თავი III — მოსწავლისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭება და მოხსნა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას
1. ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის შერჩევის მიზნით კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი კომისია.
2. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 წევრისაგან.
3. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ უნდა იქნეს არანაკლებ ერთი მულტიდისციპლინური გუნდის წევრი.
4. კომისიის წევრად შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი ორგანიზაციის წევრი/წევრები (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი შესაბამის საჯარო სკოლასთან).
5. პირი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 17, №16/ნ, 21.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 430070000.22.022.017477 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4007539/muxli-17/