საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ფულადი სარგოებისა და დანამატის ოდენობების, მათი გაცემის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის (შემდგომში − სამსახური) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ფულადი სარგოები განისაზღვროს №1 დანართის მიხედვით;
ბ) სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ოდენობები განისაზღვროს №2 დანართის მიხედვით;
გ) სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეთა წოდებით ნამსახურები წლებისა და სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მრავალშვილიანი მოსამსახურეებისათვის დანამატის ოდენობები განისაზღვროს №3 დანართის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფულადი სარგოები და დანამატის ოდენობები ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1621-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეებზე.
3. ამ დადგენილებით გათვალისწინებული დანამატის გარდა, სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეს აგრეთვე შეიძლება მიეცეს საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანამატი.
2. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგოს (თანამდებობრივი სარგო) და დანამატის, გარდა წოდებრივი სარგოსა და წოდებით ნამსახურები წლებისათვის ფულად სარგოზე დანამატისა, დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით.
3. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეს წოდებით ნამსახურები წლებისათვის ფულად სარგოზე დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის თანხმობით, ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამსახურის სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი.
4. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეთა წოდებით ნამსახურები წლებისათვის ფულად სარგოებზე დანამატის დაანგარიშებისას, სამსახურის უფროსის თანხმობით, ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოთ სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდი.
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ფულადი სარგოებისა და დანამატის ოდენობების, მათი გაცემის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ“, №38, 26.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 120260040.10.003.020353 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4028745-1/