ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.01.2018 ბოლო ცვლილება 16.04.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.121.016289
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №61

2018 წლის 25 იანვარი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება  დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის   №52 დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 19.11.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016133).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
+



დანართი №1

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება

+
მუხლი 1.   ზოგადი ნაწილი
1. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს  მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს   და  უზრუნველყოფს:

ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების განხორციელებას;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების  განხორციელებას; 

დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. (ამოღებულია - 06.03.2018, №85).

4. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია ვანის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე, რომელსაც დადგენილი წესით, პერიოდულად წარედგინება ანგარიში გაწეულ სამუშაოთა შესახებ.

5. სამსახურის  დაფინანსება  ხორციელდება  ადგილობრივი  ბიუჯეტიდან.

6. სამსახურის მისამართია: ქალაქი ვანი, თავისუფლების ქუჩა №65.

ვანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018  წლის 6  მარტის  დადგენილება №85  – ვებგვერდი, 14.03.2018წ.


+
მუხლი 2.  სამსახურის ძირითადი მიზანი და ამოცანები
1. სამსახურის ძირითადი მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, მათ შორის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პრობლემების დარეგულირება, მათი სოციალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფა;

გ) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სოციალურად დაუცველთათვის ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა;

დ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემების დარეგულირებისათვის ხელშეწყობა  არსებული პროგრამების მიხედვით;

ე) სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის დახმარებებისა და შეღავათების გაწევა არსებული პროგრამების მეშვეობით;

ვ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავება;

ზ) II  მსოფლიო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა კანონიერი უფლებების, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების დაცვა;

თ) ომის, შრომისა და სამხედრო  ძალების  ვეტერანთა  საზოგადოებრივ  ორგანიზაციებთან   თანამშრომლობა;

ი)  საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, საკრებულოსა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

ვანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 6  მარტის  დადგენილება №85  – ვებგვერდი, 14.03.2018წ.


+
მუხლი 3. სამსახურის უფლება-მოვალეობები
1.  სამსახურს უფლება აქვს:

ა) კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვიტოს სოციალურად დაუცველი კონტინგენტისათვის სოციალური  და სხვა სახის დახმარებათა გაცემის საკითხი;

ბ) ითანამშრომლოს საქველმოქმედო და სხვა სახის ორგანიზაციებთან; ამასთან, მათ მიერ შესაბამისი ფულადი და მატერიალური დახმარების გაცემისას წარუდგინოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჩამონათვალი;

გ) თვალყური ადევნოს სოციალურად დაუცველთათვის კანონით დადგენილი შეღავათების განხორციელების სისწორეს, მოამზადოს წინადადებები ამ კონტინგენტისათვის მისი კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი შეღავათების დაწესების შესახებ;

დ) განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო უწყებების დავალებათა შესრულებაზე, რომელიც ეხება ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო უწყებების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ორგანიზაცია და მონიტორინგი;

ბ) უზრუნველყოს დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მერისთვის აუცილებელი ინფორმაციის წარდგენა;

გ) ხელი შეუწყოს პროგრამების დროული და სრული დაფინანსების ორგანიზაციას;

დ) დადგენილი წესით აღრიცხოს სოციალურად დაუცველი კონტინგენტი;

 ე) კანონით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და  დაცვაზე;

ვ) მიიღოს კორესპოდენციები, საქმიანი ქაღალდები, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და  შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, შესაბამისი სამართლებრივი აქტები და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.

ვანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 6  მარტის  დადგენილება №85  – ვებგვერდი, 14.03.2018წ.


+
მუხლი 4. სამსახურის მართვა
1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის პროფესიული  საჯარო   მოხელე და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დებულებით დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის;

გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

დ) წარუდგენს მერს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ე) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;

ვ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი.


+
მუხლი 5.  სამსახურის სტრუქტურა
სამსახურის სტრუქტურა შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

+
მუხლი 6. სამსახურის ფინანსური და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა
 სამსახურის ფუნქციონირებისა და პროგრამების სარეალიზაციოდ ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან. 

+
მუხლი 7.  სამსახურის ქონება
სამსახურის ქონება შეადგენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის ქონებას.

+
მუხლი 8. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით.

2. სამსახურის რეორგანიზაცია  ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ვანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 6  მარტის  დადგენილება №85  – ვებგვერდი, 14.03.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №61, 25.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016289 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4023300-1/