საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში − სამსახური) მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტები №1 დანართის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს სამსახურის დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით, №2 დანართის შესაბამისად.
3. დამტკიცდეს სამსახურის სპეციალისტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით, №3 დანართის შესაბამისად.
4. განისაზღვროს სამსახურის დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოსა და კატეგორიების შემდეგი შესაბამისობა:
ა) მეათე კატეგორია − სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;
ბ) მეცხრე კატეგორია − სამსახურის უფროსის მოადგილე;
გ) მერვე კატეგორია − დირექტორატის უფროსი;
დ) მეშვიდე კატეგორია − დირექტორატის უფროსის მოადგილე, ინსტრუქტორ-კონსულტანტი, მთავარი სამმართველოს უფროსი;
ე) მეექვსე კატეგორია − სამმართველოს უფროსი, ინსტრუქტორი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ვ) მეხუთე კატეგორია − სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერტ-ანალიტიკოსი;
ზ) მეოთხე კატეგორია − განყოფილების უფროსი;
თ) მესამე კატეგორია − განყოფილების უფროსის მოადგილე.
5. სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დგინდება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი წლის საქართველოს კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ დადგენილების №1, №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ცხრილების მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და აისახება სამსახურის საშტატო ნუსხაში.
6. მოსამსახურის (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილის, სამსახურის დაზვერვის ოფიცრისა (კატეგორიის გარეშე) და სპეციალისტისა) თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დადგენის მიზნით, თანამდებობრივი სარგოს მინიმალური და მაქსიმალური კოეფიციენტების ფარგლებში, სამსახურის უფროსი შეარჩევს კოეფიციენტს.
7. კოეფიციენტის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოსამსახურის სამსახურებრივი ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი პასუხისმგებლობის ხარისხი, მოვალეობათა შესრულების სირთულე, შესაბამისი კომპეტენცია, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება.
8. სამსახურის დაზვერვის ოფიცერსა და სპეციალისტს კატეგორიას ანიჭებს სამსახურის უფროსი.
9. საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად ჩარიცხული და დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშნული საკონტრაქტო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 110 (ას ათი) ლარის ოდენობით.
10. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დაფინანსდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №593 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
|
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №593 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
განისაზღვროს სამსახურის მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტები (მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები):
დანართი №2
სამსახურის დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით
განისაზღვროს სამსახურის დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს მინიმალური და მაქსიმალური ზღვრული კოეფიციენტები სამსახურის დაზვერვის ოფიცრის კატეგორიის მიხედვით:
დანართი №3
სამსახურის სპეციალისტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით განისაზღვროს სამსახურის სპეციალის ის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი სამსახურის სპეციალისტის კატეგორიის მიხედვით:
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ“, №31, 25.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 130070000.10.003.020346 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4023859-1/