ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (15)
შემდგომი ცვლილებები (12)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 34-ე მუხლის მე-6 პუქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-112 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“, №10-26, 16.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016452 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4004227-3/