის ვალდებულებას.

7. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც 2022 წლის პირველ აპრილამდე გაფორმებული აქვს „ავადმყოფობის გამო შვებულებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტის ვადის გაგრძელების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 4 მარტის №134 ბრძანებით დამტკიცებული „შეთანხმების ოქმი კონტრაქტის ვადის გაგრძელების შესახებ“, ამ შეთანხმების ოქმის დასრულების შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, თუ აღნიშნული კონტრაქტი ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 31 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 01.04.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 2 მაისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 03.05.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 17 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.03.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 5 აპრილის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 05.04.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 23 ივნისის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 24.06.2025წ.

მუხლი 58​2

1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც მსახურობს ამ ბრძანების 58​1​ მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, ამ კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ა.ა) დანამატი 3750 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;  და

ა.ბ) დანამატი 7500 ლარი –  2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, ამ კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ბ.ა) დანამატი 6250 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;  და

ბ.ბ) დანამატი 10000 ლარი –  2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

გ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

გ.ა) დანამატი 8750 ლარი – 2022 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

გ.ბ) დანამატი 10000 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

გ.გ) დანამატი 20000 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

დ) მე-2 პუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

დ.ა) დანამატი 7500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

დ.ბ) დანამატი 12500 ლარი –  2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ე) მე-2 პუნქტის „ა.გ“–„ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ე.ა) ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან პირველი 5 წლის პერიოდზე: დანამატი 7500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე და დანამატი 12500 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან შემდგომ, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ე.ბ) დანამატი 12500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ ქვეპუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდგომ 2023 წლის 1 აპრილამდე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ე.გ) დანამატი 25000 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ვ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ვ.ა) დანამატი 12500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ვ.ბ) დანამატი 25000 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.      

2. რიგითების, კაპრალების, სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს, თუ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე შეუწყდა:

ა) ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტი, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

ა.ა) დანამატი 8750 ლარი – 2022 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ა.ბ) დანამატი 10000 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ა.გ) დანამატი 20000 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ბ) ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტი, რომელიც  ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

ბ.ა) დანამატი 17500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.ბ) დანამატი 20000 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.გ) დანამატი 40000 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

3. ოფიცერს, თუ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების გამო შეუწყდა:

ა) ამ ბრძანების 58​​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კონტრაქტი, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

ა.ა) დანამატი წლიური 1500 ლარის გაანგარიშებით – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე და წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით - 2023 წლის 1 აპრილიდან შემდგომ პერიოდზე, იმ თარიღამდე, როდესაც უნდა დასრულებულიყო ამ ბრძანების 58​​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კონტრაქტი,  ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის პროპორციულად; და

ა.ბ) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდგომ 2023 წლის 1 აპრილამდე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ა.გ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით, 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.

ბ) ამ ბრძანების 58​​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის პერიოდისათვის მიეცემა:

ბ.ა) ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან პირველი 5 წლის პერიოდზე: დანამატი 7500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე და 12500 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან შემდგომ, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.ბ) დანამატი 12500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან, ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდგომ პერიოდზე 2023 წლის 1 აპრილამდე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.გ) დანამატი 25000 ლარი – 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

გ) ამ ბრძანების 58​​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

გ.ა) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

გ.ბ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით, 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

დ) ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებამდე გაფორმებული ამ ბრძანების 581 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი, მიეცემა:

დ.ა) ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან პირველი 5 წლის პერიოდზე დანამატი 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე წლიური 1500 ლარის და 2023 წლის 1 აპრილიდან წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

დ.ბ) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, 2022 წლის პირველი აპრილიდან ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდგომ 2023 წლის 1 აპრილამდე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

დ.გ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ე) „ავადმყოფობის გამო  შვებულებაში მყოფ სამხედრო  მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტის ვადის გაგრძელების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 4 მარტის №134 ბრძანების თანახმად გაგრძელებული კონტრაქტის ვადა, მიეცემა:

ე.ა) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ე.ბ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით, 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.

4. ოფიცერს, რომელსაც ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რვაწლიანი კონტრაქტი შეუწყდა ასევე რვაწლიანი კონტრაქტით, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა დანამატი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გაანგარიშებით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსამსახურეებს მიეცემათ შეწყვეტილი კონტრაქტის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციული დანამატი.

6. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება კალენდარული დღით.

7. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც 2022 წლის 1 აპრილამდე გაფორმებული აქვს „შეთანხმების ოქმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №120 ბრძანებით დამტკიცებული შეთანხმების ოქმი (დანართი №1), ამ შეთანხმების ოქმით განსაზღვრული სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ა) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით – 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით – 2023 წლის 1 აპრილიდან აღნიშნული შეთანხმების ოქმით განსაზღვრული ვადის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.

8. რიგითების, კაპრალების, სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად, ასევე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე პირს შეუწყდა ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტი, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების/დანამატის გაცემის ვალდებულებას და რომლის შეწყვეტის გამო მიღებული აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება/დანამატი.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დანამატი გაიცემა პირებზე, რომლებსაც ამავე პუნქტში მითითებული კონტრაქტი შეუწყდათ 2024 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 31 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 01.04.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 2 მაისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 03.05.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 17 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.03.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 22.12.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 05.09.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 30.12.2025წ.

მუხლი 59

1. შტატების შემცირების, ავადმყოფობის, ზღვრული ასაკის  საფუძველზე დათხოვნის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ამ ბრძანების 36-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ერთჯერად დახმარებასთან ერთად, მიეცემა ამავე ბრძანების 581 და 582 მუხლებით განსაზღვრული დანამატი  ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.

2. ავადმყოფობის საფუძველზე დათხოვნის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ამ ბრძანების 47-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ერთჯერად დახმარებასთან ერთად მიეცემა ამავე ბრძანების 581 და 582 მუხლებით განსაზღვრული დანამატი ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.

3. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა ამ ბრძანების 55-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, ამავე ბრძანების 581 და 582 მუხლებით განსაზღვრული დანამატი გაიცემა ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 11.02.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 31 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 01.04.2022წ.

მუხლი 591

1. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურესა და მის ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად:

ა) უფინანსდებათ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მათ მიერ გადასახდელი სწავლის წლიური საფასური არაუმეტეს 1125 ლარის (გადასახადებისა და საპენსიო შენატანების გარეშე) ოდენობით;

ბ) ეძლევათ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სტიპენდია სემესტრულად 750 (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე) ლარის ოდენობით.

გ) ერთი საექიმო სპეციალობის სრული კურსის განმავლობაში, უფინანსდებათ საქართველოს აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს აკრედიტებულ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) სარეზიდენტო პროგრამებზე/მოდულებზე მათ მიერ გადასახდელი სწავლის წლიური საფასური არაუმეტეს 1125 ლარის (გადასახადებისა და საპენსიო შენატანების გარეშე) ოდენობით.

2. ამ მუხლის:

ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული სწავლის წლიური საფასური და სტიპენდია არ გაიცემა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირზე, სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირზე, მათ შორის, აქტიურ რეზერვისტზე და მათი ოჯახის წევრებზე;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტიპენდია არ გაიცემა სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ იუნკერზე.

3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვით გაწვეულ პირებს, რომლებიც სრულად იმსახურებენ კანონმდებლობით დადგენილი ვადით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, უფინანსდებათ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე (მხოლოდ ერთ საგანმანათლებოლო პროგრამაზე) მათ მიერ გადასახდელი სწავლის სრული საფასური წელიწადში არაუმეტეს 2250 ლარის (გადასახადების და საპენსიო შენატანების გარეშე) ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №69 - ვებგვერდი, 05.08.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 14 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 14.01.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 13 ივნისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 14.06.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 23 ივნისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.11.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 21 თებერვლის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 21.02.2025წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №96 - ვებგვერდი, 11.08.2025წ.

მუხლი 592

1. პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებს პირადი განცხადებით, სამინისტროსთან შეთანხმებით სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მიეცემათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება 50 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის საფუძველზე სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების მსურველთა განცხადებებს განიხილავს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია ამავე აქტით განსაზღვრული პირობებითა და წესით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №71 - ვებგვერდი, 11.08.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 23 ივნისის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 24.06.2025წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 8 ივლისის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 10.07.2025წ.

მუხლი 593. სამინისტროს სისტემაში დასაქმებული მოსამსახურების, მათ შორის ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებული მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთა, აგრეთვე სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების) წრე, რომელთა დაზღვევა განხორციელდება სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებით, განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 2 თებერვლის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2022წ.

თავი VI

სამინისტროს მოსამსახურეთა სამივლინებო ან/და შენახვის ხარჯები

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 10 ივლისის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 11.07.2025წ.

მუხლი  60

დამტკიცდეს:

ა) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები (დანართი №12);

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები (დანართი №13).

გ) თავდაცვის კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურის ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები (დანართი N131).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 24 მარტის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 27.03.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 10 ივლისის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 11.07.2025წ.

თავი VII

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 22.02.2018წ.
 
მუხლი 61 (ამოღებულია)
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 22.02.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №140 - ვებგვერდი, 26.12.2018წ.

მუხლი 62

1. სამხედრო მოსამსახურეებს პირადი სურვილის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, მიეცემათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პოლკოვნიკი – 30 620 ლარი;

ბ) ვიცე-პოლკოვნიკი – 23 470 ლარი;

გ) მაიორი – 19 390 ლარი.

2. ამ მუხლის საფუძველზე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მსურველთა განცხადებებს განიხილავს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია ამავე აქტით განსაზღვრული პირობებითა და წესით.

3. ამ მუხლის მოქმედება ძალაშია 2019 წლის 1 თებერვლამდე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №140 - ვებგვერდი, 26.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 23 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 23.01.2019წ.

მუხლი 63

1. სამხედრო მოსამსახურეებს პირადი სურვილის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, მიეცემათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პოლკოვნიკი – 40 000 ლარი;

ბ) ვიცე- პოლკოვნიკი – 35 000 ლარი.

2. ამ მუხლის საფუძველზე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მსურველთა განცხადებებს განიხილავს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია ამავე აქტით განსაზღვრული პირობებითა და წესით.

3. ამ მუხლის მოქმედება ძალაშია 2020 წლის 10 აპრილამდე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 13.03.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 მარტის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 19.03.2020წ.

მუხლი 64

2021 წლის პირველი ნოემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით:

ა) ნატოსა და ევროკავშირში სამოქალაქო წარმომადგენლის აპარატის უფროსის სამედიცინო დაზღვევის ლიმიტი 700 ევროს  ნაცვლად განისაზღვროს 200 ევროს ოდენობით;

ბ) ნატოსა და ევროკავშირში სამოქალაქო წარმომადგენლის აპარატის უფროსის მოადგილის შენახვის ხარჯის ნორმა 3400 ევროს ნაცვლად განისაზღვროს 3900 ევროს ოდენობით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №76 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.



დანართი №1

სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები

(ლარებში)

 

№

წოდება

კოდი

წოდებრივი

სარგო

1

გენერალი

G-4

9717

2

გენერალ-ლეიტენანტი

G-3

8054

3

გენერალ-მაიორი

G-2

6522

4

ბრიგადის გენერალი

G-1

5179

5

პოლკოვნიკი

O-6

3879

6

ვიცე-პოლკოვნიკი

O-5

3347

7

მაიორი

O-4

3080

8

კაპიტანი

O-3

2880

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

2747

10

ლეიტენანტი

O-1

2662

11

მთავარი სერჟანტი

S-8

3141

12

მასტერ-სერჟანტი

S-7

2808

13

უფროსი სერჟანტი

S-6

2638

14

სერჟანტი

S-5

2481

15

უმცროსი სერჟანტი

S-4

2336

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი

S-3

2233

17

I კლასის რიგითი

S-2

2185

18

რიგითი

S-1

2142

შენიშვნა: ამ დანართით გათვალისწინებული წოდებრივი სარგოები არ ვრცელდება ამ ბრძანების მე-9 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირებზე, რომლებიც გადიან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს/პროგრამას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 აპრილის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 06.04.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 28.09.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 25.11.2022 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 24 მარტის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 27.03.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 31 მაისის ბრძანება №42 - ვებგვერდი, 01.06.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 06.11.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 17 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 18.01.2024წ.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“, №1, 15.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016549 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3983485-152/