საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.01.2018 ბოლო ცვლილება 26.03.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.165.016317
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №20

2018 წლის 26 იანვარი

ქ. საგარეჯო

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე  მუხლის  პირველი პუნქტის  ,,გ.ბ’’  ქვეპუნქტის სფუძველზე,   საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის  თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 თებერვლიდან.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი
+



დანართი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის დებულება


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური  სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს.

2. სამსახური  თავის საქმიანობაში  ხელმძღვანელობს  „საქართველოს  კონსტიტუციით“,  საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4.   სამსახურის იურიდიული მისამართია:  ქ.საგარეჯო, დავით  აღმაშენებლის ქუჩა №9.

 

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი.

2. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და საჯარო მოხელეებისაგან.

 

მუხლი 3. სამსახურის მართვა

1. სამსახურს  ხელმძღვანელობს  პირველადი  სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“-ს  და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) წარმართავს  სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) წარუდგენს მერს წინადადებებს ადმინისტრაციული სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

დ) საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს  – ბრძანებას;

ე) შემოსული განცხადების/ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მდგომარეობის შესწავლისა და სიტუაციური ანალიზის დოკუმენტის შემუშავების ვალდებულების განსაზღვრის შესახებ.  

ვ) უზრუნველყოფს საქმის წარმოებაში ბავშვის ფსიქოლოგის, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტის და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტის ჩართვას;

ზ) ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ჩაღმავებული (მეორადი) შეფასების განხორციელების თაობაზე და უზრუნველყოფს მასში შესაბამისი მოწვეული სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობას.

თ) ამტკიცებს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ სკრინინგის, პირველადი ან ჩაღრმავებული შეფასების საფუძველზე შემუშავებულ სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო ორგანოებთან ან/და კერძო პროვაიდერებთან თანამშრომლობით. 

ი) იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექტორის მიერ გეგმიური კონტროლის  ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების შესახებ.

კ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს სახდელის შეფარდებას ან უგზავნის სამართალდარღვევის ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს.

ლ) ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის  პროგრამების განხორციელების მიზნით ახდენს  შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, ხელშეკრულებების დადების და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პროცესის მხარდაჭერას.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 31.08.2020 წ.
 

მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

ა)  ჯანმრთელობის    დაცვისა   და   სოციალურ   საკითხთა   მიმართულებით   მუნიციპალური   პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ)  მუნიციპალიტეტში    დამტკიცებული    პროგრამების    შესაბამისად,    მოსახლეობისათვის     სოციალური დახმარებებისა და შეღავათების გაწევა;

გ)  განსახორციელებელი   პროგრამების  უზრუნველსაყოფად     კოორდინირებული    მუშაობა    სხვადასხვა დაწესებულებებთან და იურიდიულ პირებთან;

დ)   მუნიციპალიტეტში     მცხოვრები     უსახლკარო    პირების    თავშესაფრით    უზრუნველყოფის     მიზნით წინადადების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში და მათი რეგისტრაცია-აღრიცხვა;

ე)  რეკომენდაციების   მომზადება  სოციალურად  დაუცველ  პირთა,  აგრეთვე  ვეტერანთა,  ლტოლვილთა  და იძულებით   გადაადგილებულ   პირთა   მიმართ  დამატებითი   სოციალური   შეღავათების   და  დახმარებების შემოღების თაობაზე;

ვ) შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე პირთა რეგისტრაცია-აღრიცხვა  და დახმარება მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის;

ზ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჯანდაცვის ობიექტებთან თანამშრომლობა სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;

თ) ჯანმრთელობის   დაცვის   სფეროში   მუნიციპალური   პროგრამების   შესრულების   უზრუნველყოფა;

ი) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ  საზღვრებში  ჯანმრთელობის  დაცვის ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარება;

კ)  ჯანმრთელობის      დაცვის     სფეროში     სხვადასხვა     სახელმწიფო     ორგანიზაციიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება-დამუშავება;

ლ) სამსახურის კომპეტენციის  ფარგლებში  პარტნიორი ორგანიზაციების  მოძიება და მათთან თანამშრომლობა;

მ) ჯანმრთელობის  დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან კოორდინირებულ მუშაობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჯანდაცვის ობიექტებთან თანამშრომლობა სამსახურის კოპეტენციის ფარგლებში;

ნ)  სამსახურში   შემოსულ   განცხადებებზე   და  წერილებზე   წინადადებებისა   და  პასუხების მომზადება.

ო) საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის    ადმინისტრაციულ    საზღვრებში    სოციალური   მომსახურების   ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;

პ) სოციალურ  საკითხთა  სფეროში  მუნიციპალური  პროგრამების  შემუშავება  და  მათი  განხორციელების ხელშეწყობა-ორგანიზება;

ჟ) სოციალურ  საკითხთა  სფეროში  სხვადასხვა  სახელმწიფო  ორგანიზაციიდან  სტატისტიკური  მონაცემების მიღება-დამუშავება;

რ) სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ს)  მუნიციპალიტეტში     მცხოვრები     უსახლკარო     პირების     თავშესაფრით     უზრუნველყოფის     მიზნით წინადადების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში და მათი რეგისტრაცია-აღრიცხვა;

ტ) რეკომენდაციების მომზადება სოციალურად დაუცველ პირთა, აგრეთვე ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების შემოღების თაობაზე;

უ) შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირთა  რეგისტრაცია-აღრიცხვა  და  დახმარება  მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის;

ფ) სამსახურში შემოსულ განცხადებებსა და წერილებზე წინადადებებისა და პასუხების მომზადება;

ქ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;

ღ)  საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული  ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

ყ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

შ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;

ჩ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;

ც) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან,

ძ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

წ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა.

ჭ) ბავშვის უფლებების დაცვის  პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;

ხ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 31.08.2020 წ.
 

მუხლი 5. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სამსახურის   დებულებაში   ცვლილებების   და  დამატებების  შეტანა  ხორციელდება  „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №20, 26.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016317 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4032726-1/