მუხლი 12. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ დასკვნის შედგენა
თავი III — მოსწავლისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭება და მოხსნა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას
1. საგანმანათლებლო ისტორიის არმქონე პირის/მოსწავლის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/საჭიროებების კომპლექსური და სიღრმისეული შესწავლისა და შეფასების შედეგად მულტიდისციპლინური გუნდი ადგენს დასკვნას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. მულტიდისციპლინური გუნდი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, მისი შედგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, უგზავნის საგანმანათლებლო ისტორიის არმქონე პირის/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს და სკოლას.
3. საგანმანათლებლო ისტორიის არმქონე პირის/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განცხადებით მიმართოს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს და მოითხოვოს ხელახალი შეფასება თუკი სრულად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება მის შინაარს
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 12, №16/ნ, 21.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 430070000.22.022.017477 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4007539/muxli-12/