ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 20.12.2021 წ.
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2018 წლის 18 იანვარი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტის, 32-ე მუხლის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აგვისტოს №20 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/08/2017, 190040000.35.162.016407).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და დანართის 1-3 პუნქტებში მითითებულ თანამდებობის პირებზე გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან, ხოლო დანართის მე-4 პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებზე გავრცელდეს 2017 წლის 25 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და დანართის 1-3 პუნქტებში მითითებულ თანამდებობის პირებზე გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან, ხოლო დანართის მე-4 პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებზე გავრცელდეს 2017 წლის 25 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობის დასახელება
თანამდებობრივი სარგო (ლარებში)
რიცხოვნობა
თანამდებობრივი სარგო
1
საკრებულოს თავმჯდომარე
2650
1
2650 ლარი
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
1800
1
1800 ლარი
3
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
2
1700 ლარი
4
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
5
1500 ლარი
5
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
1500
2
4
1500 ლარი
6
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
9
1000 ლარი
1000
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“, №2, 18.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.162.016421 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4008729-1/