ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2018 წლის 23 იანვარი ქ. ზუგდიდი |
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ( ოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 500 ( ორი ათას ხუთასი) ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი;
ე) ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთებზე რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები თანხის 20 %;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 8 000 (რვა ათასი) ლარი.
ა) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №35 დადგენილება;
ბ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №18 დადგენილება.
|
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 93-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3, პუნქტების „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
+
მუხლი 2🔗
დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთები სახეობის მიხედვით: ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ( ოცდახუთი ათასი) ლარი;ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 100 (ორი ათას ასი) ლარი;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 ივლისის დადგენილება №22 - ვებგვერდი,09.07.2019წ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი,05.07.2022წ.
+
წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) (გარდა წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობისა საქმიანობის ამ ნაწილში) ვალდებულია ყოველკვარტალურად ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
+
მუხლი 4🔗
წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).
+
წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).
მუხლი 5🔗
სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემური ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
+
მუხლი 6🔗
მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ეთხოვოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის სამმართველოს.
+
მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ეთხოვოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის სამმართველოს.
მუხლი 7🔗
შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
+
მუხლი 8🔗
დადგენილება გაეგზავნოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
+
დადგენილება გაეგზავნოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
მუხლი 9🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №35 დადგენილება; ბ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №18 დადგენილება.+
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. აქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. აქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.09.2024.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 23.01.2018. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.105.016397.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.09.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.09.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №9, 23.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.105.016397 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4020323/