საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.01.2018 ძალადაკარგული 27.06.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.165.016303
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2018 წლის 26 იანვარი

ქ. საგარეჯო

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი
+



დანართი

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება

+
მუხლი 1. ზოგადი   დებულებები

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო „გენდერული თანასწორობის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ქმნის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომში – საბჭო ).

2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, „გენდერული თანასწორობის შესახებ “ საქართველოს კანონის , ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით .

4. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე .

მუხლი 2. საბჭოს   ფუნქციები , ამოცანები და   უფლებამოსილებები

1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია :

ა ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა ;

ბ ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება ;

გ ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების ანალიზი გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით , საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და საკრებულოსათვის წარდგენა ;

დ ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად , ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა ;

ე ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა , შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ;

ვ ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება , გარდა ისეთი დოკუმენტებისა , რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ;

ზ ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების , დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა , თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ;

თ ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა ;

ი ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან /და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად .

2. საბჭო უფლებამოსილია :

ა ) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში ;

ბ ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები და ამ ორგანოების თანამდებობის პირები და მოითხოვოს მათგან ინფორმაციის მიღება ;

გ ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები .

მუხლი 3. საბჭოს   სტრუქტურა

1. საბჭოს თავმჯდომარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე , ან მისი დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე .

2. საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე .

3. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის, საკრებულოს წევრების, მუნიციპალიტეტის მერის მიერ შერჩეული პირის/პირების, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, რომელთაც აქვთ გენდერულ  თემებზე მუშაობის გამოცდილება ან/და ინფორმირებულობა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა პირებისაგან. საბჭო შდგება არანაკლებ 8 წევრისაგან.

4. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით , საბჭოს მუშობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა , სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა , არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა .

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 06.07.2018 წ.

მუხლი 4. საბჭოს   მუშაობის   წესი

1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე .

2. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე .

3. სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს :

ა ) საბჭოს თავმჯდომარეს ;

ბ ) საბჭოს წევრს .

4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი .

5. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით , ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა .

6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით , რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე .

მუხლი  5. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ –ტექნიკური უზრუნველყოფა

საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ -ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი .


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №6, 26.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016303 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4030492-1/