თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2018 ბოლო ცვლილება 25.01.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№08
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.163.016386
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №08

2018 წლის 18 იანვარი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 93-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-7 და 204-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.
+
მუხლი 2
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის  განაკვეთები  განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №3 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/01/2017, 200230000.35.176.016141). 
+
მუხლი 4
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 სექტემბრის №36 დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 02/10/2014, 200230000.35.163.016219).
+
მუხლი 5
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე
+



დანართი 

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 %. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება(გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

 ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

 ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

 გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

 დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

მუხლი 2

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 %.

2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 %.

მუხლი 3

1. 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს.

2. 100000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 %-ს.

მუხლი 4

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი  ერთ ჰექტარზე შეადგენს:

1.სახნავისთვის (მათ შორის:მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის: 86 ლარს.

2. სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარს.

3.  საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარს.

მუხლი 5

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვ.მ-ზე განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის, რომელიც ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0,24, ლარს, შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით, რომელიც შეადგენს:

ა) ქალაქ თელავის ცენტრალურ ზონაში – 1.3;

ბ) ქალაქ თელავის შუალედურ ზონაში – 1.0;

გ) ქალაქ თელავის პერიფერიულ ზონაში – 0.7;

დ) თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – 0.7.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 29.03.2018 წ.

მუხლი 6

1. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

მუხლი 7

მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება თელავის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 29.03.2018 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ“, №08, 18.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016386 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4016923-1/