გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2018 ბოლო ცვლილება 06.03.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.161.016382
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2018 წლის 18 იანვარი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,   გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №9 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016310).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი
+




გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018  წლის სოციალური პროგრამა

ეს პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა ( ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით  გასაცემი  თანხის ოდენობებს.

მუხლი 1.  პროგრამის მიზანი

1. სოციალური  დახმარებების  პრიორიტეტების  გამოკვეთა.

2. მოქალაქეთა  ჯანმრთელობის  მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა.

3. აღნიშნული  კატეგორიის  მქონე  პირების მონაცემთა ბაზის წარმოება და მათთვის მატერიალური დახმარების  გაწევა.

მუხლი 2. დაფინანსების წყარო

გარდაბნის  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  ბიუჯეტი.

მუხლი 3. პროგრამის ხანგრძლივობა

პროგრამა ძალაშია 2018 წლის 31  დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 4. პროგრამით მოსარგებლეები არიან ქვეპროგრამებით განსაზღვრული ბენეფიციარები

მუხლი 5. ავადმყოფთა სოციალური დაცვა ( კოდი – 06 02 01 )

ქვეპროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარებას, გარდა სტომატოლოგიის, კოსმეტიკური და პლასტიკური ოპერაციებისა.

5.1. ბენეფიციარს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 150 000- მდე და ესაჭიროება: გეგმიური სტაციონარული მომსახურება, ქირურგიული ოპერაცია, კომპიუტერული ან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონული- ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT), კორონოგრაფია, გასტროფიბაროსკოპია და ფიბროსკოპია, თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა (25 წლის ასაკამდე), თვალის ლაზერული ქირურგია, იოდით თერაპია, მენჯ- ბარძაყის ოპერაცია და სხვა სამედიცინო მომსახურეობა და მკურნალობის თანხა არ უნაზღაურდება კერძო ან სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდებიან წარმოდგენილი ღირებულების 80%, მაგრამ არაუმეტეს 3000 ( სამიათასი) ლარის ოდენობისა, ან უნაზღაურდება ნაწილობრივ, სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე ჩაერიცხება წარმოდგენილი ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობისა.

ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ- ფაქტურა და კალკულაცია;

გ) განმცხადებლის ( პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა №IV-100/ ა) ;

ვ) ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ;

ზ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი) ;

ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე;

კ)  შესრულებული  სამედიცინო  მომსახურებისას  ცნობა  ან  სხვა  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება); სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების ( გადავადების)  თაობაზე;

ლ) დევნილის მოწმობის ასლი;

მ) დევნილის სტატისის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთულის ბიუჯეტიდან სადაც არის რეგისტრირებული;

ნ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის  საბანკო  ანგარიშზე.

5.2. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო კვლევა

1. ონკოლოგიური მანიპულაციებისთვის საჭირო კვლევა მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის ( პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა №IV-100/ ა) ;

დ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ- ფაქტურა და კალკულაცია;

ე) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი; )

ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) ცნობა დაზღვევის ფარგლებში არდაფინანსების შესახებ;

ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე;

კ)  შესრულებული  სამედიცინო  მომსახურებისას  ცნობა  ან  სხვა  დოკუმენტი ( ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო  დაწესებულებიდან  გადასახდელი  დავალიანების ( გადავადების)  თაობაზე;

ლ) დევნილის მოწმობის ასლი;

მ) დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთულის ბიუჯეტიდან სადაც არის რეგისტრირებული;

ნ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის  საბანკო  ანგარიშზე.

5.3. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო, სამკურნალო და სტაციონარული მომსახურება
იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება არ ფინანსდება კერძო ან სახელმწიფო პროგრამით, დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობისა.
იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება ფინანსდება კერძო ან სახელმწიფო დაზღვევის მიერ ნაწილობრივ, დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობისა.

5.4

1. ბენეფიციართა იმ კატეგორიას, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული სოციალური და სამედიცინო სტატუსი, განიცდიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირს და აღნიშნული დადასტურებულია ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლის შუამდგომლობით (პირები, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზის სუბიექტები და პირები, რომლებსაც არა აქვთ დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი) სამედიცინო, სამკურნალო და სტაციონარული მომსახურება მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდება არაუმეტეს 2000(ორიათასი) ლარის ოდენობისა.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ)სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია;
გ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა №IV-100/ა);
ე) ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ;
ვ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;
ზ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი;)
თ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე;
ი) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;
კ) დევნილის მოწმობის ასლი; (საჭიროების შემთხვევაში)
ლ) დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არის რეგისტრირებული.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 19.02.2018წ.

მუხლი 6. ერთჯერადი მატერიალური დახმარება ( კოდი – 06 02 05 )

ქვეპროგრამა ითვალისწინებს იმ ოჯახების ერთჯერად ფულად დახმარებას წელიწადში ერთხელ, რომლებიც განიცდიან უკიდურესად გაჭირვებულ სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას:

6.1. მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც განიცდიან ეკონომიკურ გაჭირვებას (4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილის ყოლის შემთხვევაში თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000- ს) დახმარება გაიცემა:

4 შვილზე - 400 ( ოთხასი) ლარის ოდენობით,

5 შვილზე - 500 ( ხუთასი) ლარის ოდენობით,

6 შვილზე - 600 ( ექვსასი) ლარის ოდენობით,

7 შვილზე -700 ( შვიდასი) ლარის ოდენობით,

8 და მეტ შვილზე - 800 ( რვაასი) ლარის ოდენობით,

მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ე) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ვ) საბანკო რეკვიზიტები;

ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

6.2. სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები, რომელთაც არ ჰყავთ მემკვიდრე, განიცდიან ეკონომიურ გაჭირვებას და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000– ს დახმარება გაიცემა 200 ( ორასი) ლარის ოდენობით;

1.მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

 ა) განცხადება;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

 დ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

 ე) საბანკო რეკვიზიტები;

 ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

6.3. დევნილები და იძულებით ადგილნაცვალი პირები ( თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 75000– ს) დახმარება გაიცემა 250 ( ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

1. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ) საბანკო რეკვიზიტები;

ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

6.4. მარტოხელა მშობლები

დახმარება გაიცემა 500 ( ხუთასი) ლარის ოდენობით;

1. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

 ა) განცხადება;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი( სამოქალაქო კოდექსის 1191​1 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის ცნობის წარმოდგენისას) ;

დ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ე) საბანკო რეკვიზიტები;

ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

6.5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს დახმარება გაიცემა 200 (ორასი)ლარის ოდენობით.

6.6. ერთ წლამდე ბავშვების ( სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000- ს და რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა) კვებით  უზრუნველყოფა

1. სოციალურად დაუცველ ოჯახებს ( რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და არ აფინანსებთ სახელმწიფო პროგრამა), ერთ წლამდე ბავშვების კვებით უზრუნველსაყოფად, დახმარება  გაეწევათ  თვეში 80 ( ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა)  ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება  მუნიციპალიტეტის  მერის  სახელზე;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მითითებული იქნება, რა სახის საკვებს საჭიროებს ბავშვი ( ფორმა №100) ;

გ) ანგარიშ-ფაქტურა/ ინვოისი  შესაბამისი  სამედიცინო  დაწესებულებიდან.

6.7

1. ბენეფიციართა იმ კატეგორიას, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული სოციალური და სამედიცინო სტატუსი, განიცდიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირს და აღნიშნული დადასტურებულია ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლის შუამდგომლობით (პირები, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზის სუბიექტები და პირები, რომლებსაც არა აქვთ დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი) დახმარება გაიცემა არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;
დ)აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი;)
ე) საბანკო რეკვიზიტები.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 19.02.2018წ.

მუხლი 7. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება ( კოდი – 06 02 06 )

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა ( თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000- ს) და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებას.

1. ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

გ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისაგან, საკრებულოს მაჟორიტარი წევრისგან, პოლიციიდან ან სხვა დაწესებულებიდან – უპატრონო მიცვალებულის შესახებ;

ვ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. თანხა გაიცემა :

ა) 250 ( ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში;

ბ) 300 ( სამასი) ლარის ოდენობით დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში;

გ) 150 ( ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების შემთხვევაში.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, დამკრძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის, ხელშეკრულების და მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე.

მუხლი 8. დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარება ( კოდი – 06 02 07 )

ქვეპროგრამა ითვალისწინებს დიალიზზე დამოკიდებულ, სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას.

 მუნიციპალიტეტის მიერ მათ ჩაერიცხებათ თანხა ყოველთვიურად 150 ( ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის ( პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა №IV-100/ ა) ;

დ) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ე) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.

მუხლი 9. C ჰეპატიტით დაავადებულთა დახმარება ( კოდი – 06 02 08 )

ქვეპროგრამა ითვალისწინებს C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას.

C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ პროგრამის ფარგლებში, კერძოდ - თანადაფინანსება წელიწადში ერთხელ მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა.

 მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის ( პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა №IV-100/ ა) ;

 დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ- ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

 ე) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

 ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ– ეკონომიკური მდგომარეობა;

 (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი; )

 ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

მუხლი 10. დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვა ( კოდი – 06 02 09)

ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლი ბავშვების ფინანსურ მხარდაჭერას. კერძოდ, დედ-მამით ობოლ თითოეულ ბავშვს, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, მიეცემა 500 (ხუთასი) ლარი წელიწადში ორჯერ (1 ივნისს და ახალ წელს) .

მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

 ა) განცხადება;

 ბ) მეურვის/ მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) მეურვეობის/ მზრუნველობის ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის

 ასლი;

დ) მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ბავშვის ( ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი ( ასლები) ;

ვ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ზ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.

თ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 11. უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარება ( კოდი – 06 02 10 )

ქვეპროგრამა ითვალისწინებს უსახლკაროდ დარჩენილი და დაზარალებული გაჭირვებული მოსახლეობისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ყოფითი პირობების გაუმჯობესებას და მორალურ მხარდაჭერას.

1. სოციალურად დაუცველ უსახლკარო ოჯახებს, ( რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 75000- ს)

2. 1 წლიანი დახმარება, რაც დაკავშირებულია ბინის დაქირავებასთან, საცხოვრებლით ( თავშესაფრით) უზრუნველსაყოფად თანხის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 200 ( ორასი) ლარის ოდენობით თვეში.

3. ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაზარალებულ გაჭირვებულ ი ოჯახების ბინის ქირის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 200 ( ორასი) ლარის ოდენობით თვეში.

4. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი ( დამქირავებლის და გამქირავებლის) ;

გ) ხელშეკრულების ასლი ქირავნობის შესახებ ( ნოტარიუსის მიერ დამოწმებული), სადაც იქნება

მითითებული ქირავნობის თანხის ოდენობა;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) .

ე) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომელშიც დამოწმებული იქნება, რომ განმცხადებელს ნამდვილად არ აქვს საცხოვრებელი;

ვ) გამქირავებლის ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მიღება- ჩაბარების აქტი ან აქტი

3 მეზობლის ხელმოწერით ( ნოტარიუსით დამოწმებული) .

ზ)  ინფორმაცია  საჯარო  რეესტრიდან,  რომ  განმცხადებელს  და  მისი  ოჯახის  წევრებს  არ გააჩნიათ  სხვასაცხოვრებელი ფართი;

თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა;

(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი) ;

ი) საბანკო რეკვიზიტები.

კ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

ლ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საკუთრების შესახებ.

მ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 12. ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფა ( კოდი – 06 02 11 )

ქვეპროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას.

1. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეს - 500 ( ხუთასი) ლარის და მათთან გათანაბრებულ პირებს -300 ( სამასი) ლარის ოდენობით დახმარება მიეცემათ 9 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით;

2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის  ომში დაღუპულთა  ოჯახების (მშობელი, შვილი, ქორწინებაში მყოფი მეუღლე) დახმარება აიცემა 500 ( ხუთასი)  ლარის ოდენობით, 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღის აღსაღნიშნავად;

3. ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ( გარდა მეორე სამამულო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირებისა, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება100 000 – ს) დახმარება გაიცემა 250 ( ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

4. შშმ ვეტერანების დახმარება გაიცემა 500 ( ხუთასი)  ლარის ოდენობით 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღის აღსანიშნავად;

 მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ომის მონაწილის ( ვეტერანის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

 ე) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

 ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა

 (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი) ;

 ზ) განსაკუთრებული შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი ( დედანი), ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე;

 თ) საბანკო რეკვიზიტები;

 ი) ქორწინების მოწმობის ასლი;

 კ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 13. ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვა ( კოდი – 06 02 12 )

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების მატერიალურ დახმარებას.

2. ხანდაზმულებს დახმარება მიეცემა 100 ( ასი) ლარის ოდენობით 1 ოქტომბერს - უხუცესთა საერთაშორისო დღის ღონისძიებასთან დაკავშირებით;

 2.1 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დახმარება მიეცემათ 500 ( ხუთასი) ლარის ოდენობით.

 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

 ა) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;

 დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

 მუხლი 14. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა ( კოდი – 06 02 13 )

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს შშმ პირების ფინანსურ მხარდაჭერას და რეინტეგრაციას საზოგადოებაში.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარება მიეცემათ 250 ( ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ( წელიწადში ერთხელ) :

ა) დაუნის სინდრომით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბენეფიციარებს (18 წ.- მდე ასაკი) -21 მარტს;

ბ) აუტიზმით დაავადებულ ბენეფიციარებს (18 წ.- მდე ასაკი) - 2 აპრილს;

გ) ლეიკემიით დაავადებული ბავშვებს (18 წ.- მდე ასაკი) - 1 ივნისს;

 დ) ეტლს მიჯაჭვულებს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირებს, მეტყველება და სმენადაქვეითებულებს - 3 დეკემბერს.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მეურვემ/ მზრუნველმა/ მხარდამჭერმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

 ა) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

 ბ) განმცხადებლის ( შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენლის ( ასეთის ყოლის შემთხვევაში), პირადობის მოწმობის ასლი;

 დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 ე) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;

 ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 15. სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარება ( კოდი – 06 02 014 )

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ფინანსურ მხარდაჭერას და პირობების გაუმჯობესებას.

2. დახმარების  მიმღებს ( ბენეფიციარს)  დახმარება  გაეწევა  ყოველთვიურად  თითოეულ ბავშვზე 100 ( ასი) ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

 ა) განცხადება;

 ბ) დახმარების  მიმღების  პირადობის  მოწმობის  ასლი;

 გ) ბენეფიციარის დაბადების  მოწმობის  ასლი;

 დ) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

 ე) ცნობა  ბავშვის რეინტეგრაციაში  ყოფნის  შესახებ;

 ვ) საბანკო  ანგარიში;

 ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 16. სტუდენტების  დახმარება ( კოდი – 06 02 015 )

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების სოციალურ დახმარებას წახალისების მიზნით

1. წარჩინებულ სტუდენტებზე (,,ა“კატეგორია), რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ფულადი დახმარება 100 ( ასი) ლარის ოდენობით გაეწევათ ყოველთვიურად აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში (01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე ( ბაკალავრი, მაგისტრი) ;

2. წარმატებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, დაფინანსება გაიცემა 50 ( ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში (01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე), დახმარება გაიცემა შემდეგ კატეგორიის სტუდენტებზე:

ა) დედ- მამით  ობოლი;

ბ) მრავალშვილიანი (4  და  მეტი  შვილი)  ოჯახის წევრი, თუ ოჯახში 1 ან მეტი სტუდენტია ( თითოეულზე) ;

გ) სოციალურად  დაუცველი  ოჯახიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა  არ აღემატება 100 000- ს;

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) დახმარების  მიმღების ( ბენეფიციარის)  პირადობის  მოწმობის  ასლი;

გ) მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის და მისი და- ძმების ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობების ასლები;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ) ბენეფიციარი ვალდებულია ყოველი თვის 25 რიცხვამდე წარმოადგინოს განახლებული ცნობა სტუდენტის სტატუსის ( აქტიური) შესახებ ( დედანი) ;

ზ) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

თ) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;

ი) ცნობა აკადემიური მოსწრების სარეიტინგო ქულის შესახებ ( მუხლი 16. ქვეპუნქტი 1- ის შემთხვევაში) ;

კ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება

1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.

2. დახმარების მისაღებად, მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის იგზავნება მუნიციპალიტეტის მერაში.

3. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.

4. ამ პროგრამის გათვალისწინებით მომზადებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს.

 5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზეც თანხები გამოიყოფა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,სოციალური დახმარებების“ქვეპროგრამებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.

6. მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ვადად განისაზღვროს 2 თვე.

7. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის და საკრებულოს მაჟორიტარი წევრის შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ამ პროგრამით განსაზღვრულ რომელ კატეგორიას ( მუხლი, პუნქტი) მიეკუთვნება ყოველი კონკრეტული შემთხვევა;

მუხლი 18. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება

1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების და/ან ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია (გარდა ამ პროგრამის მე-5 მუხლის 5.4 ქვეპუნქტით და მე-6 მუხლის 6.7 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ამზადებს ბრძანების პროექტს და საგარანტიო წერილს (საჭიროების შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, განმცხადებელს მიმართავს ხარვეზის შესავსებად.
2. სამსახური ამ პროგრამის მე-5 მუხლის 5.4 ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის 6.7 ქვეპუნქტის თანახმად შემოსულ განცხადებებს განსახილველად გადასცემს მერის მიერ შექმნილ დროებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს.
3. სამსახური სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტს და საგარანტიო წერილს (საჭიროების შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 19.02.2018წ.

მუხლი 19. დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობის წესი

1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის 5.4 ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის 6.7 ქვეპუნქტის თანახმად შემოსულ განცხადებებს განიხილავს დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. ჯგუფში შედიან მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. დროებითი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.
3. დროებითი სამუშაო ჯგუფი სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
4. სამუშაო ჯგუფმა მატერიალური დახმარება შეიძლება გასცეს ერთ ოჯახზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ. (უკიდურეს და გადაუდებელ შემთხვევაში-ორჯერ.)
5. განსაკუთრებულ შემთხვევაში დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ შეიძლება გაიცეს დახმარება განსხვავებული თანხის ოდენობით, რომელიც დაფიქსირებული იქნება ოქმში.
6. დროებითი სამუშაო ჯგუფი იკრიბება არანაკლებ თვეში 3-ჯერ.
7. დროებითი სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
8. დროებითი სამუშაო ჯგუფის ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში.
9. დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივანი.
10. დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმები იკერება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 19.02.2018წ.

 მუხლი 20. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ (გაცემული საგარანტიო წერილის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ) საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის გარეშე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე განსხვავებული თანხის ოდენობით (არაუმეტეს 3000(სამიათასი) ლარისა), მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 19.02.2018წ.

მუხლი 21. დახმარების გაცემის წესი

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) გადაგზავნა, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული მოდულის მეშვეობით მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა უზრუნველყოს შესაბამისი კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი დოკუმენტების გადაგზავნა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონული მოდულის მეშვეობით.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების უნაღდო ანგარიშსწორებით დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო ან შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 19.02.2018წ.

მუხლი 22. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა;
2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობის განსაზღვრა;
3. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა;
4. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 19.02.2018წ.

მუხლი 23. პროგრამის შედეგი
1. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა.
2. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
3. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
4. პროგრამის კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება.
5. პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება, მათი წახალისება, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 19.02.2018წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №3, 18.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016382 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4014934-1/