გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.01.2018 ძალადაკარგული 05.03.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.166.016371
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2018 წლის 17 იანვარი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №21 - ვვებგვერდი, 27.02.2018 წ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


+
მუხლი 1
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიეტტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამა და პროგრამის ბიუჯეტი (დანართი №1 – პროგრამა; დანართი №2 – ბიუჯეტი;  დანართი №3 – თანადაფინანსების  კრიტერიუმები სამედიცინო მომსახურებაში; დანართი №4 – ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად – დადგენილებას თან ერთვის).
+
მუხლი 2
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2017 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ”  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge 11/01/2017, 010250050.35.166.016298)
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგია შაოშვილი
+



გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №21 - ვვებგვერდი, 27.02.2018 წ.

+
თავი I
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

+
მუხლი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018  წლის ბიჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის” პროგრამის მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს.

+
მუხლი 2. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. პროგრამის მიზანია:

ა) აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;

ბ) სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;

გ) სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვლევა.

2. პროგრამის ამოცანებია:

ა) მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

ბ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა;

გ) ახალშობილთა ოჯახების დახმარება;

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება;

ე) მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების ინტერესების დაცვა;

ვ) უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;

ზ) ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარება.

თ) ობოლ და სოციალურად დაუცველი სტუდენტთა სწავლების თანადაფინანსება.


+
მუხლი 3. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:

1. სამართალებრივი საფუძვლების შექმნა.

2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა.

3. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება.

4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა.

5. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა.

6. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა.


+
თავი II
სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები

+
მუხლი 4. სოციალური დახმარების პრიორიტეტები
სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:

1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის რეგისტრაციის ადგილია გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელიც გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 65 000-დან-120 000-მდე, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ონკოლოგიურ ავადმყოფებსა და მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებზედაც დახმარება გაიცემა, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

3. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი.

4. მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების დახმარება, მეორე მსოფლიო ომში მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში – დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის.

5. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 0-დან-160000-მდე.

6. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 0-დან-120000-მდე.

7. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა.

8. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსება.

9. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარება.

10. მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით.

11. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით.

12. შეზღუდული შესაძლებლობის (პირველი ჯგუფის ინვალიდი) სტატუსის მქონე ოჯახის დახმარება დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით.

13. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წელამდე ასაკის) ოჯახისათვის დენის გადასახადის მიზნით; დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელთაც აღენიშნებათ მეტყველების განვითარების შეფერხება და ესაჭიროებათ მეტყველების თერაპია, ლოგოპედის ყოველთვიური მომსახურების დაფინანსება.“.

14. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის დახმარება.

15. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქარი.

16. დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარება.

17. პირს, რომელიც, საჭიროებს აუცილებელ და გადაუდებელ დახმარებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული სოცპაკეტში, დახმარება გაეწევა სოციალურ საკითხთა კომისიის შებამისი დასკვნის საფუძველზე.

18. 2008 წლის ომში გარდაცვლილთა ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება.

19. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტცმენის ადაპტაცია-რებილიტაციისათვის მგზავრობის ხარჯი.

20. სოციალურად დაუცველი და ობოლი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდეა.

21. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება.

22. სოციალურად დაუცველი ორსულების მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება.

23. თირკმლის პათოლოგიების დიაგნოზის მქონე მოქალაქეების (რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით) მედიკამენტების თანადაფინანსება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №21 - ვვებგვერდი, 27.02.2018 წ.


+
მუხლი 5. სოციალური ღონისძიებები
სოციალური ღონისძიებებია:

1. მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების ინტერესების დაცვა.

2. ჯანდაცვის ღონისძიებების – გამოკვლევებისა და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსება.

3. ონკოლოგიურ ავადმყოფთა მედიკამენტებით, გამოკვლევებისა და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსება.

4. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის დახმარების გაწევა.

5. იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

6. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება.

7. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა – სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალური პროექტებისა და ჰუმენიტარული პროგრამების განხორციელების მიზნით.


+
თავი III
სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა

+
მუხლი 6. სოციალური დახმარების დაფინანსება
სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებულია 1240000 ლარი.

+
მუხლი 7. მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).

+
მუხლი 8. სოციალური დახმარების დაუშვებლობა
დაუშვებელია სოციალური დახმარების გაწევა სამედიცინო კუთხით იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ კონკრეტული სახის დახმარება წელიწადში ერთხელ მაინც. გამონაკლისს წარმოადგენენ ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებზეც შესაძლებელია დახმარების გაწევა წელიწადში მეორედაც.

+
მუხლი 9. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

ე)  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.

4. მარტოხელა დედის ოჯახი, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი

ა) განცხადება;

ბ) დედის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

5. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

6. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

7. მარტოხელა დედისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

8. მეორე მსოფლიო ომში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში მებრძოლთა ოჯახისათვის (დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის):

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ცნობა დამოწმებული ნოტარიუსის მიერ ხარჯის გამწევის თაობაზე;

ვ) დაკრძალვაზე პასუხისმგებელი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

9. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს  სამედიცინო დახმარებას:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ანგარიშფაქტურა – კალკულაცია;

ე) ამონაწერი სოც. დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზიდან.

10. სოციალურად დაუცველი  და ობოლი სტუდენტების  უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსებისთვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის  (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) სტუდენტის მოწმობა;

ვ) შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშის ნომერი

ზ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის დავალიანების შესახებ;

თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

 11. დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელთაც აღენიშნებათ მეტყველების განვითარების შეფერხება და ესაჭიროებათ მეტყველების თერაპია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;“;

ე)  ანგარიშფაქტურა.

12. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარება:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ) ამონაწერი სოც. დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან.

13. სოციალურად დაუცველი ორსულების მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) ამონაწერი სოც. დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან.

14. თირკმლის პათოლოგიების დიაგნოზის მქონე მოქალაქეების, (რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით), მედიკამენტების თანადაფინანსება.

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ანგარიშფაქტურა – კალკულაცია.

15. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება.

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) სტუდენტის მოწმობა;

ე) შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის ანგარიშის ნომერი;

ვ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის დავალიანების შესახებ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №21 - ვვებგვერდი, 27.02.2018 წ.


+
მუხლი 10. სოციალური დახმარების ოდენობა 
1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის რეგისტრაციის ადგილია გურჯაანის მუნიციპალიტეტი – ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.

2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება – ერთჯერადად 50 ლარის ოდენობით.

3. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი - ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით ყოველ მეოთხე და მონდევნო ბავშვზე, 18 წლის ასაკამდე.

4. მეორე მსოფლიო ომში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში მებრძოლთა ოჯახების დახმარება – 500 ლარი, ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში – დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარის ოდენობით.

5. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა, (თუ საჭიროა  სამედიცინო დახმარება, კვლევა, მკურნალობა, ოპერაცია) დამოკიდებულია სამედიცინო დახმარების ღირებულებაზე და განისაზღვრება დანართი 3-ის შესაბამისად.

6. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად, დამოკიდებულია მედიკამენტის ღირებულებაზე.“

7. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა.

8. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსება – 300 ლარის ოდენობით.

9. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარების ოდენობა განისაზღვრება კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) დასკვნის გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა.

10. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახებისთვის ბინის ქირის გადახდა არაუმეტეს 100 ლარისა თვეში.

11. მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით, განისაზღვრება 1 ბავშვზე 8 ლარის ოდენობით, ხოლო 2 ბავშვზე 12 ლარის ოდენობით.

12. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქრი – 200 ლარის ოდენობით;

13. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარების ოდენობა დამოკიდებულია ამ პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო პუნქტამდე არსებულ მანძილზე და განისაზღვრება თვეში 20 ლარიდან 50 ლარამდე.

14. დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელთაც აღენიშნებათ მეტყველების განვითარების შეფერხება და ესაჭიროებათ მეტყველების თერაპია, ლოგოპედის მომსახურებისათვის გაიცემა თვეში 60-დან 150 ლარამდე,  საჭიროების გათვალისწინებით.

15. სოციალურად დაუცველი და ობოლი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება – 1000 ლარის ოდენობით.

16. სოციალურად დაუცველი ორსულების მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება (თუ ორსულს ესაჭიროება რაიონის გარეთ გადაუდებელი სამედიცინო კვლევის ჩატარება – 100 ლარის ოდენობით.

17. თირკმლის პათოლოგიების დიაგნოზის მქონე მოქალაქეების (რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით) მედიკამენტების თანადაფინანსება ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

18. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება – 1000 ლარის ოდენობით.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №21 - ვვებგვერდი, 27.02.2018 წ.


+
მუხლი 11. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება
1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებისა და დაფინანსების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია.

2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

4. სოციალური დახმარების გაწევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.


+
თავი IV
დასკვნითი დებულებები

+
მუხლი 12. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი 
1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.

2. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია.

3. სამედიცინო კვლევის ან სტაციონარული მომსახურების გაწევის თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე წარმოდგენილ ანგარიშფაქტურაში მითითებულ რეკვიზიტებზე.

4. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.

5. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში.


+
მუხლი 13. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №21 - ვვებგვერდი, 27.02.2018 წ.


+
მუხლი 14. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

+
მუხლი 15. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება ადგილობრივი მედია-საშუალებებისა (რადიო, ტელევიზია) და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

+
მუხლი 16. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:

1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა.

2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა.

3. დაგეგმილი და ფაქტობრვი მონაცემების შესაბამისობა.

4. პროგრამის განხორციელების ვადები.


+
მუხლი 17. პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად:

1. უკეთესობისაკენ შეიცვლება სოციალური ფონი.

2. ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას.

3. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები.

4. გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

5. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა.



+
ამოღებულია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №21 - ვვებგვერდი, 27.02.2018 წ.

+
ამოღებულია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №21 - ვვებგვერდი, 27.02.2018 წ.

+
ამოღებულია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №21 - ვვებგვერდი, 27.02.2018 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №4, 17.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016371 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4008262-1/