თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.01.2018 ბოლო ცვლილება 04.10.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.126.016252
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2018 წლის 26 იანვარი

ქ. თერჯოლა

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №24 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016109, ვებგვერდი, 17/09/2014).
+
მუხლი 3
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე
+



თერჯოლის  მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –  ზედამხედველობის სამსახურის დებულება

დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების  შესაბამისად, განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობასა და მუშაობის ორგანიზაციას.

+
მუხლი 1. თერჯოლის  მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული.

2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და თერჯოლის  მუნიციპალიტეტის მერიის დებულებისა და საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. 


+
მუხლი 2. სამსახურის ამოცანები
1. სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის გამოვლენა.

2. ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე.

3. სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების, მომსახურების ან/და საგნის შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი კონტროლისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა. 


+
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და პროფესიული საჯარო მოსამსახურეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება- მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი რანგით მაღალი მოხელე.


+
მუხლი 4. სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თერჯოლის  მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს სამსახურის  მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

დ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ე) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს  საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;

ვ) თერჯოლის  მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ზ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

თ) თერჯოლის  მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით, თერჯოლის  მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 


+
მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლს;

გ) ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე (დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება);

დ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად, მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობას;

ვ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ - სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;

ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟის შემთხვევაში სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებაზე ზედამხედველობას, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადებას;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელებას საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში;

ი) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;

კ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ XV თავით და საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ განსაზღვრულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას და შესაბამისი ზომების მიღებას;

ლ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში;

მ) კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელებას კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე;

ნ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისი მუხლებითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე;

ო) სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში ითხოვს დოკუმენტაციას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა, კომპეტენციის ფარგლებში;

ჟ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

რ) ადგილობრივ მოსაკრებლებს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს დადგენილი წესით;

ს) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის და შესაბამისი მონაცემების შეუფერხებლად მიღებას; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით იწვევს მერიის სტრუქტურული ერთეულების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლებს, სპეციალისტებს;

ტ) უფლებამოსილების ფარგლებში საჭირო შესაბამისი შემოწმებების ჩატარებას; მონაწილეობის მიღებას სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;

უ) წინადადებების მომზადებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;

ფ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღებას სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში.

2. (ამოღებულია - 06.09.2023, №17).

3. სამსახური უფლებამოსილია განიხილოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი   საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209​3, 51​3, 53​3, 55-ე, 55​3, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით (გარდა საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 46​5, 46​6, 172​​8 და 172​9  მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან საჯარიმო ქვითარი –ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 08.11.2019წ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 07.09.2023წ.


+
მუხლი 6. მოსაკრებლების კონტროლი   
მოსაკრებლების კონტროლს სამსახური  დაგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ბ) ადგილობრივ მოსაკრებლებს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს დადგენილი წესით;

გ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 


+
მუხლი 7. უნებართვო საქმიანობის კონტროლი
უნებართვო საქმიანობის კონტროლს სამსახური   დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს /შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, ინფრასტრუქტურული მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა/;

გ) ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება;

დ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებას;

ე) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობას, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) თერჯოლის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;

ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟის შემთხვევაში სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებაზე ზედამხედველობას, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადებას;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელებას საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში;

ი) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;

კ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ XV თავით და საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ განსაზღვრულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და შესაბამისი ზომების მიღება;

ლ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში;

მ) კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე;

ნ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისი მუხლებითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე და/ან უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა მიერ აღნიშნული საკითხების ორგანიზება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 08.11.2019წ.


+
მუხლი 7​1. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა
1. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა – სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების, მშენებლობის უსაფრთხოების, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, აგრეთვე უნებართვო მშენებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენა და სათანადო რეაგირება.

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერია/ზედამხედველობის სამსახური.

3. იმ  შემთხვევაში, თუ მიმდინარე მშენებლობაზე ხორციელდება მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა (ინსპექტირება) შესაბამის აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია(შესაბამის სამსახური) მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს:

ა) შერჩევითობის წესით;

ბ) რისკის ანალიზზე დაყრდნობით;

გ) დაინტერესებული პირის საჩივრის ან/და აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს/ სერტიფიცირებული ექსპერტის მიმართვის საფუძველზე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 08.11.2019წ.


+
მუხლი 7​2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა (ზედამხედველობის სამსახური) და სამშენებლო სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია (ზედამხედველობის სამსახური):

ა) ვალდებულია ყოველწლიურად განახორციელოს იმ III და IV კლასების შენობა-ნაგებობების საერთო რაოდენობის 10%-ის საჯარო ზედამხედველობა, რომელთა მშენებლობისთვის წინა წელს გაიცა მშენებლობის ნებართვები;

ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია (ზედამხედველობის სამსახური) უფლებამოსილია:

ბ.ა) შემოწმების მიზნით დაუბრკოლებლად შევიდეს სამშენებლო ობიექტზე;

ბ.ბ) მშენებლობის მწარმოებელ პასუხისმგებელ პირებს მოსთხოვოს სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია;

ბ.გ) მშენებლობის მწარმოებელ პასუხისმგებელ პირებს მოსთხოვოს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ, დადებითი დასკვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ადგილზე გადაამოწმოს შესაბამისი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობა;

გ.ა) წარმოდგენილ დასკვნაში ხარვეზის აღმოჩენის  ან მშენებლობის ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, განმარტოს მშენებლობის ეტაპის ჩაუბარებლობის მიზეზი/მიზეზები და მშენებლობის ნებართვის მფლობელს აცნობოს წერილობით, სადაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრის ან მშენებლობის ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;

გ.ბ) ჩაიბაროს მშენებლობის ბოლო ეტაპი და შენობა-ნაგებობა მიიღოს ექსპლუატაციაში 1 განცხადების საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის მფლობელის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

დ) დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით და ამ მიზნით:

დ.ა) შეადგინოს შემოწმების აქტი სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით;

დ.ბ) გასცეს მითითება სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების თაობაზე;

დ.გ) მიიღოს გადაწყვეტილება სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;

დ.დ) მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ;

დ.ე) მითითებით განსაზღვროს სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის აუცილებელი ვადა;

დ.ვ) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ 7 კალენდარული დღის ვადაში შეამოწმოს მითითების შესრულება და შეადგინოს შემოწმების აქტი, რომელშიც დეტალურად უნდა აღწეროს კონკრეტული  შესრულებული ან შეუსრულებელი მითითების შესახებ ინფორმაცია;

დ.ზ) შემოწმების აქტის შედგენიდან 1 თვის ვადაში შეადგინოს დადგენილება (სამართალდარღვევათა ოქმი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე;

დ.თ) მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, ან ზონაში, ან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში შემოწმების აქტის შედგენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ;

დ.ი) გაცემული მითითების შესრულების ან დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ან სამშენებლო ობიექტის ლეგალიზების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2. მშენებლობის განმახორციელებელი პირი:

ა) თუ ის არის I და II კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვების მფლობელი, უფლებამოსილია, სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების განხორციელება დაუკვეთოს აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებულ ექსპერტს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ) თუ ის არის III და IV კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვების მფლობელი, ვალდებულია სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების განხორციელება დაუკვეთოს აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებულ ექსპერტს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 08.11.2019წ.


+
მუხლი 7​3. სამშენებლო სამართალდამრღვევი
სამშენებლო სამართალდამრღვევია:

ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი, სამშენებლო კომპანია ან ფიზიკური პირი ან მშენებლობის ნებართვის მფლობელი მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისას;

ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი;

გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი;

დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე;

ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 08.11.2019წ.


+
მუხლი 7​4. ადმინისტრაციული წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით
1. სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია (ზედამხედველობის სამსახური) სამართალდარღვევის ფაქტზე დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას გონივრული ვადით, რომელიც შეიცავს  შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას ამ მითითებით დადგენილი პირობებით სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.

2. სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს:

ა) მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო;

ბ) დარღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;

გ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;

დ) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;

ე) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;

ვ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას;

ზ) მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში ან/და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.

თ) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე სამშენებლო სამართალდამრღვევის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, რაზედაც მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დგება შემოწმების აქტი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 08.11.2019წ.


+
მუხლი 7​5. მითითება სამშენებლო სამართალდარღვევაზე
1. მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია გასცეს მითითება სამშენებლო სამართალდარღვევაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებსა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილ დასაბუთებით ნაწილს.

ბ) სამშენებლო სამართალდარღვევის არსს;

გ) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ან/და დარღვევის გამოსწორებისათვის აუცილებელ გონივრულ ვადას;

დ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;

ე) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ.

2. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 08.11.2019წ.


+
მუხლი 7​6. პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევაზე
1. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია (ზედამხედველობის სამსახური) ვალდებულია, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, სამშენებლო სამართალდარღვევაზე მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ.

2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია (ზედამხედველობის სამსახური) უფლებამოსილია  მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.

3. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმებასთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება, დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.

4. ამ მუხლში მითითებული გადაწყვეტილებები მიიღება შემოწმების აქტის შედგენიდან ერთი თვის ვადაში ან/და დაუყოვნებლივ, თუ ადგილი აქვს სამშენებლო წესების დარღვევას და ის ხორციელდება „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, ან ზონაში, ან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 08.11.2019წ.


+
მუხლი 7​7. ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განხორციელება
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია (ზედამხედველობის სამსახური) სამშენებლო საქმიანობაზე, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით:

ა) სწავლობს მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ სანებართვო დოკუმენტაციას;

ბ) ადგენს მშენებლობის ზედამხედველობის განხორციელების კვარტალურ გეგმას, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესამოწმებელი ობიექტის ჩამონათვალი, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები, ნებართვის მფლობელების ვინაობის შესახებ მითითება, საჯარო ზედამხედველობის განხორციელების კალენდარული დღეები;

გ)  ყოველკვირეულად გასცემს წერილობით დავალებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის გამოსავლენად, სადაც მითითებული უნდა იყოს კონკრეტული სამშენებლო ობიექტის ან/და შენობა-ნაგებობის მდებარეობა ან/და საჯარო ზედამხედველობის განხორციელების გეოგრაფიული არეალი, რაზედაც საჯარო ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილი პირები ადგენენ მოხსენებით ბარათს სამსახურის სახელზე, სადაც უთითებენ ინფორმაციას სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის ან/და არარსებობის თაობაზე და წარადგენენ საჯარო ზედამხედველობის განხორციელების დღიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

2. ზედამხეველობის სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ წერილობითი დავალების გაუცემლობა, საჯარო ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილი პირების მიერ სამშენებლო ობიექტზე, მშენებლობის ნებართვის მფლობელთან ან უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელ პირთან ვიზიტი ამ მუხლით გათვალისწინებული სამსახურის მიერ გამოცემული წერილობითი დავალების გარეშე, აგრეთვე საჯარო ზედამხედველობის განხორციელების დროს სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის  შემთხვევაში სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ ინფორმაციის სათანადო წესით სამსახურისთვის შეუტყობინებლობა და სამშენებლო სამართალდარღვევაზე დადგენილების ოქმის შეუდგენლობა ითვლება მძიმე დისციპლინურ გადაცდომად და მათ მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 08.11.2019წ.


+
მუხლი 8. ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს  სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ნებისმიერ ეტაპზე კონტროლს და ზედამხედველობას;

 ბ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას;

გ) სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული შესაბამისი სამუშაოების, მომსახურების ან/და საგნის კორექტირებას, შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობის და ვადების კონტროლს, მოცულობისა და ხარისხის შემოწმებას.

დ) შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას;

ე) საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


+
მუხლი 9. დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია და ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №9, 26.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016252 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4026305-2/