ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2018 ბოლო ცვლილება 17.05.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.164.016288
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2018 წლის 18 იანვარი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს  ყვარლის  მუნიციპალიტეტის   მერიის  ზედამხედველობის   სამსახურის  დებულება  დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის  მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/08/2014 წ., 010250020.35.164.016122).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი
+



დანართი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება

მუხლი 1. მერიის ზედამხედველობის სამსახური

1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტუტული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული , რომლის ძირითადი ამოცანაა ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა -ნაგებობების , წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე , მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე , გარე რეკლამის განთავსებაზე , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე , გარევაჭრობაზე , მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე , მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე .

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3. სამსახურის საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს , მერის წარდგინებით , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების რანგირების გათვალისწინებით , „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო .

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან .

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი  ფუნქციები  განისაზღვრება  მერიის  დებულების  მე-10  მუხლით  და  სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების  განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს.

3. სამსახურში პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე -16 მუხლით . სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერლობებით .

4. სამსახურის პროფესიული საჯარო  მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების,  მათ შორის, დაწინაურების,  გადაყვანისა  და  ა.შ.  წესები  განისაზღვრება  მერიის  დებულებით,  ,,საჯარო  სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 13.03.2018 წ.

მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა ზედამხედველობის განხორციელება :

ა ) მშენებარე შენობა -ნაგებობების , წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე , მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე , დადგენილი ორგანიზაციულ - სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ;

ბ ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე , გარე რეკლამის განთავსებაზე , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე , გარევაჭრობაზე ;

გ ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე ;

დ ) მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე .

2. სამსახურის ფუნქციებია :

ა ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენა , დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან /და დემონტაჟი , მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენება ;

ბ ) სამშენებლო , სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლი (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა );

გ ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლი ;

დ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო - დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გამწვანებული ტერიტორიების , ვიტრინების , კომუნიკაციათა კარადების და ჭების , საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ - ესთეტიკურ მდგომარეობაზე ) კონტროლი ;

ე ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი ;

ვ ) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სტელაჟების , სარეკლამო და საინფორმაციო დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა , მათი აღკვეთისა და საჯარიმო სანქციების გამოყენება ;

ზ ) სანიტარიულ -ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი ;

თ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან /და მიწათსარგებლობის უფლების გარე შე სარგებლობის , მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარება ;

ი ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება ;

კ ) ახლად აშენებული , რეკონსტრუირებული ობიექტების , დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება .

3. სამსახური უფლებამოსილია :

ა ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში ტექნიკურ და სამშენებლო , სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე , შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან /და იურიდიული პირისაგან , განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა ;

ბ ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები , კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება , დააწესოს კონტროლი მის შესრულებაზე ;

გ ) აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის , კეთილმოწყობის , გარე იერსახის , გარე რეკლამის , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის , ავტოტრანსპორტის პარკირებასა და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებებზე , მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე ;

დ ) გამოავლინოს და მოამზადოს დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის , კანონმდებლობის დარღვევით აშენებული , აღდგენილი , რეკონსტრუირებული ან /და დამონტაჟებული შენობა - ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ ;

ე ) ფიზიკური ან /და იურიდიული პირის მოთხოვნით ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან /და არასაცხოვრებელი ფართობი , მშენებლობის მიმდინარეობის დროს დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მითითება დარღვევის აღმოფხვრის შესახებ ;

ვ ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები ;

4. სამსახური ვალდებულია :

ა ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის ტექნიკურ და სამშენებლო , სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ სამუშაოებზე დადგენილი ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ;

ბ ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის მიერ კეთილმოწყობის , გარე იერსახის , გარე რეკლამის , ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხზე მიღებული დადგენილებების , განკარგულებების , ბრძანებების შესრულებაზე;

გ ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე , ქუჩებზე , მაგისტრალებზე , მოედნებზე , პარკებში , სკვერებში , დასასვენებელ ზონებში , საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე , მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა -გადაკეთებაზე , სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე ;

დ ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე , რომლებიც ვალდებულნი არიან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადონ ადგილობრივი მოსაკრებელი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ;

ე ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად დაამყაროს კონტროლი და ზედამხედველობა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე , საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებზე ;

ვ ) შენობა -ნაგებობების ვარგისად აღიარება /ექსპლუატაციაში მიღება ;

ზ ) აწარმოოს ზედამხედველობა ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე , მათ მოჭრაზე , გადაბელვაზე , ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ;

თ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №14, 18.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016288 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4013693-1/