ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპიური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.01.2018 ძალადაკარგული 17.06.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.161.016389
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2018 წლის 25 იანვარი

ქ. გარდაბანი

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილება № 16 - ვებგვერდი , 02.10.2019 წ .


+
მუხლი 1
დამტკიცდეს:

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი  (დანართი №1 (დანართი №2 ამოღებულია);

2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ფორმა (დანართი №3);

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №4);

4.  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5);

5. მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №6);

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №7);

7. გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმა (დანართი №8);

8. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტი (დანართი №9).

8​1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43​1-43​2 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრს.

8​2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51​3, 53​3, 55, 55​2 და 55​3, 77​1, 77​2, 82​5 (პლასტიკის  და  ბიოდეგრადირებადი  პარკების  რეალიზაციის  ნაწილში), 103, 119​1, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146​1, 148-ე, 150-ე, 150​1,151-ე, 151​2, 152-ე, 152​2, 153​4, 159-ე და 159​1 მუხლებით და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.

8​3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 196​1, 196​3, 196​6, 197, 197​1, 198 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება მიენიჭოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილება № 16 - ვებგვერდი , 02.10.2019 წ .

+
მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და მშენებლობის ნებართვის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №27 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 02/04/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016228);

2. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 25/06/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016237);

3.  „მშენებლობის ნებართვის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალის ტიპური ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 25/06/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016240).

 

+
მუხლი 3
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის ფორმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციისა და დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპიური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, №10, 25.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016389 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4022723-1/